Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა

657

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური შეკრება გამართა. მან თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი სოციალურ საკითხებს დაუთმო. კრემლის ლიდერმა საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე ისაუბრა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციითაც არის დაინტერესებული. კონცეფციაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი მზად არის ნატოსთან პარტნიორობისთვის, ოღონდ თანასწორუფლებიანობის პრინციპით. პუტინი უკმაყოფილებას გამოთქვამს ნატოს გაფართოებისა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსების გამო და იტოვებს უფლებას, ალიანსისგან მომდინარე საფრთხეებზე ადეკვატურად იმოქმედოს. შეკრებაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მტრებს არ ეძებს, მაგრამ სხვა სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლას წინ აღუდგება. “ჩვენ მზად ვართ, 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, თუმცა დასანანია, რომ ცივი ომის შემდეგ მიღებული გამოცდილება და მიღწევები წყალში ჩაიყარა. ჩვენ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ბოლო წლებში სხვა სახელმწიფოების მხრიდან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, რასაც, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგებით”, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here