Home რუბრიკები პოლიტიკა Antiwar.com: ჩერნოგორია, როგორც ნატოს უსარგებლობის ნიმუში

Antiwar.com: ჩერნოგორია, როგორც ნატოს უსარგებლობის ნიმუში

614

რატომ იღებს პასუხისმგებლობას აშშ _ დაიცვას შორეული და ციცქნა ბალკანური ქვეყანა?

ნატოს ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევა ხაზს უსვამს ცივი ომის ამ არქაული რელიკვიის აბსურდულობას და საფრთხეს, რომელიც მას აშშ-ისთვის მოაქვს.

ერთი შეხედვით, ჩერნოგორია ნამდვილ ქვეყანას ჰგავს; ფართობით თითქმის 14 ათასი კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა _ 600 ათასზე მეტი, არმია 2000 ჯარისკაცსა და მეზღვაურს ითვლის.

XIX საუკუნის შუა ხანებში ეს ტერიტორია გაყოფილი იყო ორ მტრულ კლანს შორის, რომლებსაც აერთიანებდა ოსმანთა იმპერიისადმი დაპირისპირება. საზღვრების არასტაბილურობამ და კონფლიქტებისადმი მიდრეკილებამ ბალკანეთში შვა ტერმინი “ბალკანიზაცია”, რომელიც არასტაბილურობის სიმბოლოდ იქცა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა კოსოვოში ომის მიმდინარეობისას სერბეთი დაბომბა, დემოგრაფია კოსოვოში შეიცვალა და დღეს ქვეყნის მოსახლეობა ორადაა განაწილებული _ სერბებად და სხვა ეროვნების ადამიანებად. ზუსტად ასევე პოლარიზებულია ქვეყნის პოლიტიკაც: პრორუსულ სერბულ ოპოზიციურ პარტიებად და პროევროპულ, პრონატოურ პარტიებად, რომლებიც პრაქტიკულად ერთნაირი ძალებისაა, თუმცა მთავრობაზე არამდგრადი კონტროლი აქვს.

ჩერნოგორია დღეს ეთნიკური და ნაციონალისტური დაძაბულობის ქვაბს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება სამოქალაქო ომში ან ნებისმიერ მეზობელთან სასაზღვრო კონფლიქტში გადაიზარდოს. ნატოს დებულებაში ჩაწერილია დახმარების გაწევა ნებისმიერი მონაწილე ქვეყნისთვის, რომელსაც კონფლიქტი ან აგრესია დაემუწრება. ამჟამად ჩერნოგორიას ტერიტორიული დავა აქვს კოსოვოსთან, ხორვატიასა და ბოსნიასთან. ამასთანავე, ალბანეთის ნაციონალისტურ მოძრაობებს პრეტენზია აქვს ჩერნოგორიის სამხრეთ რაიონებზე, რადგან მათ “დიადი ალბანეთის” ნაწილად მიიჩნევენ. შეუძლებელია, არ ვახსენოთ კონფლიქტებით აწრიალებულ ქვეყანაში პანსლავური ნაციონალისტების არსებობაც, რომლებსაც სერბეთთან შეერთება სურთ და ორიენტირებულები არიან რუსეთზე.

სხვა სიტყვებით, ჩერნოგორია არის დაყოვნებული მოქმედების ბომბი, რომელიც სადაცაა აფეთქდება. ნატოს წევრობა აშშ-ის ჩარევას მოითხოვს იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელ კონფლიქტთაგან ერთ-ერთი იფეთქებს და ძალადობაში გადაიზრდება. პრორუსულ და ანტირუსულ ფრაქციებად დაყოფილი ჩერნოგორია იდეალური ადგილია, ერთი მხრივ, აშშ-სა და ნატოს, ხოლო მეორე მხრივ, ვლადიმირ პუტინს შორის უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დასაწყებად.

ნუთუ მართლა გვსურს, მივცეთ მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი ბირთვული იარაღის მქონე რუსეთს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩავრთოთ ჩერნოგორიის ციცქნა არმია ნატოს შემადგენლობაში? გონიერ მსოფლიოს მხოლოდ უარყოფითი პასუხი ექნება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც “მსოფლიო წესრიგთან” დაკავშირებული ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის შექმნილია, და აგრძელებს თავისი უსაფუძვლო იმპერიის საზღვრების გაფართოებას.

რეალობა ასეთია: ჩვენ ვხარჯავთ მილიარდობით დოლარს ნატოს ხარჯების დასაფარავად მაშინ, როცა ჩვენი უსუსური “მოკავშირეები” უარს ამბობენ თავიანთი სამართლიანი წილის შეტანაზე. რატომ უნდა დავიხარჯოთ მათ ნაცვლად? იმისთვის ხომ არა, რომ “დავიცვათ” ისინი საშიშროებისგან, რომელიც გაქრა (თუ ოდესმე არსებობდა) ბერლინის კედლის დანგრევისა და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ?

საარჩევნო კამპანიისას ტრამპმა არა მხოლოდ “მოძველებული” უწოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, არმედ მოუწოდა, გადაეხედათ, რამდენად სასარგებლოა ნატო ამერიკის ინტერესებისთვის. იგი მხოლოდ სანახევროდაა მართალი: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ გაერთიანებიდან და დაე, ამ ქვეყნებმა თავად დაიცვან საკუთარი თავი. ნატო არამხოლოდ ძვირი გვიჯდება, არამედ უამრავ პრობლემას გვიჩენს, რომლებმაც შეიძლება რუსეთთან საომარ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here