Home რუბრიკები პოლიტიკა რევოლუციის მოლოდინი

რევოლუციის მოლოდინი

637

არჩევნები მოდის. და რაც უფრო გვიახლოვდება, მით უფრო ხშირად ვნახავთ მიწაზე ყურდადებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც, თუ მოპოვებილი ხმებით არა, სხვა გზით მაინც ეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ყური მიწაზე უდევთ და ჩურჩულებენ:

_ მოდის!

მოდის გაცოფებული მღელვარება!

დელგმა!

ნიაღვარი!

ოოოხ! რევოლუცია!

მოდის!

თანამედროვე ციციკორეც იკითხავს გაოცებით:

_ შენა, ბიჭო, სულ გარეკე?

მიწასთან ჩახუტებული პოლიტიკოსი კი უპასუხებს:

_ აბა, ყური დაადე მიწას!

ყური დაუგდე, როგორ გუგუნებს!

ხომ იცი, რასაც ნიშნავს ეს?

რევოლუცია მოდის!

ხალხის გამარჯვება მზადდება!

ერთხელ უკვე “გაამარჯვებინა” ხალხს სააკაშვილმა და “რუსთავი 2”-მა, არც ახლა იქნება ამის წინააღმდეგი, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ცხელ წყალში ნარეცხი შალივით შედგა და ვეღარც “რუსთავი 2” კრებს ხალხს “თავისუფალი სიტყვის” დასაცავად.

ახლა ირაკლი ალასანია იმუქრება ქუჩის აქციებით, თუმცა რამდენ “ხარისხიან” ადამიანს გამოიყვანს, თვითონაც უნდა იცოდეს. “ქართული ოცნება” კი თამაზ მეჭიაურს, გოგი თოფაძესა და სოსო ჯაჭვლიანს ემიჯნება და ამით ცდილობს, დასავლეთი ერთგულებაში დაარწმუნოს, ხოლო ძველ და ახალ ოპოზიციას სალაპარაკო არ მისცეს. გული გულობდეს და ქადა ორივე ხელით იჭმევაო, _ ნათქვამია. ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს ლაპარაკს ვერ მოაშლევინებთ და იქნებ საკუთარ თანამებრძოლებთან (თანაც, საკითხავია, დანარჩენები თუ იყავით მათი თანამებრძოლები) მაინც არ გაგეფუჭებინათ ურთიერთობა! თუ რესპუბლიკელების გაშვებით ხმების მატებას ელით, სიმართლის მთქმელებისგან გამიჯვნა განა მეტს არ დაგაკარგვინებთ?!

ლაპარაკს წინ არაფერი უდგას და მეც კი, მრავლის მომსმენს და მნახველს, თუ კიდევ რაიმე გამაოცებდა, არ მეგონა. რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დავით ბერძენიშვილმა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები გაიხსენა და აი, რა განაცხადა: “2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა დღეისთვის, 2016 წლის ოქტომბრისთვის, როცა ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტი. 2003 წლის 2 ნოემბერს 7 კონკურენტუნარიანი პარტიიდან ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა ძალიან მაღალი, 7%-იანი ბარიერი გადალახა. ზოგს წაუყალბეს, ზოგს კარგად გაუყალბეს, შევარდნაძემ და აბაშიძემ ერთმანეთი აბალანსეს ქვემო ქართლსა და აჭარაში გაყალბებით, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ მაშინ პირველ ადგილზე გასული სუბიექტის პროცენტი დაახლოებით 25-26-ს არ აღემატებოდა”.

ბერძენიშვილს მეხსიერება ღალატობს _ იმხანად პირველ ადგილზე გასულმა შევარდნაძის ბლოკმა 21,33% მიიღო, მეორე და მესამე ადგილზეაღორძინებადანაციონალური მოძრაობაგავიდნენ, შესაბამისად, 20 და 19 პროცენტით (მეათედებზე ნუღარ დავხურდავდებით), მაგრამ სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვდა პირველ ადგილს დაგაყალბებისმოტივითრევოლუციამოაწყვეს. “გამარჯვებული ხალხისტელევიზია კი უტიფრად გაიძახოდა, შევარდნაძის მომხრე ადამიანი ვერ ვიპოვეთ, სტუდიაში რომ მოვიყვანოთო!

საკითხავია _ თუ “ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტი” ასეთი კარგი რამ ყოფილა, რისთვის მოაწყვეს ის რევოლუცია? თანაც, “გაყალბების” წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელებს სირცხვილის განცდაც არ გასჩენიათ, როცა ხელახლა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ხათუნა გოგორიშვილის გვერდით ჩაეწერნენ სიაში.

ბერძენიშვილი თანმიმდევრულად ასაბუთებს მრავალპარტიულობის სიკეთეს: “ქართული პარლამენტი, მისი 5-6-7 პოლიტიკური სუბიექტით წარმოდგენილი, როცა არც ერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა ცალკე აღებულს და ეს კარგია. საქართველო მიდის კოალიციისკენ. ეს არის მთავარი შედეგი ჩვენი ამ 4-წლიანი საქმიანობისა და ყველაზე კარგი სწორედ ეგ არის, რომ დღეს პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას ჰყავს ორპარტიული მთავრობა, მრავალპარტიული პარლამენტი და თვითმმართველობები და სამომავლოდ უკვე ცალ-ცალკე გასული პოლიტიკური სუბიექტები თავად წარუდგებიან ამომრჩეველს და ამომრჩეველი განსაზღვრავს, ვინ რა ღირს”.

ვინ რა ღირს, არჩევნებზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, არც რესპუბლიკელები და არცთავისუფალი დემოკრატებიივანიშვილს მილიონად აღარ უღირს, ეს 2012 წელს იყო ასე, როცა ერთად იყვნენ დაშუა გაკრიფეს”.

ბერძენიშვილის ლოგიკით, მრავალპარტიული პარლამენტიცუდიიყო 2003 წელს, მაგრამ კარგი იქნება ახლა, რადგან რესპუბლიკელებს დაწეული, 5%-იანი ბარიერის გადალახვის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ. და კიდევ ერთი პარალელი: დღეს პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიის ლიდერია და ვინძლო, რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმაციაში გამოადგეთ.

დავით ბერძენიშვილმა ასე დაალაგა ქართული პოლიტიკური სპექტრი: “დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი მიმართულებაა: ერთი არის პროდასავლური მიმართულების “თავისუფალი დემოკრატები” და რესპუბლიკელები. სწორედ ამ ორი პარტიის ფასი კარგად იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, როცა 2011 წლის ოქტომბერში, პირველ რიგში, რესპუბლიკელებსა და ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებს” დაუკავშირა თავისი პოლიტიკური პირველი ნაბიჯები. და სწორი აღმოჩნდა ის _ არა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური ვექტორის სწორად შერჩევის გამო, არამედ კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობის გამო”.

სიტყვაკვალიფიციურისმნიშვნელობა ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცისკვალიფიციურია პარტია, რომელმაც დამოუკიდებლად გადალახა საარჩევნო ბარიერი, ასეთი რამ კი არც რესპუბლიკელებისა და არცთავისუფალი დემოკრატებისპოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთხელაც არ მომხდარა. თუ მოედავები, “კვალიფიციურობასმაღალი კვალიფიკაციით ახსნის, აკი რესპუბლიკელები თვითაღიარებულიინტელექტუალებიარიან!

ერთი სიტყვით, ბერძენიშვილის შეფასებით, “დღესაც ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ საქართველოში 6-7 პოლიტიკური პარტია არის ძალიან კონკურენტუნარიანი, არის ფლანგი დასავლური – რესპუბლიკელების, “თავისუფალი დემოკრატების” სახით წარმოდგენილი, არის 17-18-20-პროცენტიანი ნიშა არაევროპული, ანტიევროპული, ღიად თუ ნაკლებად ღიად დეკლარირებულ-არადეკლარირებული პრორუსებისა _ ეს საპირისპირო ფლანგი და არის შუაში რაღაცა პოსტსაბჭოთა პარტია, როგორიც იყო მოქალაქეთა კავშირი და ვნახოთ, “ქართული ოცნებიდან” ჩვენ მივიღებთ ნამდვილ პოლიტიკურ პარტიას _ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელს, თუ იქნება დეკლარირებული ხაზი, როგორც შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირს” ჰქონდა პროდასავლური, მაგრამ რეალურად სისტემა და მათი სტილი არ იყო დემოკრატიული”.

ფსევდოპატრიოტები, ანტიდასავლელები, ლენინელები, სტალინელები, პრორუსები, დეკლარირებული, ნახევრად დეკლარირებული… ასეთია რესპუბლიკური რიტორიკა ამ წინასაარჩევნოდაც. პარტიები, რომლებიც მხოლოდ იმ დამსახურებისთვის ითხოვენ მხარდაჭერას, რომპროდასავლურებიარიან, უთუოდ ხვდებიან, რომ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ისიც მშვენივრად იციან, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პრორუსული ძალა არ არსებობს. არის დასაბუთებული მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს და საქართველო გამთლიანდეს.

ამის საპირისპიროდ, პროდასავლელები უკვე გვაგუებენ იმ აზრს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შეიძლება შევიდეს ნატოში. ამასდანარჩენი საქართველოს უსაფრთხოებითასაბუთებენ. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია: ეს პოლიტიკური პარტიები, წლებია, დასავლეთიდან საზრდოობენ, მათი ხელისუფლებაში მოყვანა მხოლოდ იქიდან დახმარებით არის შესაძლებელი და მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციასაც იქიდან ელიან. ქართველი ხალხი კი, მისი სურვილებითა და მოლოდინებით, მათ პოლიტიკურ დისკომფორტს უქმნის.

უკვე ყბადაღებული ამერიკული გამოკითხვები კიდევ ერთხელ ამტკიცებს რწმენას, რომ რევოლუციის მზადება დაწყებულია. ოკეანისგაღმელი ექსპერტებიც კი მიუთითებენ, რომ სააკაშვილის ლობისტების წინასწარი განცხადებები ერთადერთ მიზანს ემსახურება _ არჩევნების ჩატარებამდე არჩევნების დისკრედიტაციას. ყველასთვის უცნობმა კონგრესმენმა რასელმა ორიოდე კვირის წინათ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მხარდაჭერისკენ “ისე, როგორც ეს მოხდა ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების დროს 2003 წელს”.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი ასე გამოეხმაურა რასელის გამოსვლას: “ამ მიდგომის პრობლემა, როგორც ის გაისმა რასელის კომენტარში, მდგომარეობს იმაში, რომ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ცდილობენ იმაზე მეტის მოგებას არსებული სიტუაციიდან, ვიდრე ეს მათ რეალურად შეუძლიათ. მართალია, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ იდეას, რომ ივანიშვილი უპირობოდ ემორჩილება ვლადიმერ პუტინს, არავინ იზიარებს, გარდა თავად “ნაცმოძრაობისა” და მისი მხარდამჭერებისა ევროპელ და ამერიკელ მემარჯვენეთა შორის”.

რუსეთის თემით მანიპულირების მცდელობა, ნაციონალებისგან იქნება ეს თუ რესპუბლიკელებისგან, მხოლოდ ზრდის მათ მიერვე “პრორუსულად” მონათლული პოლიტიკური ძალების გამარჯვების შანსს, რადგან ქართველ ამომრჩეველს, ამგვარი დასავლელი მეგობრების შემხედვარე, უკვე არა მხოლოდ ამ პარტიების მიმართ, არამედ, საზოგადოდ, დასავლეთის მიმართაც საბოლოოდ უცრუვდება იმედი.

რამდენად მრავალპარტიული იქნება მომავალი პარლამენტი, ამომრჩეველი განსაზღვრავს, თუმცა ერთის თქმა უთუოდ შეიძლება: რევოლუციის ინსცენირება ერთობ რთული იქნება, რადგან ქვეყანაში არც რევოლუციური სიტუაციაა და არც რევოლუციის ლიდერები არიან. “ფერადიტექნოლოგიებიც გვარიანად მოძველდა და მიწაზე ყურდადებული პოლიტიკოსების ეპოქაც ისტორიას ჩაბარდა. სხვა მხრივ კი, ჩემო დათო, ვერაფრით დაგეხმარები: მრავალპარტიული პარლამენტი უნდა შეგეშნოთ 2003 წელს, ახლა ისევ სააკაშვილთან თუ გაერთიანდებით, თორემ ძალიან ბევრნი ხართ, ვინც პროდასავლურ ელექტორატზე ნადირობთ, და ხმებს მხოლოდ ერთმანეთს თუ წაართმევთ!

ნანა დევდარიანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2003 წელს

1 COMMENT

  1. ასეთმა პიროვნებებმა, პარტიების და საერთოდ პარტიული ცხოვრების დისკრეტიდირება
    მოახდინეს, პარტია გაიგივდა თაღლითების გუნდთან. გადამგდებები, აფერისტები,
    ვაზელინები, აი პარტიულ მოღვაწეთა ზედმეტსახელები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here