პრემიერმა პაოლო ჯენტილონიმ ფიცი უკვე დადო.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც აქამდე ჯენტილონი ხელმძღვანელობდა, სათავეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ანჯელინო ალფანო ჩაუდგა. არ შეცვლილა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები. მთავრობის ინაუგირაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში ახალ კაბინეტს ნდობის ვოტუმი პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.