Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება!

საქართველოს ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება!

668

ჩვენი უბედურება ეგაა _ სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს”.

კონსტანტინე გამსახურდია

პატივცემულო მკითხველო, “საქართველო და მსოფლიოსერთერთ ნომერში მოგახსენეთ, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ჩვენი სათაყვანებელი გენიალური პოეტის, დიდი შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, სამწუხაროდ ჩვენდა, არანაირი ღონისძიება არ ჩაატარა, ანუ უგულებელყო უდიდესი პიროვნება. იმავე წერილში იმასაც მოგახსენებდით, როგორ ჩატარდა ამ მსოფლიო დონის ადამიანის საიუბილეო ღონისძიებები იუნესკოს ეგიდით, როგორც საქართველოში, ასევესაზიზღარსაბჭოთა კავშირსა და სრულიად მსოფლიოში. დიდი მგოსნის მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებები პირველად სტალინის დავალებითა და უშუალო ხელმძღვანელობით 1936 წელს გაიმართა.

ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ “ჩვენი” ხელისუფლება ვერ სწვდება დიდი შოთას ნააზრევს. არადა, რუსთაველი ხომ მსოფლიო კორიფეთა ავანგარდშია. აი რას ამბობს დიდი რუსი პოეტი კონსტანტინე ბალმონტი: “როგორც ჰომეროსი არის ელადა, დანტე _ იტალია, კალდერონი და სერვანტესი – ესპანეთი, რუსთაველი _ საქართველოა. ყოველი მათგანი არა მხოლოდ სამარადისო დიდებით აღზევებული პოეტია, არამედ სხივმოსილი გაცხადება სულისა. წარმოჩენა მთელი ერის საგანძურისა, ამ სულით, რომ გამობრწყინებულა და ამ სულშივე დიდებულ და განუმეორებელ ყვავილად აღმოცენებულა”.

აქვე მინდა, კიდევ ერთი მსოფლიო დონის მეცნიერის, მარი ფელისიტე-ქსავიე ბროსეს ნააზრევი წარმოგიდგინოთ: “ეს ქმნილება (“ვეფხისტყაოსანი”) მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია… იგი თვითმყოფადი ქართული ნაწარმოებია”.

ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, დიდ შოთა რუსთაველზე ამდენს რომ ვლაპარაკობ. ეს ყოველივე (ჩემი აზრით), ალბათ, განაპირობა ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან საკითხში ჩაუწვდომლობამ.

1980 წლის მონაცემებით, “ვეფხისტყაოსანინათარგმნია მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზე. სულ გამოცემულია 215-ჯერ: ქართულად _ 61-ჯერ, რუსულად _ 41-ჯერ, სსრკის ხალხთა ენებზე (რუსულის გარდა) _ 51-ჯერ, უცხო ენებზე _ 62-ჯერ! (წყარო _ ვასილ ილარიონის ძე ჩაჩანიძე, “ვეფხისტყაოსანიმსოფლიოს ხალხთა ენებზე”, გამომცემლობახელოვნება”, 1980 .).

მიუხედავად ხელისუფლების ინდიფერენტულობისა, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქართული ერთობის დარბაზში. როგორც დარბაზის მიერ გამოცემულ გაზეთში არის აღნიშნული, 2016 წელი გამოცხადებული იყო შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეო წელიწადად. 2016 წელს, აგრეთვე, უნდა ჩატარებულიყო ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს. ასე რომ, თუ წელს ვერ მოაბა თავი ამ საშვილიშვილო საქმეს, მომავალ წელს მაინც გამოიბერტყოს ხელისუფლებამ ყური და გააკეთოს ის საქმე, რომელიც ევალება. რაღაცაში მაინც გამოჩნდეს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ღირსნი არიან, ამ ქვეყნის ჰაერით ისუნთქონ.

ჩემი წერილების უმეტესობა, როგორც ყოველთვის, მიძღვნილია ბატონი ბიძინასადმი, ვინაიდან აქ (ჟარგონს თუ ვიხმარ) “სტოსი” მას მიჰყავს და ახლაც მას მივმართავ:

ბატონო ბიძინა, დღეს ჭეშმარიტი ქართველებისთვის სამშობლოც და, შესაბამისად, თავისუფლებაც დაკარგულია. ანექსირებული და ოკუპირებულია საქართველო. იქნებ დაავიწყდა მავანს, როგორ აღადგინა ამ რჯულგაყიდულმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და როგორ დასვა ვინმე სანაკოევი პრეზიდენტად, თანაც როგორ მიუერთა ამ “რესპუბლიკას” ახალგორი, ანდა როგორ გადააქცია კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთად… მაგრამ რატომ არაფერს არ ლაპარაკობთ თქვენ და თქვენი ხელისუფლება ოკუპირებულ ტაოკლარჯეთზე? თუ ისმეგობარსაქვს ოკუპირებული? სად მდებარეობს ისტორიული ჰერეთი და ლორე? ის მიწაწყალი, რომელიც მორწყულია უამრავი ქართველის სისხლით, დღეს საქართველოს არ ეკუთვნის და ოკუპირებულია. თქვენი რჩეული .. უმცირესობის, ნაცების, მიერ თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი რომ გაიხსნა, სხვა ოკუპანტებმა რა დააშავეს? თუ ასე აძლევდათ ხელს, რადგან ასე დაავალეს პატრონებმა? ბატონო ბიძინა, სანამ აჭარას დიდი მემედ აბაშიძის შთამომავალი ასლან აბაშიძე მართავდა, იქ ცხოვრება ჩქეფდა ქართულად, მართლმადიდებლურად. “მხედრიონიც” კი ვერ შევიდა აჭარაში, როდესაც ამ ავადსახსენებელმა ე.წ. ორგანიზაციამ სამეგრელო ხუთჯერ მოიბალახა სიმღერით _ “ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა, ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა”! ალბათ, გაგონილი გექნებათ, როგორ მოჰკვეთეს მხატვარ ნოდიას მკლავი ზვიად გამსახურდიას დახატვის გამო, იმ გამსახურდიასი, რომლის მკვლელობის საქმის გამოძიებას არ იქნა და არ დაადგა საშველი. ბატონო ბიძინა, რატომ არ გინდათ ამ საქმის გამოძიება?..

ზემოთ აჭარაზე მოგახსენებდით. ბატონი ასლანის მმართველობის პერიოდში იქ უცხოტომელს თავისი სახელი ერქვა და კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს გაბედავდა. ახლა კი რა ხდება აჭარაში? საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს სახელად ჰქვია საქართველოს ტერიტორია, თორემ სახრავად თანამედროვე ოსმალეთისაა, იმ ოსმალეთის, რომელიც დღე და ღამ იმაზე ფიქრობს, ოფიციალურად როგორ გაიფორმოს უკვე მიტაცებული. თუ გსურთ, აჭარაში ისევ დაისადგუროს ქართულმა, მართლმადიდებლურმა სულმა, სასწრაფოდ დააბრუნეთ ბატონი ასლან აბაშიძე აჭარაში. მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, ბატონ ასლან აბაშიძეზე კარგი ქართველი კაცის, ბატონ თამაზ წივწივაძის ნააზრევს მოგახსენებთ, რომელიც გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” (1 ივლისი, 2016 წ. #25) დაიბეჭდა. გთავაზობთ ამ წერილიდან მცირე ამონარიდს: “…სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა ამ კაცისავე ძალისხმევით ეს მხარე მთელი საქართველოს მთავარ კულტურულ ცენტრად იქცა! ერთი სიტყვით, იქ, ბათუმში, იმ დროისთვის სახელოვნებო საქმიანობის ბუმი იდგა!”

რეალობას გავუსწოროთ თვალი და საგნებს თავისი სახელები დავაქვათ! სავალალო ვითარებაა თბილისშიც. გაიარეთ ღამით მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირებზე და ნახავთ, რაც ხდება. წალეკა ქვეყანა არაბულმა, სპარსულმა, ოსმალურმა, ჩინურმა თუ სხვა ქვეყნების ეგრეთ წოდებულმა რესტორნებმა, სინამდვილეში კი არაოფიციალურმა ბორდელებმა, რომლებშიც შეუფერხებლად ასაღებენ ნარკოტიკებს. სად არან პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? რატომ არ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას ამ სავალალო ვითარებას? რაო, ამერიკის ელჩი გიკრძალავთ ქვეყანაში წესრიგის აღდგენას? სად არიან ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებული ასოები? ეს მართლაც ასოები რატომ არ იღებენ ხმას? როდესაც ამ უმსგავსობის წინააღმდეგ ხმის ამოღება სცადეს (მგონი, “ქართულმა ძალამ”) ახალგაზრდებმა, თქვენმა პოლიციამ უდანაშაულოები დააპატიმრა, ხოლო დამნაშავეებს თავზე ხელი გადაუსვა. როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, მაშინ ასპარეზზე გამოდის ხალხი და იგი ყველას მიუჩენს საკადრის ადგილს. ასე რომ, ნუ ჩააყენებთ ხალხს ჟანდარმის როლში, თორემ არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე, ბატონო ხელისუფალნო!

დასასრულ _ ბატონო ბიძინა, ერთხელ და სამუდამოდ გაწმინდეთ მთავრობის შემადგენლობა და პრემიერიც მიაყოლეთ! განსაკუთრებით საგანგაშოა განათლების სისტემაში შექმნილი ვითარება. “პატივცემულ” მინისტრს, თურმე ქართული ხალხური ზღაპრების რევიზია დაუწყია. სხვა ყველაფერი მოაწესრიგა სისტემაში და ახლა ზღაპრებიღა დარჩენია მოსაგვარებელი. სასწრაფოდ მოაცილეთ ეს კაცი განათლებას და მასვე მიაყოლეთ მისი დამნიშნავი, “უდიდესი” სელექციონერი პრემიერმინისტრი, რომელიც აღზრდილია “მოქალაქეთა კავშირისა” და “ახალი მემარჯვენეების” აკვანში. რატომ ნიშნავთ ყველა გზააბნეულს მინისტრად? რა უნდა მინისტრად ჯეჯელავას ან გიორგაძეს, აგულაშვილს ან კალაძეს? საქართველო არ არის საცდელი პოლიგონ-ლაბორატორია, თუმცა თქვენმა (მხოლოდ თქვენმა) მეგობარმა ამერიკამ ხომ აგიშენათ “ლუგარის” ლაბორატორია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას. დროა, გაითვალისწინოთ დიდი კონსტანტინეს გულისტკივილით ნათქვამი სიტყვები და ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებოთ სხვის დუდუკზე როკვას. შეიგნეთ, რომ თქვენ საქართველოს მოსახლეობის მიერ ხართ დაქირავებული და არა აშშ-ის ელჩის მიერ! გეყოთ!

ეჰ, როგორ მინდა, საქართველოში მომრავლდნენ მხოლოდ ქართულად და მართლმადიდებლურად მოფიქრალი ადამიანები!

ანზორ დანელია,

საქართველოს მოქალაქე, მართლმადიდებელი ქართველი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here