Home რუბრიკები საზოგადოება ფრთხილად! Facebook-ი გითვალთვალებთ! – ინფორმაცია, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებმა უნდა იცოდეთ

ფრთხილად! Facebook-ი გითვალთვალებთ! – ინფორმაცია, რომელიც Facebook-ის მომხმარებლებმა უნდა იცოდეთ

იცოდით, თუ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ? ამის შესახებ, საკუთარ ბლოგზე მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი ვიკი ბოიკისი წერს.

Facebook-ი ყველა გამოუქვეყნებელ პოსტს ინახავს.

აღმოჩნდა, რომ სოც. ქსელი ინახავს ყველაფერს, რასაც გამოქვეყნების ველში წერთ. შესაბამისად ისეთ მონაცემებს ინახავს, როგორებიცაა გამოუქვეყნებელი სევდიანი ან ბრაზით დაწერილი პოსტები.

Facebook-მა იცის ყველაფერი, რაც მოგწონს

ის ინახავს ყველა ინფორმაციას, რომლებიც ოდესმე გამოგიქვეყნებია. პოსტები, ღონისძიებები, რომლითაც უბრალოდ დაინტერესდი, ფოტოები, ვიდეო, პირადი შეტყობინებები, წაშლილ, თუ დამატებულ მეგობრებს. ყველა მოწყობილობის IP-მისამართს, რომლითაც Facebook-ით ისარგებლე.

Facebook-ს ყველა წაშლილი პოსტი ახსოვს

ნებისმიერი რამ, რასაც წაშლით, Facebook-ის პირად ფირზე მაინც რჩება. Facebook-ის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ისიც თქვა, რომ თუ პიროვნება პირადი გვერდის წაშლას მოისურვებს, ის სერვერში მაინც რჩება.

Facebook-მა ყველა მისი მომხმარებლის სახის იდენტიფიკაცია შეუძლია

როცა ფოტოებზე გნიშნავენ, ის ამას იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე თავად სთავაზობს მომხმარებელს თქვენს მონიშვნას. წარმოიდგინეთ დღეში რამდენ სახეს ცნობს და იმახსოვრებს Facebook-ი. ეს ხომ მონაცემთა ნამდვილი და ძალიან სერიოზული ბაზაა.

Facebook-ი იმ მონაცემთა კურსშია, რომლებიც არ გაიზიარე

შეგინიშნავთ, რომ ადამიანი, რომლის მობილური ტელეფონი ახლახანს

ჩაინიშნეთ, Facebook-ი რეკომენდებული მეგობრების სიაში მაშინვე გთავაზობთ. სოც.ქსელი მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თქვენი მონაცემების ანალიზს აკეთებს.

Facebook-ი გითვალთვალებთ, როცა ქსელიდან გასული ხართ

მან იცის, რომელ საიტებს სტუმრობდი. და cookie-ს დახმარებით შეუძლია გაშიფროს ყველაფერი, რასაც ინტერნეტში აკეთებდი. ზოგიერთ საიტზე Facebook-ს თვალთვალი კურსორის მოძრაობის მეშვეობითაც შეუძლია.

რაში იყენებს Facebook-ი ამ მონაცემებს?

აქ რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მონაცემების შესწავლით შესაბამის რეკლამას გთავაზობენ. ამბობენ, რომ Facebook-ს სოციალური ექსპერიმენტის ჩატარებაც შეუძლია. მონაცემებს კი სახელმწიფო ორგანოებს ან სადაზღვევო კომპანიებს გადასცემენ.

ვიკი ბოიკისი რამდენიმე წესს გთავაზობთ, რომლითაც Facebook-ით სარგებლობისას იხელმძღვანელებთ:

ნუ გამოაქვეყნებთ ზედმეტად ბევრ პირად ინფორმაციას.

ნუ გამოაქვეყნებთ თქვენი შვილების ფოტოებს.

გამოდით თქვენი account-დან. Facebook-სა და სხვა დანარჩენისთვის სხვადასხვა ბრაუზერები გამოიყენეთ.

გამოიყენეთ რეკლამის ბლოკირება.

გამოიყენეთ სხვა ქსელები: WhatsApp (სასურველი არ არის, რადგან Facebook-ს ეკუთვნის) ან Telegram -ი.

ნუ დააყენებთ Facebook-ის პროგრამას ტელეფონში. ის ბევრ უცნაურ თანხმობას ითხოვს.

ნუ დააყენებთ ტელეფონში Messenger-ს. გამოიყენეთ მობილური საიტი.

ანა ვერძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here