Home რუბრიკები პოლიტიკა მსოფლიო აღარ იქნება პოლიტიკურად ერთპოლუსიანი

მსოფლიო აღარ იქნება პოლიტიკურად ერთპოლუსიანი

629

მკითხველის ყურადღებას ამჯერად აშშის პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში არსებულ მნიშვნელოვან წინააღმდეგობებზე მივაპყრობ. პირველი და უმთავრესი, ჩემი ღრმა რწმენით, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებაა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი აპირებსისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას, შესაბამის დეკრეტსაც მოაწერა ხელი. ამასთანავე, ტრამპის ადმინისტრაცია აშშრუსეთის თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მომხრეა. თუკი აშშ და რუსეთის ფედერაცია ტერორისტული ფსევდოსახელმწიფოს წინააღმდეგ თავიანთ ძალისხმევას გააერთიანებენ, “ისლამური სახელმწიფოსტერორისტებს უფრო მძიმე მომავალი ელით, ვიდრე ეს ახლა ჩანს.

მაგრამ შესაძლებელი იქნება რუსულ-ამერიკული თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი, ამჯერად უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ახლახან წარგზავნილი ნიკი ჰეილი რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადადის და მას ბრალს სდებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების გამო?

“უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე ვითარებაა, რომელიც მოითხოვს რუსეთის ქმედებების მკაფიოდ დაგმობას… შეერთებული შტატები უკრაინის მხარეს დგას”, _ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა უკრაინის თხოვნით მოწვეულ უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე. გარდა ამისა, ქალბატონმა დიპლომატმა რუსეთი ყირიმის ანექსიაშიც დაადანაშაულა. მოკლედ, ეს განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა წინამორბედის, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელ სამანტა პაუერის განცხადებებისგან.

რუსმა კოლეგამ, გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში გამოწრთობილმა ვიტალი ჩურკინმა შეძლებისდაგვარად რბილი პასუხი გასცა ჰეილის, ჟურნალისტებთან კი აღნიშნა, რომ “ჰეილიმ საუბარი სავსებით კონსტრუქციულად დაიწყო; აღნიშნა, რომ მას არ სურს რუსეთთან დაპირისპირება”. მისივე თქმით, უცნაური იქნებოდა, უკრაინის მიმართ ვაშინგტონში უკვე ჩამოყალიბებული გარკვეული პოზიცია ერთ დღეში რომ შეცვლილიყო. ამერიკის მიმართ ასეთი დამთმობი და ლმობიერი ვიტალი ჩურკინი მე, კარგა ხანია, არ მახსოვს. სამაგიეროდ, რუსეთის ამ ერთ-ერთმა საუკეთესო დიპლომატმა მთავარი ვერბალური დარტყმა დიდ ბრიტანეთს მიაყენა, რომლის წარმომადგენელი მეთიუ რაიკროფტი მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთს უშიშროების საბჭოს იმავე სხდომაზე. დააბრუნეთ მალვინის კუნძულები, დააბრუნეთ გიბრალტარი, დააბრუნეთ თქვენ მიერ ანექსირებული კვიპროსის ნაწილი, დააბრუნეთ ჩაგოსის არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, რომელიც უზარმაზარ სამხედრო ბაზად აქციეთაი მაშინ, შეიძლება, თქვენი სინდისი ოდნავ უფრო დაიწმინდოს და თქვენ მეტი უფლება გექნებათ, ისაუბროთ სხვა თემებზეც”, _ მიმართა ჩურკინმა ბრიტანელ დიპლომატს.

როგორც ვხედავთ, ამერიკულრუსული ურთიერთობები ჯერ კიდევ შორს არის დარეგულირებისგან, თუმცა ამის შანსი მაინც უფრო მეტია დღეს, ვიდრე ობამას მმართველობის პერიოდში იყო. დონალდ ტრამპი არ ღალატობს თავის პოზიციას და რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, მიმართ კორექტულობას იცავს. “ფოქს ნიუსის” ჟურნალისტის პროვოკაციულ რეპლიკას იმის თაობაზე, რომ პუტინი მკვლელია, ტრამპმა ადეკვატური პასუხი გასცა, _ მკვლელები ამერიკაში უფრო მეტია და კრიტიკა ამერიკის პოლიტიკით უნდა დავიწყოთო. ტრამპმა, ასევე, გულახდილად განაცხადა, რომ “წარმოდგენა არ აქვს”, შეძლებს თუ არა პუტინთან საერთო ენის გამონახვას. ალბათ, ყველაზე ზუსტი შეფასება ამერიკულ-რუსული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა ყველაზე ზუსტად, ალბათ, თვით პრეზიდენტმა ტრამპმა შეაფასა.

მაგრამ მხოლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაურკვევლობა როდი ბადებს კითხვებს. გაცილებით წინააღმდეგობრივია ტრამპის პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას. კარგად ცნობილია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მკვეთრი პოზიცია ირანის მიმართ, რომელიც ირანთან მსოფლიოს ექვსი ლიდერი-სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ-ის, მიერ მიღწეულ შეთანხმებას და ანტიირანული სანქციების გაუქმებას გმობს. ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. ვაშინგტონმა ირანის მოქალაქეები უკვე ჩართო იმ მუსლიმური ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს აშშში შესვლა ეკრძალებათ, თუნდაც მათ მოქმედი ამერიკული ვიზა ჰქონდეთ პასპორტში. ამ ნაბიჯს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ირანისადმი ვაშინგტონის მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

წინააღმდეგობა არის ის, რომ, ერთი მხრივ, როგორც ზევით აღვნიშნე, ტრამპი დაუნდობელ ომს უცხადებსისლამურ სახელმწიფოს”, მზად არის, ტერორისტების დასამარცხებლად რუსეთთანაც ითანამშრომლოს, მაგრამ უგულებელყოფს ირანს, როგორცისლამური სახელმწიფოსტერორიზმთან მებრძოლ სერიოზულ ძალას. სანამ სირიის ხელისუფლებას რუსეთი დაეხმარებოდა, მანამდე სირიას ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეცსამსახურები და სამხედრო ინსტრუქტორები იცავდნენ, ირანი მატერიალურადაც ეხმარებოდა პრეზიდენტ ბაშარ ასადს. გარდა ამისა, სირიის მეზობელ ლიბანში მოქმედი შიიტური ორგანიზაციის, პროირანული “ჰეზბოლას” მრავალრიცხოვანი მებრძოლები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ და ახლაც წარმოადგენენ “ისლამური სახელმწიფოსა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ექსპანსიის შეჩერების საქმეში. ყოველივე ეს კარგად არის ცნობილი მსოფლიოს მასმედიისთვის და პოლიტიკოსებისთვის, ასევე _ ფართო საზოგადოებისთვის. ასე რომ, ირანი იყო და არის ვაჰაბიტური ტერორიზმის პირველი მტერი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. შესაბამისად, თუ ამ ტერორიზმს ებრძვი, ირანიც ისევე უნდა გჭირდებოდეს მოკავშირედ, როგორც რუსეთი. თუკი ირანს დაუწყებ მტრობას, მაშინ ანტიტერორისტული კოალიცია არასრული და ნაკლებად წარმატებული იქნება. ეს დილემა ტრამპს კიდევ შეახსენებს თავს. მით უფრო, რომ რუსეთსა და ირანს შორის მთელ რიგ სტრატეგიულ სფეროებში ვითარდება თანამშრომლობა, რუსეთი და ირანი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ სირიის საკითხში. ამიტომ ირანის მიმართ აშშის მკვეთრი ქმედებები საფრთხეს შეუქმნის ისევ და ისევ რუსულამერიკულ თანამშრომლობას.

დონალდ ტრამპმა ხელი კიდევ ერთ დეკრეტს მოაწერა, რომელიც მის ადმინისტრაციაში უცხო სახელმწიფოთა ლობისტურ საქმიანობას კრძალავს. მაღალჩინოსნებს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კიდევ 5 წლის განმავლობაში ეკრძალებათ ლობისტური საქმიანობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთია ხელმოწერილი დოკუმენტი და მეორე _ რეალობა. ისრაელის ლობის ეს შეზღუდვა არ ეხება. ტრამპის ანტიირანული პოლიტიკა სწორედ ისრაელის დაკვეთაა (ეს გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას). ისრაელი თავის მთავარ მეტოქედ რეგიონში ირანს მიიჩნევს, ისევე, როგორც ლიბანურ “ჰეზბოლას”, რომელიც ირანზეა ორიენტირებული. ტრამპის პროისრაელური განწყობა საიდუმლოს არ წარმოადგენს, ისევე, როგორც ფაქტი, რომ ისრაელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სიხარულს მაინცდამაინც არ მალავდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

ასე და ამრიგად, აშშსა და ირანს შორის გადაულახავ ზღუდედ ისრაელი აღიმართა. ისიც უნდა ითქვას, რომ ისრაელის ასეთი მკვეთრი განწყობა ირანის მიმართ დაუსაბუთებელი არ არის და ამის მიზეზი ირანის საგარეო პოლიტიკაშია საძებნი. ისრაელისთვის “ჰეზბოლა” უფრო საშიშ ძალად განიხილება, ვიდრე უფრო შორს მყოფი “ისლამური სახელმწიფო” და სხვა დაქსაქსული ტერორისტული ჯგუფები, მაგრამ იერუსალიმში ამას წინათ მოწყობილმა ტერაქტმა, როდესაც სატვირთო მანქანამ სამხედრო კურსანტებს გადაუარა, ისრაელის პოლიტიკური ისტებლიშმენტიც უნდა დააფიქროს. ოფიციალურმა იერუსალიმმა დაუყოვნებლივ აღიარა, რომ ტერორისტული აქტი “ისლამური სახელმწიფოს” მომხრის მოწყობილია.

ტრამპის საგარეო კურსის ამ წინააღმდეგობრიობით ყველაზე დიდი სარგებლის ნახვა მაინც რუსეთს შეუძლია, მით უმეტეს, თუ ზემოთ თქმულს დაემატება ვაშინგტონის კონფრონტაცია პეკინთან. ტრამპმა ჩინეთის პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთის მცდელობები, მიითვისოს სადავო აკვატორიები, უპასუხოდ არ დარჩება. რუსეთს შეუძლია, ამერიკულ-ირანული და ამერიკულ-ჩინური კონფრონტაციისგან დისტანცირება, განზე გადგომა და დაპირისპირებული მხარეების ძალების დაბალანსება. გეოპოლიტიკაში ეს ისტორიულად ნაცადი, მეტად მომგებიანი ხერხია. ამერიკა ყველა ფრონტზე კონფრონტაციით წარმატებას ნამდვილად ვეღარ მიაღწევს: ტერორიზმი, ჩინეთი, ირანი, რუსეთი _ ყველაფერი ეს ერთად ამერიკისთვის დაუძლეველი წინააღმდეგობაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი ისევ შეეცდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოყენებას და დაიახლოვებს ევროკავშირის ბიუროკრატიას. მსოფლიო უკვე შეიცვალა, იგი აღარ იქნება პოლიტიკურად ერთპოლუსიანი.

P.S. სტატია უკვე დაწერილი მქონდა, როდესაცფოქს ნიუსმათავის ეთერში აჩვენა კიდევ ერთი ნაწყვეტი ტრამპის ინტერვიუდან. აშშის პრეზიდენტმა ირანსნომერი პირველი ტერორისტული სახელმწიფოუწოდა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ვაჰაბიზმის მთავარ სპონსორად ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთია აღიარებული. ტრამპის ეს განცხადება კიდევ უფრო განამტკიცებს აზრს, რომ მას მართლაცარ აქვს წარმოდგენა”, როგორ აპირებს დასახული სტრატეგიის განხორციელებას.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here