Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა

საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა

581

საქართვეელოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობამ იმატა, უამრავი ახალგაზრდა უსახსრობის გამო ვერ ახერხებს თანხის გადახდას, შესაბამისად ვერც სწავლის გაგრძელებას ახერხებენ. 

განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ განათლების სისტემის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ ძალიან მცირეა და სოციალურ საჭიროებაზე ორიენტირებული არ არის. მათი შეფასებით, სტუდენტებს რისკ ჯგუფად მიიჩნევენ კომერციული ბანკებიც და მათზე სესხების გაცემას ერიდებიან.

საპარლამენტო უმციორესობის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს თანხების არარაციონალურად განაწილებაში, ხელისუფლებას კი სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია მინისტრს დაფინანსების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს.

განათლების მინისტრმა საპასუხოდ, დაფინანსების არასწორი სისტემის შექმნაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილისთვის კარგი გამოსავალი პროფესიული განათლებაა. სწავლის საფასურის ნაწილის გადახდა სტუდენტებს მეორე სემესტრის დაწყებამდე მოუწევთ.

ამ საკითხზე  გაზეთი ,,საქართველო და მსოფლიო“ ესაუბრა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, ფსიქოლოგს გიორგი გერგაულს:

-ხშირია შემთხვევა, როცა სტუდენტები სწავლს საფასურს   ვერ იხდიან და შესაბამისად, ვერც სწავლას აგრძელებენ, როგორ ფიქრობთ, ასეთი კატეგორიის სტუდენტებსთვის გარკვეული შეღავათები უნდა არსებობდეს? 

-საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების საკმაოდ უცნაური მოდელია. გარკვეული ტექნიკური სპეციალობები სრულად ფინანსდება, ხოლო  დანარჩენ სპეციალობებზე  შესაძლებელია თანადაფინანსება.

სტუდენტებს თავად უწევთ  სწავლის  დაფინანსება, რითაც მათ ხელი  ესლებათ განათლების მიღებაში, რადგან დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, სწავლისთვის კი დრო არ რჩებათ.  აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ყველა სტუდენტს   მუშაობის  შესაძლებლობა არ  აქვს, ამიტომ ფინანსური პრობლემების გამო ბევრს სტატუსი უჩერდება.

უნივერსიტეტების მხრიდან,  გარკვეული სოციალური პროექტების არსებობაა საჭირო, რათა ყველას მიეცეს განათლების მიღების საუალება. შექმნილი მდგომარეობით უნივერსიტეტები ბოროტად სარგებლობენ  და  სტუდენტს მალევე  უჩერებენ სტატუს. ამაზე მეტყველებს  საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა. მოცემული სტატისტიკა  პოზიტიური განცხადების  გაკეთების საშუალებას ნამდილად არ იძლევა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here