Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეოდორე: სახელმწიფო, რომელსაც უზნეო ადამიანები მართავენ, მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან ქრება

მამა თეოდორე: სახელმწიფო, რომელსაც უზნეო ადამიანები მართავენ, მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან ქრება

577

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საჯარო ტრაბახი თავისმდიდარ სექსუალურ ცხოვრებაზე”, სახელმწიფო მოხელეთაპირადი ცხოვრებისფარულად გადაღებული კადრების გამომზეურება სოციალურ ქსელებში, “ელიტურიმეძავის შვილის თავზე დამტყდარი უბედურების ლამის ერის უბედურებად აღქმა, როდესაც სოციალურად დაუცველი პატიოსანი ქალების ბავშვებისთვის საზოგადოება, არათუ ერთ ლარს, ერთ სანუგეშო სიტყვასაც ვერ იმეტებს, აჩენს კითხვებს _ საით მივექანებით? ნუთუ ასეთია ის თავისუფლება, რომლისთვისაც 1989 წლის 9 აპრილს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თავი გასწირა? გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზი, მამა თეოდორე გიგნაძე.

_ მამაო, დასავლეთის მიერ თავსმოხვეულმადემოკრატიამ”, “თავისუფლებამდა სხვასიახლეებმა”, უამრავი თავსატეხი გაგვიჩინა. რა შეიძლება ქვეყანას მოუტანოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსვლამ, რომლებიც ზნეობით არ გამოირჩევიან?

_ ამ პრობლემას შეგვიძლია შევხედოთ ორი მხრიდან: პირველი _ ხელისუფალი, მით უმეტეს, უმაღლეს ხელისუფლებაში მყოფი პირი, ერთგვარი სარკეა ნებისმიერი საზოგადოებისა. უფალი თითქოს გვეუბნება: “მე თქვენ სარკეში ჩაგახედებთ. ეს კაცი თქვენი წიაღიდან ამოვიყვანე თავისი მანკიერებებით, რომლებიც მასში განზრახ რეტუშირებულია, რათა დაგანახვოთ, რომ ეს ცოდვები თქვენშიც არსებობს. არ ვამბობ, რომ ყველანი ეგეთები ხართ, მაგრამ ეს ცოდვები დევს თქვენშიც”.

და მეორე _ ჩვენში არსებული პრობლემები იმაშიც ვლინდება, რომ არ გვაქვს პროტესტი და ამბოხი უზნეო მოვლენებისადმი. იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოტა ხნის წინათ არ აირჩევდნენ ისეთ პრეზიდენტს, რომელსაც წარსულში რაიმე ზნეობრივი დაბრკოლებები ჰქონოდა. დღეს აშშ-ში ასეთი კრიტერიუმით შეფასება მინავლებულია, მაგრამ უწინ შექმნილი “ზნეობრივი მექანიზმი” მაინც მუშაობს. მაგალითად, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც კანონშემოქმედებით, რბილად რომ ვთქვათ, მსოფლიოს აცვიფრებს, მთლად თავისუფლად ვერ გაბედავს ისეთი სამარცხვინო რამის თქმას, რასაც ჩვენი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბედავს, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის თავის მოჭრის ტოლფასია და, მაშასადამე, საზიანო. არ იქუხა ჩვენში შინაგანმა ამბოხმა, როდესაც გამოქვეყნდა პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების “პირადი ცხოვრების” ამსახველი საზარელი კადრები. იმის მაგივრად, დაუყოვნებლივ მოგვეთხოვა პროკურატურისგან, გამოეძიებინა, ნამდვილად ის ქალბატონები არიან იმ კადრებში ასახულნი თუ ეს საშინელი ცილისწამებაა, ერთხმად მოვითხოვეთ მხოლოდ მათი მოძებნა და გასამართლება, ვინც ამგვარი საზიზღრობა გაავრცელა.

_ გამავრცელებლები არ უნდა დაისაჯონ?

_ აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მაგრამ, თუ ფირზე ასახული ქალბატონები ისინი არიან, ვისზეც გვაქვს ეჭვი, მათი არათუ თანამდებობაზე დატოვება, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან სამუდამოდ გაძევებაა საჭირო!

_ ასეთი რა დააშავეს, მამაო?

_ დააშავეს! სახელმწიფო, რომელსაც მართავენ უზნეო ადამიანები, მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან ქრება. მე საქართველოს გაქრობა არ მინდა და დარწმუნებული ვარ, ეს არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

_ 2013 წლის 17 მაისს, როდესაც თქვენ წინ წარუძეხით სამღვდელოებას, მრევლს და გახვედით რუსთაველის გამზირზე, რათა ლგბტ აქტივისტებს არ ჩაეტარებინათ .. გეიაღლუმი, “ლიბერალებმაგაიხსენეს სახარების ადგილი, როცა მაცხოვარი მრუში ქალის ქვებით ჩასაქოლად გამზადებულ ბრბოს ეუბნება: პირველმა იმან ესროლოს ქვა, ვინც თვითონ არის უცოდველიო. ანუ ამით შეგვახსენეს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ. სხვათა შორის, ამ სიტყვებს ახლაც იმეორებენპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისმომხრენი; ხოლო ზოგიერთიპატიოსნებით და კდემამოსილებით განთქმულიტელეწამყვანი ქალბატონი, თავისი პრეზიდენტის კვალდაკვალ, საჯაროდ გაჰკივის, ჩვენც მდიდარი სექსუალური ცხოვრება გვაქვს და ამით ვამაყობთო. მათ რას უპასუხებთ?

_ იძულებული ვარ, შევახსენო მაგ ბატონებსა და ქალბატონებს, რომ ქრისტეს ხსენებულ სიტყვებს აქვს დასასრული, რომელიც მათ, გარკვეული მიზეზების გამო, “ავიწყდებათ”. ბოლოს მაცხოვარი მიმართავს მრუშ ქალს: წადი, დედაკაცო, და ამიერიდან აღარ შესცოდოო. განკაცებულ ღმერთს არ უთქვამს ქალისთვის, წადი და იმრუშეო. ვეკითხები ლიბერალებს _ რა დამოკიდებულება აქვს ღმერთს გარყვნილებისადმი? მკვეთრად უარყოფითი, არა? გაიხსენონ ცეცხლითა და გოგირდით გადაბუგვა სოდომ-გომორისა და მათთან ერთად კიდევ ხუთი ქალაქის, პრომისკუიტეტში, ანუ საყოველთაო გარყვნილების ჭაობში რომ ჩაიფლნენ. რაც შეეხება ყბადაღებულ “პირად ცხოვრებას”, ნორმალური ადამიანისთვის პირადი ცხოვრება მისი ოჯახია და არა ოჯახის ღალატი.

_ .. ცნობად სახეს _ შორენა ბეგაშვილს რამდენიმე დღის წინათ თავს დაატყდა დიდი განსაცდელი. მისი ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. თავის დროზე თქვენ ჰკიცხავდით შორენა ბეგაშვილს ამორალური საქციელისთვის, მაგრამ ახლა, როდესაც მან მუხლი მოიდრიკა პატრიარქის წინაშე, შეგეცვალათ თუ არა მის მიმართ დამოკიდებულება?

_ ღმერთს არც ერთი ადამიანის დაღუპვა არ სურს და არ არსებობს ცოდვა, თვითმკვლელობის გარდა, ღმერთმა არ მოგვიტევოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა გულწრფელი სინანული. გამოსაფხიზლებლად ღმერთი უშვებს მძიმე განსაცდელებს, მაგრამ ყველას როდი აფხიზლებს განსაცდელებით. ის, რაც მაგ ადამიანს დაემართა, მეტყველებს, რომ სულის სიღრმეში კარგი ადამიანია და უფალმა არ გაწირა, ოღონდ ერთხელ მონანიება არ ნიშნავს, რომ უკვე წმინდანი ხარ.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here