Home რუბრიკები პოლიტიკა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ისინი არ უშლიიან ხელს „ენმ“ ფრაქციის შექმნასა...

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ისინი არ უშლიიან ხელს „ენმ“ ფრაქციის შექმნასა და ფორმირების პროცესში

475

“ევროპული საქართველო” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას პასუხობს და ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებულ იურიდიულ დეტალებზე ტექნიკურ კონსულტაციებს სთავაზობს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე. ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ-ს თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრის “ყრილობის” ჩატარებას. კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან „ქართული ოცნების“ ოპონირებაზე და ძალისხმევას არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას სახელი შეუცვალეს და თავმჯდომარე გადააყენეს, ამ ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც ბოკუჩავამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და პარტიიდან გასული წევრები მიმართავენ ხრიკებს, პარტიის სახელწოდების შეცვლის და თავმჯდომარის გადარჩევით, რათა შეინარჩუნონ თანამდებობები და მიიღონ ის სარგებელი და სიკეთე, რაც ამ ფრაქციას მოაქვს.

13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და „ევროპული საქართველო დაარქვეს“. მათ გადაირჩიეს თავმჯდომარე ნიკა მელია და თანამდებობაზე სერგო რატიანი დანიშნეს. ყოფილ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობაში” და ამჟამინდელ „ევროპულ საქართველოში“ უმრავლესობას წარმოადგენენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები.






წყარო: interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here