Home რუბრიკები პოლიტიკა კანადის პრემიერმინისტრი: გლობალიზაციის შედეგად უბრალო ადამიანები ზარალდებიან

კანადის პრემიერმინისტრი: გლობალიზაციის შედეგად უბრალო ადამიანები ზარალდებიან

737

კანადის პრემიერ-მინისტრი გამომცემლობა „The Guardian“-თან ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, რომ მსოფლიოში სადაც დღითიდღე მატულობს პოპულიზმი, კონფლიქტები და  შიში, რატომ ირჩევს ის სხვა მიდგომას. მისი თქმით, გლობალიზაცია უბრალო ხალხის სასარგებლოდ არ მუშაობს. ამას ვიღაც სოციალისტი ან კომუნისტი კი არ იძახის, არამედ გლობალიზაციის და თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. როგორც ჩანს ჭეშმარიტება ნელი ტემპებით ყველასთვის ნათელი ხდება.

„ზუსტად ჩვეულებრივი ადამიანები ზარალდებიან გლობალიზაციის შედეგად“ – ამბობს ჯასტინ დრუდო. იგი ცდილობს ახსნას  წლის ექსტემალური მოვლენები, რომელიც დაგვირგვინდა დონალდ ტრამპის გამარჯვებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, “Brexit”-ით დიდ ბრიტანეტში და ნაციონალური ვექტორის პარტიების აღზევებით. „ის, რასაც დღეს ჩვენ წავაწყდით, ვგულისხმობ პოპულიზმის, კონფლიქტებისა და შიშისმომგვრელი ნარატივების მატებას, ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გლობალიზაცია არ მუშაობს ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური ადამიანებისათვის“ – იუწყება პრემიერ-მინისტრი. „და ეს არის ის, რაც უკვე იყო დაგეგმილი მრავალი წლის წინ, მთელი ამ დროის განმავლობაში იქმნებოდა პლატფორმა, სადაც გაიწერა სტადიები და მართვის მექანიზმები.“

ერთი წლის წინ, როდესაც დონალდ ტრამპის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში სასაცილოდაც კი არ ეყოფოდა არავის, ხოლო “Brexit“-ს აფასებდნენ, როგორც ნაკლებად შესაძლებელ მოვლენას, ტრუდო სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებს საკმაოდ ამბიციურ პროექტს სთავაზობდა, რომლიც საშუალო ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის იყო მიმართული.

ერთი წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც მიდის მსოფლიო საერთო პოლიტიკური ტალღის წინააღმდეგ; გახსნილი ღია ვაჭრობისათვის, ემიგრანტებისა და ინტერნაციონალური საზოგადოებისათვის, რომლის სათავეშია მედია სივრცის ვარსკვლავი, რომლის შეხედულებებმაც „ლგბტ“ საზოგადოების უფლებებზე, ფემინისტებსა და სირიელ მიგრანტებზე, აღფრთოვანებაში მოიყვანა მთელი პროგრესული ფრთა. (იგულისხმება კანადის ხელისუფლება და ჯასტინი ტრუდო).

მაგრამ დღეს იწყება მისი მმართველობის მეორე წელი და ტრუდო,  საშუალო სკოლის ყოფილი მასწავლებელი და თავის დროზე სნოუბორდის ინსტრუქტორი დგას ნამდვილი გამოწვევების წინაშე, რადგან მან უნდა აჩვენოს, რომ მის ხელისუფლებას რეალურად შეუძლია ალტერნატიული გამოსავლების პოვნა მათთვის, ვინც თვლის, რომ ეკონომიკურად დაჩაგრულები არიან.

მან მოაწერა ხელი შეთანხმებას “CETA“ (EU-Canada Comprehensive Economic and Trade Agreement), რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ ვაჭრობას კანადასა და ევროპას შორის, სამაგიეროდ უარი თქვა ორი მილის გაყვანაზე თავის ტერიტორიაზე, რომლებსაც ეს შეთანმხება ითვალისწინებდა.

„ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას ზუსტად მაშინ, როდესაც საზოგადოებას სურდა იზოლაცია“ – ამბობს ის. „ჩვენ ასევე შეგვიძლია ზუსტად მაშინ დავრთოთ მილების გაყვანაზე ნება, როდესაც ყველა ეკოლოგიაზე ილაპარაკებს, მე ის მინდა ვთქვა, რომ მსურს ვუჩვენო ყველას, რომ ჩვენ ვხედავთ ადამიანების შიშს და ვცდილობთ ვიპოვოთ არგუმენტები, რომ მათ ეს შიში გაუქრეთ და არ ვუვლით გვერდს საკამათო საკითხებს.“

კანადას არ გაუჩნდა იმუნიტეტი წნეხის წინააღმდეგ, ამბობს ის – იმის მიუხედავად, რომ ტრამპის გამარჯვებამ და Brexit-მა შემოგვთავაზა ახალი საფიქრალი ემიგრანტების შესახებ. „მე ვიცი, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კანადა არაჩვეულებრივი ქვეყანაა და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩვენც იმ წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, რის ქვეშაც მსოფლიოს დიდი ნაწილი.“

ტრუდო ამბობს, რომ მან ბრწყინვალედ იცის, რომ დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება მას. „მე მგონია, რომ ყველამ კარგად იცის, რომ კანადა არ განეკუთვნება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ადგებიან და მკერდში მუშტების რტყმით გამოვლენ მსოფლიო არენაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია იმ გამოსავლების მოდელირება, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად“ -ამბობს ის. „სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ გვსურს, რომ ყველას ვუჩვენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გლობალურ ზრდაში მიიღოთ მონაწილეობა, იმ გლობალურ ზრდაში, რომელიც ყველასთვის იქნება. ამას შეუძლია გაფანტოს ის გაურკვევლობა, ბრაზი და პოპულიზმი, რაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტივტივებს.

იანვარში ტრუდოს ხელისუფლებას  შეიძლება ყველაზე რთული გამოწვევა მოელის – ტრამპის პრეზიდენტად დანიშნვა. როდესაც საუბარია აშშ-ან ურთიერთობების შესახებ, ცოტა ვინმეს თუ გააჩნია იმხელა რისკი, რომხელაც კანადას; შარშან კანადის ექსპორტის ¾ მოდიოდა აშშ-ზე, ასევე გასათვალისწინებელია რომ ყოველდღიურად 400 000 ადამიანი კვეთს საერთო საზღვარს.

ტრუდოს მამა, პიერ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრი იყო 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში. მან 1969 წ. ვაშინგტონის პრეს-სამსახურში თქვა შემდეგი: „აშშ-ან ახლოს ცხოვრება არის, იგივე, რაც სპილოსთან ახლოს ძილი, რამდენადაც გაწონასწორებული და მშვიდი არ უნდა იყოს ეს ცხოველი, მისი ახლოს ყოფნა მაინც მოქმედებს შენს ნემისმიერ მოძრაობასა, თუ ამოსუნთქვაზე.“

თითქმის ხუთი ათეული წლის შემდეგ მის შვილს, შეიძლება კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული დაბრკოლების გადალახვა მოუწიოს. პრემიერ-მინისტრსა და ახალ პრეზიდენტს ცოტა რამ აქვთ საერთო, პირველი შეხედვით. ტრუდოზე იმისაც ამბობენ,რომ იდეალესტი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელიც მეტწილად მამამისის დამსახურებების გამო გახდა კანადის პრემიერ-მინისტრი. მის ეკონომიკურ ხედვას რაც შეეხება, ის ვერ ხვდება მთავარს – გლობალიზაცია იმიტომ არ მუშაობს, რომ თავისუფალი ბაზარი და უხილავი ხელი მარტო ეკონომიკის სახელმძღვანელოებშია და არა რეალურ ცხოვრებაში.

 

ტრუდო თავის თავს ფემინისტს უწოდებს და მან შექმნა პირველი გენდერულად დაბალანსებული კაბინეტი ქვეყნის ისტორიაში, ხოლო ტრამპის წინააღმდეგ ქალთა მარში მოეწყო, რომლებიც ბრალს სდებენ მას სექსუალურ ძალადობაში. ტრუდო მიისწრაფვის მომგებიანი სავაჭრო ხელშეკრულებებისკენ, როგორიც არის CETA, ხოლო ტრამპი აცხადებს რომ მას სსურს ხელშეკრულება Nafta-ს (North American Free Trade Agreement) и TTP-ს (Trans-Pacific Partnership) დასამარება.

(რეალურად თავის დროზე აშშ-ც, სამხრეთ კორეაც, იაპონიაც, გერმანიაც და უამრავი სხვა ქვეყანა მზარდ ეკონომიკურ პროგრესს განიცდიდნენ მაშინ, როდესაც პროტექციონიზმს მიმართავდნენ და თავისუფალი ბაზრის პრინციპებით საერთოდ არ მოექმედებდნენ. თუმცა დღესდღეობით ამაზე საუბარი ტაბუდადებული თემაა და არაპოლიტქორექტულად ითვლება – Politicano-ს რედაქცია)

ტრამპს და ტრუდოს შორის კონტრასტი ჯერ კიდევ წინა წლის დეკემბერში შეიმჩნეოდა, როდესაც აშშ-ს და კანადისლიდერების განცხადებები სირიის კონფლიქტის შესახებ ყველა გამომცემლობის პირველ გვერდზემოხვდა; ტრამპს სურდა საზღვრების მთლიანად ჩაკეტვა, რადგან ემიგრანტებთან ერთად, შეიძლება ფარულად ტერორისტებიც შემოპარულიყვნენ. ტრუდო ტრამპისგან განხვევაბით პირველი შეეგება ტორონტოს აეროპორტში ჩამოფრენილ ათი ათასობით ლტოლვილს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here