Home რუბრიკები საზოგადოება თუ გსურთ დაწინაურება ქართულ ჯარში _ მიიღეთ მონაწილეობა ჯარისკაცის დამცირება-წამებაში!

თუ გსურთ დაწინაურება ქართულ ჯარში _ მიიღეთ მონაწილეობა ჯარისკაცის დამცირება-წამებაში!

1122

ეს სამარცხვინო ამბავი მოხდა მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრის სავარძელი ეკავა მინდია ჯანელიძეს

ხსენებულ სამინისტროში არის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა, რომელიც თბილისში, მოსკოვის პროსპექტზეა განთავსებული. ეს ბაზა განთქმულია იმით, რომ იქ, როგორც ამბობენ, შრომობენ ქვეყნის სამხედრო უწყებაში მომუშავე მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, თანაუბნელები, თანასოფლელები და ა.შ. ამ ობიექტს მეთაურობს პოლკოვნიკი ილია ლუტიძე. ბატონი ჯანელიძის მინისტრობისას ბაზის შტაბს უფროსობდა პოლკოვნიკი მაჭავარიანი. ერთხელაც ბაზის მეთაურსა და შტაბის უფროსს შორის “შავმა კატამ” გაირბინა და დრო და დრო თავს იმით იქცევდნენ ხოლმე, რომ ერთმანეთს საბოტაჟს უწყობდნენ, რაც, რასაკვირველია, ბაზაზე არაჯანსაღ ვითარებას ქმნიდა; და, აი, ასეთ არაჯანსაღ ატმოსფეროში მოუწია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა რიგით ერიკ კარაპეტიანს. აღსანიშნავია, რომ ერიკ კარაპეტიანმა ჯარში მსახურება თავისი ნებით დაიწყო. ის არ იყო გაწვეული კომისიის მიერ. კარაპეტიანი ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული _ 3200-მეტრიან დისტანციას 12 წუთში ფარავდა. ახალგაზრდას ჰქონდა სურვილი, სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ დარჩენილიყო შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ რიგითი კარაპეტიანიორი გველეშაპის” _ ლუტიძისა და მაჭავარიანის დაჯახების მსხვერპლი გახდა. როგორც ქართველებს გვჩვევია, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, იმის მაგივრად, საქმე ხუთიანზე შევასრულოთ, დაკავებულნი ვართ ჩვენ გარშემო ე.წ. ახლობლების შემოკრებით, რომელთა უმრავლესობა არც ისე მაღალი ინტელექტით გამოირჩევა, სამაგიეროდ, “პატრონის” ძაღლივით ერთგულია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სამინისტროები კლანებად არის დაყოფილი _ ეს იმის კაცია, ეს _ ამის… ამ სენით დაავადებული იყო პოლკოვნიკი მაჭავარიანიც. მის გარემოცვაში გახლდათ სერჟანტი გიორგი ქარუმიძე, რომელმაც აუხსნელი მიზეზის გამო ამოიჩემა რიგითი ერიკ კარაპეტიანი. ეს სერჟანტი მსახურობდა აღრიცხვის განყოფილებაში და პირად შემადგენლობასთან შეხება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქარუმიძე ღამით რჩებოდა ყაზარმაში, რაც მას, საერთოდ, არ ევალებოდა, და იწყებდა რიგითი კარაპეტიანის, რბილად რომ ვთქვათ, შევიწროებას: აყენებდა საწოლიდან, აძალებდა მას აზიდვების (.. ატჟიმანიების) გაკეთებას; შემდეგ აფურთხებდა სახეში, აგინებდა დედას და ეს უმსგავსობა თითქმის ყოველდღე მეორდებოდა. ასეთი დამცირების შემდეგ, ერიკ კარაპეტიანმა უარი თქვა საკვების მიღებაზე, ანუ დაიწყო შიმშილობა. საპასუხოდ ქარუმიძემ რიგითი კარაპეტიანი ძალის გამოყენებით შეიყვანა სასადილოში და უბრძანა, დაეთვალა სხვისი ლუკმები, მერე კი მისთვის მოეხსენებინა. ეს ყველაფერი ერიკ კარაპეტიანმა უამბო ასეულის მეთაურს _ ვეფხია ივანიძეს, რომელმაც, რატომღაც, სერჟანტ ქარუმიძის მხარე დაიჭირა, ხოლო მომჩივანს, არც მეტი, არც ნაკლები, სპერმა უწოდა. ივანიძე ამით არ დაკმაყოფილდა. ერთხელ შეამჩნია, რომ კარაპეტიანი კოჭლობდა. შეეკითხა, რატომ კოჭლობო? _ ჩექმა მიჭერს და ფეხზე ბებერა მაქვსო, _ აუხსნა კარაპეტიანმა. ივანიძემ არ დაუჯერა, _ შენ ხარ აფერისტიო და კუთხეში დააყენა, გაახდევინა ჩექმები, შემდეგ კი უბრძანა, ბაზის ტერიტორიაზე ფეხშიშველა ევლო. ეს ამბავი ივანიძემ პოლკოვნიკ მაჭავარიანს მოახსენა. უცნობია, ეს მაჭავარიანის იდეა იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ პოლკოვნიკთან საუბრის შემდეგ ასეულის მეთაურმა ივანიძემ კარაპეტიანს ჩექმები კისერზე დაჰკიდა, შემდეგ შეიყვანა სასადილოში და უბრძანა, ასე ესადილა…

ბაზაზე მსახურობდა ოცეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი ლევან კობაიძე, რომელიც სახელმწიფო ბოროტმოქმედის, მიხეილ სააკაშვილის, რეჟიმის ბობოქრობის პერიოდში უსამართლოდ იყო დაპატიმრებული. კარაპეტიანმა თავისი გასაჭირი კობაიძეს გაუზიარა. აღშფოთებული კობაიძე მივიდა ასეულის მეთაურ ვეფხია ივანიძესთან, გამოაძახებინა მას სერჟანტი ქარუმიძე და კატეგორიულად მოსთხოვა ორივეს, შეეწყვიტათ კარაპეტიანის დამცირება. ივანიძეც და ქარუმიძეც დაჰპირდნენ ლეიტენანტ კობაიძეს, რომ კარაპეტიანს ხელს აღარ ახლებდნენ, მაგრამ დაპირება არ შეასრულეს _ კარაპეტიანის დამცირება-წამებას “ჩვეულ რეჟიმში” განაგრძობდნენ, როდესაც კობაიძე ბაზის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა ან განაწესში იყო. რიგითი ერიკ კარაპეტიანი იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ თვითმკვლელობა გადაწყვიტა და ეს განზრახვა მეგობრებს გაუმხილა. ამის სისრულეში მოყვანას კი სადარაჯო საგუშაგოზე აპირებდა, სადაც ან თავს ჩამოიხრჩობდა, ან ავტომატიდან გასროლით ბოლოს მოუღებდა ღირსების შელახვას. ამის თაობაზე უფროსმა ლეიტენანტებმა კობაიძემ და დავით ნემსაძემ, რომელიც ბაზაზე საბრძოლო მომზადების საგანს კითხულობდა, ჯარისკაცებისგან შეიტყვეს. კობაიძემ ეს ამბავი მოახსენა შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ მაჭავარიანს, ხოლო ნემსაძემ კარაპეტიანთან გასაუბრებისთანავე საქმის კურსში ჩააყენა სამხედრო პოლიციის ოფიცერი მევლუდ რაზმაძე. მაჭავარიანთან ჩივილს, როგორც ვიცით, აზრი არ ჰქონდა, რაც შეეხება სამხედრო პოლიციის წარმომადგენელს _ რაზმაძეს, მანაც არავითარი ზომები არ მიიღო, რითაც ისარგებლა სერჟანტმა ქარუმიძემ: “ყოჩაღი” სერჟანტი მიადგა საგუშაგოზე მდგომ კარაპეტიანს, უშვერი სიტყვებით მიმართა და გაუპატიურებით დაემუქრა… არადა, წესდებაში ასეთი მუხლია: გუშაგის ღირსება დაცულია კანონით”. ეს არის ის მუხლი, რომელიც უმთავრესია საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, ანუ ჯარისკაცის დამცირება, როდესაც ის საბრძოლო ამოცანას ასრულებს, არის მიზანმიმართული ღალატი საკუთარი ქვეყნისა.

კობაიძემ და ნემსაძემ საქმის კურსში ჩააყენეს ბაზის იურისტი მიხეილ თევდორაძეც, მაგრამ იურისტიც “უძლური” აღმოჩნდა. უფროსმა ლეიტენანტებმა “კარაპეტიანის საქმეზე” მოახსენეს ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ილია ლუტიძეს, მაგრამ ის, სამწუხაროდ, კარაპეტიანისთვის თავისი მობილურის ნომრის მიცემით დაკმაყოფილდა, _ თუ რაიმე პრობლემა გექნება, დამირეკეო. არადა, ბატონ პოლკოვნიკს უნდა სცოდნოდა, რომ პირად შემადგენლობას, ჯარისკაცებს, რომლებიც მსახურობენ შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე, ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები, მაშასადამე, კარაპეტიანი მას ვერ დაუკავშირდებოდა. წესით და რიგით, პოლკოვნიკ ლუტიძეს უნდა მიემართა ისეთი სამართლებრივი ნორმისთვის, რომელიც სადისციპლინო წესდებით განსჯიდა იმ პირებს, რომლებმაც კარაპეტიანს ღირსება შეულახეს და აწამეს, ასევე, მათ, ვინც ამ დანაშაულის დაფარვა სცადა, მაგრამ პოლკოვნიკმა ეს არ გააკეთა.

კობაიძე და ნემსაძე მიხვდნენ, რომ ბაზის ტერიტორიაზე სამართლიანობისთვის ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ მიმართეს სამხედრო პოლიციის უფროსს _ ლევან გაბუნიას. თავის მხრივ, ლევან გაბუნიამ ოპერატიულად დაიწყო ამ საქმეში გარეული პირების გამოძახება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც, მაგრამ გამომძიებელმა მაისურაძემ ამ საქმეს მსვლელობა არ მისცა. მართალია, ინფორმატორები ამტკიცებენ, ლევან გაბუნიამ კარაპეტიანი, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინაო (ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ლევანს), მაგრამ გასაკვირია ის, რომ გამოძიებას სვლა არ მისცა მისმა უშუალო ხელქვეითმა მაისურაძემ.

ამასობაში კი ბაზის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მაჭავარიანმა გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინაპრობლემურიერიკ კარაპეტიანი. მისი არაოფიციალური ჩარევით, რიგითი კარაპეტიანი ორჯერმიავლინესგორის სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ ორჯერვე გაუცრუვდა იმედი მაჭავარიანს _ ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ რიგითი კარაპეტიანი ფსიქიკურად ჯანმრთელია. მაჭავარიანმა საარაკო სიჯიუტე გამოიჩინა და მისი, როგორც ამბობენ, ფარული ჩარევის შემდეგ, კარაპეტიანი კვლავ გაამგზავრეს ჰოსპიტალში, სადაც მოულოდნელად შეურაცხადად ცნეს. ფსიქიატრების ახალი ვერსიით, კარაპეტიანს თურმე ოჯახური პრობლემები ჰქონია და ეს შეურაცხადობა მას დამართეს არა ბაზაზე, არამედ ოჯახში.

პატივცემული ფსიქიატრების მიმართ ჩნდება შეკითხვები: 1. როგორ გაეცით ორჯერ ცნობა, რომ კარაპეტიანი ფსიქიკურად ჯანმრთელია?

2. როგორ მოახერხეს მისმა ოჯახის წევრებმა ამ საღსალამათი ადამიანის მოკლე ხანში (ოთხ თვეში) გაგიჟება, და ეს იმ დროს, როდესაც კარაპეტიანი მსახურობდა და ცხოვრობდა ბაზაზე და თავის სახლში ფიზიკურად არ იმყოფებოდა? და მთავარი _ ერიკ კარაპეტიანს გორის ჰოსპიტლის მესამე დასკვნაზე ხელი არ მოუწერია.

როგორც მოგახსენეთ, ეს ამბავი დატრიალდა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში. მინისტრი შეიცვალა, მაგრამ თინა ხიდაშელის მინისტრობისას ამ წერილის “გმირები” დაწინაურდნენ. მაგალითად, პოლკოვნიკი მაჭავარიანი გადაიყვანეს უფლისციხის ბაზაზე მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად, შემდგომ მეთაურად დანიშვნის მიზნით. საინტერესოა, რომ მის ადგილზე _ შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად (აქაც დანიშვნის მიზნით) მიიყვანეს პოლკოვნიკ ლუტიძის მეგობარი, მაიორი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც დაუფარავად აცხადებს, რომ მას მფარველობენ მინისტრ ხიდაშელის აპარატის წარმომადგენლები. რაგორც ამბობენ, მაიორი შაიშმელაშვილი გამოირჩევა “დახვეწილი” ბილწსიტყვაობით როგორც ჯარისკაცების, ასევე მათი მშობლების მიმართ, რასაც ადასტურებს მეთაურის სახელზე დაწერილი ერთ-ერთი ჯარისკაცის დედის საჩივარი შაიშმელაშვილის უმსგავსო საქციელის გამო. შაიშმელაშვილზე გენერალურ ინსპექციაშიც ჩივიან ბაზის სხვადასხვა რანგის ოფიცრებიც.

როგორც ხედავთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრების გამოცვლა დისციპლინასა და სამხედრო წესრიგზე არანაირად არ ასახულა და ქართული არმია “წარმატებით” განაგრძობს ხრწნას.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. თქვე არამზადებო! ჩვენი ჯარისკაცების გინებას, სამშობლოდაგეცვათ, გარე და შიგა მტრე-
    ბისგან, აბა ერთი ბაზის გარეთ შეაგინეთ ვინმეს, გაგიერთიანაბენ მაგ ღორულ სიფათებს.

  2. აუცილებელია საპარლამენტო კომისიისშექმნა! რაზეც არა ერთხელ ილაპარაკა ბატ. სესიაშვილმა!..მაგრამ ეს იყო მანამ სანამ ისგახდებოდა პარლამენტის წევრი ! ისროგორც უფლებადამცველი მოვიდაპარლამენტში სადაა მერე ჯარისკაცისდა ოფიცრის უფლებები ?!

  3. დასასჯელია ბაზის მეთაური, შტაბის უფროსი, ბაზის სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი , ასეულის მეთაური, სერჟანტი რომელმაც ესგბედა დასაჭერია და ის აეულის მეთაურიც მისაყოლებელია ზედ…

    მე ვიცნობიმ ბაზაზე არსებულ სიტუაციას და შემიძლია ვთქვარომ ახლაიქ უარესი ხდება იმიტომ რომ ის ბიჭები ვინც ჯრისკაცებს მკერდით იცვდნენ სამსახურიდან გაყარეს

  4. მინდია ჯანელიძეს რომ ადებთ ხელს, ჯანელიძე სულ რამოდენიმე თვე იყო მინისტრი, ეგ ხალხი კი მანამდე მსახურობდა. ირაკლი ალასანია და მისი წინამორბედების მოყვანილია ეს ხალხი, ვინც ნამდვილი ბოროტმოქმედები არიან..!!! – დაანებეთ თავი ჯანელიძეს! – ადვილი მისახვედრია ვის საწინააღმდეგოდ იხრება ეხლა ეს თქვენი სტატია …

  5. უტიძე უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ მაშინ როცა მაგ ბაზიდან ხალხი გაყარა და მისი სოფლელებით აავსო ყველაფერი. შორს ნუ მიდიხართ შეეკითხეთ თავად პირადი მძღოლი მიტო გააგდო მისი სოფლელი და ნათესავი რომ დაესვა იქ მოიძიეთ ეს ფაქტი თუ ტყვილი აღმოვჩნდები ბოდიშს მოვიხდი აქვე

  6. ასე ხდრბაროცა ძაღლის მაგივრად კატა ყეფს, 6000 მდე ოფიცერი ტუილად გაყარეს ჯარიდან და ისეთები დატოვეს ომს კიარა ფრემბურთს ცერ მოიგებენ…
    არმიის ჩამოშლა მიდის დოა შეწყდეს ეს უმსგავსობა

  7. Zustadac undat mtrebs ro qartuli jari gansdgurdes da advilad gadagviaron magram ar egirsebat, da adeti umsgavsoba roca xdeba ketili inebos ufrosobam da yuradgeba miakcion gasukebuli trakebit ro zian savardzlebshi da chamen xalxis fulebs

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here