Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპის სიტყვამ ულტრალიბერალებს თავზარი დასცა

ტრამპის სიტყვამ ულტრალიბერალებს თავზარი დასცა

585

„გავანთავისუფლოთ ამერიკა  მოლაყბე პოლიტიკოსებისგან, დავუბრუნოთ ამერიკა ამერიკელებს, დავიცვათ ქვეყანა და კვლავ გავხადოთ იგი დიადი“. – ეს იყო დონალდ ტრამპის მთავარი მესიჯი საინგურაციო გამოსვლაზე, სადაც მან ოფიციალური ფიცი დადო პრეზიდენტის ამპულაში. 

„უზენაესო მოსამართლე რობერტს, პრეზიდენტო კარტერ, პრეზიდენტო კლინტონ, პრეზიდენტო ბუშ, პრეზიდენტო ობამა, ძვირფასო თანამემამულეებო და ადამიანებო მსოფლიოს გარშემო, მადლობა ყველას. ჩვენ დღეს ყველანი, ამერიკის ყველა მოქალაქე გაერთიანებულები ვართ ერთი მიზნის გარშემო – აღვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ ამერიკისა და მსოფლიოს ისტორია მომდევნო წლების განმავლობაში. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ ჩვენ შევასრულებთ ყველა ამოცანას. დავუპირისპირდებით გაჭირვებას და ყველა გამოწვევას. 4 წელიწადში ერთხელ ამერიკელი პრეზიდენტები თავიანთ უფლებამოსილებას გადასცემენ მშვიდობიანად ახალ პრეზიდენტს და ამიტომ მადლობას ვუხდი ბარაკ ობამას და პირველ ლედის მიშელ ობამას მათ მიერ გამომჟღავნებული გულისხმიერებისათვის. მათ ეს ბრწყინვალედ გამოუვიდათ.  

დღევანდელ ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არ არის უბრალოდ  ძალაუფლების გადადინება ერთი ადმინისტრაციიდან მეორის ხელში, არც ერთი პარტიიდან მეორში, არამედ ჩვენ გიბრუნებთ ამ ძალაუფლებას თქვენ, ამერიკელ ხალხს. დიდი ხნის მანძილზე, გარკვეული ჯგუფებიდან ადამიანები მოქმედებდნენ მხოლოდ თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ვაშიგტონი იფურჩქნებოდა, მაგრამ ეს ხალხს არ ეტყობოდა. პოლიტიკოსები მდიდრდებოდნენ, მაგრამ ხალხი კარგავდა სამსახურს და იხურებოდა ქარხნები. ელიტა საკუთარ თავს იცავდა და არა ხალხს, მათი გამარჯვებები არ იყო თქვენი გამარჯვებები, მათი სიხარული არ იყო თქვენი სიხარული. ყველაფერი ეს შეიცვლება ახლა, ამ წუთიადან. ეს წუთი თქვენ გვეკუთვნით, ეს თქვენი დღეა, თქვენი დღესასწაული. აშშ თქვენი ქვეყანაა! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ის პარტია, რომელიც იმართება ძალაუფლების მქონე პირების მიერ, ძალაუფლება გეკუთვნით თქვენ – ხალხს.

2017 წლის 20 იანვარის დღეს მსოფლიო დაიმახსოვრებს, როგორც დღეს, როდესაც ხალხი თავად გახდა მმართველი საკუთარი ქვეყნის. დღეს ყველა თქვენ გისმენთ, თქვენ გახდებით ისტორიული მოძრაობის ნაწილი, რომლის ამოსავალი წერტილი იქნება ის მტკიცებულება, რომ ერი არსებობს იმისათვის რათა ემსახუროს თავის მოქალაქეებს. ჩვენს ქალაქებში ბევრი ღარიბი ოჯახია, განათლების სისტემაში ხარვეზებია, ყვავის კრიმინალი, ნარკოდილერობაა და ძარცა-ყაჩაღობა.  ყოველივე ეს შეწყდება ახლა და ამ წუთას. ჩვენ ერთიანი ერი ვართ. მათი ტკივილი – ჩვენი ტკივილია, მათი ოცნებები – ჩვენი ოცნებებია, მათი წარმატება -ჩენი წარმატებაა. ჩვენ ერთი მომავალი გვაქვს, და დრევანდელი ფიცი ეს არის ერთგულების ფიცი ყველას, თქვენს წინაშე, ამერიკები მოქალაქეების წინაშე.

ჩვენ ვიცავდით  სხვა სახელმწიფოების საზღვრებს და უარს ვამბობდით დაგვეცა საკუთარი საზღვრები. ჩვენ დავხარჯეთ ტრილიონობით დოლარი უცხოეთში, ჩვენ გავამდიდრეთ სხვა ქვეყნები და სწორედ ასე იკარგებოდა ჩვენივე სიმდიდრე. არავის არ უფიქრია მილიონობით მუშაზე, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს. თუმცა ეგ არაფერი ახლა ჩვენ ავაშენებთ და ვიმოძრავებთ მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავლისკენ. ჩვენ შევიმუშავებთ ქვეყნის მართვის ახლებულ პრინციპებს: ამერიკა – პირველია! ამერიკა – წინ! ამ პრინციპებით ვიხელვმძღვანელებთ ჩვენ მუდამ, ყველანი ვემსახურებით ამერიკის ერს. ცვენ დავიცავთ ჩვენს საზღვრებს, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გაანადგუროს ჩვენი სიმდიდრე, სანამ ცოცხალი ვარ მე თქვენთვის ვიბრძოლებ  და არასდროს არ გიმტყუვნებთ. ამერიკა კვლავ გაიმარჯვებს და  ისე  სეზლებს ამას როგორც არასდროს აქამდე. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საზღვრებს, ჩვენს სიმდიდრეს, ჩვენს სამუშაო ადგილებს და ჩვენს ოცნებებს. ჩვენ ავაშენებთ ახალ საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, ხიდებს და ახალ სიცოცხლეს შევძენთ ქვეყანას.

ჩვენ ჩვენი ფორმულის ერთგულები ვიქნებით: ამერიკელებისათვის და ამერიკელების ხელით. ჩვენ მზად ვიქნებით ვიმეგობროთ სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ ამასტანავე ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ჩვენ გავაძლიერებთ კავშირებს და შევქმნით ახლებს. ჩვენ გავაერთიანებთ მსოფლიოს რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელსაც ავღგვით პირისაგან მიწისა. მე ვაცხადებ მუდმივ მზადყოფნას თქვენი ინტერესები გახდეს ჩვენი ინტერესები. წმინდა წერილშიც წერია: „ კარგია, როცა ხალხი ცხოვრობს გაერთიანებულათ“. ძალა ერთობაშია, რადგან ერთიანი ამერიკის დამარცხება შეუძლებელი იქნება. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დაცულები : ჩვენ ყოველტვის დაგვიცავს ჩვენი არმია, რაც ყველაზე მთავარია ჩვენ დაგვიცავს პირველ რიგში ღმერთი!

და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თქვენ უნდა იყოთ ამბიციურები. აშშ მხოლოდ მაშინ იქნება ცოცხალი, თუ ის განაგრძნობს სვლას დიადი გზით. ჩვენ აღარ ვაპირებთ მივიღოთ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას აკეთებენ. დრო ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკებისთვის დასრულებულია, მოქმედების დრო დადგა. არავის მისცეთ უფლება გითხრათ, რომ თქვენ არაფერი გამოგივათ. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ! ჩვენ შევაბიჯებთ იმ ათასწლეულში სადაც არ იქნება ადგილი დაავადებებისთვის, და აზრთა სხვადასხვაობისათვის. არ აქვს მნიშვნელობა კანის ფერს, ჩვენს ზარღვებში ჩქეფს ამერიკული, წითელი სისხლი.

მე მივმართავ ყველას: ჩვენ აწი არასდროს არავინ არ დაგვაიგნორებს . ცვენი ხმა, ჩვენი იმედები და ოცნებები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ჩვენ ყველანი ერთად გავხდით ამერიკას ძლიერს, მდიდარს, ამაყს და უსაფრთხოს! დიახ, ჩვენ მალე გავხდით ამერიკას დიადს.

უფალი იყოს ჩვენი და ამერიკის მფარველი“. _ განაცხადა ტრამპმა. 

1 COMMENT

  1. თუ ისს აღასრულებს რაც წარმოსთქვა ამ სიტყვაში,მაშინ მართლა უფალი ფარავდეს ამერიკას…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here