Home რუბრიკები პოლიტიკა “ევროპა კვდება, ამას აკეთებს ნებაყოფლობით და თანაც სიამოვნებას განიცდის”

“ევროპა კვდება, ამას აკეთებს ნებაყოფლობით და თანაც სიამოვნებას განიცდის”

534

გასულ კვირას გაიმართა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელზეც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა: “საქართველოს სახელმწიფოს განაცხადია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალზე. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე _ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალისმიერად მოწყვიტეს. 

მეტი ნატო _ საქართველოში, მეტი საქართველო _ ნატოში” _ გვინდა, რომ ვარშავის სამიტმა სწორედ ამ მთავარ გზავნილზე გასცეს ხელშესახები რეალური პასუხი”. გარდა ამ განცხადებისა, უკვე დიდი ხანია, თავდაცვის მინისტრისგან გვესმის ერთი ფრაზა: “ჩვენ არ ვითხოვთ მაპს, ჩვენ ვითხოვთ ნატოში გაწევრებას”. შესაძლებელია თუ არა ნატოში გაწევრება მაპის გარეშე? რა საფრთხეების შემცველია თავდაცვის მინისტრისა და რესპუბლიკელების პროევროპული რიტორიკა საქართველოსთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ რამდენიმე დღის წინათ ჰოლანდიაში რეფერენდუმი ჩაატარეს _ უნდა მიიღონ თუ არა უკრაინა ნატოში? მოსახლეობის თითქმის 70%-მა უარი განაცხადა. მიზეზი სხვადასხვა იყო, ძირითადი კი _ უკრაინაში ცხოველებს უდიერად ექცევიანოჩანს, ევროპელების მიდგომა ამ საკითხისადმი ნიჰილისტურია. რის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს?

_ ნიდერლანდებში ახლახან ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ უკრაინის ევროასოცირებისადმი უარყოფითი განწყობა გამოხატა. ამ რეფერენდუმს საკონსულტაციო ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, მოსახლეობის აზრი გათვალისწინებული იქნებაო. ევროასოცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი კონსენსუსის გზით ხდება, ანუ ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თუ ჰოლანდიამ უარი თქვა, უკრაინა ევროასოცირების გარეშე დარჩება.

ჩემი აზრით, რეფერენდუმის შედეგი მოსახლეობის ევროსკეპტიციზმისა და ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოხატულებაა.

რაც შეეხება ევროპას, იგი თვითლიკვიდაციით არის დაკავებული. პოსტქრისტიანული ევროპელები უარს ამბობენ ჯვრის ტარებაზე, ახალი წლისა და შობის აღნიშვნაზე. მათ მიერ დეკლარირებულიტოლერანტობადა ლიბერალიზმი უკვე აბსურდულ ფაზაში გადადის. მათ კი უპირისპირდება ნაკადი ახალგაზრდა, აგრესიული დევნილებისა, რომლებიც ცხოვრების თავიანთ წესებს კარნახობენ. ამას ემატება გენდერული პოლიტიკა, დღეს ყოველი მეორე ოჯახი ოჯახის დაგეგმვის მუშაკს მიმართავს შვილის გასაჩენად, რაც ფერტილობის დაბალი მაჩვენებელის გამო ხდება. ევროპის მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება. მე ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ იმიტომ, რომ ევროპულ ცივილიზაციას საფრთხე ექმნება. მახსენდება გერმანელი ფილოსოფოსის _ ოსვალდ შპენგლერის აზრი, რომელიც მან თავისევროპის დასასრულშიგადმოგვცა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში. შინაარსი დაახლოებით ასეთია: “ევროპა კვდება, ამას აკეთებს ნებაყოფლობით და თანაც სიამოვნებას განიცდის”.

ჩვენთან არ ლაპარაკობენ იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დასავლური საზოგადოება დგას. დღეს პრობლემურია ე.წ. ევროატლანტიკური ეკონომიკური ურთიერთობები და თვით ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება. მაგალითად, დევიდ კემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე მოვიდა ლოზუნგით, რომ მისი მთავრობა რეფერენდუმს ჩაატარებს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ყოფნის შესახებ, თუმცა რამდენიმე თვის წინათ დევიდ კემერონსა და ევროჩინოსნებს შორის გამართულ შეხვედრაზე ინგლისმა დამოუკიდებელი მოქმედების ისეთი გარანტიები მიიღო, რომ, ფაქტობრივად, იგი დამოუკიდებელ მოთამაშედ რჩება.

ევროატლანტიკურ ეკონომიკურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან ბიზნესწრეები, რომლებიც ხვდებიან, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროპისთვის სასურველი არ არის, ამიტომ მათთვის ასეთი ევროკავშირიც მიუღებელია და ისინი დეზინტეგრაციის მომხრეები არიან.

უკრაინა კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება პოლიტიკური ტექნოლოგიების მსხვერპლად იქცეს ქვეყანა. სახელმწიფო გადატრიალება იმისთვის მოხდა, რომ ევროპული გზა აირჩიეს, სანაცვლოდ მიიღეს დანგრეული ქვეყანა, კორუფციაში ჩაფლული ელიტა, გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, უფრო მეტიც, შესაძლოა, მათ ევროასოცირებასაც კი საფრთხე შეექმნას, რადგან ვიცით, რომ კონსესუსის გზით ხდება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ევროასოცირება იყო ძირითადი მიმართულება, რომელიც რუსეთიდან უკრაინის მოგლეჯვას გულისხმობდა.

45-მილიონიანი ქვეყანა პიარტექნოლოგიით შეცდომაში შეიყვანეს. უკრაინის მდგომარეობა, რაც დრო გავა, კიდევ უფრო დამძიმდება.

_ საქართველო რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობდა ნატოსაქართველოს სახალხო დიპლომატიურ ფორუმს, რომლის ძირითადი ლოზუნგი იყომეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში”. თუ ევროპას მართლაც არაფერში ვჭირდებით და თვითონაც დაღუპვის გზაზეა, ჩვენ დროსა და ფინანსებს რატომ ვხარჯავთ?

_ ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. იგი არის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც დროის შესაფერისად განიცდის ადაპტაციას. დღეს სულ უფრო დიდი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ნატო დასავლური ღირებულებების გამომხატველია და მასთან თანამშრომლობა ამ ღირებულებების აღიარებაა. საქართველოსთან მისი ურთიერთობა დასავლური პრაგმატული პოლიტიკის კარგი მაგალითია. ნატოს სულაც არ სჭირდება, საქართველო და მისნაირი ქვეყნები ალიანსში გაერთიანდნენ. მას აქვს პარტნიორობის პროგრამები, რომლებშიც საქართველოც მონაწილეობს. საქართველოს სამშვიდობო მისიაში გაცილებით მეტი ჯარისკაცია, ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის მისიაში. თანაც, ამ მისიებს ქვეყნები საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. ჩვენ შემთხვევაში ასეთი ღონისძიებები იმას ნიშნავს, რომ დასავლურ ღირებულებებს ვაღიარებთ და დასავლეთის ინტერესების გამტარებლები ვართ.

_ დიდი ხანია, ყველამ ვიცით, რომ ნატო არ გაფართოვდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მისკენ მივისწრაფვით. ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო განცხადებებს აკეთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ის ამბობს, რომ საქართველო ნატოში მაპის გარეშე შევა და ეს ვარშავის სამიტზე მოხდება. შესაძლებელია, რომ მაპის გარეშე შევიდეთ ნატოში?

_ ჩვენი ნატოში გაწევრება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია და, როდესაც ჩვენი მაღალჩინოსნები ულტიმატუმს აყენებენ და საქართველოს გაწევრებას მოითხოვენ, ეს პოლიტიკური უმწიფრობა და წინდაუხედაობაა, რომელიც საქართველოს საფრთხეს უქმნის. გამოცდილი პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან. მიზნის მისაღწევად საქმეს აკეთებენ და ბევრს არ ყვირიან. ჩვენ კი ჩვენი რიტორიკითა და პოლიტიკით სამშობლო დიდად დავაზარალეთ. სააკაშვილმა რუსეთის გინების ფონზე დაგვაკარგვინა აფხაზეთი, სამაჩაბლო, კოდორის ხეობა, 140 სოფელიც ზედ მიაყოლა და ჩვენი ბიჭებიც ომში დახოცა. რუსული სამხედრო ბაზებიც გააორმაგა, ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რომ სავაჭროდ არაფერი დაგვიტოვა. პოლიტიკა კი, ძირითადად, ვაჭრობაა.

ჩვენი პოლიტიკური ელიტის ნაწილი, რესპუბლიკელების სახით, მზად არის, ნატოში შესვლის სანაცვლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო დათმოს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება და ნატოში მაინც არ მიგვიღებენ. მათ მაგალითად გერმანიის პრეცენდენტი მოჰყავთ. საკითხის ასე დაყენება ან პოლიტიკური პროცესების უცოდინრობის და არაკომპეტენტურობის ბრალია, ან გამიზნული პროვოკაცია. მათ, ალბათ, კარგად არ იციან, რა ხანგრძლივი, კულისებსმიღმა პოლიტიკური, ფინანსური და სხვა სახის ძალისხმევა დასჭირდა გერმანიის გაერთიანებას. გარდა ამისა, თუ რესპუბლიკელებს ჰგონიათ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას გვაკმარებენ, ძალიან ცდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, რესპუბლიკელთა ასეთი გათვლები საღ აზრს არის მოკლებული, ამიტომ, როდესაც ამ პარტიის წევრებს ინტელექტუალობას მიაწერენ, ყოველთვის მიჩნდება კითხვა: რაში გამოიხატება მათი ინტელექტუალობა _ ბერძნული მითოლოგიის ცოდნაში? ილიასა და ეროვნულის კრიტიკაში? პოლიტიკის ცოდნაში თუ სოფისტურ რიტორიკაში? ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ.

_ ქართულ პოლიტიკას თითქოს ნელნელა, შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც შორდებიან ლიბერალები. როგორ ფიქრობთ, შეინიშნება კურსის ცვლილება? თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ახალი, განსხვავებული რიტორიკა ისმის. მაგალითად, ასეთი _ ნატოში არ გვიღებენ და რა ვქნათ?

_ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მართლაც ამბობს, ნატო თვითმიზანი არ არის და მთავარი ქვეყნის კეთილდღეობააო. ასეთ რიტორიკას მივესალმები. კარგი იქნებოდა, ამაზე ცოტა ადრე ეფიქრათ.

ძნელი განსასაზღვრია, ხელისუფლებაში რა ძალები მოვლენ და რა გარიგების მომსწრენი გავხდებით. სამწუხაროა, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმი და იმედგაცრუებაა. ოცნებამდაპირებები არ შეასრულა. ცდილობენ რაღაცების გამოსწორებას, მაგრამ ქვეყანა მაინც რჩება მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, რთულ დემოგრაფულ ვითარებაში. მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნიდან წასვლა უნდა, რადგან აქ ფული არ იშოვება.

საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ბაზრით. წარმატებას რომ მივაღწიოთ, დიდი ბაზრის ნაწილი უნდა გავხდეთ. ევროპაში ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. საქართველოს სივრცე პოსტსაბჭოთა სივრცეა. რაც კეთდება, ფაქტია, საკმარისი არ არის.

ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება არ ამბობს, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული პროევროპული რიტორიკა. ლიბერალები, პროევროპელები ვერ ათვითცნობიერებენ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე.

ტოლერანტობისადაგენდერობისევროპულმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ კატასტროფულად მცირდება ევროპული ლამაზი რასა, ყოველი მეორე ოჯახიდაგეგმვითაჩენს ბავშვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერტილობის, ანუ ჩასახვის უნარიანობის დაბალი დონეა. თუ ამაში დავემსგავსებით ევროპას, თუ, უპირველესად, გენდერული პოლიტიკა გადმოვიღეთ, საქართველოს საქმე ძალიან ცუდად იქნება.

მრავალჯერ მითქვას და კიდევ გავიმეორებ: პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა და ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის რისკის ფასად ქვეყნის კეთილდღეობაზე იფიქრებს. მაღალი კვალიფიკაციითა და ინფორმაციულობით ყოველთვის შესაძლებელია ქვეყნის საკეთილდღეო გადაწყვეტილების მიღება.

საქართველო კრიტიკულ მდგომარეობაშია, ადამიანების თვითორგანიზებამ ყველაფერი უნდა დაალაგოს. ახლა საჭიროა მობილიზება და ზეწოლა პოლიტიკურ ელიტაზე, რათა მოხდეს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. დიდ პატივს ვცემ ასეთ გონიერ ქალბატონებს. ზუსტად ასეთივე აზრისა ვარ მე როგორც ნატოს საკითხთან, ასევე ევროპელთა დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ჩემ გვერდზე ასეთი პოსტი გამოვაქვეყნე მარტში სადაც ვწერ, რომ ევროპა გაეხვია თავისი კანონების სასიკვდილო ქსელში. რითი უნდა დაიცვას საქართველომ თავი? ხიდაშელისთანა პოლიტიკოსები გვიხსნიან ჩვენ ამ აპოკალიფსისაგან, ვეღარ ვხედავ გადარჩენის გზას. იქეთ რუსეთის შოვინიზმი და დერჟიმორდული ბუნება, აქეთ დამპალი ღირებულებებისა და ტყუილების კორიანტელი.

  2. საქართველომ თუ ფეხი არ აუწყო ევროპას და ნატოს ძალიან გაუჭირდება ნატოში მიღება, რადგან ნატო თავ ის რიგებში მიიღებს ისეთ ქვეყნებს რომელტა სტანდარტი ახლოსაა ნათოსთან , საქართველოში კი ქართულ ჯარში 1998–1999 და 2000 წლების გაყინული ხელფასები გაუცემელია, რომელ ნატოზეა ლაპარაკი, მაღალჩინოსნებს კი ასეთ პირობებში სოლიდური პრემიები აქვტ არებული.(უკანონობას თავი დავანებოტთ ასეთი ფაქტები ცემი აზრით უზნეობაა)

  3. რა ნატო და რა ევროპა აზრზე არ ხართ ვისაც ევროპა გინდათ ან თუ ხართ აზრზე და სულ გაყიდულები ხართ და მეტი არაფერი..ევროპაში ვარ საკმაო ხანი უკვე და ასე რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ყველაფერი როგორც აქ არი დავიღუპებით..კი ბატონო მარტო ერთ რამეში მიბაძოს საქართველომ ევროპას ეკონომიკის სიძლიერეში მეტი არაფერში არ სჭირდება მიბაძვა.. ღმერთი ჯვარი და სალოცავი არ ახსოვთ ამათ და ასე გინდათ რომ იყოს საქართველო? ბავშვებს არავის ჯვარი არ ჰკიდია გულზე ასე გინდათ საქართველოშიც? ღმერთი აღარ გწამთ ხალხო? ღმერთი აღარ გინდათ? ნურას უკაცრავად უფალი საჭიროა და მის გარეშე არ ვიცხოვრებთ და რასაც უფალი გვირჩევს ისე უნდა მოვიქცეთ ზუსტად..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here