Home რუბრიკები პოლიტიკა სახალხო დამცველი ნარმანიას მოუწოდებს ზედმიწევნით გააკონტროლოს უსახლკაროებისათვის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი

სახალხო დამცველი ნარმანიას მოუწოდებს ზედმიწევნით გააკონტროლოს უსახლკაროებისათვის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი

593

სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ბევრი კითხვა დაუგროვდა თბილისის მერთან. კერძოდ მას აინტერესებს –  საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში რა პრინციპით ენიჭებათ უპირატესობა უსახლკაროთა სიაში მოხვედრილ პირებს? კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. 

განცხადების თანახმად, რომელიც ომბუდსმენმა გამოაქვეყნა, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის და ზღვის უბნის კორპუსის ბინადრებს, საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში უპირატესობა ენიჭებათ. ამგვარი დადგენილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

„სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მსგავსი უპირატესობების საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მერს რეკომენდაციით მიმართავს, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების დაგეგმვისას, ყველა უსახლკარო ადამიანის ან ოჯახის აღრიცხვა და მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება თანასწორ საფუძველზე მოხდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here