Home რუბრიკები საზოგადოება რატომ მიდიან ახალგაზრდები საქართველოდან

რატომ მიდიან ახალგაზრდები საქართველოდან

2693

მიგრანტებმა ქაოსი შემოიტანეს გერმანიაში _ ქურდობენ, ხშირად აუპატიურებენ გერმანელ ქალებს და ბევრ სხვა დანაშაულს ჩადიან

ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან. ისინი ხშირად ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას. ქვეყანაში არ არის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობას მისცემდაქართველი ახალგაზრდების პრობლემებსა და გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების პირობებზე გერმანიის ქალაქ დუსელდორფის უნივერსიტეტის 25 წლის სტუდენტი ნინა ლაგოშვილი გვესაუბრება.

_ ნინა, რა მიზნით წახვედით უცხოეთში?

_ ევროპული განათლების მიღება მსურდა. მინდოდა, გამეცნო ევროპული კულტურა. ვერ გეტყვით, ძალიან განვიცადე წასვლა-მეთქი, პირიქით _ გახარებული ვიყავი, რომ ვტოვებდი უმოქმედო ქვეყანას და მივდიოდი იქ, სადაც ნამდვილად იციან დროის ფასი. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. საქართველო არ არის ქვეყანა, რომელშიც შევძლებდი ეკონომიკურად გაძლიერებას. ორი წელია, აქ ვარ და, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ვადარებ კიდეც ადრინდელ და დღევანდელ ნინას. დღეს გაცილებით განვითარებული ადამიანი ვარ და პირობებიც მაქვს იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. როდესაც გერმანიაში ჩამოვედი, გამიკვირდა, რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა წიგნს კითხულობდა. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა ძალიან მიყვარს და საქართველოშიც ბევრს ვკითხულობდი, აქ უფრო მეტად გავეცანი უცხოურ ლიტერატურას. სულ რომ არ გიყვარდეს წიგნი, ისეთი გარემოა, დაინტერესდები. ქართველი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, გერმანელებს ვერ წარმოუდგენიათ წიგნის გარეშე განვითარება. ცნობილმა იტალიელმა დრამატურგმა კარლო გოლდონმა თქვა: “ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასოდეს იქნება მარტოო”, და მართლაც ასეა.

_ უამრავი ქართველი ახალგაზრდა მიდის უცხოეთში სასწავლებლად. მათგან ბევრი უჩივის იქაურ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს. ზოგს ისეთ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, რომ იძულებულია, საქართველოში დაბრუნდეს. თქვენ როგორ პირობებში გიწევთ ცხოვრება?

_ რესტორანში ვმუშაობ მიმტანად და იქ საკამაოდ ნორმალური პირობებია მომუშავე სტუდენტისთვის. გერმანელებს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ, როდესაც ვამბობ საქართველოდან ვარ-მეთქი, წარმოდგენა არ აქვთ, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ. როგორც უცხოელი, კარგად მიმიღო გერმანელმა საზოგადოებამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინტეგრაცია არ გამჭირვებია. მას, ვისაც უჭირს დამოუკიდებლად ცხოვრება და სამუშაო პირობებსაც ემდურის, ვეტყვი, რომ დრო არ დაკარგოს და ეძებოს უკეთესი პირობები. თავდაპირველად მეც მიჭირდა უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება, მაგრამ შევძელი, რადგან ვიცოდი, რისთვისაც ჩამოვედი _ უკეთესი ცხოვრებისთვის. გერმანია საათივით აწყობილი ქვეყანაა. გერმანია _ ეს, პირველ რიგში, არის ხარისხიანი განათლება. სასწავლებლებში ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციები ჰარმონიულად ერწყმის მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს.

_ თქვით, თავიდაპირველად მეც გამიჭირდა ფეხის მოკიდებაო, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით?

_ მე ე.წ. ოპერის პროგრამით წავედი გერმანიაში. ერთ ოჯახში ვცხოვრობდი და შემდეგ გავხდი სტუდენტი. მასპინძელ ოჯახში, რომელთანაც ჩავედი, მძიმე სიტუაცია დამხვდა. უსამართლოდ მექცეოდნენ _ იმაზე დიდხანს მაიძულებდნენ მემუშავა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რამდენიმე საათს დამატებით მამუშავებდნენ. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები და ასეთი არასასიამოვნო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით კარგი იქნებოდა, შეიქმნას მაკონტროლებელი ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება უცხოეთში ჩასულ სტუდენტებს. მასპინძელი ოჯახებიც იძულებულები იქნებიან, უსამართლოდ აღარ მოიქცნენ და კონტრაქტის პირობებს დასჯერდნენ. ასე იმიტომ არ მომექცნენ, რომ პატარა ქვეყნიდან ვიყავი, ანალოგიურად ეპყრობიან იტალიელებსაც და სხვა დიდი ქვეყნიდან ჩასულ სტუდენტებსაც. დღეს გერმანიაში დაძაბული სიტუაციაა. ლტოლვილები შემოვიდნენ ახლო აღმოსავლეთიდან, მათ გერმანელები ხვდებოდნენ საჩუქრებით, და რას აღარ უკეთებდნენ, მაგრამ აღარ შეწყდა მათი ნაკადი. ამის შემდეგ გერმანელებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები ლტოლვილებისა და მიგრციული პოლიტიკის ავტორის, გერმანიის კანცლერის _ ანგელა მერკელის წინააღმდეგ. მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიაში სარეკორდო რაოდენობის ლტოლვილების შემოსვლა ქვეყანას შეცვლისო, მას იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მიგრანტებმა ქაოსი შემოიტანეს გერმანიაში _ ქურდობენ, ხშირად აუპატიურებენ გერმანელ ქალებს და ბევრ სხვა დანაშაულს ჩადიან. ფაქტია, რომ ძალიან უკულტურო, გაუნათლებელი ხალხია. ევროპაში უფრო მარტივია კრიმინალის ჩადენა, რადგან ხელმისაწვდომია ყველაფერი და ისინიც დაძვრებიან სახლებში, მაღაზიებში, იპარავენ და ა.შ.

_ როგორი პირობები უნდა შექმნას საქართველოს ხელისფულებამ იმისთვის, რომ დაბრუნდე სამშობლოში?

_ საქართველოში არ მექნება სამსახური, რომლიდანაც ისეთ ანაზღაურებას მივიღებ, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრო. მინდა, სწავლის საფასური თვითონ გადავიხადო, მაგრამ საქართველოში ამას ვერ მოვახერხებ. მთელი ცხოვრება ვერ ვიცხოვრებ მშობლების კისერზე, მათ სახლში. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ცალკე მსურს ყოფნა, მინდა ჩემით ავიწყო ცხოვრება და ამიტომ იძულებული ვარ, აქ ვიყო _ გერმანიაში. გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, ვსწავლობ და ვცდილობ, ავიმაღლო პროფესიული დონე. საქართველოში კი რომელ დამოუკიდებელ ცხოვრებაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანას სტუდენტების დასაქმების პროგრამაც კი არ აქვს. რა ქნას ახალგაზრდამ, რომელსაც სურს სწავლა, მაგრამ მის მშობლებს არ აქვთ საშუალება, სასურველი განათლება მიაღებინონ. ასეთ შემთხვევაში რჩება ერთი გზა _ იმუშაო და თვითონ გადაიხადო სწავლის საფასური, მაგრამ სამსახურიც რომ არ არის? სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს პროგრამა, რომელიც სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს. განათლებული ახალგაზრდა ძლიერი სახელმწიფოს გარანტია, სწორედ განათლებული ახალგაზრდობა ქმნის ქვეყნის მომავალს და ეს ხომ უნდა იცოდეს ხელისუფლებამ? აუცილებლად უნდა გამოყონ ფინანსები სტუდენტური დასაქმების პროგრამის განსახორციელებლად. კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ახალგაზრდობას აფუჭებს ცუდი აღზრდა, კარგ სურათს უგემური მიშტერება, კარგ ჩაის _ ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს _ ცუდი მკითხველიო.

_ როგორია შორიდან დანახული საქართველო და როგორი გსურს, იყოს?

_ ევროპიდან საქართველო ძალიან საცოდავი ჩანს და გული მტკივა ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. ვისურვებდი, რომ საქართველო მენახოს განვითარებული და გაბრწყინებული, ამისთვის კი ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. სხვისი ცხოვრებით ცხოვრებასა და სხვის განსჯას დაანებონ თავი. მესმის, რთულია, ცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც უმოქმედოა, მაგრამ, თუ მოინდომებ, ვერავინ შეგიშლის ხელს განვითარებაში. თუ სამშობლოში ვერ შეძლებ, სხვაგან შეეცდები შენი გზის პოვნას. ახალგაზრდობამ უნდა გააცნობიეროს, რომ გაუნათლებლობა საშიში სენია და ყველა უბედურება მას მოაქვს.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. ვიღაცას არ აწყობს საქართველოს საერთოდ მომავალი რომ ჰქონდეს

  2. მართალია ეს გოგონა, უვიცობა გაგვანადგურებს, უკვე დაწყებულია ეს პროცესი. ერმა
    თავის თავში უნდა გამონახოს ძა ლა და შეებრძოლოს ამ პროცესს.

  3. რით ვერ გაძელი შენს ქვეყანაში? მთელი ცხოვრება ასე იწანწალებ, რახან ერთხელ წახვედი… რა უნდა იშოვო იმის საპირწონედ, რომ თუნდაც ერთი თვე დაგაკლდება შენი მშობლიური სახლი , ახლობლები, შენი , – თუნდაც საცოდავი,- ქვეყანა….

  4. Ме давибаде да гавизарде Сакартвелоши.Чеми цховреба исе аецко ром сул Сакартвелос гарет михдеба цховреба. Миухедавад имиса чемис азрит Сакартвело мшвениери квеканаа. Тависи бунебит да раткмаунда тависи халхит.Барбаросебис миер СССР дамхобис шемдег мтел сабчоетис сиврцеши квелган хаоси,сисхлис да цремлебис динебита моцули. Раткмаунда сцавла ауцилебелиа цоднис шедзениствис ромелиц шен Сакартвелос аквавебиствис гамоикено. Ме маинц мцамс ром Сакартвелошиц гаимарджвебс исети дзала ромелиц шекмнис квеланаири пиробебс ром Сакартвелоши гаипурчкнеба вардис кокори.

  5. კი მაგრამ გერმანელებს სულ წიგნი თუ უჭირავთ ხელში, საქართველო აღარ იციან რომელი ქვეყანაა??? რაღაცა ლამაზი დემაგოგიის სუნი უდის ამ ისტორიას, ჩვენც სამუდამოდ ვცხოვრობთ საზღვარგარეთ , მაგრამ ასეთი ლამაზი ისტორია , ნამდვილად არ გამიგია,….

  6. იმის იქიტაც წასულხარტ ვისაც გგონიათ რომ სამშობლო ფულის საკეტებელ ი სტანოკი უნდა იყოს

  7. ძალიან კარგია, რომ კარგი და ხარსხიანი განათლების მიღებას რომ ცდილობ და ამისათვის საათივით აწყობილ ქვეყანაში პირობებს გიქმნიან. მაგრამ თავად ღარიბი ქვეყნიდან უკეთესი მომავლის საძებნელად ჩასული რომ ლტოლვილებზე ასეთ რაღაცეებს წერ, ძალიან მეცინება. საჩუქრების გარდა, საცხოვრებელ ბანაკებზე ცეცხლის მოკიდებებიც იყო და თან ყველა საქურდლად და ქალების გასაუპატიურებლად არ ჩამოსულა, ზოგი ბომბებსაც გამოექცა მანდ. სამწხაროა, რომ ქართულ ქსენოფობიას გერმანულმა მულტიკულტურულ საზოგადოებაში ცხოვრებამაც ვერ უშველა.

  8. 11 welia germaniashi var chemo kargo, da exla vxvdebi yvelaze didi shewdoma aq darchena shemorchena iyo! Ori wlis chamosuli albad shensavit vpiqrobdi. Ganatlebaw mivixe da kargi samsaxuriw maqvs aqamde arw warumateblobas vuchivi, magram es iwode raw arunda kargad iyo aq verasodes gaxdebi germaneli da germania sheni samshoblo. Ati wlis mere sxvanairad ipiqreb chemo kargo rowa daxlebi sulieri martoobit. Upalma daglocos da gagazlieros!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here