საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
გიორგი დგებუაძეზე, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს, ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა. ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდების შესაბამის ორგანოებს მიმართა და ბრალდებულის საქართველოში ექსტრადირების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა მათთან.