Home რუბრიკები პოლიტიკა თბილისის საკრებულოში „ენმ“-დან ერთი ფრაქცია პარტიაში დარჩენილებს, ხოლო მეორე კი ე.წ. უგულავა-ბოკერიას...

თბილისის საკრებულოში „ენმ“-დან ერთი ფრაქცია პარტიაში დარჩენილებს, ხოლო მეორე კი ე.წ. უგულავა-ბოკერიას მხარდამჭერებს დარჩებათ

490

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, რომელიც ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრია, ამჯამად არსებულ ორ ფრაქციაში მოხდება ყოფილი და ახლანდელი წევრების გადანაწილება და ფრაქციები ამის მიხედვით დაკომპლექტდება. 

მისივე თქმით, ფრაქციების – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ”ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” სხდომა 16 იანვარს გაიმართება. როგორც ახვლედიანმა განმარტა, უკვე გადაწყვეტილია, რომ მის ფრაქციას შეუერთდება თამაზ შოშიაშვილი და ფრაქცია შემდეგი წევრებით დაკომპლექტება: მამუკა ახვლედიანი, დავით ავალიანი და თამაზ შოშიაშვილი. მეორე ფრაქციაში კი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობს და რომელიც ე.წ. სააკაშვილის მხარდამჭერთა გუნდშია, იქნებიან თავად ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი და მარიკა დათუკიშვილი.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. უგრეხელიძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს ისაუბრეს, როდესაც საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომა გაიმართება.

ახვლედიანის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოში წარმოდგენილი მეშვიდე დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის პოზიცია, თუ რომელ ფრთას შეუერთდება, ჯერჯერობით უცნობია.

მისივე თქმით, ფრაქცია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, სახელიც გადაერქმევა, თუმცა დეპუტატი არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ახალი სახელწოდება ”ევროპული საქართველო”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here