Home რუბრიკები პოლიტიკა გაყალბებული რეიტინგები და ბარბაროსული სულები

გაყალბებული რეიტინგები და ბარბაროსული სულები

696

გასულ კვირას საზოგადოება ორ ძირითად თემაზე მსჯელობდა _ ფარული ჩანაწერების მორიგ გასაჯაროებასა და ამერიკული ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (შემდგომ _ “ენდიაი”) პოლიტიკურ რეიტინგებზე; ორივე შემთხვევაში დისკუსიისას გამოიყენებოდა ისეთი ტერმინები, თითქოს საქმე პორნოგრაფიის გავრცელებას ეხებოდა.

ოთხი წლის წინათ, 2012-ის გაზაფხულზე, “ენდიაიგვარწმუნებდა, რომნაციონალურ მოძრაობასმხარს გამოკითხულთა 47% უჭერს, “ქართულ ოცნებასკი _ 10%, ხოლოსიმპათიის რეიტინგში” “ქრისტიანდემოკრატებისლიდერი გიორგი თარგამაძე 14%-ით უსწრებდა ბიძინა ივანიშვილს (54%-40%). ტერმინი “ბოდვითი რეიტინგი” საქართველოში, სავარაუდოდ, სწორედ ამ ციფრების გამოქვეყნების შემდეგ დამკვიდრდა. მომდევნო თვეებში მოხდა ციფრების მცირე კორექცია რეალობის სასარგებლოდ, თუმცა, 2012 წლის სექტემბერში, როდესაც ოპოზიციის გამარჯვებამდე სამიოდე კვირა რჩებოდა, “ენ-დი-აიმ” შემდეგი ციფრები გამოაქვეყნა: “ნაცმოძრაობა” _ 37%, “ოცნება” _ 12% (ივლისის მონაცემებთან შედარებით ეს ნიშნავდა პლუს 1%-ს პირველისთვის და მინუს 6% _ მეორისთვის). შემდეგ იყო არჩევნები და სააკაშვილის რეჟიმის კრახი. კიდევ ერთხელ გავიაზროთ ეს მომენტი: არჩევნებამდე სამი კვირით ადრეენდიაიმ”, სხვა სოციოლოგიური მონაცემების საპირისპიროდ, დამარცხებულ პარტიას სამჯერ(!) უფრო მაღალი მაჩვენებელიდაუხატა”, ვიდრე გამარჯვებულს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, მსოფლიოს სოციოლოგიის ისტორიაში მსგავსი არასოდეს არაფერი მომხდარა.

აქედან გამომდინარე, სიტყვები “ენ-დი-აის რეიტინგი” იმ პერიოდში სიცრუისა და სიყალბის სინონიმად იქცა. მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ თემის სერიოზულ განხილვას დავუბრუნდებოდით.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 2012 წლის “ბოდვითი რეიტინგები” გარკვეულ მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს. I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ფართოდ გავრცელებული იყო ლეგენდა “ზურგში ჩაცემული დანის” შესახებ _ შეთქმულების თეორია, რომელიც პასუხისმგებლობას გერმანიის დამარცხებაზე, კაიზერის ხელისუფლების ნაცვლად, სოციალ-დემოკრატებს აკისრებდა, ხოლო ანტისემიტები მას ებრაელების წინააღმდეგ იყენებდნენ. ამ თეორიის თანახმად, გერმანულ არმიას გამარჯვებას ორიოდე ნაბიჯი აშორებდა, როდესაც მოღალატეებმა ბერლინში გადატრიალება მოაწყვეს, შემდეგ კი ზავის სამარცხვინო პირობებს დათანხმდნენ. ცხადია, რეალობასთან ამას საერთო არაფერი ჰქონდა, გერმანიის კრახი გარდაუვალი იყო, მაგრამ ეს თეორია წლების განმავლობაში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ნაცისტური პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცა. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ბანაკში დაახლოებით იგივე ხდება; პარტიის ლიდერებს ხელს აძლევთ, რიგით წევრებს სჯეროდეთ, რომ 2012-შინაცმოძრაობაგამარჯვებისკენ მიდიოდა და მარცხი მხოლოდ .. დადგმული ვიდეოების (ასე უწოდებენ) მოულოდნელმა გამოქვეყნებამ გამოიწვია. ეს ძალზე მოსახერხებელი თეორიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ იმის აღიარება, რომ საკუთარი არაკომპეტენტურობისა და მართვის სადისტური სტილის გამო დამარცხდნენ. “ენ-დი-აის” 2012 წლის რეიტინგები ამ კონსპიროლოგიურ კონსტრუქციას ამყარებს და ბევრ “ნაციონალს” დღესაც სჯერა, რომ “ენ-დი-აის” ციფრები ბოლო მომენტამდე ობიექტურ რეალობას ასახავდა. ეს ძალზე უცნაური, კვაზირელიგიური რწმენაა – ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ სხვა სოციოლოგიური ჯგუფების მონაცემებს; ესმოდათ, რაზე საუბრობდნენ ადამიანები ქუჩაში, აცნობიერებდნენ, რომ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მიუხედავად, მიტინგებზე თუნდაც სამჯერ ნაკლები მომხრე ვერ გამოჰყავდათ, ვიდრე ოპოზიციას და ა.შ., მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად ებღაუჭებოდნენ “ბოდვით რეიტინგებს” (დღესაც იმავეს აკეთებენ), თითქოსა მათ, მძლავრი მაგიური არტეფაქტის მსგავსად, რეჟიმის გადარჩენა შეეძლოს. ყველაზე მეტად ამ სიტუაციის აღწერას, ალბათ, ჰერაკლიტეს ცნობილი გამონათქვამი მიესადაგება: “თვალები და ყურები ცუდი მოწმეებია თუ ადამიანებს ბარბაროსული სული აქვთ”.

2012-ში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, არაადეკვატური მონაცემები იმის გამო გაჩნდა, რომ ამერიკული ორგანიზაცია კვლევებს “ნაცმოძრაობასთან” დაახლოებულ სოციოლოგიურ ჯგუფებს უკვეთავდაო. ვითარება, როგორც ჩანს, არც დღეს შეცვლილა. “ენ-დი-აის” კვლევებში ყოფილი მმართველი პარტია წარმოჩენილია მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომელიც “ქართულ ოცნებას” სერიოზულ კონკურენციას უწევს და მისი რეიტინგი იზრდება. დეკემბერში “ენ-დი-აი” წერდა, რომ “ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 16% უჭერს, “ნაცმოძრაობას” _ 10%, ბოლო მონაცემებში კი საუბარია, შესაბამისად, 15 და 13 პროცენტზე. სხვა პარტიები აშკარად ჩამორჩებიან. ამასთანავე, კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ გამოკითხულებს პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მოსწონთ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პირიქით _ ყველაზე მეტად არ მოსწონთ.         

პარტიების რეიტინგების წარმოდგენამდე ორიოდე დღით ადრე “ენ-დი-აი”, როგორც წესი, სხვა მონაცემებს აქვეყნებს, რომლებიც რეალობასთან უფრო ახლოს დგას. მაგალითად, იმის თაობაზე, რა პრობლემები აღელვებს ქართველებს ყველაზე მეტად. მმართველი პარტიის წამომადგენლები სრული სერიოზულობით იწყებენ მსჯელობას ამ ციფრებზე და ამით უნებლიეთ ხელს უწყობენ “ენ-დი-აის” კვლევების “ლეგიტიმურობის” ამაღლებას, მათ შორის პოლიტიკურ ნაწილში. ეს საკმაოდ მარტივი ხერხია, მაგრამ მუშაობს. ხელისუფლებას აშკარად არ სურს, ამერიკელები გააღიზიანოს და ცდილობს, “ენდიაისთანკარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ის, ფაქტობრივად, სააკაშვილის პირადი სოციოლოგიური (და პროპაგანდისტული) სამსახურის როლს ასრულებს (და ამით აზიანებს აშშის იმიჯს საქართველოში, თუმცა ეს უფრო ამერიკელების პრობლემაა, ვიდრე ჩვენი; თუ მათ არ სურთ შექმნილი ვითარების შეცვლა, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ).

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ “ბოდვით რეიტინგებს” არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არჩევნები ყველას თავის ადგილს მიუჩენს ისე, როგორც ეს 2012-ში მოხდა. მაგრამ, ალბათ, მაინც საჭიროა მათი მნიშვნელობის გათვითცნობიერება “ნაცმოძრაობის” საერთო სტრატეგიის კონტექსტში. ყოფილი მმართველი პარტია, სავარაუდოდ, გააკეთებს ყველაფერს, რათა დაამკვიდროს მოსაზრება არჩევნების გაყალბების შესახებ და ამისთვის, დიდი ალბათობით, კიდევ არაერთგზის გამოიყენებს მსგავს რეიტინგებს, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს _ ანალოგიურ ეგზიტპოლებსა და პროვოკაციებს საარჩევნო უბნებზე, რათა უცხოელ დამკვირვებლებს ეჭვი აღუძრას და არჩევნების უარყოფითი შეაფასებისკენ უბიძგოს. ეს შექმნის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ საბაბს “მაიდნის” აგორებისთვის ან, სულ ცოტა, ხელს შეუწყობს ხელისუფლების იმიჯის სერიოზულ შელახვას საზღვარგარეთ.

ძნელია, 2012 წლის მოვლენების შემდეგ გამოიყენო “ენ-დი-აის” რეიტინგები, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტი საქართველოში, მაგრამ უცხოური გამოცემების დიდ ნაწილს მათ სანდოობაში ეჭვი არ შეაქვს, რაც ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: 1. ამერიკელებთან ურთიერთობის გაფუჭების შიშის გამოქართულმა ოცნებამბოლომდე არ მიიყვანა სოციოლოგიური მანიპულაციების გამოაშკარავების და მათი ავტორების მხილების პროცესი; 2. მან არ შეუწყო ხელი მძლავრი ალტერნატიული სოციოლოგიური ცენტრების ჩამოყალიბებას (ან მათდამკვიდრებასსაქართველოში), რომელთა კვლევის შედეგები (პოლიტიკის მიმართ) სანდოობის მაღალი ხარისხით ისარგებლებდა. შედეგი აშკარაა: 4 წლისწინანდელი კაზუსის მიუხედავად, “ენდიაისრეიტინგები რჩება ინფორმაციის ერთერთ მნიშვნელოვან, ზოგჯერ კი ერთადერთ წყაროდ იმ უცხოელი ავტორებისთვის, რომლებიც საქართველოზე წერენ, და პოლიტიკოსების ნაწილი მათზე სრული სერიოზულობით მსჯელობს.

ყოველივე ეს არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების” გასაჭირი, რადგან ავტორიტარული დიქტატურის რესტავრაცია პრობლემას უკლებრივ ყველა ნორმალურ ადამიანს შეუქმნის, ხოლო ვითარების თუნდაც მცირე დესტაბილიზაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, ალბათ, სასურველი იქნება, ერთმანეთისგან ორი პროცესი გავმიჯნოთ: 1. პარტიების წინასაარჩევნო ბრძოლა და 2. “ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური ბლოკადის გაძლიერება, რომელიც შეიძლება არეულობის არდაშვების მთავარ ბერკეტად იქცეს და იდეაში სააკაშვილის ყველა ოპონენტის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

ამ კონტექსტში ურიგო არ იქნება, თუ პარტიები მიაღწევენ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში დაადასტურებენ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას და გამორიცხავენ არათუ თანამშრომლობასნაცმოძრაობასთან”, არამედ ზედმეტ კომუნიკაციას მასთან, რადგან ის დემოკრატიისკენ ნამდვილად არ მიისწრაფვის. თუ იქნება შესაბამისი სურვილი, ფორმა მსგავსი პაქტისთვის აუცილებლად მოიძებნება. მის შემადგენელ ნაწილად, თუ არა ქვაკუთხედად, შეიძლება იქცეს კონსენსუსი სააკაშვილის მმართველობის წლებში მომხდარი სისტემური დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის პრიორიტეტულობაზე.

არიან ადამიანები, რომელთა პოზიცია ამ პრობლემის მიმართ საკმაოდ უცნაურ იდეას ეფუძნება: “რაც უარესი _ მით უკეთესი”. ისინი თვლიან, რომ, როდესაც “ნაციონალები” შეეცდებიან გადატრილების მოწყობას, მათ ოპონენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ერთხელ და სამუდამოდ გადაუარონ. ეს, ალბათ, სერიოზული შეცდომაა, რადგან ამ სცენარის ფარგლებში პრობლემის სწრაფი მოგვარება დესტაბილიზაციისა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის ხარჯზე მოხდება. განადგურების სტრატეგიაგაცილებით დიდ რისკებს დაუკავშირდება, ვიდრეგამოფიტვის სტრატეგია”, რომლის ძირითად იდეასნაცმოძრაობისპოლიტიკური იზოლაცია და მისი ნელი დახრჩობა წარმოადგენს. შეგვიძლია გავიხსენოთ ამერიკის სამოქალაქო ომი და ცნობილი “გეგმა ანაკონდა”, მით უმეტეს, რომ ორივე შემთხვევაში საქმე მონათმფლობელების დამარცხებას ეხება. ამ სცენარის ფარგლებში, რესურსების უკმარისობიდან გამომდინარე, ყოფილ მმართველ პარტიას წარმატების არანაირი შანსი არ ექნება და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მიდის ესკალაციაზე, რომელიც შეიძლება დიდი შეტაკებით, ერთგვარიგენერალური ბრძოლითდასრულდეს, შედეგად, წარმატების მიღწევის თუნდაც მცირე, მაგრამ რეალური შანსი მიეცემა.

სააკაშვილი და ადეიშვილი უკრაინაში იმყოფებიან და, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე პირადი პასუხისმგებლობის არ ეშინიათ, ხოლო დაბალი რანგის თანაპარტიელების ბედი, სავარაუდოდ, ნაკლებად ანაღვლებთ. ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველივე ამის უკან შეიძლება იდგეს არა იმდენად რაციონალური პოლიტიკური გათვლა, რამდენადაც შურისძიების დაუოკებელი სურვილი. დაახლოებით ასე უსაფრდება ლოთი და სადისტი ქმარი ყოფილ მეუღლეს, რომელმაც იპოვა საკუთარ თავში საკმარისი ძალა და ნებისყოფა იმისთვის, რომ ოჯახურ ცხოვრებად წოდებული კოშმარი დაესრულებინა. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ მსგავსი ინციდენტების შესახებ, რომელთა უკან, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, დგას ჰერაკლიტეს მიერ ნახსენები “ბარბაროსული სული”, რომლისთვის უცხოა სინანული და ჭეშმარიტებასთან ზიარების სურვილი. სწორედ “ბარბაროსულ სულს” მიჰყავს საქმე ისეთ სიტუაციამდე, როდესაც, ფიგურანტის ციხეში ან საგიჟეთში მოთავსების გარდა, საზოგადოებას სხვა გამოსავალი არ რჩება.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ნდიაის კვლევები სურვილების დონეზეა, ნაცების სუფრის ამადის სადღეგრძელოებს
    უფრო ჰგავს.

  2. vin xart? saidan modixart? ra gindat? sad cxobrobdnen tkveni mama papani? ra erovnebis xart tu icit? ra gvaqvs sheni dasamoxzgvri geyot ra dzalian gtxovt!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here