Home რუბრიკები პოლიტიკა დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

1009

საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა (აღადგინა) დამოუკიდებლობა. მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა რეალურად დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს 90-იანების დასაწყისში, რომელიც ზუსტად 25 წლის წინათ პუტჩითა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით დასრულდა. მას შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება უცხო ძალების მიერ იმართება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ის ძალები იღებენ, ხელისუფლების სათავეში კი არიან მარიონეტები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძანებებსა და მითითებებს. 

საქართველოს თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს აკლდა მსტოვარი, მაგრამ ისეთი ვითარება, როგორიც დღეს არის, ალბათ, არასოდეს ყოფილა _ არავინ იცის, რამდენი ჯაშუში ჰყავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩანერგილი ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ უცხო ქვეყნების ინტერესების დამცველები და გამტარებლები არიან?!

საქართველოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიზანი თავიანთი ინტერესების დაცვაა ამ მსტოვრების მეშვეობით. ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს გამოყენებაა. რა თქმა უნდა, რუსეთსაც ექნება სადაზვერვო აქტივობა საქართველოში, მაგრამ მას არც კი დაესიზმრება, იმდენი მოქმედი და სარეზერვო აგენტი ჰყავს დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სახელმწიფოების ძალისხმევით ღვრიდა ქართველთა სისხლს 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ჯალათი ხელისუფლება, სწორედ მათი ძალისხმევით მიმდინარეობს ქვეყანაში განათლების, კულტურისა და ეკონომიკის ნგრევა, მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით ცდილობენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ფასეულობების რღვევასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას. საქართველოს “სტრატეგიული მეგობრების” მიზანია, არ დაუშვან საქართველოში თავიანთი გავლენის შესუსტება და საქართველოს სვლა სწორი მიმართულებით _ საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, რუსეთთან, ურთიერთობის აღდგენისკენ. და, თუ საქართველომ სწორი გეზი აიღო, ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები” აამოქმედებენ თავიანთ მსტოვრებს, აგენტებს, რომლებითაც გაძეძგილია საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ჩვენს სპეცსამსახურებს კი ღრმა ძილით ძინავთ, თუმცა იქაც ხომ უცხოეთის ბევრი აგენტია მივლინებული და, როგორც ირკვევა, _ უცხოეთიდან პირდაპირ კურატორად დანიშნული. საქართველო გაძეძგილი რომ არის უცხო ქვეყნის აგენტებით, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, ამას, აგრეთვე, მოწმობს კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი, რომლის შექმნაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი და ზემოაღნიშნული ფონდის მრჩეველი კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში კრისტოფერ ჯოისი, დიდი ალბათობით, ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენელი. სწორედ ამ დოკუმენტით იკვეთება ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნების აგენტურითაა სავსე; იკვეთება ისიც, თუ რატომ მიჰყავთ ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, სასწავლებლებში “კვალიფიკაციის ასამაღლებლად”…

გთავაზობთ ამონარიდებს კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტიდან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო საქინფორმმა გამოაქვეყნა:

* ამ საპროგრამო დოკუმენტში მოცემულია CSSFის მოღვაწეობის გეგმა კავკასიასა და მოლდოვაში. ძირითადი ამოცანა კი არის კავკასიის ქვეყნებისა და მოლდოვასთვის დახმარების გაწევა მათზე რუსეთის გავლენის შესასუსტებლად იმ მოწყვლადი მხარეების შემცირების გზით, რომლებზეც რუსეთს შეუძლია ზემოქმედება თავისი მიზნების განსახორციელებლად.

საქართველოსა და მოლდოვასთვის CSSF პროგრამა კოორდინირებულია შედეგიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებულ პროექტებთან ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით.

CSSFის პროგრამა შეიცავს ინფორმაციას ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის პერსპექტივაზე საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში (და თურქეთში), რუსეთსა (ჩრდილოეთი კავკასია) და მოლდოვაში 2016-2017 წლებში. CSSF გაერთიანებულმა სამდივნომ მიმდინარე წელს 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო ამ პროგრამის სარეალიზაციოდ ზემოაღნიშნულ რეგიონებში 2020 წლის მარტამდე. აქედან გამომდინარე, შემდეგ საფინანსო წელს ჩვენ დავიწყებთ გრძელვადიან პროექტებს”.

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

ბრიტანეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენის შესუსტება და ამიერკავკასიიდან მისი გაძევებაა, ამისთვის უკვე გამოყო 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ არ ამბობს, რას გამოიწვევს ეს “გრძელვადიან პროექტები” საქართველოში და ფეხებზე ჰკიდია, ამის გამო კბილებამდე შეიარაღებული რუსეთი თუ სამიზნეში ამოიღებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამერიკა-ბრიტანეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად იქცევა.

დიდი ბრიტანეთი არც მალავს, რომ მისი მიზანი, რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირება და ქართველებზე კეთილშობილური ზრუნვა კი არა, აქ ლონდონის გავლენის ზრდა და ბრიტანეთის “საუკეთესო ტრადიციებში” რეგიონის სრული კოლონიზაციაა, რათა შემდგომში კავკასიის ქვეყნები (მათ შორის _ საქართველო) გამოყენებულ იქნას ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ, რასაც მოწმობს ხსენებულ დოკუმენტში შეფარვის გარეშე მოცემული პუნქტი _ “საქართველოსა და მოლდოვასთვის CSSF პროგრამა კოორდინირებულია შედეგიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებულ პროექტებთან ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით”.

მიაქციეთ ყურადღება: პროექტი ხორციელდება არა საქართველოს ფორმალური სუვერენიტეტის ხარისხის ასამაღლებლად, არამედ “დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით”.

* “მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებების განხორციელება მოცემული პროგრამის რეალიზაციის ჩარჩოებში ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზაციას ზემოაღნიშნულ რეგიონებში, მისცემს მათ შესაძლებლობას ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა საგარეო მადესტაბილიზებელ გავლენას. ამ პროგრამების რეალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებთან, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის აწყობის სტრატეგიასთან, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში რადიკალურ ექსტრემიზმთან ბრძოლასთან.

ზემოაღნიშნულ პროგრამას განახორციელებს კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების მრჩეველი 5 საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ბრიტანელი სპეციალისტების მოწვევით, საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და ..), აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (ასო) ჩართვით, რომლებსაც აქვთ მსგავსი პროექტების რეალიზაციის მდიდარი გამოცდილება რეგიონში”.

რა თქმა უნდა, ეს პროგრამა “მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებთან” და არა _ საქართველოს. ბრიტანეთის მიზანი რუსეთთან დაპირისპირებაა, ხოლო, რაც მოუტანა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებამ, 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ. რუსეთთან დაპირისპირება ხელს ვერ შეუწყობს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას, უფრო პირიქით. ამონარიდიდან ჩანს მასშტაბები სამუშაოსი, რომელსაც დასავლეთი ეწევა საქართველოში (და არამხოლოდ); ბრიტანული პროგრამის განხორციელებაში ბრიტანელ “მრჩეველთან” ერთად ჩართულნი არიან სხვა 5 საელჩოს თანამშრომლები, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, “წითელი ჯვრის” და, რაც მთავარია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც “მსგავსი პროექტის რეალიზაციის მდიდარი გამოცდილება აქვთ”. “მდიდარ გამოცდილებაში” კი, ალბათ, იგულისხმება “ვარდების რევოლუცია”, ბრძოლა ქართული ტრადიციებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დასავლეთის უმთავრესი დემოკრატიული ღირებულების _ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, ე.წ. გენდერული თანასწორობის დაკანონება, მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზება და ა.შ., ანუ დიდ ბრიტანეთს განზრახული აქვს, სრულიად მოშალოს საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლები.

ისე, საინტერესოა, რომელი 5 ქვეყნის საელჩოსთან ერთად აპირებს ამას დიდი ბრიტანეთი და რომელი 5 ქვეყნის “დიპლომატები” ჰყავს ბრიტანეთს ჩართული ამ პროგრამაში? რას ჰგავს ეს _ დიპლომატიურ საქმიანობას თუ ეშელონირებული რეზიდენტურის ძირგამომთხრელ ქმედებას?

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

* “ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე პროექტის შემუშავებას, რომლებიც მიმართული იქნება პირველი რიგის ამოცანების გადაწყვეტის, აგრეთვე, შორეული პერსპექტივის შესაძლებლობების შექმნისკენ.

მოცემული რეგიონების საინფორმაციო სივრცეში ვგეგმავთ ალტერნატიული ინფორმაციის გასავრცელებლად საინფორმაციო რესურსების შექმნას 5 ენაზე (აზერბაიჯანულ, სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ).

საინფორმაციო დაპირისპირების ჩარჩოებში მუშაობისას მსგავსი მოღვაწეობა არანაკლებ მნიშვნელოვანი დამატება იქნება GGF-ის პროექტისთვის მსგავსი მედიასაშუალებების შესაქმნელად საქართველოში, აგრეთვე, რუსულენოვანი მედიასაშუალებების შესაქმნელად ახალი კამპანიისთვის, რომელიც გაშლილია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საინფორმაციო დაპირისპირების ჩარჩოებში.

GGF-ის პროექტები მიმართულია ადგილებზე ალტერნატიული მედიასაშუალებების შექმნის შესაძლებლობების გასავითარებლად.

GSSF-ის პროექტების მიზანია სახელმწიფო მედიასაშუალებებისგან განსხვავებული აქტუალური ინფორმაციის მიწოდება, GGF-ის პროექტებიც ხელს შეუწყობს მოცემული მიზნის მიღწევას.

რუსულენოვანი მედიასაშუალებების შექმნის ახალი საერთოევროპული პროექტის _ EECAD-ის რეალიზება CSSFის უკვე არსებული პროგრამების გამოყენებით მიმდინარე წელს მოხდება.

ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია, მოცემულ რეგიონებში ვითარებაზე დიდი ბრიტანეთის გავლენის გავრცელება.

ამრიგად, CSSFის მოღვაწეობა ორგანიზებულია ისე, რომ ენის უცოდინარობის გამო გამოირიცხოს ზემოაღნიშნული რეგიონების მოსახლეობის არც ერთი ჯგუფის ჩაურთველობა ალტერნატიული მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციის მოწოდების პროცესში, ამიტომ ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები მუშაობისას იყენებენ 5 ენას, რათა მოიცვან რაც შეიძლება დიდი აუდიტორია, მათ შორის ის პირებიც, რომლებიც არ ფლობენ რუსულ ენას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის (UKVNC) მუდმივად ყოფნა არის დიდი ბრიტანეთის მიერ შეტანილი წვლილი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პროცესში, რომელიც რეგულირდება ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმებებით.

ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხების ჩვენს მრჩეველთან (SDA), აგრეთვე, GGF-ის საინფორმაციო დაპირისპირების ჯგუფებთან და ლონდონში განლაგებულ EECAD-ის საკომუნიკაციო განყოფილებასთან (რეალიზება ხდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროექტში ჩართული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირის წევრებთან და საგარეოპოლიტიკური მოღვაწეობის ევროპის სამსახურთან)”.

ბრიტანეთი არ მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო დაპირისპირების, ანუ საინფორმაციო ომის პოლიგონს, თანაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აცხადებს, რომ ამ საინფორმაციო სივრცეში (საქართველოში _ ავტ.) ლონდონი აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული”, “ალტერნატიული” ინფორმაციის მიწოდებას, ანუ, გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, დეზინფორმაციის ტირაჟირებას. თანაც, ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა მოედინებოდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში მოსახლეობის არც ერთ სეგმენტს არ მოაკლდეს “მზრუნველი ხელი”.

რომელ “ალტერნატიულ” ინფორმაციაზეა აქ ლაპარაკი _ იმაზე ხომ არა, რომ, დასავლური მედიის მსგავსად, შავზე თეთრიაო, _ თქვან?! სწორედ ამის გამო უწოდა აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინათ გამართულ შეხვედრაზე ამერიკის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს “მატყუარების ბრბო”.

თუმცა დოკუმენტის ამ ნაწილში ყველაზე შეურაცხმყოფელი მაინც ის პუნქტია, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს სწორედ ეს წარმომადგენელი მართავს და არა თინა ხიდაშელი თუ ლევან იზორია. როგორც ჩანს, საქართველოს სუვერენიტეტი ნომინალურიც აღარ არის _ ვატარებთ არჩევნებს, ვქმნით სახელმწიფო ატრიბუტების ილუზიას, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გადასული ვართ “გარედან მართვის” რეჟიმზე. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, როგორც დოკუმენტი იუწყება, “ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში”. კომენტარი, როგორც იტყვიან, ზედმეტია _ მეტასტაზები მთელ მთავრობაზეა მოდებული.

* “უშიშროების ორგანოების რეფორმირებით შესაძლებელი იქნება უარის თქმა საბჭოთა კავშირის ეპოქაში მიღებული მუშაობის გამოცდილებაზე, რომელიც მანიპულაციის საგანია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ის, აგრეთვე, აამაღლებს მათი მუშაობის ეფექტურობასა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობას.

ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომელიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემს.

შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ურთიერთქმედებამ მოცემულ მომენტში უკვე იქონია დადებითი გავლენა სამომავლო თანამშრომლობის მდგრადი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სფეროში ჩვენი მონაწილეობის გაფართოების მიზნით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივლინებულია სტრატეგიული განვითარების საკითხების ბრიტანელი მრჩეველი, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროსაც ეხმარება კონსულტაციებით. მის მოღვაწეობაში, აგრეთვე, შედის ორივე სახელმწიფოსთვის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საკითხების ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება (რეალიზება ხდება დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის _ გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და .. მოღვაწეობა ხორციელდება ქვეყნის უმაღლეს სამხედროპოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობით)”.

სწორედ უშიშროების სამსახურის რეფორმირებისა და საქართველოს სპეცსამსახურებში თავიანთი აგენტების ჩანერგვით (თუმცა, რაღა ჩანერგვით _ ოფიციალურად არის თურმე იქ მიწვეული ბრიტანეთის მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რომელიც კონსულტაციებს უწევს და ანალიტიკურ მიმოხილვებს უმზადებს საქართველოსა და სომხეთის ძალოვან უწყებებს) სურს დიდ ბრიტანეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო მოშლა. მართლაც, ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც საკადრის პასუხს გასცემენ გარედან ნებისმიერ ჩარევას, მაგრამ როგორი დამოუკიდებელია საქართველო, თუ მის ყველა ძალოვან უწყებაში დიდი ბრიტანეთისა და კიდევ, ვინ იცის, რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან მივლინებულნი?! რაც მთავარია, თვალშისაცემია ცინიზმი, როდესაც დოკუმენტში, რომელშიც გაწერილია საქართველოს, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის სრული ნიველირების გეგმა, მისი თავდაცვისა და უშიშროების სამსახურებზე სრული კონტროლის მოპოვების მეთოდიკა და ინსტრუქციები, ბრიტანელი სპეციალისტი აღნიშნავს _ ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”… ცინიზმის მიუხედავად, ეს სრული სიმართლეა და საქართველო თუნდაც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ იყოს, მისი კომპეტენტური სპეცსამსახურები” დიდი ხნის წინათ გაანეიტრალებდნენ ღიად მოქმედ დესტრუქციულ ორგანიზაციებს, რეზიდენტებს, რომლებიც ისე გათავხედდნენ, რომ კონსპირაციას ზრდილობის გამოც აღარ მიმართავენ და ამ დოკუმენტის ავტორსაც დიპლომატისთვის შეუფერებელი საქციელისთვის კინწისკვრით მიაბრძანებდნენ ქვეყნიდან… მაგრამ საქართველო, როგორც ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინო პროდუქტი _ ტერიტორია, ამის უფლებას საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ვერ მისცემს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

* “დიდი ბრიტანეთის აზრით, მოცემული რეგიონის ქვეყნები რომ იყოს ძლიერი, აყვავებული, სტაბილური და დემოკრატიული, რაც პასუხობს ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის ხანგრძლივვადიან მიზნებს, აუცილებელია შემდეგი შედეგების მიღწევა:

_ რეგიონის მოწყვლადობის დონის შემცირება რუსეთის ფედერაციის ზემოქმედების მიმართ (ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგია, პუნქტიმედეგობა”);

_ რუსული მედიასაშუალებების მიერ ვითარების დესტაბილიზაციისთვის გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა;

_ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში დიდ ბრიტანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებას, თუმცა ნელ, მაგრამ ღრმა ცვლილებებთან მივყავართ, რომლებიც ამაღლებს უშიშროების ორგანოს მუშაობის გამჭვირვალობას და ხელს უწყობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობების შემცირებას;

_ ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაფართოება უშიშროების ორგანოების გამჭვირვალე მუშაობისა და ეფექტური კონტროლის უზრუნველსაყოფად. ეს გამოიწვევს ხელისუფლებებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებას, აგრეთვე, უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის მუშაობას და ამით გაანადგურებს გარედან წამოსული დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის სასიკეთო ნიადაგს;

_ ახალი ამბების, აგრეთვე, ანალიტიკური პროგრამებისა და ჟურნალისტური გამოძიებების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება 5 ენაზე.

აქტუალურ თემებზე გამოქვეყნება სტატიებისა, რომლებშიც ურთიერთგაგების გაუმჯობესების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციფიკურ საკითხებს, კონკრეტულ ჯგუფებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, აგრეთვე, სხვადასხვა ეთნიკურ და გენდერულ ჯგუფსა და ეროვნულ უმცირესობას შორის კავშირების განსამტკიცებლად;

_ რეგიონის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებში სტრატეგიული განვითარების საკითხებში მრჩევლის (SDA) მუდმივად ყოფნა ხელს შეუწყობს სამომავლო ცვლილებებს.

კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა დიდ ბრიტანეთში სწავლების გავლის მიზნით ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობისა და ყოფაქცევის მოდელის შეცვლას, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი კავშირების დამყარებას.

_ უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა სწავლების კურსები ხელს შეუწყობს მოთხოვნების უკეთ გაგებას და გამჭვირვალობის უპირატესობას მათ მუშაობაში”.

 აქ ისევ რუსეთის “დეზინფორმაციასთან” ბრძოლაზეა ლაპარაკი, მაგრამ რა ვუყოთ ბრიტანულ დეზინფორმაციას, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა დიდ ბრიტანეთში სწავლების გავლის მიზნით ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობისა და ყოფაქცევის მოდელის შეცვლას, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი კავშირის დამყარებას. აი, რატომ უნდათ ქართველი სპეციალისტის წაყვანა “სასწავლებლად” დიდ ბრიტანეთში.

ან იმას რა ვუყოთ, რომ უშიშროების სისტემის რეფორმირებაში, ამ დოკუმენტის თანახმად, ძირითადად ბრიტანეთის სპეცსამსახურებისადმი ლოიალურობა და სრული გამჭვირვალეობა იგულისხმება? როგორია უცხო ქვეყნისადმი სრულიად ლოიალური და გამჭვირვალე უსაფრთხოების სისტემა? _ ეს ხომ ყველა სუვერენული სახელმწიფოს “ოცნებაა” _ იყოს სხვა ქვეყნის ყურმოჭრილი მონა და ნებაყოფლობით თქვას უარი იმუნიტეტზე გარე გავლენებისგან.

CSSF, ცდილობს რა, იპოვოს ადეკვატური პასუხი ნებისმიერ მწვავე სიტუაციაში, აწარმოებს სამუშაოებს რეალურ დროში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

საქართველოში, მაგალითად, ყალიბდება თავისუფალი სივრცე, რომლის ჩარჩოებშიც GGF აწარმოებს საინფორმაციო ბრძოლას, რათა აამაღლოს საქართველოს უნარი, დაუპირისპირდეს რუსეთის დეზინფორმაციას. ამ სამუშაოებს უკვე მოაქვს კარგი შედეგები ადგილობრივ დონეზე; განზრახული გვაქვს, ჩვენი გამოცდილება სხვა რეგიონებსაც გავუზიაროთ, ამასთანავე, უფრო განვავითაროთ თანამშრომლობა და გავცვალოთ არსებული რესურსები ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად”.

კიდევ ერთხელ: ბრიტანეთის მიზანი საქართველოში თავისუფალი მედიისთვის ხელის შეწყობა კი არ არის, არამედ საინფორმაციო (არამხოლოდ) ომი რუსეთის წინააღმდეგ და ქართული მედიის მეშვეობით “ალტერნატიული”, ანუ დეზინფორმაციის ნაკადის გავრცელება ხუთ სხვადასხვა ენაზე.

* “საინფორმაციო სივრცეში ჩვენი მუშაობა გაგრძელდება ყველა ახალი გენდერული საკითხის გათვალისწინებით და ეს დაგვეხმარება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ტრადიციული პატრიარქალური მიდგომა საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ და მოცემულ რეგიონში მშვიდობის გამტკიცების პროცესში. რეგიონში ჩვენი ჟურნალისტური გაერთიანება ძირითადად შედგება ქალებისგან, რომლებსაც კარგად ესმით ის საკვანძო ამოცანები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი მოუგვარებელი კონფლიქტების გამო.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ჩვენი მუშაობა, აგრეთვე, წარმოების გენდერული საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ამას ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივა სექსუალური ძალადობის თავიდან აცილებაზე (PSVI) ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ბევრი კურსი, აგრეთვე, მოიცავს გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. ამ კურსებში მონაწილეობას სულ უფრო ხშირად ვთავაზობთ უშიშროების ორგანოებში მომუშავე ქართველ და სომეხ ქალებს.

ეს მოცემული ასპექტები პასუხობს ქალთა უფლებების დაცვისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ნაციონალურ პროგრამებს (დიდი ბრიტანეთი), იძლევა შესაძლებლობას, რიგითმა ქალებმაც მიიღონ მონაწილეობა უთანხმოების მოგვარების შესახებ ლექციებში და ხელს უწყობს გენდერული საკითხების უკეთესად გაგებას როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მხრიდან”.

უფლებების დაცვა, სექსუალური ძალადობის აღკვეთა _ სწორედ ამ “გენდერულ საკითხებს” ამოფარებული ცდილობს დიდი ბრიტანეთი, “ტრადიციული პატრიარქალური მიდგომის” დანგრევას ქართველ საზოგადოებაში. მათი აქტიური მუშაობის კვალი უკვე ეტყობა ქართულ “ენჯეოებს” _ ამ ორგანიზაციების ყველაზე ოდიოზური ლიდერები სწორედ გენდერულ თემებზე სპეკულირებით იწყებდნენ კარიერას და სტატისტიკურადაც მათ ლიდერებს შორის გენდერული ერთფეროვნებისკენ მიდრეკილი კაპასი დედაკაცები ჭარბობენ. არადა, სირცხვილიც კია, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ასწავლონ ქართველებს ქალის პატივისცემა და ოჯახური ტრადიციების დაცვა. ისე, ამას წინათ, ტრამპის არჩევის შემდეგ, ამერიკაში გაიმართა აქციები, რომლებზეც გამოიტანეს პლაკატები წარწერით: “გავაუპატიუროთ მელანია” (დონალდ ტრამპის მეუღლე). ლაპარაკია აშშ-ის პრეზიდენტის ცოლზე… და ეს საზოგადოება ასწავლის ქართველებს, როგორ მოიქცეს ქალთან?!

ან ეს როგორ მოგწონთ: “ამ კურსებში მონაწილეობას სულ უფრო ხშირად ვთავაზობთ უშიშროების ორგანოებში მომუშავე ქართველ და სომეხ ქალებს” _ ცხადია, რომ ბაზა სომხეთში სათანადო ქსელის შესაქმნელად მათთან კომუნიკაციისა და მათი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად სწორედ საქართველოს უშიშროების ორგანოებში მომუშავე “სომეხი ქალებისგან იქმნება” _ და თუ ასე გაგრძელდა, მალე ერევანში მორიგ ანტისახელისუფლო მიტინგზე CSSF-ის მიერ მომზადებულ “26 ამორძალსაც” ვიხილავთ. ისე, ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები” დესტრუქციისა და “ფერადი რევოლუციების” ექსპორტიორებად, დიდი ხანია, საქართველოს განიხილავენ. ამის დასტურად ხან ყირგიზეთში, ხან ბელარუსში, ხანაც უკრაინაში გამართულ ანტისახელისუფლო მიტინგებზე მოშლიგინე გივი თარგამაძეც იკმარებს.

* “რადგან დიდი ბრიტანეთი (როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით) დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულაფხაზური ნახევარფორმატიანი დიალოგის (Track 1.5) აგების პროცესში, ჩვენ შევძელით კონტაქტის დამყარება საკვანძო მოთამაშეებთან, რომელთაგან ბევრს მაღალჩინოსნების მორიგი როტაციის შემდეგ შეეძლებათ საკმაოდ გავლენიანი მდგომარეობის დაკავება.

ჩვენ ვგზავნით წარმომადგენლებს ევროკავშირისა და ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიებში და ამით ვამაღლებთ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლობის როლსა და მნიშვნელობას. ამას გარდა, ეს მოქმედებები გარანტიას იძლევა ამ რეგიონზე დიდი ბრიტანეთის გავლენის შესანარჩუნებლად და დაუფარავად აჩვენებს რუსეთსა და რეგიონულ მთავრობებს პროცესების მშვიდობიანი რეგულირებისკენ ჩვენს მისწრაფებას.

ჩვენ განვაგრძობთ გენდერულ საკითხებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიტანელი მრჩევლის დაფინანსებას, რადგან გვინდა, რომ ამ მისიამ ჩაატაროს სამუშაოები არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის შიგნით, არამედ ურთიერთქმედების ჩარჩოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს ცხოვრობენ. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს არაკომერციულ ორგანიზაცია HALO Trust, რომლის მოღვაწეობის ერთერთი მიმართულება არის მთიანი ყარაბახის ტერიტორიის გაწმენდა ნაღმებისგან, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვექმნა გამნაღმველთა ჯგუფი მხოლოდ ქალებისგან. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია სქესთა თანასწორობისა მამაკაცების საქმიანობის სფეროში.

სომხეთში ჩვენ განვაგრძობთ ქალთა უფლებების დაცვისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ნაციონალური გეგმის მხარდაჭერას”.

რომელ ქართულ-აფხაზურ ნახევრადფორმატიან დიალოგზეა აქ ლაპარაკი ან რომელ საკვანძო მოთამაშეებთან დაამყარეს ბრიტანელებმა კონტაქტი, რომლებსაც როტაციის შემდეგ შეეძლებათ გავლენიანი მდგომარეობის დაკავება? რა გამოდის: როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მთავრობა გაძეძგილია ბრიტანელთა აგენტებით?

ამ მოლაპარაკების გამო ხომ არ განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, აგრეთვე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს ყოფილაო?

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე პიროვნება სწორედ დასავლეთისგან გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იყვნენ.

ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში ჩართვამდე პატივცემულ ბრიტანელებს იქნებ გაეზიარებინათ გამოცდილება და განემარტათ ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც, როგორ, რა გზით ჩაერთნენ და მოაგვარეს ირლანდიის, შოტლანდიის, უელსის პრობლემები; ან ეს ნახევარფორმატიანი დიალოგი რას ნიშნავს? ან ეს ორგანიზაცია HALO Trust-ი რას წარმოადგენს და რა იციან მისი მოღვაწეობის შესახებ ყარაბაღსა და ერევანში?

* “მუშაობის თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინტერესების სარეალიზაციოდ მოცემულ რეგიონში. ინფორმაცია, კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად. ეს ცნობები დიდი ბრიტანეთის მთავრობის მომზადებული პოლიტიკური მოხსენებების საფუძველში იდება, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან”.

აბა, რა _ საქართველოს სპეცსამსახურებში “მივლინებული” ბრიტანელები ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებენ, დაუყოვნებლივ გადასცემენ თავიანთ მთავრობას. მთავარი კი ამ ინფორმაციაში, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, უნდა იყოს კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან, რაც თურმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ბრიტანეთის გავლენის გასაძლიერებლად. რა შეიძლება ამაზე ითქვას _ ეს ხომ კომპრომატისა და მოსყიდვის გზით გადაბირების კლასიკური სქემაა. ამას ბრიტანელები არც მალავენ, ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათთვის საინტერესო პერსონებზე, უნდა დაწესდეს სრული კონტროლი. აკი წერენ კიდეც, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ღიად და ჯაშუშური გზით მოპოვებული ინფორმაცია უნდა აისახოს “დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან”, ამის ფონზე ჯორჯ ორუელის სიუჟეტები საბავშვო ხუმრობად მოგეჩვენებათ.

* “ადგილობრივი არასამთავრობოების გამოყენების სტრატეგია ხშირად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებს საერთო ხარჯებს. ადგილობრივ არასამთავრობოებთან მუშაობისას ეკონომიკური ეფექტურობისკენ ჩვენი სწრაფვის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ არ დავუშვათ მიღებული შედეგების ხარისხის გაუარესება, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დონის დაცემა, კერძოდ, CSSFის ჩარჩო ხელშეკრულების მონაწილეებთან.

CSSFის მუშაობის პროგრამა საქართველოსა და მოლდოვაში ითვალისწინებს ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტის გამოყოფას 2020 წლის მარტამდე”.

ამ ამონარიდის წაკითხვის შემდეგ აღარავის გაუკვირდება, რატომ იკლავენ თავს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პედერასტების უფლებების დასაცავად, რატომ უტევენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რატომ ცდილობენ მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზებას და სხვ. მათ ხომ ამისთვის 2020 წლამდე ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგი უნდა მიიღონ? ამას დაუმატეთ შარშან ამერიკის ინტერესების პროპაგანდისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარი და სულგაყიდული გრანტიჭამიების მერკანტილური ზრახვები აშკარა იქნება. თანაც ბრიტანეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს ადგილობრივი და არა საერთაშორისო ორგანიზაციები _ ადგილობრივი არასამთავრობოების გამოყენების სტრატეგია ხშირად გაცილებით ეფექტურა, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებს საერთო ხარჯებს”, _ გულწრფელად აღიარებენ ისინი. როგორც ჩანს, ადგილობრივი “მეხუთე კოლონა” სამშობლოს უფრო იაფად ყიდის, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელებისავე აღიარებით, რენეგატების მოსყიდვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სპეციალისტების დაქირავება.

* “ბრძოლა რუსეთის მხრიდან წამოსულ მადესტაბილიზებელ დეზინფორმაციასთან _ ამ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტური კავშირები ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიოს საზოგადოებრიობის მიერ აუღიარებელ სახელმწიფოებში. რაც შეეხება პარტნიორებს, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ჩვენთან, მოცემული პროექტის ფარგლებში განზრახული გვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა და ველოდებით მათი მუშაობის დადებით შედეგებს ჩვენ მიერ ჩადებული სახსრების მოცულობის შესაბამისად. დარწმუნებული ვართ, რომ მათთან მუშაობის შეწყვეტა ძალიან ადრეა.

ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მათი მუშაობის შეფასება მოხდება, როგორც მიმდინარე საფინანსო წლის მიმდინარეობისას, ისე მის ბოლოს.

ჩვენი პარტნიორები, რომლებიც იღებენ 105 000 გირვანქა სტერლინგზე მეტ დაფინანსებას, მხოლოდ ერთი წყაროდან დაფინანსდებიან.

ყველა კონტრაქტი, რომლებიც აღემატება 80 ათას გირვანქა სტერლინგს, მოწონებული უნდა იქნას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ. უფრო ნაკლებთანხიანი კონტრაქტები მოწონებული უნდა იქნას პროგრამის რეგიონული საბჭოების მიერ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ხელმოწერილ კონტრაქტებში, პროგრამის რეალიზაციის შეფასების მიზნით, უნდა იყოს პუნქტი კონტრაქტის შეწყვეტის პირობების, აგრეთვე, ანგარიშის წარდგენის შესახებ.

ეტაპობრივი გადახდის სისტემის მუშაობა დამოკიდებული იქნება უშუალოდ პროგრამის პროცესის რეალიზაციაზე”.

რა თქმა უნდა, ბრიტანელების, ისევე, როგორც ამერიკელების საყრდენი ძალა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა მუშაობის დადებით შედეგებს სულმოუთქმელად ელოდებიან.

რუსეთის საინფორმაციო გავლენაზე ლაპარაკი კი სასაცილოა, როცა ქართული საინფორმაციო საშუალებების 99% დასავლეთის ინტერესებზე გაჰკივის და გაშმაგებით ლანძღავს რუსეთს.

ან, საერთოდ, რა შუაშია რუსული პროპაგანდა იმასთან, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად შემცირდა დასავლეთის მიმართ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უვიზო მიმოსვლაზე უარს გვეუბნებიან, მათი მოქალაქეები კი საქართველოში თავისუფლად დასეირნობენ?! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით გვემუქრება?! ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბრიტანელები არ მალავენ, რომ აქამდეც იყენებდნენ და მომავალშიც აპირებენ ჟურნალისტების გამოყენებას შავბნელ საქმეებში. ამ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტური კავშირები ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიოს საზოგადოებრიობის მიერ აუღიარებელ სახელმწიფოებში. რაც შეეხება პარტნიორებს, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ჩვენთან, მოცემული პროექტის ფარგლებში, განზრახული გვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა და ველოდებით მათი მუშაობის დადებით შედეგებს, ჩვენ მიერ ჩადებული სახსრების მოცულობის შესაბამისად”, _ დეკლარირებს ხსენებული დოკუმენტი, როგორც იტყვიან, გირვანქა სტერლინგი ჯოჯოხეთს ანათებს.

ისე, ნამუსიც კარგი საქონელია და იქნებ პატივცემულმა ბრიტანელებმა გაგვცენ პასუხი: ევროკავშირიდან პირველი სწორედ დიდი ბრიტანეთი გავიდა. ეს გადაწყვეტილება ლონდონმა რეფერენდუმის გზით მიიღო. დავიჯეროთ, ბრიტანელების უმრავლესობის ნება _ ბრექსიტი _ რუსული პროპაგანდის შედეგია თუ, მათი დიადი თანამემამულის არ იყოს, რაღაც დალპა ამ სამეფოში?

* “პროგრამას უხელმძღვანელებენ შემდეგი თანამშრომლები, რომლებიც ფინანსდებიან CSSFისგან:

_ მრჩეველი რეგიონული კონფლიქტების საკითხებში (RCA) (კატეგორია D6) ტერიტორიულად არის თბილისში , პასუხისმგებელია პროგრამის რეალიზაციაზე კავკასიის რეგიონსა და მოლდოვაში (შენიშვნა: რეგიონული კონფლიქტების საკითხებში მრჩეველი პასუხს აგებს პროგრამის შედგენაზე მოლდოვისთვის, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებების რეალიზაციასა და კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია რეგიონული კონფლიქტების საკითხებში მრჩეველი უკრაინაში. უფლებამოსილების ასეთი დაყოფა მიღებულია EECAD-დან ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურებთან შეთანხმებით;

_ პროგრამის რეალიზაციის სპეციალისტი (კატეგორია 6) იმყოფება თბილისში. მის მუშაობას აფინანსებს GGF, მაგრამ სამუშაო დრო თანაბრად ნაწილდება GGF-ისა და CSSFის პროექტებს შორის. 2016 წლის მაისში იგეგმება ამ ვაკანსიის გადაყვანა სრული დატვირთვის პირობებში. ანგარიში წარედგინება მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში;

_ რეგიონული საინფორმაციო დაპირისპირების სპეციალისტი (კატეგორია B3 _ დაქირავებული ადგილობრივი თანამშრომლების რიცხვიდან) _ იმყოფება თბილისში. ანგარიშს წარუდგენს მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში;

_ მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში (DA) (კატეგორია D6, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში _ კატეგორია B2) მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, აგრეთვე, მუშაობს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ანგარიშს წარუდგენს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

_ VNC (დიდი ბრიტანეთი) _ სტრატეგიული ურთიერთქმედების საკითხების სპეციალისტი (ნატო) _ (მივლინებული თანამშრომელი _ გათანაბრებულია კატეგორია D7-თან, თავდაცვის სამინისტროში _ კატეგორია B1) _ მიმაგრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე. ანგარიშს აბარებს რეგიონულ სამხედრო ატაშეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროპის პოლიტიკის განყოფილებასა და ნატოს შტაბბინას”.

ნიშანდობლივია, რომ ყველა საკვანძო თანამშრომელი, რომლეთაც CSSF-ი აფინანსებს, იმყოფება თბილისში და ეს “თანამშრომლები” ანგარიშს აბარებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროპის პოლიტიკის განყოფილებას.

* “სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება აზერბაიჯანსა და რუსეთში. ადგილობრივი დამოუკიდებელი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის შესაზღუდავად რიგი ზომების შემოღებამ ზოგიერთი ორგანიზაციის დახურვა გამოიწვია. ამჟამად ჩვენ უკვე შევწყვიტეთ ჩვენი მოღვაწეობის გარკვეული სეგმენტები აზერბაიჯანში, და მოქმედი რეჟიმის მხრიდან სამომავლო ზომები მოთხოვნების გამკაცრების თაობაზე ვერ იქონიებს დიდ გავლენას ჩვენს საპროექტო სამუშაოებზე.

ახლა ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ავამუშაოთ პროექტები, რომლებიც, ასე თუ ისე, თავისუფალი მოქმედების საშუალებას მოგვცემს.

არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემები: აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მკაცრმა პოლიტიკამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გავლენა იქონია ამ ორგანიზაციების მუშაობაზე ქვეყანაში.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჩერდა ან სულაც გაუქმდა, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე შიგა სახელმწიფოებრივი პროექტები.

4 პროექტიდან, რომლებიც მომზადებული იყო სარეალიზაციოდ აზერბაიჯანის (ან სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2015_2016 წლებში, მხოლოდ ერთია აქტიურ სტადიაში, რადგან მხოლოდ ცოტა ხნის წინათ შექმნეს მისი განხორციელებისთვის საჭირო პირობები.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღეკვეთოს შესაძლებლობა, გაშალონ თავიანთი მუშაობა რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამის გამო წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოფიციალურად შეწყვიტეს არსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები განუწყვეტლივ განიცდიან ზემოქმედებას სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მხრიდან.

ჩვენ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა გვაქვს, გავლენა მოვახდინოთ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე, ამის გამო ჩვენს მუშაობას პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში, პრაქტიკულად, შედეგი არ მოაქვს.

ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია, შემუშავდეს ახალი მეთოდები.

აფხაზეთშიც მკაცრდება პოლიტიკა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, თუმცა აფხაზეთის ხელმძღვანელობის ასეთ ინიციატივებს წინააღმდეგობა ხვდება ზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სტრუქტურის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან”.

ყველა ნორმალური სახელმწიფოს ხელისუფლება შეზღუდავდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმეებით არის დაკავებული.

არათუ აზერბაიჯანელები და რუსები, ოსები და აფხაზებიც კი მიხვდნენ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კარგს არაფერს მოუტანენ.

თუმცა საინტერესოა, რატომ თვლემენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურები. აზერბაიჯანს, როგორც ჩანს, გარკვეული ქმედითი ზომები მიღებული აქვს და ამაზე წუხან კიდეც ბრიტანელები, _ ვერ ვაწარმოებთ აზერბაიჯანში დესტრუქციულ საქმიანობას, არ გვაძლევენ ამის გასაქანსო. მაგრამ ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა სომხეთის პოზიცია _ როგორც ირკვევა, ბრიტანელი კურატორი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ზის, მჭიდროდ თანამშრომლობს და “კონსულტაციებს” უწევს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებსაც… სომხები საკუთთარ თავს თვითონ მოუვლიან, ჩვენთვის მთავარია, რა ხდება საქართველოში. ანტიეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ზოგი პარლამენტშია მოკალათებული, თამარ ჩუგოშვილის მეთაურობით; ზოგიც _ სამთავრობო სტრუქტურებში (ნინო ლომჯარია). და ეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს საკეთილდღეოდ გააკეთა?

ზემოთქმულიდან ნათელია, როგორ აპირებს საქართველოს კიდევ ერთი “სტრატეგიული პარტნიორი” საქართველოს დახმარებას. რისთვის სურს 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და 30 ვერცხლად გაყიდული პირებისთვის, რომლებიც მისი (და არა საქართველოს) ინტერესების გატარებას შეეცდებიან.

და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა დანგრეულია, ლარი _ კატასტროფულად გაუფასურებული, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა _ სიღარიბის ზღვარზე.

შემთხვევითი, ალბათ, არც ის უნდა იყოს, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტიფანი სენდლერმა წლეულს, ზაფხულში, ბრექსიტისა და მისი შედეგების კომენტირებისას საჭიროდ ჩათვალა, კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდზე და საქართველოსთვის ამ ფონდის საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2015_2016 წლებში კავკასიის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდიდან (CSSF) ჩვენ დავაფინანსეთ 34 პროექტი საერთო ღირებულებით 3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი, რომელთა ძირითადი ფოკუსი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაა”, _ განაცხდა სენდლერმა. საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის, სამრეწველო პოტენციალის აღდგენისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბრიტანეთის მიერ გაღებულ ხარჯებზე სენდლერს არაფერი უთქვამს ან რას იტყოდა _ ვის რაში აინტერესებს ჩვენი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა?! მთავარია არასამთავრობოებისა და შტატიანი თუ გავლენის აგენტების დაფინანსება.

ამ თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა 5 დეკემბერს საქართველოში ჩამოსულ, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სპიკერ ირაკლი კობახიძის განცხადება: “ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა, როგორც ქვეყნებს შორის, ზოგადად, ასევე, პარლამენტთაშორის დონეზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ”.

როგორც ხედავთ, ზემოხსენებული დოკუმენტის შექმნა, კოლოსალური თანხების გამოყოფა, რომელიც თურმე საქართველოში დესტრუქციულ საქმიანობაზე იხარჯება, აგრეთვე, ამ დოკუმენტში ნახსენები მიმართულებებით გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება და საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება _ “ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ”-ო, ერთმანეთს დროში ლოგიკურად დაემთხვა, ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს სოროსის ფონდის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის _ ირაკლი კობახიძის მიერ ბრიტანელი კურატორებისავის მწვანე შუქის ანთება.

ამაზეა ნათქვამი: ხელი ხელს ბანს და ორივე _ პირსო…

არასამთავრობო სექტორსა და მედიაში კი გირვანქა სტერლინგით განათებული გნიასი უკვე დაიწყო. ოპერატიულად იქმნება ახალი მედიარესურსები, რომლებიც პოლიტპროპაგანდის ისეთი ვეტერანების კვალდაკვალ, როგორიცაა “რადიო თავისუფლება” და “ამერიკის ხმა”, უშუბლისძარღვოდ და გაკაპასებით ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია. მაგალითად, ინტერნეტრესურსი eurocommunicator.ge, რომლის მიზანიც თურმე მითების მსხვრევაა, თავგადაკლული ამტკიცებს, რომ აშშ-სა და ნატოს მიერ იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ ტერიტორიაზე გაეროს სათანადო მანდატის გარეშე სამხედრო მოქმედებების ჩატარება, ევროპული ქვეყნების ლიდერების ფარული მიყურადება და თვალთვალი არა მწარე რეალობა, არამედ რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი მითია და ა. შ. ანალოგიური საქმიანობით სასწრაფოდ დაკავდა mdfgeorgia.ge, ოპერატიულად გამოიჩეკა media­checker.ge, მეტიც 17 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება”, revolution messaging-ის (ულტრალიბერალური იდეების ლობისტი კომპანია, რომელიც აშშ დემოკრატიული პარტიის პიარით, მათი ლიდერების მათ შორის ბარაქ ობამას პოლიტიკური კონსალტინგით, აგრეთვე მარიხუანას ლეგალიზაციის პოპულარიზაციით არის დაკავებული) დახმარებით შექმნა ორგანიზაცია “ლიბერთი ჯორჯია”, რომლის მიზნებიც ერთი-ერთში იმეორებს იმ დოკუმენტის მიზნებსა და ამოცანებს, რომლებსაც წინამდებარე წერილი ეძღვნება. როგორც ჩანს, CSSF-ის დაფინანსების ადრესატები ჯერ სრულად არ არის გამოვლენილი. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 80 ათას გირვანქამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი კურატორი იღებს, ამ თანხის ზევით დაფინანსებაზე გადაწყვეტილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს _ ეს კი მაღალ კონკურენციას გულისხმობს და ამიტომაც იჩეკებიან ყოველდღიურად ახალ-ახალი “მედიარესურსები” და არასამთავრობოები ნანატრი გრანტის მისაღებად. და ეს შემართება გარანტიაა იმისა, რომ ოღონდ ფუნტი იყოს და სახელმწიფოს ინტერესებით მოვაჭრეთა რიგი კიდევ დიდხანს იდგება CSSF-ის რეზიდენტთა ზღურბლზე.

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დღეს კი არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება, შესაბამისად, საქართველო და მისი ამჟამინდელი “სტრატეგიული პარტნიორები” შეიძლება სხვადასხვა პოლუსზე აღმოჩნდნენ. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი თავის მსტოვრებს აამოქმედებს არა საქართველოს ხელისუფლების (თავიანთ ძაღლისშვილებს ხომ არ დასჯიან?!), არამედ ქვეყნის წინააღმდეგ.

ცნობისთვის: კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდი (CSSF) 2015 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ფონდის სტრუქტურაში გაერთიანდნენ ზემონახსენებ სამინისტროებთან არსებული რიგი უწინ მოქმედი ფონდებისა. CSSFის ძირეულ განსხვავებას მასში შერწყმული წინამორბედი ფონდებისგან წარმოადგენს მისი მუშაობის კოორდინაცია უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ნაცონალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ ქვეყნის პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით. ამ ორგანიზაციის შექმნით განხორციელდა ყველა სამთავრობო ფონდის ცენტრალიზაცია, რამაც მათი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის კომპლექსური სტრატეგიული დაგეგმვის განხორციელების საშუალება მისცა.

ფონდის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ამჟამად არსებობს ფონდის ორი წარმომადგენლობა: საქართველოში _ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ბიშკეკში _ ცენტრალური აზიის საკითხებში, ხოლო ფონდის მუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინაციას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო უკრაინაში.

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

P.S. 1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა ერთა ლიგის (გაეროს მსგავსი ორგანიზაცია) პირველი კრება, რომელსაც ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრების საკითხიც უნდა განეხილა. ერთა ლიგაში გაწევრება საქართველოს ბოლშევიზმის შემოჭრისგან იხსნიდა, მაგრამ ამის მომხრე მხოლოდ 10 სახელმწიფო აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი _ 14. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ჩვენი ამჟამინდელი “სტრატეგიული მოკავშირე” დიდი ბრიტანეთი.

16 COMMENTS

  1. აშშ და ევროპის დაზვერვების ანალიტიკოსები დიდი ხანია მუშაობენ მსგავს საკითხებზე, იქეთ ჩრდილოეთ კავკასიაში ეფ ეს ბე აღარ უშვებს ამათ დაგეშილ ბოევიკებს და აგენტებს და ახლა აქედან საქართველოს მხრიდან უნდათ ცეცხლი შეუნთონ – სრულიად მორჩილი საქართველოს მთავრობის დახმარებით ეს გამოუვათ , და შედეგიც არ დააყოვნებს – დაშლილი საქართველო შეგვრჩება ხელში და ინგლისელები კიდევ და სხვები ისევე მოკურცხლავენ როგორც 1921 ში მოუსვევს ბათუმიდან

  2. გონიერი ადამიანები თავიდანვე გავფრთხილებდნენ რომ ივანიშვილი ტროას ცხენია, მაგრამ ამომრჩევლის ყველაზე მოაზროვნე ორგანო კუჭი აღმოჩნდა და ივიშვიშეთ ახლა სანამ არ მოგბეზრდებათ – ჯერ სადა ხართ, ეს ჟურნალია – ლარი რომ გაკუპონდება მერე ვნახოთ გლოვა და გოდება

  3. ბატონო ბიძინა, ნუთუ ვერ ამჩნევთ განსხვავებას ელცინის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის? ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ მსოფლიო წესრიგი რუსეთის სასარგებლოდ იცვლება და უახლოესი 2 წელი რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ჯერ არავინ არ იცის? ნუთუ ვერ ჩაანალიზეთ რომ ასეთ დროს ფრთხილი ქმედება გვმართებს, თორემ გაყიდული ენჯეოშნიკების და ცერეუშნიკების ჭკუაზე სირბილის გამო მიგვჯირყვნიან?

  4. მოკლედ სანამ საბოლოოდ არ დაანგრევენ ამ ქვეყანას მანამ არ მოისვენებენ.
    მერე თვითონ დაახვევენ აქედან და ისევ უბრალო ხალხმა უნდა აგოს პასუხი ამათ იდიოტობაზე.

  5. დროა მიხვდეთ, რომ დამთავრდა ჟამი \\\”ნატოს\\\” გაფართოებისა და იწყება ჟამი \\\”ნეიტრალიტეტისა\\\” და ამ ჟამიანობაში ინგლისის დაზვერვის ჭკუაზე სიარული სერიუზული თავის ტკივილისა და ბუასილის გარდა არაფერს მოგვიტანს

  6. 2-3 თვეში ჩვენი ხელისუფლება ბრძანებას მიიღებს აშშ-დან, დაელაპარაკოს რუსეტს და \\\\\\\”ნატოზე\\\\\\\” ფიქრს თავი დაანებოს. შეიძლება \\\\\\\”მეგრანტე\\\\\\\” პრეზიდენტი მარგველაშვილი ისევ ბურჯანაძის პარტიაში შეძვრეს სადაც იყო სანამდე ბიძინამ არ გამოაძვრინა – ჰოდა მერე აღდგება დიპ ურთიერთობა რუსეთთან, სავიზო რეჟიმიც გაუქმდება და მთელი ამ აგენტურასაც – ამერიკა ინგლისის მიერ ამ წლებში დავერბოვკებულს შეეძლება თავისუფლად შევიდეს და გადაადგილდეს რუსეთის ტერიტორიაზე

  7. 21 da mas shemdgom wlebs xshirad vaxsenebt, kidev ufro gashalon es istoriuli monakvetebi mousyidvelma istorikosebma. vici zogiertebs ewyinebat simartle,magram roca tval-yurs mivadevnebt putinis politikur tamashebs, chans kargad aqvs sheswavlili winapar pilitikosta tamashebi. politika striqonebs shoris unda iwerwbodes da ikitxebodes, ase mgonia.

  8. ნეტა მართლა ინგლისის კოლლონია გავხდეთ და არა რუსეთის ცივილიზაცია შემოვა,განათლება და დემოკრატია,მაშინ ვნახავთ ზუსტად რა არის სახელმწიფო,კანნონი,კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები.უმუშევრობა აგარ იქნება და სიღატაკე,ენას,სარწმუნოებას არსად არასოდეს არ ეხებიან.

  9. რა დონის ბნელები ხართ ეს რუსეთუმეები რა. ჩვენიქ ვეყნის კოლონიად ქცევა მხოლოდ ვალოდის სურს კრემლში როა წამოწოლილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here