Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

870

მამობის სიხარულიდანპედოფილიამდე

ამერიკელი გეიწყვილი ნაშვილებ ბიჭს აუპატიურებდა და პორნოფილმებში მონაწილეობას აიძულებდა

2013 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა გეი-წყვილის მიერ ნაშვილები მცირეწლოვანი ბიჭის მრავალგზის გაუპატიურების საქმეზე.

დამნაშავეებს _ 42 წლის ამერიკელ მარკ ნიუტონსა და მის (იმხანად ავსტრალიის მოქალაქე) პარტნიორ 36 წლის პიტერ ტრუინს, რომლებიც რუსეთში ნაშვილებ ბიჭზე ძალადობდნენ, სასამართლომ, შესაბამისად, 40 და 30 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

“ეს ყველაზე საშინელი სექსუალური დანაშაულია, რაც კი ოდესმე მსმენია”, _ აღიარა ამერიკელმა პროკურორმა ბრაიან ბონმა და, როგორც ჩანს, ის მართალია.

2005 წელს ჰომოსექსუალურმა წყვილმა _ მარკ ნიუტონმა და პიტერ ტრუინმა _ რუსეთში სუროგატი დედისგან, ყალბი საბუთებით, 8 ათას დოლარად იშვილეს ბიჭი, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობდნენ და ამ ყველაფერს ფოტო და ვიდეოკამერებით იღებდნენ. ამასთანავე, ბიჭი გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში მცხოვრები, სულ ცოტა, 8 პედოფილის მსხვერპლი შეიქნა, ამ ქვეყნებში ის სპეციალურად ჩაჰყავდათ პორნოფილმების გადასაღებად.

აღსანიშნავია, რომ პორნოფილმში ბიჭი (სახელი იურიდიული მიზეზების გამო არ გასაჯაროებულა) პირველად გადაიღეს, როცა ის 22 თვის იყო. ასე აღმოჩნდა ის ჩართული პედოფილების საერთაშორისო ქსელ “ბოი ლოვერსში”. ბავშვი ნიუტონსა და ტრუინთან ერთად ავსტრალიის ქალაქებში _ ბრისბენსა და კერნსში ცხოვრობდა.

ავსტრალიაში ცხოვრებისას ნიუტონი და ტრუინი საზოგადოებაში სანიმუშო გეიწყვილის სახელის დამკვიდრებას ცდილობდნენ. 2010 წელს ტელეარხმა ABჩ-მ ვებგვერდზე მასალაც კი გამოაქვეყნა სათაურით: “ორი მამა უკეთესია, ვიდრე ერთი”, რომელსაც “ბედნიერი” ოჯახის ფოტო ერთვოდა. ძალადობა და სექსუალური ექსპლუატაცია ბიჭის ბუნებრივ ცხოვრებად იქცა. მარკ ნიუტონი ბავშვს უნერგავდა აზრს, რომ ასეთი ცხოვრება ნორმა იყო, ამასთანავე, ასწავლიდა, როგორ უნდა უარეყო ძალადობის ფაქტები, თუკი გამომძიებლები დაჰკითხავდნენ.

გამოძიების მონაცემებით, გეიწყვილს ბავშვი რეგულარულად დაჰყავდა სამოგზაუროდ. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტად ჩასული ჰომოსექსუალი წყვილი პედოფილებს სთავაზობდა, ნაშვილებ ბიჭთან სექსუალური კავშირი დაემყარებინათ.

ნიუტონისა და ტრუინის საიდუმლო ცხოვრებას ფარდა აეხადა 2011 წლის აგვისტოში ახალ ზელანდიაში, სადაც დააპატიმრეს პედოფილი, რომლის კომპიუტერშიც სხვა ბავშვების პორნოგრაფიული ხასიათის სურათებთან ერთად რუსეთში ნაშვილები ბიჭის “ბედნიერი ფოტოებიც” იპოვეს. თვითონ ამ ფოტოზე განსაკუთრებული არაფერი იყო ასახული, პიკნიკისას გადაღებული ჩვეულებრივი ოჯახური ფოტოა, მაგრამ მისმა არსებობამ პორნოგრაფიული შინაარსის სხვა ფოტოებთან ერთად გამომძიებლებს ეჭვი აღუძრა.

მას შემდეგ, რაც დეტექტივებმა ფოტოებზე გამოსახული პიროვნებების ვინაობა დაადგინეს, ჰომოსექსუალი წყვილი დააპატიმრეს (2011 წლის ოქტომბერში), ხოლო ბიჭი სოციალურ სამსახურს გადასცეს. გამოძიება 2012 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. ტრუინმა, როგორც კი დაინახა გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები, ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან დაკითხვისას განაცხადა, რომ თავის ჰომოსექსუალ მეწყვილესთან ერთად სურდა, მამობის სიხარული განეცადა და მრავალი წლის განმავლობაში ამაოდ ეძებდა სუროგატულ დედას აშშ-ში, შემდეგ კი ასეთ ქალს რუსეთში მიაკვლია ინტერნეტით.

რუსმა ქალმა ჰომოსექსუალებს 5 დღის ჩვილი გადასცა.

გამოძიებამ, აგრეთვე, მიაკვლია პედოფილების ხელშემწყობებს. მათ შორის, აღმოჩნდა აშშ-ის ორი მოქალაქე: 41 წლის ფლორიდელი იურისტი ჯონ პაუელი და ჩოგბურთის 36 წლის მწვრთნელი მიჩიგანიდან _ ჯეისონ ბეტუო. თითოეულ მათგანს დანაშაულის შესაბამის სასჯელი ელის.

ეს არ არის ნაშვილები ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის პირველი შემთხვევა. 2005 წელს საზოგადოებრიობა გააოგნა მაშა ალენის ისტორიამ, რომელიც ამერიკელმა პედოფილმა მეტიუ მანკუზომ იშვილა და რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა. სექსუალურ აქტებს კი ვიდეოფირზე იღებდა.

P.S. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ინტერნეტში, კერძოდ, “იუთუბიზე” (https://www.youtube.com/watch?v=h1PIVXecryo&sns=fb) შეგიძლიათ ნახოთ კარა მელდრუმ ჰანას მომზადებული სიუჟეტი, რომელიც 2015 წლის 28 მარტსაა ატვირთული. ამ ვიდეოში, აგრეთვე, ლაპარაკია, რომ გაყალბების ანალოგიური სქემით, კერძოდ, უკანონო რეგისტრაციის გზით, 2011 წლიდან დღემდე, უცხოელ მამაკაცებს, გეიპირებს საქართველოდან გააყვანინეს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ათეულობით ბავშვი. და ამას აკეთებდა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სააგენტონიუ ლაინ ჯორჯია”.

ქვეყნები, რომლებშიც სექსი ცხოველებთან მიღებულია

ფინეთი, უნგრეთი და რუმინეთი ევროკავშირის ის ქვეყნებია, რომლებშიც ცხოველებთან სექსუალური კონტაქტი აკრძალული არ არის, ანუ კანონდარღვევად არ ითვლება ისეთი სექსუალური კონტაქტი, რომელიც ცხოველს ტკივილსა და ტანჯვას არ განაცდევინებს. აქ ლაპარაკი არ არის ხვევნაკოცნაზე, არამედ, სახელდობრ, მოქმედებაზე, რომელიც გათანაბრებულია სქესობრივ აქტთან.

“ასეთი კონტაქტების რაოდენობა ჩვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ვარაუდობენ. სექსი ცხოველებთან _ ეს ტაბუდადებული თემაა, მასზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკი აუცილებელია”, _ განაცხადა ფინეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა მინა რუოტსალომ.

ფინეთში ჯერ კიდევ 1734 წელს, როცა ეს ქვეყანა შვედეთის შემადგენლობაში იყო, ზოოფილია სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ 1971 წელს ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად დააკანონა სექსი ცხოველებთან. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ასეთ საქციელს, ძირითადად, სჩადიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სექსუალური დისფუნქცია, არიან გონებრივად ჩამორჩენილები ან ხანდაზმულები, ამიტომ ჩათვალეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსმა არ უნდა შეზღუდოს ავადმყოფი ადამიანების მოქმედებები.

2015 წლის ივლისამდე ცხოველებთან სექსი დაშვებული იყო დანიაშიც, სადაც ბორდელებიც კი მუშაობდა, რომლებიც ასეთ სექსმომსახურებას სთავაზობდა კლიენტებს.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთსა და ნორვეგიაში ზოოფილია აკრძალულია, იქ მაინც არის ასეთი შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ფინელები მსჯელობენ ცხოველთა დაცვის კანონში შესატან ცვლილებაზე, რომელთა მიხედვითაც ცხოველებთან სექსი კანონით დაისჯება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here