Home რუბრიკები საზოგადოება დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

573

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

საფინალო დასკვნაში ანდრეოტიმ ახსნა, რომგლადიოსაღიქვამდნენ, როგორც საბჭოთა თავდასხმის მოსაგერიებლად შექმნილ ნატოს წევრი ქვეყნების საიდუმლო ქსელს. ომის შემდეგ იტალიის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო სამსახურმა და აშშის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებასოკუპაციის შემდეგ საქმიანობისა და ორგანიზების აქტივიზაციის შესახებ”. ხელშეკრულებაში მინიშნებულიასპეციალური საიდუმლო ქვედანაყოფები, რომლებიც რჩება მოკავშირეთა ჯარების წასვლის შემდეგ”.

ირკვევა, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და იტალიის საიდუმლო სამსახურების თანამშრომლობას აკონტროლებდნენ ნატოს საიდუმლო ორგანოები: “წინააღმდეგობის საიდუმლო ორგანიზაციის შექმნისას იტალიას შესთავაზეს, შეერთებოდა ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტს, რომელიც მოქმედებდა ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების შტაბთან. ეს მოხდა 1959 წელს და გაგრძელდა 1964 წელს.

ანდრეოტი აღნიშნავდა, რომგლადიოსსაიდუმლო ქვედანაყოფები კარგად იყო შეიარაღებული. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ მიწოდებული იარაღი და აღჭურვილობა ინახებოდა ქვეყანაში გაფანტულ 139 სამალავში: ტყეებში, მინდვრებში, ეკლესიების იატაკქვეშაც კი და სასაფლაოებზე. ანდრეოტი ჩამოთვლის ამ აღჭურვილობას და წერს, რომ სამალავებში ინახებოდა: იარაღი, ტყვიაწამალი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ხელყუმბარები, დანები და ხანჯლები, 60-მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნები, რამდენიმე 57-მილიმეტრიანი ქვემეხი, სნაიპერის თოფები, რადიოგადამცემი მოწყობილობები, ბინოკლები და სხვ.

იტალიის პრემიერის სენსაციურმა განცხადებამ არა მხოლოდ საზოგადოებრიობისა და ჟურნალისტების პროტესტი გამოიწვია მთავრობისა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს კორუფციულობის წინააღმდეგ, არამედ ბიძგი მისცა საიდუმლო სამალავებზე ნადირობის სეზონს.

პადრე ჯუჩიანო იხსენებს იმ დღეს, როცა პრესის წარმომადგენლები, რომლებიც “გლადიოს” სამალავებს ეძებდნენ, მის ეკლესიას მიადგნენ: “ორმა ჟურნალისტმა “გაზეტინოდან” მკითხა, იყო თუ არა იარაღის საწყობი აქ, ამ ეკლესიაში. აყარეს იატაკი და იპოვეს ორი ყუთი… ერთში აღმოჩნდა ფოსფორის ბომბი, მეორეში _ ორი ტყვიამფრქვევი. იარაღი იყო ახალი და კარგად შენახული. ეტყობოდა, რომ არავის არასოდეს გამოუყენებია”.

ანდრეოტიმ, მემარჯვენე რადიკალი ტერორისტი ვინჩიგერასგან განსხვავებით, თქვა, რომ იტალიის სამხედრო საიდუმლო სამსახურებს, ისევე, როგორც “გლადიოს” წევრებს, იტალიის დამაზარალებელ ტერორთან საერთო არაფერი ჰქონდა.

იგი შეეცადა, აეხსნა, რომ “გლადიატორებს” რაზმებში მიღებამდე გულმოდგინედ ამოწმებდნენ “საიდუმლო სამსახურების კანონის” მკაცრად გამოყენების გზით, რაც უზრუნველყოფდა მათ “უმწიკვლო თავდადებას ანტიფაშისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძირითადი ღირებულებებისადმი”. ხოლო იმ კანდიდატებს, რომლებიც ადმინისტრაციულ ან პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ, უარს ეუბნებოდნენ. უფრო მეტიც, კანონში მითითებული იყო, რომ “საიდუმლო ქვედანაყოფებში ჩასარიცხ კანდიდატებს არ უნდა ჰქონოდათ სისხლისსამართლებრივი წარსული, არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ უნდა იყვნენ გაერთიანებული რომელიმე ექსტრემისტულ მოძრაობაში”. ამასთანავე, ანდრეოტიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საიდუმლო ქსელის წევრები არ შეიძლება დაიკითხონ მოსამართლეების მიერ და რომ მათი სახელები და სხვა დეტალები გასაიდუმლოებულია. ოპერაცია ხორციელდებოდა ნატოს დირექტივების მიხედვით და ჩართული იყო ალიანსის ღონისძიებების გეგმაში. აღნიშნულის გამო მისი დეტალები უაღრესად ფრთხილად უნდა განხორციელებულიყო.

ანდრეოტის აღიარებამ გააოგნა იტალია. ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ნატოს საიდუმლო არმიების არსებობა იტალიაში თუ მის საზღვრებს მიღმა.

იყო თუ არა ეს სტრუქტურა ლეგალური?

იტალიურმა ყოველდღიურმა გაზეთმა “ლა სტამპამ” მკვეთრი კომენტარი გააკეთა: “არავითარი სახელმწიფო მხარდაჭერის, დაფარვისა და დაცვის ღირსი არ არის საიდუმლო სამხედრო სტრუქტურები, რომელთა წევრები შერჩეული არიან იდეოლოგიური მოსაზრებებით, და რომლებიც (სტრუქტურები) დამოკიდებულნი არიან უცხო სახელმწიფოებზე ან თუნდაც მათ ძლიერ გავლენას განიცდიან. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ამას სხვანაირი ახსნა არ მოეძებნება, გარდა ერთისა: ის არის სახელმწიფოსა და კონსტიტუციის ღალატი”. იტალიის სენატში კომუნისტების, მწვანეთა პარტიისა და მემარცხენეთა დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლებმა ბრალი დასდეს მთავრობასგლადიოსძალების გამოყენებაში შიდა დაზვერვისა და კონტროლის დროს, ასევე, ტერორის მოწყობაში პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების მიზნით. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იტალიის კომუნისტური პარტია მიხვდა, რომ რეალურად არა უცხოეთის არმიები, არამედ თვითონ ისინი (იტალიელი კომუნისტები) იყვნენგლადიოსქვედანაყოფების მიზანი ომის შემდგომ პერიოდში. კომენტატორები ამტკიცებდნენ, რომ ამ საიდუმლოებით მოცული არმიების არსებობა იტალიას მემარჯვენე გადატრიალების საშიშროებას უქმნიდა, რადგანეს ზეორგანიზაცია უყურადღებოდ იყო მიტოვებული და მიაჩნდათ მხოლოდ სამხედრო იარაღად, რომელსაც გამოიყენებდნენმტრის მიერ ოკუპაციის შემთხვევაში”. ნამდვილ მტრად მიჩნეული ჰყავდათ იტალიის კომუნისტური პარტია…”

პასუხისმგებლობის ტვირთი მხოლოდ მას რომ არ ეტარებინა, ანგარიშის საბოლოო ვერსიის პრეზენტაციის დღეს ანდრეოტი პირადად მივიდა იტალიის პარლამენტში და თქვა: “ქვეყნის მთავრობის ყველა მეთაურმა იცოდაგლადიოსარსებობა”. ამ განცხადებამ გრანდიოზული საზოგადოებრივი არეულობა გამოიწვია და სახელი გაუტეხა ყოფილ სოციალისტ პრემიერმინისტრებს: ბეტინო კრაკსის (1983-1987); რესპუბლიკელ ჯოვანი სპანდოლინის (1981-1982), რომელიც ანდრეოტის მხილების დროს იტალიის სენატის თავმჯდომარე იყო; არლანდო ფორლანის (1980-1981), რომელიც 1990 წელს მმართველი ქრისტიანულდემოკრატიული პარტიის მდივანი იყო; ფრანჩესკო კოსიგას (1978-1979), რომელიც 1990 წელს იტალიის პრეზიდენტი იყო.

კრაკსიმ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია საიდუმლო არმიებზე, სანამ არ გაეცნო დოკუმენტს “გლადიოს” შესახებ, რომელსაც თავად მოაწერა ხელი, როცა პრემიერმინისტრი იყო. სპანდოლინსა და ფორლანისაც ამნეზია დაემართათ, მაგრამ მოგვიანებით მაინც მოუწიათ მცირე შესწორებების შეტანა თავიანთ განცხადებებში. სპანდოლინიმ, რომელსაც, ეტყობა, იტალიის საზოგადოებრიობის გამხიარულება სურდა, თქვა, რომ იყო განსხვავება იმასა, რაც მან, როგორც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იცოდა, და იმას შორის, რაც მან იცოდა, როგორც ყოფილმა პრემიერმინისტრმა. და მხოლოდ ფრანჩესკო კოსიგამ, იტალიის პრეზიდენტმა 1985 წლიდან, ამაყად დაადასტურა შეთქმულებაში მონაწილეობა. შოტლანდიაში ოფიციალური ვიზიტისას მან ხაზი გაუსვა, რომ იგი “ამაყი და ბედნიერი იყო”, როცა საიდუმლო არმიის შექმნაში მონაწილეობდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილეობისას 1950-იან წლებში. მან განაცხადა, რომ ყველა “გლადიატორი” კარგი პატრიოტი იყო. “მე მიმაჩნია, პრივილეგიად და ნდობის აქტად ის, რომ ამირჩიეს ამ დელიკატური ამოცანის შემსრულებლად. ვამაყობ იმით, რომ შევძელით ამ საიდუმლოს შენახვა 45 წლის განმავლობაში”. იტალიაში დაბრუნებული პრეზიდენტი პოლიტიკური ქარიშხლის ცენტრში აღმოჩნდა. პარტიები მის გადადგომას ან იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვდნენ სახელმწიფო ღალატის გამო.

მოსამართლე კასონმა გაბედა და კოსიგას მოსთხოვა, სენატის საგამოძიებო კომისიის წინაშე მიეცა ჩვენება, მაგრამ პრეზიდენტმა, რომელიც სიტუაციამ გააღიზიანა, უარი თქვა და დაემუქრა, რომ პარლამენტში დახურავდა “გლადიოს” საქმეს: “მე გავგზავნი პარლამენტში კანონს, რომლის ძალითაც აწარმოებენ გამოძიებას და, თუ ისინი კვლავ განაგრძობენ (გამოძიებას), გადავხედავ (ამ კანონის) ტექსტს, რათა აბსოლუტურად უარი ეთქვას გასაჯაროებას”. ამ განცხადებას საერთო არაფერი ჰქონდა კონსტიტუციასთან, და კრიტიკოსები დაეჭვდნენ პრეზიდენტის შერაცხადობაში. კოსიგამ პრეზიდენტის თანამდებობა 1992 წლის აპრილში დატოვა, ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე.

1990 წლის 9 ნოემბერს იტალიის სენატის წინაშე გამოსვლისას ანდრეოტიმ კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ნატოსა და აშშის სტრუქტურებმა, აგრეთვე, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა გერმანიის, საბერძნეთის, დანიისა და ბელგიის ჩათვლით, იცოდნენ მათ ტერიტორიებზე საიდუმლო ქვედანაყოფების არსებობა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ოკუპაციასთან საბრძოლველად იყო შექმნილი. ამის დამამტკიცებელმა ცნობებმა პრესაში გაჟონა, ხოლო იტალიურმა პოლიტიკურმა ჟურნალმაპანორამამგამოაქვეყნა სრული ვერსია დოკუმენტის, რომლებიც ასე იყო დასათაურებული: “თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ანალოგი _ ოპერაციაგლადიო”, რომელიც ანდრეოტიმ საპარლამენტო კომისიას გადასცა.

როცა საფრანგეთი შეეცადა, უარეყო საერთაშორისო საიდუმლო ქსელში მონაწილეობა, ანდრეოტიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი მონაწილეობდა საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის ნატოს კომიტეტის ბოლო სხდომაში, რომელიც ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინათ გაიმართა, კერძოდ, 1990 წლის 23-24 ნოემბერს. ამ განცხადების შემდეგ დაბნეულმა ფრანგებმა დაადასტურეს, რომ მონაწილეობდნენ შეთქმულებაში. საიდუმლო მოქმედების საერთაშორისო მასშტაბის დაფარვა უკვე შეუძლებელი შეიქნა, სამხედრო სკანდალმა ევროპას გადაუარა და მიაღწია აშშ-მდე. იტალიის საპარლამენტო კომისიამ, რომელიცგლადიოსადა მასობრივი მკვლელობების საქმეს იკვლევდა, 2000 წელს დაადგინა: “მსგავსი მასობრივი მკვლელობები, აფეთქებები, სამხედრო ოპერაციები ორგანიზებული, სტიმულირებული ან მხარდაჭერილი იყო ადამიანების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიღმა იმყოფებოდნენ; და, რაც ახლახან გაირკვა, ადამიანების მიერ, რომლებიც აშშის დაზვერვასთან იყვნენ დაკავშირებული”.

სკანდალი, რომელმაც დასავლეთი ევროპა გააოგნა

ნდრეოტიმ შორს მიმავალი განცხადება გააკეთა 3 აგვისტოს, ფრიად ამაღელვებელ მომენტში, ერთი დღით ადრე, სანამ ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი შეიჭრებოდა ქუვეითში და მოახდენდა მის ოკუპაციას.

პარიზის, ლონდონისა და ვაშინგტონის გაზეთების რედაქტორები და სამხედრო მრჩეველები შეშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ “გლადიოს” ისტორიას შეეძლო სერიოზულად დაეზარალებინა დასავლეთის დემოკრატიის იმიჯი, მეტიც, დაებრკოლებინა სპარსეთის ყურეში ომისთვის მზადების საქმე.

2 აგვისტოს ნიუ იორკში აშშის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატებმა, რომლებიცააღელვა ქუვეითში შეჭრამ”, რუსეთისა და ჩინეთის თანხმობით გაეროს უშიშროების საბჭოში მიიღეს რეზოლუცია #660, რომლითაც მიეთითა ერაყს, “დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაეყვანა თავისი ჯარები იმ პოზიციებზე, რომლებზეც 1990 წლის 1 აგვისტომდე იმყოფებოდნენ”.

დასავლეთისა და მსოფლიოს მედიამ ყურადღება მიაპყრო “სპარსეთის ყურის ისტორიას” და ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ აშშ-მა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მეთაურობით, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომელთა შორის იყო გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია და ნიდერლანდები, განახორციელა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უდიდესი სამხედრო ოპერაცია “ქარიშხალი უდაბნოში”.

1991 წლის იანვარ-თებერვალში სადამ ჰუსეინის ჯარები ქუვეითიდან განდევნეს. მოხდა ისე, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ერთსა და იმავე დროს თვალს ადევნებდნენ და აშუქებდნენ ორ უცნაურ ისტორიას: ომს სპარსეთის ყურეში და სკანდალს ევროპაში, რომლის მსაგავსიც მანამდე “არასდროს მომხდარა”.

ჯულიო ანდრეოტის აღიარების შემდეგ სკანდალი იტალიის სახელმწიფო საზღვრებს გასცდა. საბერძნეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სოციალისტმა ანდრეას პაპანდრეუმ 30 ოქტომბერს დაუდასტურა ბერძნულ ყოველდღიურ გაზეთთა ნეას”, რომ 1984 წელს მანაც აღმოაჩინა ნატოს საიდუმლო სტრუქტურები, რომლებიც ძალიან ჰგავდა იტალიურგლადიოსდა გასცა ბრძანება მათ დასაშლელად.

საბერძნეთში გავრცელდა საპარლამენტო გამოძიების დაწყების ხმები ქვეყანაში არსებული საიდუმლო არმიების შესახებ, განსაკუთრებით კი, მათ შესაძლო მონაწილეობაზე 1967 წლის სამხედრო გადატრიალებაში, მაგრამ შემდგომი განვითარება ამ მოწოდებებს არ მოჰყვა იმხანად მოქმედი კონსერვატიული მთავრობის მიერ დაკავებული პოზიციის გამო. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ საბერძნეთის ყოფილი სამხედრო ატაშე ვაშინგტონში, რომელსაც ჰქონდა ნატოში მუშაობის გამოცდილება, განიხილავს ბრალდებას, მანამდე კი “მთავრობას არაფრის უნდა შეეშინდეს”.

საბერძნეთიდან სკანდალმა გადაინაცვლა გერმანიაში, სადაც 5 ნოემბერს პარლამენტის მწვანეთა პარტიის დეპუტატმა ოფიციალურად სთხოვა ჰელმუტ კოლის მთავრობას კომენტარი იტალიური “გლადიოს” შესაძლო ქვედანაყოფების არსებობაზე გერმანიაში. სანამ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ფიქრობდა, როგორ წარემართა საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების პროცესი, კერძო სატელევიზიო არხმა RTL-მა გააოგნა გერმანიის საზოგადოებრიობა “გლადიოს” სენსაციური ანგარიშით, რომლითაც ამტკიცებდა ჰიტლერული ეს-ეს-ის ჯარების კავშირს “გლადიოს” ქსელთან. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბევრ ქვეყანაში აგროვებდნენ მემარჯვენე-რადიკალურ ექსტრემისტებს ანტიკომუნისტურ საიდუმლო ქვედანაყოფებში გასაერთიანებლად.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ჰანს კლეინმა ცოტა დაბნეულმა და შეცბუნებულმა განმარტა, რომ “გერმანული “გლადიო” არ იყო საიდუმლო დივერსიული რაზმი და არც “ბოევიკების” რაზმი”, მაგრამ დეტალებს ვერ გაასაჯაროებდა უმკაცრესი გასაიდუმლოებულობის გამო. კლეინის განცხადებამ დიდად აღაშფოთა სოციალ-დემოკრატები და მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს განცხადებები აღიქვეს, როგორც მომავალი არჩევნებისთვის პლატფორმის მომზადების მცდელობა. პარლამენტის წევრმა ჰერმან შეერმა დაუმატა, რომ ეს მემარჯვენე-რადიკალური ქსელი შესაძლებელია იყო ნაირსახეობა კუ-კლუს-კლანის, რომელსაც გამიზნულად უნდა ემოქმედა ქვეყნის მოსახლეობისა და ოპოზიციის წინააღმდეგ და არა საბჭოთა შემოჭრისგან გერმანიის დასაცავად. “ის, რაც მოხდა, სახელმწიფო პროკურორის საქმეა, _ განმარტა შეერმა, _ იმიტომ, რომ სახელმწიფო და საპარლამენტო კონტროლის გარეშე დარჩენილი საიდუმლო გასამხედროებული ორგანიზაციის არსებობა შეუთავსებელია კონსტიტუცურ კანონმდებლობასთან და, მაშასადამე, აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

ვილფრიდ პენერმა, პარლამენტში სოციალისტების წარმომადგენელმა, თქვა, რომ “აუცილებელია ამ გაუგებრობაში საჯაროდ გარკვევა, ისე, რომ არაფერი დავუმალოთ ჩვენს მოქალაქეებს”.

ბურკჰარდ ჰირშმაც, საიდუმლო სამსახურის სამთავრობო კონტროლიორმა და კონტროლის საპარლამენტო კომისიის წევრმა, მხარი დაუჭირა კოლეგებს და ფრიად შეწუხებულმა განაცხადა: “თუ ამდენ ხანს რაღაც ფაქტი გასაიდუმლოებული რჩება, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მიკარნახებს, რომ ჩვენი საქმე წასულია”.

მიუხედავად იმისა, რომ აღშფოთება საყოველთაო იყო, გერმანელი სოციალისტების მოთხოვნა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების თაობაზე გაქრა. ნიშანდობლივია, რომ იმ დროს მთავრობაში მყოფი სოციალისტი მინისტრები გულმოდგინედ მალავდნენ საიდუმლო ცნობებს. საბოლოოდ, მწვანეთა პარტიის პროტესტის მიუხედავად, საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილეს.

7 ნოემბრის საღამოს ბელგიის თავდაცვის მინისტრი, სოციალისტი გი გოემი განცხადებით მიმართავს საზოგადოებრიობას და აღიარებს, რომ ნატოსთან დაკავშირებული საიდუმლო ქვედანაყოფები ბელგიის ტერიტორიაზეც არსებობდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ 1980 წელს შავტანსაცმლიანმა უცნობმა ადამიანებმა რამდენიმე სუპერმარკეტში მასობრივად დახოცეს მოქალაქეები, და განაგრძო: “ამასთანავე, მინდა ვიცოდე, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი ამ საიდუმლო ქსელსა და თავაწყვეტილ ტერორიზმს შორის, რომელმაც წლების განმავლობაში მოიცვა ჩვენი ქვეყანა.

ბელგიის შეშფოთებულმა პრემიერმინისტრმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელიც ფოტოკამერების წინ იდგა, განაცხადა: “თერთმეტი წელიწადია, პრემიერმინისტრი ვარ, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ასეთი საიდუმლო ქსელი არსებობდა ჩვენს ქვეყანაში”. ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებულ მთავრობის მეთაურს “დაძაბულობა ეტყობოდა”.

ასეთი განცხადებების შემდეგ ბელგიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებდა საიდუმლო ქვედანაყოფების საქმიანობას. ქსელის ლიკვიდაციის მომდევნო წელს ამ კომიტეტმა პარლამენტს წარუდგინა 250-გვერდიანი ანგარიში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში იყო ის, რომ ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფები კვლავ განაგრძობდნენ არსებობას. გაირკვა ასევე, რომ არაუგვიანეს 1990 წლის 23-24 ოქტომბრისაგლადიოსშტაბბინაში, რომელიც საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის ნატოს გაერთიანებულ კომიტეტთან იყო დაკავშირებული, გაიმართა დასავლეთ ევროპაში საიდუმლო ქვედანაყოფების მაკონტროლებელი გენერლების საგანგებო თათბირი. ბრიუსელში გამართულ ამ თათბირს უძღვებოდა გენერალი ვან კალსტერი _ ბელგიის სამხედრო დაზვერვის საერთო სამსახურის მეთაური. გენერალი გაცოფებული იყო ჟურნალისტების გაზრდილი ინტერესის გამო, რომლებიც მისგან კონკრეტულ პასუხს მოითხოვდნენ და ყოველთვის კვალში დასდევდნენ, განუწყვეტლივ ურეკავდნენ. თავიდან მან პრესას ტყუილი შეაპარა, როცა 9 ნოემბერს განუცხადა, რომ არ თავმჯდომარეობდა ნატოს კომიტეტის საგანგებო სხდომას და ხაზი გაუსვა, რომგლადიომხოლოდ იტალიელების საქმე იყო. მოგვიანებით აღიარა, რომ საიდუმლო ქსელი ბელგიაშიც იყო შექმნილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგინფორმაციის შეკრების მიზნით საბჭოთა კავშირის შეჭრის შემთხვევაში”. იგი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომარ არსებობდა უშუალო კავშირი ნატოსთან”, და უარს ამბობდა, გაეცა ამის დამამტკიცებელი დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ, ამასთანავე, ხაზს უსვამდა, რომჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს”.

საფრანგეთის მთავრობამ, რომელიც სოციალისტებით იყო დაკომპლექტებული, და პრეზიდენტმა მიტერანმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიდან აეცილებინათ გაუგებრობა, რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა მთავრობის ერთერთი მოხელის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ საიდუმლო არმიები, დიდი ხანია, აღარ არსებობს. საფრანგეთის ერთერთი ყოველდღიური გაზეთიც ირწმუნებოდა, რომგლადიოსფრანგული ქვედანაყოფები სტალინის სიკვდილისთანავე გაუქმდა (1953 .) და, რასაკვირველია, აღარ არსებობდა იმ დროიდან მოყოლებული, რაც დე გოლი 1958 წელს პრეზიდენტად აირჩიეს.

საფრანგეთის პრესამ მთავრობის მხარე დაიჭირა, თავი აარიდა მწვავე შეკითხვებს, რადგან იმხანად საფრანგეთი სპარსეთის ყურეში საომრად ემზადებოდა. მედია მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც “გრგვინავდა ყველა ევროპული ქვეყნის გაზეთების სათაურებში”.

იტალიის პრემიერმინისტრმა ანდრეოტიმ დაუნდობლად ამხილა საფრანგეთის მთავრობის განცხადება, თითქოს ამ ქვეყანას არავითარი კავშირი არ ჰქონდაგლადიოსთან”. 1990 წლის 10 ნოემბერს მან ერთგვარი სიამოვნებითაც კი განაცხადა, რომ საფრანგეთის წარმომადგენელიც მონაწილეობდა ნატოს ზემოთ ნახსენები კომიტეტის სპეციალურ სხდომაში (ბელგია, ბრიუსელი, 1990 წლის 23 ოქტომბერი), რომელზეცგლადიატორებიციყვნენ წარმოდგენილნი.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან პიერ შევენმანმა, ანდრეოტის შეტევის ეფექტი რომ შეემცირებინა, არცთუ დამაჯერებლად მიანიშნა: “საფრანგეთის არმიას ეკავა უმოქმედობის პოზიცია, რომელიც, ვიცი, არასოდეს ყოფილა “თხუნელას” როლზე მეტი და საინფორმაციო ურთიერთობით შემოიფარგლებოდა”. როცა რადიოს კორესპონდენტმა ჰკითხა თავდაცვის მინისტრს, მოსალოდნელია თუ არა საფრანგეთში ისეთივე მასობრივი გამოსვლები, როგორიც “გლადიოს” შესახებ გავრცელებულ ცნობებს იტალიასა და ბელგიაში მოჰყვა, მან მშვიდად უპასუხა: “მე ასე არ ვფიქრობ”.

ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ მთავრობა ძალას არ იშურებდა, რათა არ დაეშვა “გლადიოს” მონსტრად წარმოდგენა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებდა”.

დიდ ბრიტანეთში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ყოველდღიურად აცნობებდნენ ცნობისმოყვარე პრესას, რომ, ალბათ, ვერ შეძლებდნენ უშიშროების საკითხების განხილვას: “ეს უშიშროების საკითხებია, რომლებიც არ განიხილება”; “უშიშროების შესახებ საუბარში მონაწილეობას არ მივიღებთ”. მაგრამ ბრიტანეთის პრესა განაგრძობდა “გლადიოს” შესახებ ხმების გავრცელებას და თავდაცვის მინისტრი ტომ კინგი შეეცადა, ყველაფერი ხუმრობის ლიანდაგზე გადაეყვანა: “არ მესმის, კერძოდ რას ეძებთ. ვშიშობ, რომ არაფერი ვიცი ამის შესახებ. უმჯობესია, სპარსეთის ყურის შესახებ გელაპარაკოთ”.

იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა ემზადებოდა ოპერაციისთვისქარიშხალი უდაბნოშიდა ომისთვის ერაყში, ბრიტანეთის პარლამენტმა უარი თქვა, დაეწყო საპარლამენტო გამოძიება ან ღია საპარლამენტო განხილვა და მხარი დაუჭირა ჯონ მეიჯორის მთავრობას. ჟურნალისტებმა ეს პოზიცია მწვავედ გააკრიტიკეს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ჰიუ შონესი წერდა: “უაიტჰოლის დუმილი და პარლამენტის წევრების მიერგლადიოსსაქმის სრული იგნორირება, რომელშიც დიდ ბრიტანეთს ცენტრალური ადგილი ეკავა, გამაოგნებელია”.

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრმა რუდ ლიუბერსმა, რომელმაც ეს თანამდებობა 1982 წელს დაიკავა, 13 ნოემბერს წერილი გაუგზავნა პარლამენტს და დაადასტურა, რომ მის ქვეყანაში არსებობდა “გლადიოს” საიდუმლო ქვედანაყოფები. ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ჩვენს ორგანიზაციას არ ხელმძღვანელობდა ნატო”. ამის შემდეგ მან და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რელუს ტერ ბიკმა დახურულ კარს მიღმა პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტს მიაწოდეს ინფორმაცია ყველაზე უფრო კონფიდენციური საქმეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო “გლადიოს” ქვედანაყოფების ნიდერლანდებში მოქმედებასთან. “ყოველი მომდევნო პრემიერმინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამის თაობაზე არაფერს ეუბნებოდნენ თავიანთი კაბინეტების წევრებს ან პარლამენტს. ასე იყო ყოველთვის”, _ განუცხადა პარლამენტს ლიუბერსმა და დასძინა, ვაამაყობ, რომ 30 წელიწადის განმავლობაში არ გავეცი საიდუმლოო.

გადაწყდა, არ ჩაეტარებინათ საპარლამენტო გამოძიება აღნიშნული საიდუმლო ქსელის საქმეზე.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here