Home რუბრიკები პოლიტიკა “თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ”

“თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ”

662

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა .. ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული გამოაცხადა და აღმოსავლეთით გაფართოების გამო მკაცრად გააკრიტიკა ნატო; თქვა, რომ რუსეთი ამიერიდან საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გაატარებსო და, ასე ვთქვათ, კარი გამოიჯახუნა.

პუტინის ეს განცხადება სერიოზულად არ აღიქვა ამ განცხადების მთავარმა ადრესატმა _ აშშ-მა, რომელიც სსრკის დაშლის შემდეგ მიჩვეული იყო მსოფლიოში დაუსჯელად პარპაშს და, როგორც ჩანს, ძია სემს “რამსები აერია”, რადგან პუტინის რუსეთი აშკარად არ ჰგავდა ბორის ელცინის რუსეთს, რომელმაც ბალკანეთში მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მოკავშირე, ერთმორწმუნე სერბეთის დაცვაც კი ვერ შესძლო და ნატომ (წაიკითხე _ აშშ) აღმოსავლეთით გაფართოება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკვე უკრაინა-საქართველოს მიმართულებითაც განიზრახა.

პუტინს ძალაც რომ შესწევდა ქადილისა, აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ (დაბლიუ) ბუშმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაინახა. ომის, რომლის შედეგადაც აშშ-ის ყურმოჭრილმა მონამ, საქართველომ სოხუმ-ცხინვალი დროებით(?) თუ სამუდამოდ(?) დაკარგა…

ჯორჯ ბუში, სხვა მრავალ მიზეზთა და 2008 წლის აგვისტოს გამოც აღიარეს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ, რბილად რომ ვთქვათ, უსუსტეს პრეზიდენტად, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ სადა ხარ?! მოვიდა ლგბტ-აქტივისტი შავი ბარაკი და თურმე ბუში ყოფილა თეთრი არაკი, ანუ კეთილი ზღაპარი. მართალია, კრეტინი, მაგრამ მაინც კაცი იყო ჯორჯ (დაბლიუ) ბუში, “ღვინო, დუდუკი, ქალების” მოყვარული და არამც და არამც ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრე ტეხასელი მაგნატი.

ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა. ახლა 2007 წლის მიუნხენს დავუბრუნდეთ…

კარი გამოიჯახუნა პუტინმა და თავისი ქვეყნის სამხედრო გაძლიერებას მიჰყო ხელი, რადგან კარგად ახსოვდა მისი დიდი წინაპრის, იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ფრთიანი გამონათქვამი “რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს _ მისი არმია და ფლოტი”…

ამასობაში აშშ-ში მხოლოდ ხელისუფლება შეიცვალა და არა აშშ-ის იმპერიალისტური მიზანი მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობისა, მაგრამ ამ ძველი მიზნისკენ სვლა ობამაჰილარის დუეტს ახალი, აგრესიული ნეოლიბერალური იდეოლოგიით ჰქონდათ განზრახული, რომელიც ხატოვნად ასე შეიძლება დავახასიათოთ: ერთ ხელში მათრახი, მათრახი დემოკრატიისა და მეორეში _ დროშა, დროშა ლგბტ-პედერასტიისა.

და აკი მიაღწიეს კიდეც საწადელს _ ერთ დროს პურიტანულ-კონსერვატიულ, გნებავთ, ქრისტიანულ კულტურაზე აღმოცენებული აშშ-ისა და მისი ევროპელი სატელიტების თავზე ლგბტ-თა ბაირაღი ფრიალებს.

აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინს, ქვეყნის სამხედრო გაძლიერებასთან ერთად, რუსეთში ზნეობრივი წესრიგის (თუ ასე შეიძლება ითქვას) დამყარებაზეც მოუწია ზრუნვა _ უმკაცრეს კონტროლს დაექვემდებარა უზნეობის უპირველესი მქადაგებელ-პროპაგანდისტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებულნი, ვითომ ადამიანის უფლებების დამცველნი, სინამდვილეში ებრძოდნენ ყოველივე ეროვნულს, ტრადიციულს, მართლმადიდებლურს…

ნაცნობი სურათია, არა?

მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან, ჩვენი პარლამენტისგან განსხვავებით, რუსეთის დუმამ საკანონმდებლო აქტით აკრძალა ლგბტპედერასტობის პროპაგანდა არასრულწლოვნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიაღლუმები ვერასოდეს ჩატარდება რუსეთში, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ხომ ვერც კი იოცნებებენ.

ახლახან კი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საინფორმაციო უსაფრთხოების ახალი დოქტრინა დაამტკიცა. რუსეთის ლიდერის შესაბამისი ბრძანება 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. 17-გვერდიან დოკუმენტში ყურადღება საინფორმაციო სივრცეში რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვასა და საინფორმაციო საფრთხეების არიდებაზეა გამახვილებული. დოქტრინაში საუბარია, რომ რუსული მედია საზღვარგარეთ დისკრიმინაციას განიცდის და ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი ეშლებათ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები “ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენენ”, რომლის მიზანის სხვა და სხვა ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციის გამოწვევაა. იქვე ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში “გაზრდილია რუსეთის მოქალაქეებზე ინფორმაციული ზეწოლა და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ვრცელდება. მიზანი არის ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების გაქარწყლება”…

ვლადიმერ პუტინის საზღვარგარეთ ვიზიტებისას დასავლელი ჟურნალისტები მომენტს არ გაუშვებდნენ, მისთვის კითხვა რომ არ დაესვათ ლგბტ-პედერასტების უფლებების დარღვევების შესახებ და ამით დემოკრატიის ნაკლებობისთვის არ მიენიშნებინათ, რაზეც ერთხელ პუტინმა, შეიძლება ითქვას, ქრესტომათიული პასუხი გასცა: “ჩვენ სუვერენული დემოკრატია გვაქვს”…

თუ რუსეთის პრეზიდენტის პასუხს განვაზოგადებთ, გამოვა, რომ ყველა ერს და, აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფოს ინდივიდუალური დემოკრატია უნდა ჰქონდეს, რადგან, რაც ამერიკასა თუ დასავლეთ ევროპაში ნორმაა, ის სრულიად მიუღებელი შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩვენთვის, ქართველებისთვის და, საზოგადოდ, კავკასიელებისთვის.

უფრო მეტიც: დემოკრატიის კანონებით მით უმეტეს შეუძლებელია ისლამური სახელმწიფოების მართვა _ დაწყებული ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანით და გაგრძელებული სხვა ე.წ. ზომიერი სახელმწიფოებით (თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, სირია, ტუნისი, საუდის არაბეთი და ა.შ. სხვა მრავალ ქვეყანათა მმართველობა ავტორიტარულია, ხოლო ირანის მსგავს ქვეყნებში _ დიქტატორულიც).

სხვანაირად ისლამური სამყაროს მართვა შეუძლებელია და სწორედ ეს ვერ ან არ გაითვალისწინა მსოფლიო ჟანდარმმა აშშ-მა და ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაცია წამოიწყო ე.წ. არაბული გაზაფხულების სახით.

რა გამოვიდა აქედან, საკუთარ თავზე გამოსცადა დავარცხნილ-დალაგებულმა ევროკავშირმა, როდესაც მის საზღვრებს მილიონობით ლტოლვილი მიაწყდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელთა შორის შეუძლებელია არ ყოფილიყვნენ “ისლამური სახელმწიფოს” ფანატიკოსები, რომლებმაც მოაწყვეს კიდეც ტერაქტები საფრანგეთსა თუ ბელგიაში.

სწორედ ეს იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა, როდესაც შარშან, სექტემბრის ბოლოს, გაეროს საიუბილეო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ მიახალა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს და, პირველ რიგში, აშშ-ს _ ახლა მაინც გესმით, რა ჩაიდინეთ?”

მიახალა და ახლა გაეროს კარი გამოიჯახუნა ისე, რომ სესიის დამთავრებას არც კი დალოდებია, პირდაპირ საკუთარ თვითმფრინავს მიაშურა და მოსკოვს დაბრუნებულმა სირიის დასახმარებლად ისლამისტების სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვის ბრძანება გასცა და, რაც ორი წლის განმავლობაში ვერ (თუ არ?) შეძლო აშშ-ის მეთაურობით შექმნილმა მრავალსუბიექტიანმა კოალიციამ, ორ თვეში გააკეთა რუსეთის ავიაციამ თუ საზღვაო ფლოტმა _ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პირველი სერიოზული დარტყმები მიიღო.

ყირიმის მიერთებისა და განსაკუთრებით სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა ნამდვილი საინფორმაციო ომი გააჩაღა, რომელმაც ახალი იმპულსი მას შემდეგ მიიღო, რაც ალეპოს აღებისთვის გადამწყვეტი იერიშები დაიწყო ბაშარ ასადის სამთავრობო ძალებმა.

ნიშანდობლივია, რომ ალეპოს ოპერაცია პუტინ-ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყო, რაც, არა მგონია, უბრალო დამთხვევა იყოს.

რაც შეეხება საინფორმაციო ომს, დასავლეთის მედია ერთად აღნავლდა რუსეთის მიერ მოწყობილი სასაკლაოს შესახებ.

როგორც იტყვიან, ომი ომია და რუსული რაკეტების მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობის რაღაც ნაწილიც შეიძლება გახდა, მაგრამ არც იმის დაუნახავობა ვარგა, რომ დაახლოვებით 250 ათასი ადამიანიდან, რომლებიც ცოცხალ ფარად ჰყავდათ აფარებული ტერორისტებს, ნახევარზე მეტმა სამშვიდობოს, ანუ სამთავრობო ჯარების (წაიკითხე რუსეთის) მიერ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გამოაღწია.

მკითხველს შევახსენებ, რომ ტერორისტების მიმართ ყველა ქვეყანაში ერთი დაუწერელი კანონი მუშაობს _ გატაცებულ თვითმფრინავში თუ საკონცერტო დარბაზში ბლოკირებულ ტერორისტებს, მიუხედავად მძევლად აყვანილი ხალხისა, არავინ ელაპარაკება და ეს სიტუაცია ყოველთვის სამართალდამცავთა შტურმით მთავრდება, რომლის დროსაც, ტერორისტებთან ერთად, მძევალთა ნაწილიც იღუპება, მაგრამ ამისთვის არავინ საყვედურობს პოლიციასა თუ სპეცრაზმს.

ალეპოს ოპერაციასაც ამ კუთხით უნდა შევხედოთ _ გიგანტურ თვითმფრინავად ან საკონცერტო დარბაზად წარმოვიდგინოთ ქალაქი, რომელშიც ასიათასობით მძევალი ჰყავთ აყვანილი ფანატიკოს ისლამისტ ტერორისტებს და რას გვიბრძანებენ დასავლელი ჰუმანისტები: როდემდე უნდა უყურონ ყოველდღე ამ ხალხის წამებას, დახვრეტასა თუ თავის მოკვეთას? გაუთავებელ საშინელებას საშინელი დასასრული არ სჯობია?!

ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა სირიას რუსეთის მეორე სტალინგრადი უწოდა და, თუ ამ პარალელის ლოგიკას გავყვებით, მეორე სტალინგრადს მეორე ბერლინი უნდა მოჰყვეს. მეორე ბერლინად კი შეიძლება იქცეს სირიის ქალაქი აკრა _ “ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალური დედაქალაქი, რომელიც რუსული იარაღით (გნებავთ, პირდაპირ რუსეთის ჯარით) დაეცემა.

ამ ვითარებაში ავსტრიის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი კანდიდატი (რომელიც, როდესაც ეს გაზეთი ხელში გეჭირებათ, უკვე პრეზიდენტი იქნება) ამბობს, რომ მზადაა, თუნდაც ახლავე ცნოს ყირიმი რუსეთად; ამ დროს კი ჩვენი პრემიერი კვირიკაშვილი მორიგი სამათხოვრო ვიზიტით ხვდება ევროკავშირისა თუ ევროსაბჭოს ლიდერებს და ეხვეწება ვიზალიბერალიზაციას?! ლიდერებს, რომლებიც უკვე გუშინდელნი არიან, რადგან ხვალ მათი უმეტესობა აღარ იქნება თანამდებობაზე, რადგან ავსტრიისა და საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტების მზადყოფნა, რომ ყირიმს ცნობენ რუსეთის ნაწილად, დომინოს პრინციპს გამოიწვევს მსოფლიოში და ბევრი შემობრუნდება რუსეთისკენ. მით უმეტეს, ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, თუ დონალდ ტრამპმაც შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება და მანაც ცნო ყირიმი რუსეთის ნაწილად.

ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ უეჭველია _ მსოფლიო ნეოლიბერალიზმი გლოვობს, რადგან მისი დასასრული მოახლოებულია. წამმზომი ჩართულია.

თავის დროზე სტალინის რუსეთმა (სსრკ-მა) მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან და დიდი შანსია, რომ პუტინის რუსეთმა ლომის წილი დაიდოს “ისლამური სახელმწიფოს” განადგურებასა და საერთაშორისო ტერორიზმის დამარცხებაში.

ჩვენს ხელისუფლებას ჭკუა რომ ჰქონდეს, უფრო სწორად, ეროვნული ხელისუფლება რომ გვყავდეს, რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდის სულელურ აღიარებას უკან წაიღებდა და დაუყოვნებლივ ცნობდა ყირიმს რუსეთის ნაწილად. ამით რუსეთს, როგორც იტყვიან, არც დასცხება და არც შესცივდება _ უბრალოდ, კარგ ბიჭობად ჩაგვეთვლებოდა ქართველებს ასეთი საქციელი და იქნებ იმ გვირაბის ბოლოს გამოჩენილიყო სინათლე, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია!

მაგრამ სადაა პატრონი?!. მეც მოვინდომე რა…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ორატორ… არც მე მეხატება ეგ ამერიკა გულზე და არამგონი სხვაზე ნაკლებად ვაგინებდე არასამთავრობოებს, მაგრამ ყირიმის ცნობით – აფხაზეთს და ოსეთს რას ვუშვებით… თუ ჩვენ შეგვიძლია და სვა ვერ გაბედავს???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here