Home რუბრიკები პოლიტიკა რას შეცვლის ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობებში?!

რას შეცვლის ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობებში?!

554

ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ კი ხელისუფლება იგივე პოლიტიკას გააგრძელებს, სერიოზული პრობლემები შეიქმნება… ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მედიასთან აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები უცვლელი დარჩება. 

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს. არის თუ არა რეალურად თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში ცვლილებები მოსალოდნელი, რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპის ადმინისტრაცია პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში და რამდენად მზადაა საქართველოს ხელისუფლება ამ ცვლილებებისთვის, „საქართველო და მსოფლიოკომენტარისთვისუფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე: იან კელი ძალიან მალე აღარ იქნება ელჩი და მისი განცხადებები ცოტა არ იყოს ალოგიკურია. ეს ადამიანი ტრამპის აშკარა მოწინააღმდეგე იყო, ამიტომ, მე ვფიქრობ, როგორც ფედერალური და სარეზერვო სამსახურების უფროსები შეიცვალა ამერიკაში, მასაც ასე შეცვლიან. ზოგადად ის ძალიან ბევრის უფლებას აძლევდა თავის თავს და ბოლო დროს ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. რაც შეეხება ამერიკის და საქართველოს ურთიერთობას, ამთავითვე ცხადია, რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ადრე იყო, იმიტომ რომ საქართველო უკვე სამწუხაროდ ამოვარდნილია მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონიუქტურიდან. ეს ერთი და მეორეც, ყველგან შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, გარდა ჩვენი ქვეყნისა, ერთადერთი ჩვენ ვართ, სადაც ფსევდოლიბერალური „ინტერნაციონალი“ უცვლელად ტრიალებს. მე ეს ყველაფერი მაგონებს ცნობილ ქართულ ფილმს „ყვარყვარე“, სადაც მთავარი გმირი ამბობს, თუ ალყაში ვიყავი და მტერი გარშემო მყავდა, რატომ არ მითხარითო. ჩიხშია ეს ხელისუფლება და ვერ ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკა შესაცვლელია, ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკით ადრე თუ გვიან მივალთ სრულ კატასტროფამდე.

აქამდე ყველა ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. როგორ ფიქრობთ, ამიერიდან ასე არ იქნება?

 – რა იქნება და როგორ, გადაჭრით ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ კი ხელისუფლება იგივე პოლიტიკას გააგრძლებს, სერიოზული პრობლემები შეიქმნება, არა მხოლოდ მისთვის, ქვეყნისთვისაც და ეს ყველაფერი სახელმწიფოს მოუტანს ძალიან დიდ ზიანს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. Pribaltikaze xo gaxsovt ra kimentari gaaketa trampma! Imis pasuxad, rom vitomda pribaltikis kveknebi rusettan mezoblobashi ver vitardebodnen ekinomikurad! Tumtsa saidan emaxsovreba kartvel sazogadoebas shveni media obamas dros saertod tsalmxrivad ashukebda msoplio realobas! Hoda trampma am pretenziaze pasuxad pribaltikis aprikashi gadatana tu pribaltikelebis aprikashi gadasaxleba shestavaza! Akedan gamomdinare tkven tviton moisazret ra elodeba am shven datskevlil gushindel dgeshi shartshenil iuda mtavrobas!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here