Home რუბრიკები პოლიტიკა აზერბაიჯანი ყარაბაღის რეფერენდუმის დამკვირვებლებს ე.წ. შავ სიაში შეიყვანს

აზერბაიჯანი ყარაბაღის რეფერენდუმის დამკვირვებლებს ე.წ. შავ სიაში შეიყვანს

634

“უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რეფერენდუმს მონიტორინგს უწევდნენ, ამ ტერიტორიაზე ვიზიტის გამო არასასურველ პირთა სიაში მოხვდებიან”, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჰიკმეთ გაჯიევი.

პირველადმა ცნობებმა აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა უკვე ირიცხება “არასასურველ პირთა სიაში”. „ისინი არიან სომხური ლობის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც სომხეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”. – დასძინა მან.

მთიანი ყარაბაღის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ცნობით, 2017 წლის 20 თებერვლის რეფერენდუმს 207 მონიტორი, მათ შორის 30 ქვეყნის 104 მოქალაქე დააკვირდა.

2017 წლის 20 თებერვალს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ რეფერენდუმში, ოფიციალური ცნობით, მოქალაქეების 87,5%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმებს. აღნიშნული რეფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. ამავე დროს, ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბაკო სააკიანს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2017 წელს ეწურებოდა, შესაძლებლობა მიეცა პოსტი 2020 წლამდე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს. ახალი კონსტიტუციის პროექტით, პრეზიდენტს სამი წლის ვადით პარლამენტი აირჩევს.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო არ აღიარებს ე.წ. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, არ ცნობს მთიანი ყარაბაღში გაიმართულ ე.წ. რეფერენდუმს და მის შედეგებს.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაგრძელდეს დიალოგი, რათა მშვიდობიანად მოგვარდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ისე, რომ დაცული იყოს საერთაშორისო სამართალის ყველა პრინციპი და ნორმა.

მთიანი ყარაბაღის თემა დიდი ხანია სადაოა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 20 თებერვალს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს ახალი კონსტიტუცია. აზერბაიჯანმა დაგმო რეფერენდუმი და მას უკანონო უწოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here