Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების ტელევიზია

განხეთქილების ტელევიზია

591

დასრულდარუსთავი 2”-თან დაკავშირებული დავის მორიგი რაუნდი; თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს უნდა დაუბრუნდეს. შემდეგი (და ბოლო) გაჩერება უზენაესი სასამართლოა. პროცესი კულმინაციას უახლოვდება და დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.

ამ თემის ანალიზი და მოდელირება საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ყველა სცენარი, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით, რეალიზებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

) განხილვა უზენაეს სასამართლოში არაფერს შეცვლის;

) საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მოახერხებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ხალვაშისთვის წილების დაბრუნებას დაბლოკავს.

თუ ამ ორი პუნქტიდან ერთ-ერთი მაინც არ შესრულდება, პროცესი საწყის წერტილს დაუბრუნდება და პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან დაიწყება. საზოგადოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ამ მოვლენებში, მისი ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის დაპირისპირება, სასამართლო სისტემაში ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების გავლენის პროეცირების თავისებურებები ცალკე და ძალზე საინტერესო თემაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, ალბათ, ამ საქმის სავარაუდო პოლიტიკური შედეგია.

აშშის ელჩის _ იან კელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ წინასარჩევნოდრუსთავი 2”-ის მენეჯმენტის შეცვლა ძალიან არასასურველად მიაჩნია, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების ანალოგიური შინაარსის კომენტარები მოჰყვა. “არჩევნებამდე “რუსთავი 2” თუ შეჩერდა ან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა (სააგენტი “პირველი”). პრეზიდენტის პრესსპიკერ ეკა მიშველაძის თქმით, “პრეზიდენტის ყველა შეხვედრაზე სტრასბურგსა და ბრიუსელში “რუსთავი 2”-ის თემა ინტერესის საგანი იყო. პრეზიდენტი თვლის, რომ ის, რაც ხდება “რუსთავი 2”-ის გარშემო, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე “რუსთავი 2”-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით” (“გურიანიუსი”). რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის კიდევ უფრო შორს წავიდა: “იქნებ ისე მოხდეს, რომ სასამართლო პროცესის დანიშვნა არ მოესწროს (არჩევნებამდე _ ავტ.)… თუ მოესწრება… მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნებოდა თუ დვალი, თუ ორივე ერთად, და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რაიმე ზარალს ნახავენ, პირადად ავუნაზღაურებდი. თუ მოხდა, რომ სასამართლო უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ” (ინტერპრესნიუსი).

შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი შედგა, ნაკლებად სავარაუდოა, ქიბარ ხალვაშმა ყოველივე ზემოთქმული არ გაითვალისწინოს და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ (თუ მოესწრება და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც მას სურს) ტელეკომპანიას დაუყონებლივ მიადგეს. ამას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, როცა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ პოსტსაარჩევნო შფოთვაც დასრულდება, თუმცა იმაზე ადრე, ვიდრე აქტუალური გახდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პრობლემატიკა. აქედან გამომდინარე, ცვლილებები “რუსთავი 2”-ში შეიძლება საახალწლო არდადეგების პერიოდში მოხდეს (პლუს-მინუს ერთი თვე).

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უბრალოდ, ამერიკელების ნების რეტრანსლირება მოახდინა და დაემორჩილა მას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოების აღნიშვნა. “ნაციონალური მოძრაობა”, რამდენიმე თვეა, დაუცხრომლად ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მთავარ მიზანს წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობის წართმევა და კრიტიკული სიუჟეტების დაბლოკვა წარმოადგენს. მენეჯმენტის შეცვლა არჩევნებამდე ამ მოსაზრებას გაამყარებდა და, რაც მთავარია, მისცემდა ნაციონალებს შესაძლებლობას, ორი “სამაიდნო” თემა გაეერთინებინათ:

) არჩევნების გაყალბება;

) “რუსთავი 2”-ის დაცვა.

ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საკითხია; ხელისუფლებიდან წასვლის მომენტიდან დღემდე სააკაშვილის ჯგუფი მუდამ ეძებდა თემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, სხვა პარტიებთან და არასამთავრობოებთან ეთანამშრომლათ, რათა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ივანიშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანებული ფართო ფრონტის არსებობის შთაბეჭდილება შეექმნათ. ისინი ცდილობდნენ, გამაერთიანებელ იდეად პროდასავლური კურსის დაცვა, აგრეთვე, სხვადასხვა სიტუაციურ კრიზისზე რეაგირება გამოეყენებინათ, მაგრამ ამაოდ _ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამას ერიდებოდნენ ისე, თითქოს ნაციონალები კეთროვნები ყოფილიყვნენ.

რუსთავი 2”-თან დაკავშირებული მოვლენები აღმოჩნდა პირველი თემა, რომელთანაც სხვა ძალებინაცმოძრაობისახლოს ყოფნაზე ნერვულად აღარ რეაგირებდნენ. ძნელი სათქმელია, ვინ დაუდგება გვერდითნაცმოძრაობას”, აშკარა სატელიტების გარდა, თუ ის არჩევნების გაყალბებაზე ყვირილს დაიწყებს და ამ ნიადაგზემაიდნისაგორებას შეეცდება. მსგავსი მხარდაჭერა უკანდახევას და თამაშიდან გასვლას ნაკლებად ითვალისწინებს და ამა თუ იმ პარტიის ლიდერების ბედსნაცმოძრაობისსცენარის რეალიზებას დაუკავშირებს. ასეთი რისკისთვის ყველა როდია მზად.

სულ სხვა საქმეა “რუსთავი 2”-ის მხარდაჭერა, სხვადასხვა პარტიის ლიდერები ამაზე იოლად თანხმდებიან, თავისუფალი სიტყვის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ და, შესაძლოა, ვარაუდობენ, რომ ამის სანაცვლოდ გარკვეულ “სატელევიზიო ბონუსებს” მიიღებენ (წინასაარჩევნო პერიოდში ეს განსაკუთრებით აქტუალურია). არჩევნების შედეგების გაყალბებისა დარუსთავი 2”-ის დაცვის თემების გაერთიანება ერთი საპროტესტო მოძრაობის ქოლგის ქვეშნაცმოძრაობას”, ასე თუ ისე, წარმომადგენლობითი ოპოზიციური ფრონტის ფორმირების შესაძლებლობას მისცემს, რომელიცმაიდნისწარმატებისთვის ერთერთი (მაგრამ არა ერთადერთი) აუცილებელი წინაპირობაა.

თქმულიდან გამომდინარე, ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი: ნაცმოძრაობისთვისსასურველია, რომ მისი პოსტსაარჩევნო პროტესტი დარუსთავი 2”-თან დაკავშირებული კრიზისის კულმინაცია ერთმანეთს დაემთხვეს ან, როგორც მინიმუმი, ერთმანეთისგან დიდად დაშორებული არ იყოს. ივანიშვილის ხელისუფლებას კი, სავარაუდოდ, ხელს აძლევს, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. მისთვის, დიდი ალბათობით, სასურველია, რომრუსთავი 2-ისხალვაშის კონტროლს ქვეშ გადასვლა (სოცქსელებში გაჩნდა ახალი სიტყვა _ “ქიბარიზაცია”) მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, რაც პოსტსაარჩევნო კრიზისი დაიძლევა, ხოლონაცმოძრაობისრესურსები მეტწილად ამოიწურება. ამ შემთხვევაში დრო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფაქტორის როლს ასრულებს. შესაძლოა, ეს გაცილებით სერიოზული პრობლემაა ივანიშვილისთვის, ვიდრე ნეგატიური ეფექტი, რომელსაცრუსთავი 2”-შიგვარამიას ეპოქისგახანგრძლივება ან ოპონენტების მიერ 2003-ში აპრობირებული სქემების გამოყენების მცდელობა მოუტანს.

ხელისუფლებას უჭირს უცხოელი პარტნიორებისთვის იმის დამტკიცება, რომ ის დისტანცირებულია სასამართლო პროცესისგან და საქმე მხოლოდ ყოფილი და ამჟამინდელი მფლობელების ქონებრივ დავას ეხება. დღეს ის ჯერ კიდევ 2011-ში დაშვებული შეცდომის შედეგებს იმკის. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ბიძინა ივანიშვილირუსთავი-2”-თან დაუსრულებელ პოლემიკაშია ჩაბმული. ის იმთავითვე აკრიტიკებდა სიუჟეტებს, წამყვანების ცალკეულ მოსაზრებებს თუ სარედაქციო პოლიტიკას მთლიანად და ტელეკომპანიას სააკაშვილის რეჟიმის რუპორად წარმოაჩენდა. ყოველივე ეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა და საბოლოოდ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ცხარე კამათი “რუსთავი 2”-თან ივანიშვილისთვის იდეა-ფიქსს წარმოადგენს. როდესაც ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა სავსებით ნეიტრალურ უცხოელ დამკვირვებლებსაც კი (სააკაშვილის გულშემატკივრებზე რომ არაფერი ვთქვათ) ბუნებრივად გაუჩნდა ეჭვი, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. თავის დროზე ემოციები რომ მოეთოკა, დღეს ხელისუფლება თავს, სავარაუდოდ, გაცილებით მშვიდად იგრძნობდა.

აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კიდევ ერთ მომენტზე _ XXI საუკუნეში ქვეყნის თუნდაც ყველა ტელეკომპანიის კონტროლი საზოგადოებრივი აზრის კონტროლს არ ნიშნავს. ეს არ ესმოდა სააკაშვილს, რაც მისი რეჟიმის კრახის ერთერთი მთავარი წინაპირობა გახდა. თუ ივანიშვილს ან მისი გარემოცვის წევრთ მიაჩნიათ, რომ მათთვის პრიორიტეტულიარუსთავი 2”-ის მენეჯმენტის შეცვლა და არა იმ ტექნოლოგიების დაუფლება, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე შედეგიანი არაპირდაპირი გავლენის შესაძლებლობას მისცემს, ეს ფატალური შეცდომაა.

ტროას ომზე შეთხზული მითებიდან ერთ-ერთის ინტერპრეტაციის თანახმად, რომელიც სტესიქორეს ეკუთვნის, ღმერთებმა მშვენიერი ელენე ეგვიპტეში გახიზნეს, ხოლო ტროაში მისი აჩრდილი გაემგზავრა. სწორედ მას ხედავდნენ ომის მონაწილეები და ამ აჩრდილის გულისთვის იხოცებოდნენ. “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ საქმეში მხარეები კონტროლისთვის იბრძვიან (და, შესაძლოა, არა იმდენად ტელეკომპანიისთვის, რამდენადაც მისი აუდიტორიისთვის), თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სინამდვილეში მთავარი პრიზი მხოლოდ კონტროლის ილუზიაა, აჩრდილი, რომელზეც არაგონივრულია ამდენი რესურსის დახარჯვა.

ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველა დანაშაული გამოძიებული არ უნდა იქნას ან ქონება კანონიერ მფლობელებს არ დაუბრუნდეს, მაგრამ, თუ ხელისუფლებაში ვინმეს ჰგონია, რომრუსთავი 2”-ის დაკარგვანაცმოძრაობასმნიშვნელოვნად დაასუსტებს (ან მთავრობის მდგომარეობას გააუმჯობესებს), სავარაუდოდ, ცდება. არსებობს სხვა საშუალებები და მათი გამოყენებით შესაძლებელია იმ ერთიანი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური სივრცის შედუღაბება, რომლებიც სააკაშვილის მიმდევრებს ერთმანეთთან აკავშირებს, თანაც ისე მჭიდროდ, რომ მათ ხშირად ტოტალიტარული სექტის წევრებს ადარებენ. ამ ერთიანობის დარღვევის ერთადერთი გზა _ ტოტალური დენაციფიკაციაა, რომლის გარეშე თვალები არავის აეხილება. ეს ძალზე მტკივნეული პროცესია, მაგრამ მის გარეშე საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ისევ პარალულურ რეალობაში, ერთგვარ “მატრიცაში” იცხოვრებს, ხოლო მათი ლიდერები გამოიყენებენ დემოკრატიულ გარემოს, რათა კაცთმოძულე ავტორიტარული რეჟიმი აღადგინონ. ამ ძირეული ცვლილებების გარეშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დარჩება “რუსთავი 2”, “სამტრედია 3” თუ “ჩხოროწყუ 4”, მაგრამ ხელისუფლება ამ ცვლილებისთვის, სავარაუდოდ, მზად არ არის. მან დენაციფიკაციასა და ბოროტებისგან გამიჯვნას მასთან თანაარსებობა არჩია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here