“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადება მოსამართლეების ზეწოლაზე ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩნდა”, _ განუცხადა 2030.ნეწს-ს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავამ.
მისი თქმით, პლენუმზე გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებს მიმართა, ხომ არ ხორციელდებოდა რომელიმე მათგანზე ზემოქმედება. ეს არავის დაუდასტურებია.