Home რუბრიკები პოლიტიკა დროა შეწყდეს „უცხო ქვეყნის აგენტების“ პარპაში ქვეყანაში

დროა შეწყდეს „უცხო ქვეყნის აგენტების“ პარპაში ქვეყანაში

492

აუცილებელია აიკრძალოს საქართველოში იმ პოლიტიკური პარტიების და ე.წ. ”არასამთავრობო ორგანიზაციების” (”ნონ-გავენმენთელ ორგანიზეიშენ”) საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, ანუ არიან ”უცხო ქვეყნის აგენტები”, რისთვისაც ეს „უცხო ქვეყნის აგენტები“ უცხო ქვეყნის მთავრობების, ორგანიზაციების და ფიზიკური პირებისგან დაფინანსებას და სხვა დახმარებას  იღებენ. ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა ადვოკატმა კახაბერ როდინაზემ urakparaki.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში. 

ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების“ („ნონ-გავენმენთელ ორგანიზეიშენ“)  უდიდესი ნაწილი, თუ ყველა არა, არიან სწორედ „უცხო ქვეყნის აგენტები“, კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ აღმაშფოთებელი ფაქტით, როცა 2016 წლის 2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში უცხოური კომპანიის თანამშრომლების მიერ ქართველი მუშების ცემის ფაქტზე ამ ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა“ („ნონ-გავენმენთელ ორგანიზეიშენ“)  არანაირი რეაგირება არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ორ ადგილობრივ მოსახლეს, ”საქართველოს რკინიგზის” ქვეკონტრაქტორი ჩინური მენეჯმენტის მიერ კონტრილირებადი შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშომლებმა  ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში” დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს. ოთხივე ქართველი დაზარალებული იმ საღამოსვე საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს.

2016 წლის 2 ნოემბრის საღამოს პოლიციას არავინ დაუკავებია.

2016 წლის 3  ნოემბერს კი კომპანიაში დასაქმებულმა მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო ადგილზე შესვლაზე უარი თქვეს. დაიწყო მუშათა მღელვარებები და შეიქმნა გზის გადაკეტვის საფრთხე, რასაც მოჰყვებოდა საერთაშირისო მასშტაბის სკანდალი.

პოლიციამ მხოლოდ ამის შემდეგ დააკავა მუშებზე ძალადობის გამო, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” სამი თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ასობით თუ ათასობით ე.წ. ”არასამთავრობო ორგანიზაციიდან” (”ნონ-გავენმენთელ ორგანიზეიშენ“) არც ერთ ვითომ-უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რითაც საქმით დაამტკიცეს, რომ  ეს ”მდუმარე” ე.წ. ”უფლებადამცველი ორგანიზაციები” არიან ანტი-ქართული ძირგამომთხრელი ორგანიზაციები, – ისინი «უცხო ქვეყნის აგენტები» არიან.

ჯერ ქართულმა საზოგადოებამ, შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხი უნდა მოსთხოვის  ამ ე.წ. ”უფლებადამცველ ორგანიზაციებს” (”ნონ-გავენმენთელ ორგანიზეიშენ”) მათი ჯიუტი ”დუმილის” მიზეზების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა შემთხვევებში, როცა საქმე უცხოელი გრანტისგამცემი სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე პირებს ან ადგილობრივ ე.წ. ”სექს უმცირესობებს” ეხება, მტყვან-მართალის გარჩევის ყოველგვარი მცდელობის გარეშე, დამქირავებელი უცხოელი გრანტისგამცემების დავალებით ეს გრანტიმჭამია ყალბი ვითომ ”უფლებადამცველები” საყოველთაო ყიჟინს სტეხენ და ლამის არის გასკდნენ ყალბი ”აღშფოთება-შეშფოთებისგან” და ყოველთვის წინასწარვე ბრალს სდებენ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებს და საქართველოს მოქალაქეებს უცხოელი გრანტისგამცემი სახელმწიფოების მოქალაქეობის მქონე პირების ან ადგილობრივი ე.წ. ”სექს უმცირესობების” უფლებების ვითომდა დარღვევაში, თუნდაც რომ ეს უკანასკნელები აშკარად თვითონვე არღვევდნენ საქართველოს კანონებს და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აკრძალოს საქართველოში იმ პოლიტიკური პარტიების და ე.წ. ”არასამთავრობო ორგანიზაციების” (”ნონ-გავენმენთელ ორგანიზეიშენ”) საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, ანუ არიან ”უცხო ქვეყნის აგენტები”, რისთვისაც ეს ”უცხო ქვეყნის აგენტები” უცხო ქვეყნის მთავრობების, ორგანიზაციების და ფიზიკური პირებისგან დაფინანსებას და სხვა დახმარებას იღებენ.

 

კახაბერ როდინაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here