Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოსთვის ნატოს კარი სამუდამოდ დაიხურება?

საქართველოსთვის ნატოს კარი სამუდამოდ დაიხურება?

1489

„დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შეუძლიათ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ, თუ ისინი მიაღწევენ ურთიერთსასერგებლო შეთანხმებას“, –  წერს გამოცემა Challenges-სი. სტატიის ავტორის ბერნარ გეტას განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან საკმარისი იქნება მხოლოდ ისიც, გამოვიდეს უკრაინისა და საქართველოს ნატოში არ მიღებაზე, რომ მიიღოს მოსკოვისგან სრული მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში. 

ტრამპმა უკვე მიიღო პუტინისგან წერილი, რომელიც მან ჟურნალისტებს აჩვენა მაგრამ ისიც დასძინა, რომ იგი წერილის შინაარსის გასაჯაროებას არ აპირებს.

„ვიოცნებოთ, ვიოცნებოთ რომ მომდევნო წელიწადი იყოს ნაკლებად საშინელი, ვიდრე გასული წელი იყო. ტრამპს უკვე აქვს ძალაუფლება, რის შედაგადაც შეუძლია შეცვალოს პოლიტიკური ამინდი მთელს მსოფლიოში“ – ამბობს ბერნარდ გეტა. მის სტატიაში სათაურით“ როგორ შეიძლება პუტინმა და ტრამპმა ყველაფერი თავდაყირა დააყენონ“ ავტორი ამბობს, რომ რუსულ-ამერიკული ტანდემში შეიძლება გარღვევა მოხდეს. ჟურნალისტის აზრით, ტრამპისთვის კარგი იქნება თუ რუს კოლეგას მიმართავს წერილით, სადაც ეწერება შემდეგი რამ: „ორმა ჩემმა წინამორბედმა დაუშვა დიდი შეცდომა, ნატოს გაფართოების შესახებ, რომელმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე რუსულ საზღვრებს. არამარტო ევროპის და ჩვენი სანქციები ღუპავენ თქვენს ეკონომიკას, არამედ არც თქვენი ფინანსური და სამხედრო შეიარაღების მდგომარეობაარ გაძლევთ შესაძლებლობას იმოქმედოთ სირიაში და დაიბრუნოთ  კონტროლი უკრაინაზე“. სტატიის ავტორის განცხადებით პუტინს არაფერი შეაფერხებს რადგან მსგავსი შეფასება იქნება „სრული სიმართლე“. ძალთა ბალანსის მიღწევის შემთხვევაში, აშშ პრეზიდენტი შეძლებს რუსეთს შესთავაზოს „მომგებიანი წინადადება“: ნატო სამუდამოდ დაკეტავს კარებს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამის სანაცვლოდ კი მოსკოვი აიღებს ვალდებულებას, რომ არასდროს ჩაერიოს საქართველოს და უკრაინის საშინაო  საქმეებში, ვინაიდან  უკრაინა და საქართველო, ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა იქცნენ ხიდად ამერიკას და რუსეთს შორის“.

სტატიის ავტრორის თქმით, პუტინისთვის საკითხის ასეთი მიდგომა  სანქციების  და მსოფლიო ბალანის აღდგენის სანაცვლოდ სავსებით  მისაღებია, რადგან რუსეთი არამარტო სანქციებისგან განთავისუფლდება, არამედ გახდება აშშ თანასწორი და მასტან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს მსოფლიოში წესრიგის დასამყარებლად. 

6 COMMENTS

  1. დასაფიქრებელია თუ აშშ ისეთივე ვალდებულებას აიღებს როგორიც მაგალითად ტაივანთან აქვს. ????
    I

  2. ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნონ და კისერიც უტეხიათ ორივეს

  3. ნეტარისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი, ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, უამრავი ოჯახი გაუბედურდა… მე არ ვიცი პოლიტიკოსი არ ვარ მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ საზარბაზნე ხორცად და პოლიგონად ვართ… მოდი დავაყენოთ ერთი ადგილი და ტკბილად მივხედოთ ამ მიგვეხედა ჩვენი ხალხისთვის… ეხლა 3 000000 კი არა 8 000000 ქართველი იქნებოდა, უფრო მეტი ძალა, მეტი ეკონომიკა და ბევრად ძლიერი ერი ვიქნებოდით. აღარც თურქეთში გაიქცეოდა და აღარც ევროპა ამერიკაში სამუშაოდ ხალხი…. დამისახელეთ თუნდაც 1 ან 5 მილიონერი ოლიგარქი რომელიც გამდიდრდა ევროპა ამერიკაში და მერე აქ ხალხს ეხმარებოდა…. უბრალოდ დაიღალა ერი

  4. Martalia patara kveyana vart, magram ar gvchirdeba aravisi ,,patronoba” da ,,krishoba”. Amat msoplios dzalaupleba undat da naklebat adardebt xalxi da mati azrebic sul ar aintresebt. Martla dzalian sacyenia amdeni adamiani rom sheecira am ,,msoplios gayopas”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here