Home რუბრიკები პოლიტიკა ედმონდ მინაშვილი: გვარამია ისე იქცევა, ადამიანს ვეღარ უწოდებ!

ედმონდ მინაშვილი: გვარამია ისე იქცევა, ადამიანს ვეღარ უწოდებ!

1177

“მე ნამდვილად ვერ ვუწოდებ პროკურორ გვარამიას “ადამიანს”!”, – აცხადებს რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი და პიარ მენეჯერი ედმონდ მინაშვილი.

“ადამიანი ისე იქცევა, ადამიანს ვეღარ უწოდებ”… ეს სიტყვები 1948 წელს გერმანელმა პოეტმა, პროზაიკოსმა, დრამატურგმა, რეჟისორმა და ბერლინის ანსამბლის დამაარსებელმა, ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტმა თქვა, თავისი მორიგი შედევრის შექმნის დროს. წარმოიდგინეთ, 1948 წელი, სასტიკ ბრძოლაში დაცემული გერმანია, მიწასთან გასწორებული ბერლინი, ათი ათასობით მიცვალებული, ტყვეები, ტირილი, გლოვა, შიმშილობა, ტანჯვა-წამება. მტერს რომ არ უსურვებ, ისეთი სურათია… ამ ყველაფის ფონზე სავსებით ლოგიკურია კაცს მსგავსი წინადადება მოგადგეს ბაგეზე და ენაჩავარდნილმა, სიმწრით აღმოთქვა – მითუმეტეს, ბრეხტმა, მეოცე საუკუნის უდიდესმა მოაზროვნემ და გენიოსმა, მაგრამ, ბრეხტის გენიალურობას კიდებ რა უსვამს ხაზს, იცით? რა და რა იცოდა საბრალო ბრეხტმა რომ, 1976 წელს, საქართველოში, იმ ქვეყნაში რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის თავისი სამშობლოს, ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში, დაიბადებოდა “ადამიანი” ნიკა გვარამია, მისი (ბრეხტის) სიტყვები კი როგორც ორიგინალი, ისე მოერგებოდა მის საქციელს და განვლილ გზას – “ადამიანი ისე იქცევა, ადამიანს ვეღარ უწოდებ”! მე ნამდვილად ვერ ვუწოდებ პროკურორ გვარამიას “ადამიანს”! აგრეთვე, ვერც მის თანამზრახველებს და ვერც თანამოაზრეებსაც! და თქვენ?!… (ხო, მართლა, მისი დაბადების თარიღი, მისმა თანამშრომელმა მომაწოდა)”, – აცხადებს ედმონდ მინაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here