Home რუბრიკები პოლიტიკა შეურაცყოფილმა თბილისის მერმა გიორგი გაბუნიას უჩივლა

შეურაცყოფილმა თბილისის მერმა გიორგი გაბუნიას უჩივლა

533

თბილისის მერმა გიორგი გაბუნიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ ქარტიას განცხადებით  მიმართა. მერი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია.

სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვლის გადაცემა P.S-ის გასული სიუჟეტი, რომელშიც თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემა იყო გაკრიტიკებული. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).

ტელეკომპანია “რუსთავი 2” გადაცემა P.S.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ერთში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისში დამონტაჟებულ საზოგადოებრივ ტუალეტებზე იყო, თავისი „მოკრძალებული“ შეფასება გაუკეთა.

თუთიყუშმა „გაბომ“ თავისი პატრონის დავალება 10-ზე შეასრულა, იმდენი ილაპარაკა განავალზე და ტუალეტზე, თან ისე ხატოვნად, რომ თბილისის მერს ნერვიც კი შეუტოკდა და „გაბოს“ ქარტიაში უჩივლა – ტიტუუ! კარგად ვიცით ჩვენი „ნარმო“  როგორ გიჟდება ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით რუსთავი 2-ის. გვარამია ალბათ მთელი ღამე ფიქრობდა  ტექსტზე, რომელიც გაბუნიამ ჩამოამღერა კვირას P.S.-ის გადაცემაში. შთაგონების წყარო ალბათ თავად სიუჟეტი იყო და შემდეგ „გაბოს“ დაავალა, გემრიელად „დაეჯვათ“ ნარმანიასთვის.

“ისეთი ხდებოდა კადრებში, რომ ტელევიზორებიდანაც გამოჟონა სუნმა. აი, ამას ქვია უნიტაზში ჩაყრილი 100 000 ლარი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ოღონდ ეს ხალხის ფულია და მერიას უნიტაზში ჩარეცხვაც კი არ გამოსდის წესიერად, იმიტომ რომ მისი უნიტაზები კანალიზაციას არ არის მიერთებულია და ეს სულაც არ არის სასაცილო. ის რასაც თბილისის მთავრობა აკეთებს არის საზოგადოების დაცინვა, შეურაცხყოფა და დანაშაული. ალბათ, დავით ნარმანიას დააავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს. მას ალბათ, ისევ სადმე სოფელში გონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ორმო არ არის ბატონო დავით! თქვენს საკუთარ სახლში თქვენი ნებაა საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ, ოღონდ როდესაც თქვენ სახელმწიფოს სახსრებით და ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა გაქვთ ჩაბარებული ბატონო მერო, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენს კოლექტივთან ერთად ცოტა მეტი გონება და მეტი მონდომება დაატანეთ იმ საქმეს, რომელიც თქვენ ხალხმა ჩაგაბარათ, თორე მე თუ მკითხავთ, თბილისის მერია დიდი ხანია მის მიერვე აშენებულ უფუნქციო ტუალეტებს დაემსგავსა!“- განაცხადა P.შ.-ის წამყვანმა.

საინტერესოა, გაბუნიას რამე თუ სმენია ჟურნალისტიკური ეთიკის ნორმების შესახებ?  რა უნდა ვუწოდოთ ისეთ ქვეყანას, სადაც ე.წ. ჟურნალისტი სახელმწიფო მოხელეზე ასეთი სითავხედით და პათოსით ლაპარაკობს. გაბოროტებული დირექტორის სახელით, რომელიც დღეს გისოსებს მიღმა უნდა იმყოფებოდეს და არა სავარძელში დოქტორი „კლანჭასავით“. სად არის ძაღლის თავი დამარხული ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რა უფრო დიდი დავანაშაულია – რუსთავი 2 დირექტორის სავარძელში ნამუსგარეცხილი გვარამიას ჯდომა თუ ივანიშვილის მიერ დაშვებული კოაბიტაცია ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

რა ქენი ბიძინა ეს?!

ზოგჯერ დანაშაულის ჩადენაზე უფრო დიდი  დანაშაული უმოქმედოდ ჯდომცაა!

1 COMMENT

  1. როდესაც ანტიქართველ სააკიანცს მიყიდული, გადაგვარებული \\\”კონჩიტა\\\” გვ არამიას დავალებით თუთიყუში \\\”ჯულიეტოვნა\\\” გა ბუ ნია გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ უწესიერესი, სუფთა და ნაღდი მამულიშვილი ბრძანდებით. ე.ი. სრულიად სწორ გზაზე დგეხართ ბ–ნო დავით და ასე გააგრძელეთ! ღმერთი გფარავდეთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here