Home რუბრიკები პოლიტიკა “აუდიტორია 115”-მა პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართა

“აუდიტორია 115”-მა პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართა

559

თსუ-ს მეექვსე კორპუსთან პიკეტი მოეწყო, პირველ კორპუსთან კი მასშტაბური აქცია გაიმართა. ასე გააპროტესტეს “აუდიტორია 115”-ის წვრებმა 28 ნოემბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები. ისინი მთავრობასა და პარლამენტს 5-პუნქტიან მოთხოვნას უყენებენ. აქციის ორგანიზატორები სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის დაფინანსების წესის შეცვლასა და საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტუდენტები თსუ-ს მეექვსე კორპუსში ღამით შეიჭრნენ და ორივე შესასვლელი მერხებით ჩახერგეს.

“ბუნებრივია, ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი თანასწორია, მაგრამ პროტესტის ფორმა არ მომწონს”, _ განუცხადა ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ. მისი თქმით, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ჩვეულებრივ გარემოში ჩატარდა. “ყველამ კარგად იცოდა, რომ 25 ნოემბერს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ეს მიუღებელია. ავტონომიის პრინციპის გაზრდით უნდა მოხდეს კანონმდებლობის გაუმჯობესება. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესებამისად, მისი სრული დაცვით”, _ აღნიშნა შარვაშიძემ. როგორც რექტორმა თქვა, იმისთვის, რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს, ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში, მათ შორის თანხებთან დაკავშირებით. თსუ-ს პირველი კორპუსის ოთხივე საარჩევნო უბანზე თვითმმართველობის არჩევნები შეწყდა. ოთხივე უბნის შესასვლელი “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებმა გადაკეტეს.

 “აუდიტორია 115” რექტორისგან მოითხოვს, საჯაროდ მხარი დაუჭიროს მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებს, დააჩქაროს პროცესები და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის მუშაობას. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ რექტორი დადგეს არა პოლიტიკური პარტიებისა და მანკიერი სისტემის, არამედ სტუდენტების მხარეს. ისინი მოითხოვენ, სასწრაფოდ გაიზარდოს სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობა და დაიწყოს უკვე არსებული საცხოვრებლების რეაბილიტაცია. “აუდიტორია 115” განაგრძობს პროტესტის რადიკალური ფორმით გამოხატვას და რჩება უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here