Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

584

აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ექსსპიკერი პედოფილიაში დაადანაშაულეს

აშშის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ექსსპიკერი, დენის ჰასტერტი, მცირეწლოვანთა გარყვნაში დაადანაშაულეს. ილინოისის შტატის პროკურატურამ სასამართლოს ამა წლის 9 აპრილს გადასცა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია, როგორ ცდილობდა პოლიტიკოსი 4 მოზარდის გარყვნას.

კონგრესმენს, რომელიც შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრობამდე ქალაქ იორკვილის (ილინოისის შტატი) სკოლაში სპორტის ერთ-ერთი სახეობის მწვრთნელად მუშაობდა, ბრალი დაზარალებულთა ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს. ცნობილია, რომ 4 მათგანი მამრობითი სქესისაა.

2015 წლის 28 მაისს სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ ანგარიშებით ყოფილი კონგრესმენისა, რომელმაც 2010-2014 წლებში თავისი საბანკო ანგარიშიდან 1,7 მლნ დოლარი გადაურიცხა პიროვნებას, რომელიც, როგორც ჩანს, აშანტაჟებდა. დენის ჰასტერტმა მხოლოდ 2012 წელს 106 საფინანსო ოპერაცია განახორციელა და სწორედ ამან მიიპყრო საგადასახადო სამსახურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელთა ყურადღება.

დენის ჰასტერსი, რომელიც ამჟამად 74 წლისაა, 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას (ქვეყნის სახელისუფლო იერარქიაში ეს მნიშვნელობით მესამე პოსტია პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის შემდეგ), კონგრესმენი კი 20 წლის განმავლობაში იყო _ 1987-დან 2007 წლამდე.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/otxi-shvilis-mama-universit.jpg

ოთხი შვილის მამა გეიქორწინების გაკრიტიკების გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს

შეფილდის უნივერსიტეტის სტუდენტიფეისბუქშიერთნაირსქესიანთა ქორწინების გაკრიტიკებისთვის სასწავლებლიდან გარიცხეს.

2015 წლის სექტემბერში 38 წლის ფელიქს ნგოლმა _ შეფილდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, რომელიც სოციალური მუშაკის სპეციალობას ეუფლებოდა, “ფეისბუქში” გამოაქვეყნა თავისი კრიტიკული თვალსაზრისი გეიქორწინებებზე: “მე მხარს ვუჭერ კიმ დევისს _ კენტუკელ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ციხეში ჩასვეს იმისათვის, რომ უარი განაცხადა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციაზე”.

ამას გარდა, ფელიქსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას დაურთო ციტატა ბიბლიიდან (“ლევიანელთა”), რომელშიც ნათქვამია, რომ ჰომოსექსუალიზმი საზიზღრობაა.

ორი თვის შემდეგ ოთხი შვილის მამამ უნივერსიტეტიდან მიიღო წერილი თხოვნით მისი საქციელის განხილვაში მონაწილეობაზე, შემდეგ კი უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/evangelisturi.jpg

გერმანიის ევანგელისტური ეკლესიის სინოდმა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება დააკანონა

ევანგელისტური ეკლესიის გადაწყვეტილებით, ბერლინში, ბრანდენბურგსა და სილეზიაში ჰომოსექსუალური წყვილები მალე მიიღებენ ევანგელისტურ ეკლესიებში ჯვრისწერის უფლებას _ ეს გადაწყვეტილება 9 აპრილს მიიღო ბერლინბრანდენბურგსილეზიის ევანგელისტური ეკლესიის სინოდმა ხმათა უმრავლესობით.

უფრო ადრე ანალოგიური კანონი მიიღეს ჰესენ-ნასაუსა და რეინლანდის ევანგელისტურმა ეკლესიებმა.

ახალი საეკლესიო კანონი 2016 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nervegiel-mgvdelmsaxurebs.jpg

ნორვეგიელ მღვდელმსახურებს ჰომოსექსუალი წყვილების ჯვრისწერის ნება დართეს

ნორვეგიაში ლუთერანული ეკლესიის სინოდმა მღვდელმსახურებს გეებისა და ლესბოსელების ჯვრისწერის ნება დართო. როგორც ეკლესიის ოფიციალური პორტალი იუწყება, ეს გადაწყვეტილება სინოდის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს.

ნორვეგიის ლუთერანული ეკლესიის 88 წევრმა (115-დან) მხარი დაუჭირა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ჯვრისწერის ნებართვის მიცემას. ამასთანავე, ეკლესია შეიმუშავებს სპეციალურ ლიტურგიას, რომელსაც ასეთ “საზეიმო” შემთხვევებში გამოიყენებენ.

 ნორვეგიელი პოლიტიკოსები გაახარა ლუთერანული ეკლესიის რევოლუციურმა გადაწყვეტილებამ: “ეკლესია ყველასთვის უნდა არსებობდეს… ეს ეკლესიის სინოდის ისტორიული გადაწყვეტილებაა”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ერნა სულსბერგმა.

სკანდინავიელ მღვდელმსახურებს ისღა დარჩენიათ, ცხოველებთან ქორწინებაც დააკანონონ, შემდეგ კი პედოფილიის მიმართაც გამოიჩინონ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა _ “ევროპული დემოკრატიის” მომხრეები რა სანქციას დაუწესებდნენ უფალს სოდომისა და გომორას დაწვის შემდეგ? იქაც რომ ყველაფერი ასე დაიწყო?

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here