შვეიცარიელმა მკვლევარმა დანიელ განსერმა გამოსცა წიგნი, დასახელებით: „ნატოს საიდუმლო არმიები: ოპერაცია „გლადიო“ და ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში“.
განსერის კვლევების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები იყენებდნენ რა ალიანსის სტრუქტურებს, 50 წლის განმავლობაში, ახდენდნენ ტერაქტების ორგანიზებას დასავლეთ ევროპაში, რომლებსაც შემდეგ „აწერდნენ“ მემარცხენე და უკიდურესად მემარცხენე მიმდინარეობის პარტიებს, რათა მოეხდინათ მათი დისკრედიტაცია.
ამჟამად, ეს სტრატეგია– False flag terorizm- მათ მიერ ასევე ფართოდ გამოიყენება, იმისთვის, რომ დანერგონ შიში მსოფლიოში ისლამის მიმართ და გაამართლონ ნავთობისა და გაზის საბადოების ხელში ჩაგდების მიზნით მიმდინარე ომები.
პროფესორი განსერი თავის წიგნში მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ნატო საიდუმლო არმიებს „ცივი ომის“ პერიოდში, დასავლეთევროპულ სადაზვერვო სამსახურებთან და პენტაგონთან მჭიდრო კავშირში, რანაირად ახდენდა ნეონაცისტური დაჯგუფებებიდან ჯაშუშების გადაბირებას, შემდგომ ამ დანაშაულის მემარცხენე ძალებზე გადასაბრალებლად და როგორ ახდენდა ტერაქტებს.
ფრანგული Voltairenet-ის ჟურნალისტი, სილვია კატტორი, რომელმაც ჩამოართვა ინტერვიუ პროფესორს, სვამს ასეთ კითხვას: „ ვიცით რა ყველაფერი ეს, ჩნდება კითხვა, არსებობს კი ისეთი რამ, რაც არ შეიძლება მოხდეს ამ ქვეყანაზე ჩვენი თანხმობის გარეშე“. „მნიშვნელოვანია კარგად ვაცნობიერებდეთ, რას წარმოადგენს სინამდვილეში დესტაბილიზაციის სტრატეგია და როგორ მუშაობდა ის მთელი ამ დროის განმავლობაში,- პასუხობს განსერი, – მხოლოდ ერთეულებმა იციან, რას გულისხმობს გამოთქმა- „დესტაბილიზაციის სტრატეგია“.
ეს არის ტაქტიკა, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი კონკრეტული დამნაშავე მხარის მიერ, მიეწერება ვინმე სხვას, პირს, ქვეყანას თუ ორგანიზაციას, რომელიც დამბრალებელი მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ მიზეზის თუ გარემოების გამო, განზრახ ხდება განტევების ვაცი.“
განსერის მიხედვით, ნატოს საიდუმლო სტრუქტურების მომარაგებას, დაფინანსებას და სწავლებას ახდენდა ცენტრალური სადაზვევრო სამმართველო, ბრიტანულ სადაზვევრო სამსახურ_ „მი-6“-თან ერთად, შესაძლო ომის შემთხვევაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში ტერაქტების მოსაწყობად.
ასე მაგალითად, იტალიის სპეცსამსახურები, უკვე 70-იანი წლებიდან იყენებდნენ საიდუმლო არმიებს ტერაქტების წასაქეზებლად, რათა შემდგომ მათ მოწყობაში კომუნისტები დაედანაშაულებინათ. იმ დროს, კომუნისტებს, ქვეყნის პარლამენტში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ძალაუფლება გააჩნდათ, ამდენად დესტაბილიზაციის სტრატეგიას უნდა მოეხდინა კომუნისტების დისკრედიტაცია-დასუსტება და ხელი უნდა შეეშალა კომუნისტების წარმომადგენლების აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვედრაში.
ფრანგი ჟურნალისტი გაკვირვებას გამოთქვამს: „დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენი მთავრობები დაყვნენ ნატოს, დასავლეთევროპულ სპეცსამსახურებს და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რითაც სრულად უგულვებელყვეს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება“.
განსერი განმარტავს: „ სწორედ ნატო არის ფარული „იატაკქვეშა ქსელის“ ცენტრი და ორგანიზატორი; ატლანტიკური კავშირის ფუნდამენტს, საიდუმლო დაგეგმვის კომიტეტი და ნატოს საიდუმლო კომიტეტი წარმოადგენენ, მათი არსებობა დღესდღეობით მკაფიოდაა დადასტურებული.
ტერორისტებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ულტრამემარჯვენე, ნეოფაშისტურ ორგანიზაციებს დაკითხვებზე განაცხადეს, რომ მათ საქმიანობაში მხარდაჭერას სპეცსამსახურები და ევროატლანტიკური ალიანსი ახორციელებდნენ. გენსერი განმარტავს: „თუმცა, როდესაც მივმართავდი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თუ ნატოს განმარტებების მისაღებად, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ზოგადი ფრაზებით: „ დიახ, შესაძლებელია არსებობდნენ კიდეც ზოგიერთი დამნაშავე ელემენტები, რომლებზეც კონტროლი დავკარგეთ“.
შვეიცარიელმა პროფესორმა, კვლევების მიმდინარეობისას, საიდუმლო არმიების კვალს მიაგნო არა მხოლოდ იტალიაში, არამედ საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, თურქეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში.
აღნიშნული სტრუქტურები, რომელთა საერთო დასახელებაა Stay behind (დარჩი მოწინააღმდეგის ზურგში), თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც პარტიზანული მოძრაობები, იმ შემთხვევისთვის თუ სსრკ დასავლეთ ევროპის ოკუპაციას მოახდენდა. თუმცა, შემდგომ ისინი გამოყენებულ იქნა სულ სხვა მიზნებისთვის.
ამ სტრუქტურების ფუნქციონირება განსაკუთრებით კარგადაა შესწავლილი იტალიაში, რასაც ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ 1990 წელს, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯულიო ანდრეოტიმ სახალხოდ აღიარა ორგანიზაცია „გლადიო“-ს ქვედანაყოფების არსებობა ქვეყანაში და მიუთითა მათ კავშირებზე ნატოსთან, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და ბრიტანულ დაზვერვა_ „მი-6“-თან. (აღნიშნული მოხსენება ანდრეოტიმ წარადგინა 1990 წლის 27 ოქტომბერს).
ცხადია , „გლადიო“მოქმედებდა არა მხოლოდ იტალიაში, იგივე ხდებოდა გერმანიაშიც. 1990 წელს, როდესაც სოციალ-დემოკრატებმა შეიტყვეს საიდუმლო არმიის არსებობის შესახებ, როგორც მათ ქვეყანაში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, დიდი ხმაური ატყდა და მათ აღნიშნულში ქრისტიან-დემოკრატები დაადანაშაულეს, რომლებმაც არც კი უარყვეს ეს ფაქტი და მხოლოდ საპასუხო ბრალდებებით უპასუხეს სოციალ-დემოკრატებს, კერძოდ, მათ სააშკარაოზე გამოიტანეს ის ფაქტი, რომ ვილლი ბრანდტის დროს, სოციალ-დემოკრატებიც იყვნენ გარეულნი ამ შეთქმულებაში.
1990 წლის ნოემბერში, ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა იმის შესახებ, რომ საიდუმლო არმიების არსებობა ევროპის რიგ ქვეყნებში, ისევე როგორც ზოგიერთი ამოუცნობი ტერაქტის, განმარტების და პასუხის გარეშე დატოვება, ყოვლად მიუღებელია და აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა წერილობითი პროტესტი გაუგზავნა როგორც ნატოს, ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ-უფროსს. თუმცა, რასაც ქვია- თემა მიჩქმალეს, რადგანაც არც ბუშს და არც ნატოს, საკუთარ „ბინძურ სამზარეულოში ქექვის“ კეთილი ნება არ აღმოაჩნდათ, რაც გასაგებიცაა- საქმე ხომ КГБ-ს სისასტიკეებს არ ეხებოდა- რაც დიდი ალბათობით დღემდე სალაპარაკო თემად ექნებოდა მავანს და მავანს. საზოგადოებრივი გამოძიება მხოლოდ იტალიაში, შვეიცარიასა და ბელგიაში ჩატარდა, სადაც გამოძიების შედეგებზე მოხსენებებიც კი გამოაქვეყნეს.
გენსერი, გვამცნობს, რომ საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტი მიტერანი სხვადასხვა ხრიკებით ცდილობდა არ დაეშვა აღნიშნული ფაქტების გასაჯაროება, იმ საბაბით, თითქოს და „ეს საქმე შორეულ წარსულს ეხება“. თუმცა იტალიის პრემიერმა ანდრეოტიმ სააშკარაოზე გამოიტანა მიტერანის ტყუილი: „ თქვენ, ფრანგები, ამბობთ რომ საიდუმლო არმიები უკვე აღარ არსებობენ, თუმცა თავად ესწრებოდით 1990 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ საიდუმლო თათბირს“. ამ მხილების შემდეგ მიტერანს მოუწია საკუთარი განცხადების საკმაოდ მნიშვნელოვნად კორექტირება. მოგვიანებით, ეს ფაქტი, საფრანგეთის სპეცსამსახურების ყოფილმა შეფმა პიერ ლაკოსტმაც დაადასტურა. მან, არა მხოლოდ აღიარა საფრანგეთის ტერიტორიაზე საიდუმლო არმიების არსებობის ფაქტი, არამედ აღნიშნა, რომ საფრანგეთი ტერაქტების მოწყობაშიც იყო გარეული.
განსერი აგრძელებს: „ 1953 წლის ირანის ტერაქტები, რომელთა ორგანიზატორად კომუნისტებს აცხადებდნენ, სინამდვილეში „ЦРУ“-ს და „მი-6“-ის მიერ იყო ორგანიზებული და მოწყობილი, რისთვისაც მათ აგენტ-პროვოკატორები გამოიყენეს. ტერაქტების რეალური მიზანი- მოხამედ მოსადას მთავრობის გადაყენება იყო (რაც გაკეთდა ნავთობზე კონტროლის კონტექტში).
1952 წელს, ეგვიპტეში მომხდარ ტერაქტებში თავდაპირველად მუსლიმები დაადანაშაულეს, სინამდვილეში მათში ისრაელის დაზვერვის- „Моссад“-ის ხელი ერია- რომელსაც ბრიტანული ჯარების ეგვიპტეში დატოვება სურდა!
„ამრიგად, ჩვენ ვფლობთ ისტორიულ მაგალითებს, რომლებიც მოწმობენ- დესტაბილიზაციის სტრატეგია და ოპერაცია „ყალბი ალამი“ გამოიყენებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მიერ. ასეთი ოპერაციების მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ავლენდნენ, რომლებიც ამ გზით მთელი ევროპის გაკონტროლებას ცდილობდნენ:
„პოლიტიკური კონტროლი, ვაშინგტონისა და ლონდონის სტრატეგიის ძირითად ელემნტს წარმოადგენს. Stay-behind-ის იტალიის ქსელის ექს-შეფ, გენერალ ჯერალდო სერავალეს, საკუთარ წიგნში ამის მაგალითიც მოჰყავს. კერძოდ, ის აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ აშშ პარტიზანების გადამზადებას არა სსრკ-ის შემოჭრის აღსაკვეთად ახდენდა, როგორც მათ ჰქონდათ გაცხადებული, არამედ კომუნისტი აქტივისტების გასაკონტროლებლად. აშშ შიშობდა, რომ კომუნისტები ისეთი ქვეყნების სათავეში მოვიდოდნენ, როგორიცაა: საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი. „დესტაბილიზაციის სტრატეგია“ სწორედ აღნიშნულის წინააღმდეგ საბრძოლველად , დასავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენის მოსაპოვებლად და მათ სამართავად იყო მოწოდებული“,- ამტკიცებს განსერი.
„ახლაც ხომ არ ვართ მსგავსი მეთოდების შემსწრენი? გუშინ ხდებოდა კომუნიზმის, დღეს კი ისლამის წინაშე შიშის ტირაჟირება?!“,- სვამს კითხვას სილვია კატტორი.
„დიახ, არსებობს საკმაოდ მკაფიო პარალელები“,- ეთანხმება მას განსერი და მაგალითის სახით მოჰყავს აშშ-ის მიერ მთელს მსოფლიოში ტირაჟირებული ტყუილი- „სადამ ჰუსეინის მიერ ქიმიური იარაღის ფლობის შესახებ და მის კავშირებზე ტერორისტებთან“- ამ დროს, ერაყში აშშ-ის შეჭრის რეალური მიზეზი- ენერგორესურსებზე კონტროლის დამყარება გახლდათ. ეს გეოლოგიური ფაქტია: ნავთობისა და გაზის ძირითადი საბადოები სწორედ მუსლიმანურ ქვეყნებშია კონცენტრირებული და ის, ვისაც მათი დაუფლება ანუ წართმევა სურს, იძულებულია საკუთარი ზრახვები მსგავსი მანიპულაციებით შენიღბოს.
„მოსახლეობას ვერ ეტყვი, რომ ნავთობის რაოდენობა მცირდება, ამის ნაცვლად, ის ერაყს უნდა წაართვა. ნავთობის გამო ადამიანების დახოცვა საზოგადოებისთვის მიუღებელია, აგრეთვე, არ შეიძლება მათთვის იმის თქმა, რომ კასპიის ზღვაში კონცენტრირებულია ნავთობის დიდი მარაგები და აშშ აპირებს მილსადენის გაყვანას ინდოეთის ოკეანემდე, მაგრამ რადგანაც სამხრეთით- ირანის თუ ჩრდილოეთით- რუსეთის გავლით, ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელია, მილსადენი უნდა გავიდეს აღმოსავლეთით- თურქმენეთისა და ავღანეთის გავლით, ამიტომაც სავალდებულოა ამ ქვეყნების და მათი ხელისუფლებების, სრულად გაკონტროლება, ამავდროულად, მუსლიმების ტერორისტებად გამოცხადება და მათგან მომდინარე საფრთხის ხელოვნურად შექმნა და ტირაჟირება. სწორედ ესაა თანამედროვე მიზნები, რომელთა განხორციელებაც ხდება ტრადიციული ინსტრუმენტებით- False flag operations (False flag terrorism) “,- განმარტავს განსერი.
განსერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ის ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ოფიციალურ ვერსიას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ, რომლებიც მისი ღრმა რწმენით, უამრავ წინააღმდეგობას თუ გასაოცარ მიჩუმათებას მოიცავს. „ჩემი სტუდენტები და სხვა ადამიანებიც, ხშირად მისვამენ ასეთ შეკითხვას: თუკი ეს „ტერორიზმთან ბრძოლა“ რეალურ კავშირშია ნავთობთან და გაზთან, ხომ არ წარმოადგენენ 11 სექტემბრის ტერაქტები მანიპულაციას?! იგივე კონტექსტში, უსამა ბენ ლადენზე განხორციელებული დარტყმა სწორედ იმ დროს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები მიხვდნენ რომ ნავთობის კრიზისი იწყებოდა, აგერთვე მრავალ ეჭვს ბადებს“.
„ინფორმაცია, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით ვფლობთ სიზუსტით არ გამოირჩევა. კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ 600 გვერდიან დასკვნაში (ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნებული 2004 წლის ივნისში- ავტ.), საერთოდ არ არის მოხსენიებული მესამე ცათამბჯენი, რომელიც იმავე დღეს დაემხო. კომისია საუბრობს მხოლოდ ორ ცათამბჯენზე (Twin Towers), მაშინ როდესაც იმავე დღეს, მესამე 170 მეტრიანი ცათამბჯენიც ჩამოინგრა, რომლის დასახელებაც იყო- WTC 7. ამ შემთხვევას მოიხსენიებენ როგორც მხოლოდ მცირე ხანძარს და ოფიციალურად თვლიან, რომ მცირე ხანძარი საკმარისი აღმოჩნდა ამ გაბარიტების სტრუქტურის ჩამოსაშლელად, რაც აბსურდია. 11 სექტემბრის მოვლენების ოფიციალური ვერსია და კომისიის დასკვნები დაუჯერებელია. არსებობს აგრეთვე საფუძვლიანი ეჭვები იმის შესახებ, რაც მოხდა სინამდვილეში პენტაგონში- წარმოდგენილ ფოტოსურათებზე არ ჩანს თვითმფრინავი, რომელიც შენობას შეეჯახა, რანაირად მოხდა მისი დაცემა შენობაზე-წარმოუდგენელია და ა.შ.
„სამაგიეროდ, დანამდვილებითაა ცნობილი, თუ როგორ გამოიყენეს ამერიკელებმა აღნიშნული ტერაქტები საკუთარი ინტერესებისთვის. „აშშ იბრძვის რათა ჩაიგდოს ხელთ ევრაზიული ბლოკის ენერგორესურსები, რომლებიც განლაგებულია „სტრატეგიულ ელიფსში“- აზერბაიჯანიდან, თურქმენეთისა და ყაზახეთის გავლით, საუდის არებეთამდე, ერაყამდე, კუვეიტამდე და სპარსეთის სრუტემდე. სწორედ ამ რეგიონში, სადაც მიმდინარეობს გამალებული „ბრძოლა ტერორიზმთან“, განლაგებულია ნავთობისა და გაზის უმნიშვნელოვანესი საბადოები. ჩემი ღრმა რწმენით, მიმდინარეობს გეოსტრატეგიული თამაში და ამ თამაშში ევროკავშირს მხოლოდ და მხოლოდ დამარცხება უწერია. რადგან, თუკი აშშ, ამ ენერგორესურსებს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარებს და ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდება, ისინი ეტყვიან ევროკავშირს: „თქვენ გინდათ ნავთობი და გაზი, სამაგიეროდ კი, ჩვენ გვსურს თქვენგან ესა და ეს.“ აშშ არ მისცემს უფასოდ ნავთობსა და გაზს ევროპის ქვეყნებს. მათ უნდა გამოიღვიძონ, მოვიდნენ გონზე და მიხვდნენ რანაირად მოქმედებს „დესტაბილიზაციის სტრატეგია“. ევროპის ქვეყნებმა ამერიკისთვის უარის თქმა უნდა ისწავლონ, რადგან სწორედ შიშია, რაც ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ, ადამიანებით მანიპულირებას უადვილებს“, – ასკვნის განსერი.
„ცივი ომის“ პერიოდში, False flag operations (False flag terrorism) -ის გამოყენებით ებრძოდნენ კომუნისტებს, ახლა კი, იგივე მეთოდებით სტრატეგიული მნიშვნელობის მიზნები მიიღწევა, მაშინ ლოგიკურია იმის დაშვებაც, რომ ზუსტად იგივე მეთოდები შესაძლოა აამოქმედონ გარკვეული ქვეყნების ხელმძვანელების პოლიტიკური დისკრედიატციისთვის. ტაქტიკა, რომლის არსიცაა: „დანაშაულებრივი ქმედებანი ჩადენილი თქვენს მიერ, მიეწეროს ვინმე სხვას“ გამოიყენება დღევანდელ რეალობაშიც. ეშინოდათ კომუნისტების- აწყობდნენ ტერაქტებს და აბრალებდნენ მათ. ეშინიათ ევროპაში რუსეთის საზღვრების გაფართოვების და მისი გავლენის გაძლიერების- ახდენენ კრემლის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების- პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ სხვა თანამდებობის პირების მკვლელობების ორგანიზებას, რასაც შემდგომ კრემლს აბრალებენ.
ქვემოთ წარმოდგენილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ BBC-ს მიერ მომზადებული საკმაოდ ვრცელი დოკუმენტური ფილმი, ნატოს მიერ მთელ მსოფლიოში განხორციელებული ტერორისტული საქმიანობის შესახებ:
https://www.youtube.com/watch?v=GGHXjO8wHsA
კონსტანტინე ჩიკვილაძე
ძალიან საინტერესო წიგნია.. ეჭვი არ მეპარება, რომ სსრკ-ს დაშლა მაგ საიდუმლო არმიებმა გამოიწვიეს…კარგად მახსოვს საქართველოს კომუნისტური პარტიის დამხობის მომენტები, როდესაც სასურსათო პრობლემები შეიქმნა! დედაქალაქში არ უშვებდნენ პროდუქტებით დატვირთულ ფურებს, რეფრეჟატორებს, დაცარიელდა მაღაზიები და გასტრონომები… ასე ხდებოდა რუსეთშიც და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, იმიტომ რომ ხალხს შეძულებოდა საკუთარი მთავრობები, ხელისუფლება და მიგვეღო ამერიკული ღირებულებები…. ხოო და მივიღეთ…ხოოო და ამიტომაც ვართ 27 წელია ერთ წრეზე ვბრუნავთ! ამიტომ ჩემთვის და ჩემი სამშობლოს მომავლისთვის ისევ ავირჩევდი საბჭოთა სოციალისტურ წყობა-სისტემას, რადგან უცხო სტრუქტურები, ორგანიზაციები, სიტყვები, გამოთქმები ყველაფერი შემოდგებულია . ამიტომაც სულ ჩიხში ვართ და არავითარი გასაქანი არ გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა განწირულები ვართ!