Home რუბრიკები პოლიტიკა “საქართველო ჯონისია, საქართველო იანისია”

“საქართველო ჯონისია, საქართველო იანისია”

667

აი, ასეთი იყო საახალწლო დღეები საქართველოში. როგორც კი მოსახლეობამ საცივისა და ნაბახუსევისთვის საგანგებოდ შემონახული მინერალური წყლის მარაგი ამოწურა, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!

ჯერ ვერა ბრეჟნევა გამოვიდა სცენაზე, მერე გიგი უგულავა გამოვიდა ციხიდან, მერე გრეჩიხა შევიდა ციხეში, მანამდე “დაინინგ რუმში” “თ-ფ-ილისი” იჯდა და ნიკა გვარამია იწვა იქვე…

უფრო მანამდე კი ჯონ მაკკეინი ჩამოვიდა და ზუსტად ახალი წლის წინა ღამით თოვლის ბაბუასავით “ჩამოუქროლა თავის საქართველოს”! დიახ, “თავის” საქართველოს და არა “ჩვენს” საქართველოს, რადგან უკვე ყველაზე გულუბრყვილოდ გულმხურვალეამერიკანელებიცკი გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ საქართველო, დიდი ხანია, “ჩვენიაღარ არის დასაქართველო ჯონისია, საქართველო იანისია”.

მაკკეინმა მოგვიტანა ბევრი საახალწლო საჩუქარი! მაგალითად, გვაჩუქა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დაპირება, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერისკიდევ ერთხელ აღნიშვნა, დაგვპირდა, რომ ნატოს საგზაო რუკას, ანუ “მაპს” თუ ადრე ათასი კილომეტრიდან გვიჩვენებდნენ, ახლა ცხრაასი კილომეტრიდან დაგვანახვებენ და დაგვპირდებიან, რომ გაისად კიდევ უფრო მოგვიახლოვებენ… მეტი რაღა გვინდა?!

ჰო, მართლა, არ გამოგვრჩეს ქართველი ხალხისთვის ყველაზე სასურველი და გულის გამახარებელი საჩუქარი _ გიგი უგულავას გამოშვება ციხიდან. არავინ თქვას, რომ მაკკეინის ვიზიტი მხოლოდ დაემთხვა ამ ამბავს და “დამოუკდებელმა” სასამართლომ, უბრალოდ, გუმანით იგრძნო, რა ესიამოვნებოდა ამერიკელ მამა- მარჩენალს.

მოკლედ, გიგი გამოვიდა! მაგრამ მანამდე ვერა ბრეჟნევა გამოვიდა რუსულ სცენაზე, რომელმაც ვალერი მელაძესთან ერთად ქართულად იმღერა “ჩიტო-გვრიტო” და შეაზანზარა სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები, რომლებიც, როგორც წესი, ძალიან იოლად “ზანზარდებიან” ხოლმე და მათი ზანზარის მთავარი მიზეზი არის ყველასი და ყველაფრის კრემლთან ან ნატოსთან დაკავშირება.

ასე მოხდა ვერა ბრეჟნევას შემთხვევაშიც. “ნახეთ! აი, ისევ რუსები გვაფასებენ ქართველებს. ასე იყო ყოველთვის, კრემლში ქართველებს მუდამ უწევდნენ ანგარიშს და რუსეთს ახლაც უყვარს საქართველო. ეს ვერა ბრეჟნევას ქართულად ამღერებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა!” _ ქადაგებდნენ ერთნი.

“რატომ მღერის ქართულად ეგ ღრუსი დედაკაცი? ჯერ ქართველი ბიჭების სისხლზე მოსთხოვოს პასუხი პუტინს და მერე ამღერდეს ქართულად! ვინც უნდა იმღეროს და რაც უნდა იმღეროს, საქართველოს კურსი მაინც ჩრდილოატლანტიკური იქნება!” _ ბობოქრობდნენ მეორენი.

აშკარაა დღევანდელი საქართველოსთვის დამახასიათებელი რადიკალური დაპირისპირება, თანაც სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო.

ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერსად ვნახე ნორმალური ადამიანური პოზიცია _ “მოსკოვში, ჩვეულებრივ საახალწლო კონცერტზე, ჩვეულებრივმა რუსმა მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ და ჩვეულებრივმა ქართული წარმოშობის მომღერალმა ვალერი მელაძემ ერთი ჩვეულებრივი ქართული სიმღერა იმღერეს”, _ ეს იყო და ეს. ასეთ კონცერტებზე სომხური სიმღერაც არაერთხელ უმღერიათ და ტაჯიკურიც, მაგრამ არც ერთ სხვა ქვეყანაში მათ ენაზე ამღერებულ “რუსულ ესტრადას” ამხელა აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. ამიტომ ძალიან მინდოდა, გამეგო, რა შუაში იყო ვერა ბრეჟნევას ქართულჩიტოგვრიტოსთანან კრემლი, ან ნატო და ან, საერთოდ, საქართველოს მომავალი, მაგრამ ამის ახსნა ვერც ერთმა რადიკალურადმოზანზარემხარემ ვერ შეძლო.

ვერავინ შეძლო ვერც იმის ახსნა, რატომ ვერ შევიდა საქართველო აქამდე ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმში. ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის აღსანიშნავად გახსნილ სპეციალურ ვებგვერდზე დღემდე დევს 2014 წელს განთავსებული ინფორმაცია, რომ 2015 წლის ბოლოდან, ჰაჰა, ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მოქალაქეები უკვე უვიზოდ ივლიან ევროპაში. მას შემდეგ კიდევ ათჯერ მაინც ატყდა სიხარულის ყიჟინა, ტაშისცემა, ზარზეიმი _ არიქა, ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია და მალე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეზოლუციაც უნდა მიიღოსო! მერე ვიზეიმეთ, აი, უვიზო მიმოსვლის რეზოლუციის წინა რეზოლუცია მიიღესო. შემდეგ იმაზე ვიკუნტრუშეთ, აი, რეზოლუციის მიღების წინა რეზოლუციის მომდევნო რეზოლუცია მიიღეს, რომ რეზოლუცია უნდა მიიღონო. მახსოვს გულმხურვალე მილოცვებიც _ აჰა! სკეპტიკოსებს რომ არ სჯეროდათ, ახლა რაღას იტყვიან, ევროკავშირმა უკვე განაცხადა, უვიზო მიმოსვლის დადგენილების წინა რეზოლუციის შემდგომი დასკვნის მომდევნო განხილვის შემდგომი მოლაპარაკების მოსამზადებელი შეხვედრა სულ მალე ჩატარდებაო.

მართლაც, ვერაფერს ვიტყვით ჩვენ _ ჩემნაირი “რუსეთუმე” და “პუტინისტი” ევროსკეპტიკოსები! ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავთარსოთ და გავთვალოთ მთელი ეს “ევროპროცესი” ასეთი შხამიანი სიტყვებით _ ევროპაც და ამერიკაც, სინამდვილეში მაგრად გვეკაიფებიან და არავითარი უვიზო მიმოსვლა არ იქნება. მათ, უბრალოდ, აინტერსებთ, რა კონტრნაბიჯებს გადადგამს რუსეთი კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად და ჩვენნაირი შტერების გამოყენებით აკვირდებიან რუსეთის საქციელსევროგამაღიზიანებლებზე”.

აი, ხედავთ? ასეთ “დამთარსველ” ფრაზას რომ ვიტყვი, ამის მერე განა მოხდება ვიზალიბერალიზაცია? ყველაფერი ხომ ჩვენი _ “ევროსკეპტიკოსების” თარსი ენის ბრალია, თორემ რეალურად ევროპა აქამდე დაუშვებდა უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/saavtoro-bakuri-photo2.jpg

აკი, გვახარა კიდეც ამ საახალწლოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა: “ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ელოდებით, ჩვენ კი ვმუშაობთ!”

ა, კაცი! ჩემსავით კი არ “ითარსება”, რეალურად ასახავს მდგომარეობას _ თქვენ ელოდებით, ჩვენ ვმუშაობთო! აქამდე ხომ არ ვიცოდით, რომ ველოდებოდით? ახლა უკვე ვიცით.

და, საერთოდ, დროა, ყური არ ათხოვოთ ჩემნაირევროსკეპტიკოსებსდა თქვენი კალენდრები რუსეთის ჯიბრზე ასე, სამი წლით უკან გადაწიოთ. ვითომ 2014 წელია და 1 წელიწადში საქართველოს მოქალაქეები უკვე უვიზოდვიგულავებთევროპის ქვეყნებში. თუ არა, რა გამოდის, აბა? უკვე 2017 წელია და მთელი სამი წელიწადი და თითქმის მეოთხეც, ჩვენიძმები და უერთგულესი მეგობრებიასე უნამუსოდ გვატყუებდნენ? არა, ამის დაჯერება ხომ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა?!

მხოლოდ რუსეთი ატყუებს ხოლმე საქართველოს. მაგალითად, 200 წელზე მეტია, ერეკლე მეფეს იმას ვაყვედრით, როგორ ენდო გენერალ ტოტლებენს, როგორ იყო მის იმედად, ახია მაგაზე, ხომ მოატყუეს რუსებმა და ხომ შეატოვეს ვერაგ მტერს პირისპირო.

დიახ, ეს მართალია, მაგრამ რა არის, იცით, გაუგებარი?

ეს ევროპა და ამერიკა, უკვე ლამის 30 წელია, ყოველდღე გვატყუებენ, ვერაგ მტერსაც შეგვატოვეს პირისპირ, მოგვიანებით მათი პრეზიდენტები და ლიდერებიც გვინახავს იმავე ვერაგ მტერთან ჩახუტებული და მაინცძმებსა და მეგობრებსვეძახითუცნაური არ არის?

აჰ! როგორც ჩანს, ეს ვიღაც ტოტლებენი, უბრალოდ, როგორცმასტი”, არ გვევასება და რამე ხო? ისე, კი გვაქვს ეგ თვისება ქართველებს _ აგერ, როგორცმასტი”, არ დაევასა პატარაგრეჩიხასყოფილი გენპროკურორის მოადგილე და ამჟამადრუსთავი 2”-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია და მთელი ილისის თვალწინ იატაკზეც დააგორა.

ოღონდ, “მთელი თ-ფ-ილისი” _ ეს ელიტარი ქართველების დედის _ მარინა ბერიძის თვალთახედვით, ანუ სადაც “დოი”-ა, სადაც “ნიკოლოზ რაჭველია”, იქაა თ-ფ-ილისიც. სადაც ეს პერსონები არ არიან, ის რა თბილისია, აბა?!

გაგიჟებულა იან კელიც და გავარდნილადაინინგ რუმსში” _ როგორც ჩემი ნიკა იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო და ურტყა თურმე თავი კედლებსა და მაგიდებს. სანუგეშოდ მხოლოდ ისღა დარჩენია, გიგი უგულავა რომ გამოაშვებინასამართლიან სასამართლოსციხიდან, თორემ მართლა მოიკლავდა თავს და ეგაა. ზოგი კი იმისთვის იკლავს თავს, რატომ გამოუშვეს დამნაშავე გიგიო. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს კაცი 2 წელიწადს კი იჯდა და კიდევ ერთსაც თუ იჯდებოდა, ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს. სამუდამო პატიმრობას ფინანსური დანაშაულის გამო მაინც ვერავინ მიუსჯიდა და არ მგონია, ახლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ამდენად დიდი გავლენა იქონიოს იმან, გიგი შიგნით იქნება თუ გარეთ. აკი, ქვეყანაში კი არა, კონკრეტულად ნაციონალებში მიმდინარე პროცესებზეც ვერ იქონია გავლენა ციხიდანდიდი ბელადისამპლუით გამოსულმა უგულავამ. გამოსული გიგი პირდაპირ ნაცების ოფისში შევიდა, მაგრამ, მუხრანის ცნობილი სტრიქონისა არ იყოს, “რაც შეიტანა _ ისევ ის გამოიტანა”.

იქ კი, “შიგ მოძრაობაში”, იდგა კაკო ბობოხიძე და თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატ ნიკა მელიას ისე უძახდა ნიკანორს, გეგონებოდა, შეურაცხყოფდა. არ ვიცი, ნაციონალების რომელი “ფრთის” დამკვიდრებულია, მაგრამ ფაქტია, რომ, როდესაც ადამიანი მათ მხარეს აღარ არის, რატომღაც ე.წ. პასპორტის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე. გვახსოვს, ალბათ, ბადრი _ არკადი და ბიძინა _ ბორია. ახლა უკვე ნიკა ნიკანორი გახდა მათთვის.

კლასიფიკაციის მეთოდს აწვება განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც. “სკოლები უნდა გაიყოს სამ კატეგორიად: მცირე სკოლები, რომლებშიც 200 ბავშვზე ნაკლები სწავლობს; დიდი სკოლები, რომლებშიც 200 ბავშვზე მეტი სწავლობს და იქნება კიდევ წამყვანი სკოლების კატეგორია”. ვერ გეტყვით, ეს ნაბახუსევზე წამოაბოდიალა ამ ცნობილმა თამადამ, თუ ძილში წამოაბოდა და შემთხვევით ჟურნალისტებიც იქვე აღმოჩნდნენ. ფაქტი კი ის არის, რომ ჟურნალისტის კითხვაზე _ “რა განსხვავება იქნება ამ სამი კატეგორიის სკოლებს შორის?” მინისტრმა უპასუხა: “მათ შორის საერთოდ არანაირი განსხვავება არ იქნება”…

აბა, რატომ უნდა დავყოთ სკოლები კატეგორიებად? თუ განსხვავება მაინც არ იქნება, მაშინ რაღა სამად, რა გვენაღვლება და _ ოცდაათ კატეგორიად დავყოთ, რა პრობლემაა?! მთელი ეს დაყოფა-დაკატეგორიება გაზაფხულიდან უნდა დაიწყოსო, ბრძანა “ანტიკომბლემ”.

ფაქტობრივად, გაზაფხულიდანვე უწევს თავისი “რეფორმატორული ხელის” დატყობა “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” აქამდე “მეცხრე არხზე” ტელემწვერვალების დამპყრობსა და “ჯი-დი-ესის” ახალ სიმაღლეებზე ამყვან ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც ამჯერად პირველ არხს ჩაუდგა სათავეში და ძალიან მალე ამ ტელევიზიას საბოლოოდ “გააფრენს ამერიკაში”.

როგორც ჩანს, ძალიან სასაცილოდ რომ გვექნება გაზაფხულიდან საქმე, გულმა უგრძნოგირჩისლიდერებს და თავიანთ ოფისში კანაფი დათესეს. ამბობენ, “სმეშნიაკიაო”. ჰოდა, სხვა დანარჩენთან ერთად, ლარის კურსმაც თუ ასე განაგრძო, ხოლო მინისტრმა ჯეჯელავამაც თუ არ მოიშალა საჯარო გამოსვლებისას შტერობების ლაპარაკი, სწორედპლანის სეზონზემოგვიწევს ყველაზე სასაცილო ამბების გაგონება და მერე ნახე ტაშფანდურა, სიცილხარხარი დაჩიტოგვრიტო”.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. თქვენ გაიხარეთ, ყველას სათქმელს რა კარგად აყალიბებთ, დაილოცოს თქვენი ნიჭი!

  2. შესანიშნავია.
    ყველა დაშვებულ შეცდომას აქვს სარგებელი, თუ ის გაანალიზდება და გამოცდილებად გადაიქცევა!
    კარგია!

  3. ბრავო ბაკურ!
    გეოვორლდზე თქვენ და ფორგეზე ბატონი გელოვანი განუმეორებლები ხართ, მოსვენების საშუალებას არ აძლევთ ქოცნაცარასტებს, ევროდამოკიდებულ მეოცნებეებს, გაბანკროტებულ ლიბერასტებს, არაღიარებულ თიფლისის საზეპურო თვითმარქვიებს…

  4. კარგია, მაგრამ რა? გული მოვიფხანეთ ზოგზოგიერთებმა და ეგ არ ის და ეგ. ხალხი მიძინებულია, ან ზომბირებულია. როდის ჩვენ გამოვიღვიძებთ! ეჰ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here