Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთი შანხაის ექვსეულის წევრობაზე ფიქრობს

თურქეთი შანხაის ექვსეულის წევრობაზე ფიქრობს

553

თურქეთის მთავრობის განცხადებით, ანკარა არ აპირებს ურთიერთობების გადახედვას აშშ-სა და ნატოსთან. ამასთანავე, თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმ ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ებრძვიან სირიაში “ისლამურ სახელმწიფოს”. 

“როგორ შეგიძლიათ დაიცვათ ერთი ტერორისტული ორგანიზაცია იმის გამო, რომ ის ებრძვის მეორეს. არ შეიძლება განასხვავოთ ტერორისტული ორგანიზაცია ასეთი პრინციპით: ერთზე თქვათ კარგიაო და მეორეზე _ ცუდიაო. ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც ვერ ხერხდება აზრთა შეჯერება აშშ-თან”, _ განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრობის რეალურ ალტერნატივას შანხაის ორგანიზაციაში ხედავს. განცხადება ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით, ბრექსითის ანალოგიური მოვლენები, შესაძლოა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც განვითარდეს, ამიტომ თურქეთმა, შესაძლოა, შანხაის ექვსეულის წევრობაზე იფიქროს. ერდოღანის თქმით, ეს საკითხი მან უკვე განიხილა რუსეთისა და ყახაზეთის პრეზიდენტებთან. თურქეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შანხაის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ანკარისთვის უფრო კომფორტული იქნება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი თურქეთის მიღების პროცესს, უკვე 53 წელია, აჭიანურებს.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here