Home რუბრიკები პოლიტიკა დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

735

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

გლადიოსმხილებამდე (1990 .) ორი წლით ადრებიბისიმსაზოგადოებრიობას აუწყა ბრიტანეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ. მასალა გამოქვეყნდა სათაურითპანდორას ყუთის გახსნა”. პუბლიკაციაში მოთხრობილი იყო, თუ როგორ აწამებდნენ ბრიტანეთის სპეციალური ავიასადესანტო სამსახური (სას) და ამერიკისმწვანე ბერეტებიბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი კამპანიისას (კენიიადან ჩრდილოეთ ირლანდიამდე, ომანში, ვიეტნამში, იემენში, კვიპროსზე და სხვა ქვეყნებში) დატყვევებულ ადამიანებს. ყოფილმამწვანე ბერეტმა,” ოფიცერმა ლუკ ტომსონმა კამერების წინ განაცხადა, რომ ფორტბრეგში განლაგებული აშშის სპეციალური დანიშნულების ძალები მონაწილეობდნენ სასის გაწვრთნის პროგრამაში. რის შემდეგაც ჟურნალისტმა რიჩარდ ნორტონ გეილორმა, “პანდორას ყუთის გახსნისპროდუსერმა და რეპორტიორმა, რომელიც ორი წლის შემდეგგლადიოსსკანდალური მხილების კვალზე ცნობილი პიროვნება გახდა, დაასკვნა: “წამება ძალიან გავრცელებულია და ჩვენთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე გვგონია”.

მეორე ზესაიდუმლო ოპერაციის დროს ამერიკელი “მწვანე ბერეტები” წვრთნიდნენ კამბოჯაში გენოციდში ბრალდებულ “წითელ კხმერებს” მას შემდეგ, რაც მათთან კონტაქტი დამყარდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტისა და აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სპეციალური მრჩევლის _ რემ კლაინის მეშვეობით. როცა 1983 წელს დაიწყო “ირანგეიტის” სკანდალი, პრეზიდენტმა რეიგანმა, რომელსაც ეშინოდა მორიგი უსიამოვნო მხილების, სთხოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ მარგარეტ ტეტჩერს, გაერკვია, ვინ გაგზავნა სას-ი პოლ პოტის რაზმების გასაწვრთნელად. “პირველად ტაილანდში 1984 წელს ჩავფრინდით, _ იხსენებდა სას-ის ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი, _ ერთად ვმუშაობდით, ძმებივით ვიყავით. ახლა ეს გულზე არ ეხატებათ. ბევრი რამ შევასწავლეთ “წითელ კხმერებს”… თავდაპირველად მათ უნდოდათ, რომ წავსულიყავით სოფლებში და დაგვეხოცა ხალხი. ჩვენ ვუთხარით, რომ ყველაფერი მშვიდად უნდა შეეფასებინათ”.

სას-ი ამ ოპერაციაში მონაწილეობისას თავს უხერხულად გრძნობდა. “ბევრი ჩვენგანი, ნახევარი შანსიც რომ ჰქონოდა, ყველაფერს შეცვლიდა, ისე ამოგვივიდა ყველაფერი ყელში. ჩვენ გვძულდა სიტუაცია, პოლ პოტთან დაკავშირებული რომ ვიყავით: ჩვენ ჯარისკაცები ვართ და არა ბავშვების მკვლელები”.

“ჩემი გამოცდილება, რომელიც საიდუმლო ორგანიზაციებში მუშაობისას მივიღე, რომ ეს ოპერაციები იშვიათად რჩება საიდუმლოდ, _ ამას ამბობს “გლადიოზე” საუბრისას ფელდმარშალი ლორდი კალვერი, რომელიც ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი იყო, შემდეგ კი _ თავდაცვის შტაბის უფროსი. როგორც კი ამ მოლიპულ გზაზე შედგებით, იცოდეთ, ჩნდება იმის საშიშროება, რომ სპეციალური დანიშნულების ძალები შეიძლება შეეცადონ, ხელთ იგდონ ძალაუფლება და კანონი, როგორც ფრანგებმა გააკეთეს ალჟირში და შეიძლება მომხდარიყო ახალ ზელანდიაში “გრინფისის” საქმეზე”. იმხანად საფრანგეთის საგარეო დოკუმენტაციისა და კონტრდაზვერვის სამსახურმა ჩაძირაგრინფისისგემი, რომელშიც იმყოფებოდნენ წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ბირთვული იარაღის გამოცდის საპროტესტო აქციის მონაწილენი. ეს მოხდა 1985 წლის 10 ივლისს. მოლიპული იყო გზა სას-ის ნაწილების განთავსებისა ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე, როცა ირლანდიელმა რესპუბლიკელებმა სას-ის ჯარები, არც მეტი, არც ნაკლები, ტერორისტებად მიიჩნიეს. კრიტიკოსების აზრით, “საქმე შეიძლება ძალიან გახმაურებულიყო და ბრიტანელთა თვალსაზრისითაც კი სას-ის ჯარები შეიქნა ჩრდილოეთ ირლანდიის პრობლემის ნაწილი და არა პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი”.

1990 წელს, როცა აგორდა სკანდალი “გლადიოს” შესახებ, პრესა აღნიშნავდა: ახლა აშკარაა: სპეციალური ავიასადესანტო სამსახურის ელიტური პოლკები ყურებამდე არიან ჩაფლული ნატოს სქემებში და მოქმედებდნენმი-6”-თან ერთად, როგორც საიდუმლო საბრძოლო ოპერაციებისა და საბოტაჟის სასწავლო ქვედანაყოფი”. ბრიტანეთის პრესამ უფრო კონკრეტულად დაადასტურა, რომ იტალიის საიდუმლო არმიები მომზადებას დიდ ბრიტანეთში გადიოდა. ამჟამად მოპოვებულია მტკიცებულებანი, რომ ეს ხდებოდა 1980-იან წლებში”. და დასძინა: “დადასტურდა, რომ დასავლეთ გერმანიის ბრიტანეთის სექტორში სასმა შექმნა საიდუმლო სამალავები, რომლებშიც შეინახეს იარაღი”.

საინტერესო ინფორმაცია ბრიტანეთის საიდუმლო მონაწილეობის შესახებ მივიღეთ შვეიცარიის საპარლამენტო კომისიის გამოძიების წყალობით, რომელმაც განიხილა შვეიცარიის საიდუმლო არმიის საკითხი. ბრიტანეთის სპეცსამსახურები საიდუმლო შეთანხმებების მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობდნენ შვეიცარიის შეიარაღებულ საიდუმლო ორგანიზაციასთან, რომელიც დასავლეთ ევროპისწინააღმდეგობის ჯგუფებისქსელის შემადგენელი ნაწილი გახდა”, _ აცნობა პრესამ ნეიტრალური შვეიცარიის გაოგნებულ საზოგადოებრიობას. შვეიცარიელ მოსამართლე კორნს დაევალა, გარკვეულიყო ამ საკითხში. იგი თავის ანგარიშში წერს, რომ “ორგანიზაციის თანამშრომლობა ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებთან” იყო “ინტენსიური”, რომ ბრიტანელები შვეიცარიელებს აწვდიდნენ ახალ და საინტერესო ცნობებს. P26-ის კადრებს რეგულარულად ამზადებდნენ დიდ ბრიტანეთში”, _ ნათქვამია ანგარიშში. ბრიტანეთის ინსტრუქტორები (შესაძლოა, სას-იდანაც კი) შედიოდნენ შვეიცარიის გასაიდუმლოებულ სასწავლო ცენტრებში. ბრიტანელებმა შვეიცარიის საიდუმლო არმიების შესახებ შვეიცარიის მთავრობაზე მეტი იცოდნენ: “ოპერაციები, რომლებსაც P26 ატარებდა, მათი კოდები, მათი ჯგუფის ლიდერის სახელი _ ეფრემ კატელანი, ეს ყველაფერი ცნობილი იყო ბრიტანეთის დაზვერვისთვის, შვეიცარიის მთავრობას კი წარმოდგენაც არ ჰქონდა”.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საბუთები, რომლებიც დაგვეხმარებოდა, გაგვეგო ბრიტანეთსა და P26-ს შორის დადებული საიდუმლო შეთანხმებების დეტალები, ნაპოვნი არ არის.

1960-იანი, 1970-იანი და 1980-იანი წლების განმავლობაში შვეიცარიელიგლადიატორებიემზადებოდნენ დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების ინსტრუქტორებთან. სწავლება, შვეიცარიელი სამხედრო ინსტრუქტორის თქმით დაგლადიოსორგანიზაციის წევრის ალოიზ ჰიურლიმანის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ითვალისწინებდა ირა აქტივისტების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე. ჰიურლიმანს წამოსცდა ეს ინფორმაცია შვეიცარიაში მოქმედი ინგლისური სალაპარაკო ენის შემსწავლელ კურსებზე ყოფნისას, როცა ცუდი ინგლისურით მაცნობა, რომ 1984 წლის მაისში მონაწილეობდა საიდუმლო სწავლებაში, რომელიც ინგლისში იყო მოწყობილი.

სწავლება, მისი სიტყვით, ითვალისწინებდა ირა-ს აქტივისტების იარაღის საწყობზე თავდასხმაში რეალურ მონაწილეობას, რომელშიც მონაწილეობდა და რომლის განხორციელებისას, სულ ცოტა, ირა-ს ერთი აქტივისტი მოკლეს.

კორნის გამოძიებით დადგინდა, რომ ინგლისის ტერიტორიაზე შექმნილი იყოგლადიოსსაკომანდოსაკომუნიკაციო ცენტრი, აღჭურვილი საიდუმლო ქვედანაყოფებისთვის აუცილებელიჰარპუნისსისტემით.

1984 წლის შეთანხმებაში ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომელსაც 1987 წელს დაემატა მემორანდუმი ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხებზე, პირდაპირ იყო ნათქვამი დიდ “ბრიტანეთში სწავლების ჩატარებაზე, შვეიცარიაში გადამცემი რადიოცენტრის მოწყობასა და ტექნიკურ საკითხებში ორი საიდუმლო სამსახურის ურთიერთობაზე”. კორნის თქმით, “ვერც შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებ და ვერც ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ვერ იპოვეს”. შვეიცარიის საიდუმლო სამხედრო სამსახურის _ UNA-ს პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, რომ “1989 წლის დეკემბერში დოკუმენტები გადასცეს ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურებს იმ მიზეზებით, რომლებიც გაურკვეველი რჩება. დოკუმენტების ასლები არ დარჩენილა”.

შვეიცარიის საკადრო შემადგენლობა ბრიტანელებს ამ დარგში საუკეთესო სპეციალისტებად მიიჩნევს”, _ დაასკვნა შვეიცარიის მთავრობამ თავის ანგარიშში.

ნატოს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, 1990 წლის მხილებების შემდეგ ამტკიცებდა, რომ ბრიტანელებისა და ამერიკელების საქმიანობა განაწილებული ჰქონდათ. დიდი ბრიტანეთი პასუხისმგებელი იყო ოპერაციების ჩატარებაზე საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში; ამერიკელებს დაკისრებული ჰქონდათ ოპერაციების მოწყობა შვედეთში, ფინეთსა და დანარჩენ ევროპაში მთლიანად”. მაგრამ, როგორც იტალიის მაგალითი მოწმობს, საქმიანობის ამგვარი დაყოფა ყოველთვის მშვიდად არ ხორციელდებოდა.

გენერალმა უმბერტო ბროკოლიმ, იტალიის საიდუმლო სამხედრო სამსახურის SIFAR-ის ერთ-ერთმა დირექტორმა 1951 წლის 8 ოქტომბერს იტალიის თავდაცვის მინისტრ ეფიზიო მარასს მისწერა, რომ მოლაპარაკებულიყვნენ იტალიის საიდუმლო არმიისა და “გლადიატორების” სწავლების საკითხებზე. ბროკოლიმ აცნობა, რომ ბრიტანელებმა უკვე შექმნეს საიდუმლო არმიების ქსელი ნიდერლანდებში, ბელგიაში (და, სავსებით შესაძლებელია), დანიასა და ნორვეგიაში”. ბროკოლი მოხარული იყო, ეცნობებინა, რომ ამერიკელებმა “შემოგვთავაზეს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის დაწყება, მოავლენენ ჩვენთან სპეციალისტებს, გამოგვიგზავნიან მასალებს (როგორც ჩანს, უფასოდ ან თითქმის უფასოდ) და შესაძლებელია, ფინანსურადაც დაგვეხმარონ”. ბროკოლიმ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ შვიდ შერჩეულ იტალიელ ოფიცერს გაგზავნიან ინგლისში სპეციალური განათლების მისაღებად 1951 წლის ნოემბრიდან 1952 წლის თებერვლამდე. ეს ოფიცრები დაბრუნების შემდეგ შეძლებენ, უხელმძღვანელონ იტალიელი “გლადიატორების” სწავლებას.

საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ბროკოლიმ თავდაცვის მინისტრ მარასს სთხოვა, აცნობოს, რომ თანახმაა, განახორციელოს ეს კურსი, რადგან ბრიტანელებისგან ფარულად შეთანხმებული იყო ამერიკელებთან სწავლების კურსის შესახებ.

“გლადიოს” მებრძოლების მომზადება ბრიტანელი ინსტრუქტორების მიერ უფასო არ იყო, ეს სერიოზული ბიზნესი გახლდათ, და ბროკოლიმ აღიარა, რომ სწავლება შეიძლება 500 მილიონი ლირა დაჯდეს, რომელსაც ვერ გამოჰყოფდნენ SIFAR-ის ბიუჯეტიდან და შეიარაღებული ძალების ბიუჯეტიდან უნდა დაეფინანსებინათ.

ბროკოლის განმარტებით, “მი-6” “გლადიოს” იტალიელ ოფიცრებს ასწავლიდა იმ პირობით, თუ იტალია დიდი ბრიტანეთისგან შეიძენდა იარაღს. პარალელურად მდიდარმა ცსს-მ შეიარაღების უფასოდ გადაცემა შესთავაზა, რომლის ინტერპრეტირებაც შეიძლებოდა გავლენის სფეროების განაწილებით. საბოლოოდ იტალიელებმა ორივე შეთავაზებიდან საუკეთესოს აღება გადაწყვიტეს: გაგზავნეს თავიანთი ოფიცრები ბრიტანეთის სპეციალური მომზადების აღიარებულ სასწავლებლებში და, ამასთანავე, ფარულად გაურიგდნენ ამერიკელებს იარაღის უფასოდ მიღებაზე. ბრიტანელებს არ გაჰკვირებიათ. ამიტომ იყო, რომ ბროკოლის მემკვიდრე “სიფარის” ხელმძღვანელის თანამდებაზე ეტორე მუსკო ბრიტანულ ფორტ “ბონეტონს” რომ ეწვია, სადაც წვრთნა მიმდინარეობდა, მას იქ დაძაბული ვითარება დახვდა: “1953 წელს ბრიტანელები მიხვდნენ, რომ გააბითურეს და უსაყვედურეს მუსკოს ამერიკელებთან გარიგების გამო”.

გავლენის სფეროების გამო ცსს-სა და “მი-6”-ს შორის კონკურენცია იტალიით არ შემოიფარგლებოდა. 1990-იანი წლების ბოლოს ბელგიის თავდაცვის მინისტრმა გი კოემმა, საიდუმლო არმიების არსებობა რომ შეიტყო, საზოგადოებრიობას აუხსნა: “ბელგიისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების ურთიერთობა სათავეს იღებს იმ კონტაქტებიდან, რომლებიც განხორციელდა მისტერ სპააკსა და ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელ მენზისს შორის და აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას შორის დადებული ხელშეკრულებიდან”. ასეთ “სამკუთხედს” თავისი სირთულეებიც ჰქონდა, რადგან “მი-6”-სა და ცსს-ის სურდათ, დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ბელგია ამ ორიდან პრივილეგიას არც ერთს არ მიანიჭებდა. ამიტომ იყო, რომ “მი-6”-ის მეთაურმა სტიუარტ მენზისმა 1949 წლის 27 იანვარს მისწერა ბელგიის იმჟამინდელ პრემიერმინიტრ პოლ ჰენრი სპააკს: “მე ვიყავი ფრიად მოხარული, რომ მქონდა შესაძლებლობა, პირადად თქვენთან განმეხილა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, რომლებიც ბოლო ხანს მაღელვებს”. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გაააქტიუროს თანამშრომლობა “კომინფორმის (კომუნისტური და მუშათა პარტიის საინფორმაციო ბიურო) და პოტენციური მტრების გააქტიურების საკითხებზე” და დაიწყონ მზადება ოპერატიული ინფორმაციის შეგროვებისა და ომის შემთხვევაში ოპერაციების განხორციელების ორგანიზებაზე”. კერძოდ “ზოგიერთი ოფიცერი უახლოეს მომავალში უნდა ეწვიოს დიდ ბრიტანეთს სწავლების კურსის გასავლელად ჩემს სამსახურთან ერთად”. მენზისი შეწუხებული იყო იმით, რომ სპააკი გაურიგდება “გლადიოს” საკითხზე ცსს-ს და არა “მი-6”-ს. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა “ამერიკული მხარის მონაწილეობა დასავლეთ ევროპის დაცვის საკითხში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალისხმევა, ამერიკელების მონდომების ჩათვლით, გაერთიანებული უნდა იყოს. პირველხარისხოვნად მიმაჩნია, თუ ამერიკელები მოინდომებენ, თქვენს სამსახურთან ერთად განაგრძობენ ომისთვის მოსამზადებელ გარკვეულ სამუშაოებს _ მე მესმის, რომ თქვენი თანხმობა მიღებული მაქვს, და, მაშასადამე, ეს საქმიანობა ჩემს საქმიანობასთან უნდა იყოს შეთანხმებული”.

მენზისმა დაიმოწმა დასავლეთევროპული კავშირის საიდუმლო ოპერაციების კომიტეტი, რომელიც 1948 წელს კოორდინაციას უწევდა განსაკუთრებულ საომარ ოპერაციებს, სანამ 1949 წელს ხელი არ მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას და ნატომ არ დაიკისრაგლადიოსკოორდინაცია. “ასეთი თანამშრომლობა, _ ხაზგასმით აღნიშნა მენზისმა სპააკისადმი გაგზავნილ წერილში, _ ყველაფერთან ერთად საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებანი სამდივნოს ხელმძღვანელებთან. მე უკე ავუხსენი ამერიკული სამსახურის ხელმძღვანელს, რომ მზად ვარ, შევიმუშავო მასთან თანამშრომლობის გეგმები აღნიშნულ საფუძველზე, და ამიტომ ვთავაზობ, რომ მათ მიერ შემუშავებული ყველა პროექტი გაიგზავნოს ისევ ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საიდუმლო სამსახურებს შორის კონსულტაციების გასამართავად. მენზისმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ბელგიული “გლადიო” შეიარაღებული და აღჭურვილი უნდა იყოს და “მომზადებისა და მასალებით უზრუნველყოფის მოთხოვნა შეიძლება უახლოეს მომავალში წამოიჭრას. მე უკვე ვივალდებულე, უზრუნველვყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა კანდიდატებისთვის, რომლებსაც დაასახელებს თქვენი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი. მე შემიძლია უზრუნველყო ახალი მოწყობილობისთვის საჭირო წარმოება, მაგალითად, ტელეგრაფირების მოწყობილობისთვის, რომელიც საჭირო იქნება უახლოეს მომავალში იატაკქვეშა მუშაობისთვის”. “ამგვარ სპეციალიზებულ მოწყობილობას მოგვაწვდიან უფასოდ ან იჯარით გადმოგვცემენ, მაგრამ, ვფიქრობ, თუ საჭირო იქნება რომელიმე მოწყობილობის დიდი რაოდენობით გადმოცემა (მაგალითად, არცთუ დიდი მოცულობის იარაღის და სხვა სამხედრო მოწყობილობის), ფინანსები ბელგიისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მეგობრული მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს”.

ბელგიურიგლადიოსშექმნა უნდა წარმართულიყო საიდუმლოების უმკაცრესად დაცვის პირობებში და მენზისმა თავისი წერილი შემდეგი მოთხოვნით დაასრულა: “ საჭირო არ არის, გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს მიმოწერა უმკაცრესად გასაიდუმლოებული დარჩება, და იგი არ უნდა გავუმჟღავნოთ მესამე პირებს, ჩვენი ორმხრივი თანხმობის გარეშე”.

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ სპააკმა უპასუხა მენზისს, რომ კარგი იქნებოდა დიდი ბრიტანეთისგან დახმარების მიღება, მაგრამ იგი თავის მოვალეობად თვლის, აცნობოს მენზისს: ამერიკელები ასევე სთავაზობდნენ ბელგიურ მხარეს თავიანთ დაინტერესებას ამ საქმეში. ამიტომ, მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ჯერ ბრიტანელებსა და ამერიკელებს გადაეწყვიტათ ერთმანეთში ეს საკითხი. “დაგეთანხმებით, _ წერდა ბელგიის პრემიერმინისტრი, _ რომ ფრიად სასურველი იქნებოდა, საიდუმლო სამსახურებს (ბრიტანეთის, ამერიკის და ბელგიის) მჭიდროდ ეთანამშრომლათ ერთმანეთთან”.

სპააკმა შესანიშნავად იცოდა, როგორი კონკურენცია არსებობდა “მი-6”-სა და ცსს-ს შორის გავლენის სფეროების განაწილების საკითხში და ამიტომ აღნიშნავდა, რომ “თუ ორი მხარე _ ბრიტანული და ამერიკული, უარს იტყვის ერთობლივ საქმიანობაზე, ბელგიური სამსახური აღმოჩნდება ძალიან დელიკატურ და რთულ მდგომარეობაში. ამიტომ მგონია, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად გარდაუვალია მოლაპარაკების გამართვა ლონდონსა და ვაშინგტონს შორის უმაღლეს დონეზე.

ნორვეგიაში საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ვილჰელმ ევანგი იყო ცენტრალური ფიგურა საიდუმლო არმიებისა და ნორვეგიული დაზვერვის პირველი სამსახურის (NIS) შექმნის საქმეში. ოსლოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევანგი ლონდონში ემიგრაციაში მყოფი ნორვეგიის მთავრობის მცირე ჯგუფს 1942 წელს შეუერთდა. ნორვეგიაში დაბრუნების შემდეგ ევანგმა, რომელსაც ბრიტანელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, 1946 წელს შექმნა ომისშემდგომი დაზვერვის სამსახური NIS და 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1947 წლის თებერვალში ევანგი ხვდება ბრიტანული “მი-6”-ის ოფიცერს (მისი სახელი უცნობია), რომელსაც “მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამხედრო და თავდაცვით წრეებში”, _ აღნიშნავს იგი თავის ჩანაწერებში. ამ და სხვა ამგვარმა შეხვედრებმა დაარწმუნა ინგლისელები, რომ აუცილებელი იყო, დაინტერესებულიყვნენ იმ ქვეყნების თავდაცვის გაძლიერებაში, რომლებიც ოკუპირებული იყო.

მეზობელ ნეიტრალურ შვედეთში ბრიტანელები ამერიკულ ცსსთან ერთად მთავარ როლს თამაშობენგლადიოსადგილობრივი მეთაურების მომზადებაში. ეს გაირკვა რეინგოლდ გეიჯერის წყალობით, რომელიც 1957 წელს გადაიბირეს შვედეთისგლადიოსქსელში და ათწლეულების განმავლობაში სარდლობდა ადგილობრივ ძალებს.

 1996 წელს 80 წელს მიღწეულმა გეიჯერმა ამ ყველაფერზე ილაპარაკა შვედეთის ტელეარხ TB4-ის ეთერში გამოსვლისას. მან გაიხსენა, როგორ ატარებდნენ ბრიტანელები წვრთნებს საიდუმლო დივერსიული ოპერაციების განსახორციელებლად. “1959 წელს ლონდონის გავლით მივდიოდი იტონის საზღვრებს მიღმა მდებარე ფერმაში. ყველაფერი სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა. მე, მაგალითად, ყალბი პასპორტი მქონდა. ნებაც კი არ დამრთეს, ცოლისთვის დამერეკა, _ ყვებოდა გეიჯერი. _ სწავლების მიზანი იყო, დავუფლებოდით “მკვდარი საფოსტო ყუთის” ტექნოლოგიას საიდუმლო ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველსაყოფად, ასევე, სხვა მეთოდებს ჯეიმს ბონდის სტილში. ინგლისელები დაუნდობლები იყვნენ. ზოგჯერ მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ძალიან შორს შეტოპეს”.

როცა 1990 წლის ბოლოს საიდუმლო არმიების არსებობა დასავლეთ ევროპაში ამხილეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ოპერაციაში ადრე შეუმჩნეველი ბრიტანული კვალი; ჯონ მეიჯორის მთავრობამ უარი თქვა, დაეკავებინა რაიმე პოზიცია. “ვშიშობ, ჩვენ ვერ შევძლებთ უშიშროების საკითხების განხილვას”, _ ყოველდღე უმეორებდა პრესმდივანი ცნობისმოყვარე ბრიტანულ პრესას. ბრიტანეთის პარლამენტმა თავი შეიკავა ღია დისკუსიის გამართვისა და საპარლამენტო გამოძიების ჩატარებაზე. 1992 წელს ჟურნალისტმა ჰიუ ო’შონესიმ განაცხადა, რომ “უაიტ-ჰოლის” დუმილი და პარლამენტის წევრების თითქმის სრული დაუინტერესებლობა იმ საქმით, რომელშიც დიდი ბრიტანეთი სრულად იყო ჩათრეული, განსაცვიფრებელია. ბრიტანულ ტელევიზია “ბი-ბი-სის” ისღა დარჩენოდა, რომ ეთქვა: “დიდი ბრიტანეთის როლი ევროპაში საიდუმლო არმიების შექმნაში აბსოლუტურად ფუნდამენტური იყო. 1991 წლის 4 აპრილს თავის პროგრამა News night-ში ხაზი გაუსვა საიდუმლო არმიების კრიმინალურ ასპექტს და განაცხადა, რომ “როცა ნიღბებს ჩამოჰგლეჯენ, ჩვენ წინაშე წარმოდგება რაღაც საშინელი”. “ბი-ბი-სიმ” ზუსტად შენიშნა, რომ მტრის ზურგში დივერსიული ოპერაციების მოწყობასთან ერთად, საიდუმლო არმიები ჩარეულნი იყვნენ პოლიტიკურ მანიპულაციებში: “ისევე, როგორც გლადიატორის მახვილს აქვს ორი პირი, თანამედროვე “გლადიოს” აქვს ორი მხარე”. გადაცემის მიმდინარეობისას დაისვა შეკითხვა: “გამოიყენებდნენ თუ არა “გლადიოს” გადამალული იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მარაგით მისი ხელმძღვანელები… ძირგამომთხრელ ქმედებაში… მემარცხენეთა წინააღმდეგ? არიან თუ არა პასუხისმგებელი აგენტები ტერორის აუხსნელი ტალღის აგორების გამო?” როგორი იყო დიდი ბრიტანეთის როლი? ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომგლადიოსდაარსებიდანვე, _ განაცხადა კამერების წინ იტალიის პარლამენტის წევრმა სერხიო დე ხულიომ, _ ოფიცრებს სასწავლებლად ინგლისში გზავნიდნენ. მათ უნდა შეედგინათგლადიოსორგანიზაციის პირველი ბირთვი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დამამტკიცებელი საბუთები, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთსა და იტალიას შორის თანამშრომლობისა”.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here