Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

839

დედიკო და დედა ქორწინდებიან

ავსტრალიელმა წყვილმა _ როზ ჰოპკინსმა და ნატალი ვინტერმა _ ახლახან გამოსცა წიგნი სახელწოდებითდედიკო და დედა ქორწინდებიან”, რომელსაც წინ უსწრებდა კარგად დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანია.

ილუსტრირებული წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ერთნაირსქესიანი მშობლების შესახებ, ავსტრალიაში საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა და ამ ქვეყანაშიც დაიწყეს მცირეწლოვანი ბავშვების განათლება ჰომოსექსუალურ საკითხებში.

ლესლი ნიუმანის წიგნი “ჰაზერს ორი დედა ჰყავს” (Heather Has Two Mommies) აშშ-ში პირველად 1989 წელს გამოიცა და ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურებები ჰქონდა. 2015 წელს ეს წიგნი მეორედ გამოიცა აშშ-ში, ავსტრალიაში კი პირველად დაბეჭდა გამომცემლობა Walrer Books-მა. ამ წიგნში მოთხრობილია, როგორ უყვებიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთმანეთს თავიანთ ოჯახებზე, რომ დედიკოებს ხელზე საქორწინო ბეჭდები აქვთ და ა.შ.

ლესლი ნიუმანმა, აგრეთვე, გამოსცა (2009 წელს) წიგნი, რომელშიც აღწერილია ბავშვის ცხოვრება, როგორ ჭამს, იკრეჭს თმას, სეირნობს დიდი ადამიანების ზურგით _ ამ ყველაფერს კი აკეთებს თავის ორ დედასთან ერთად. ავტორი წიგნში ბავშვს ათქმევინებს, რომ ორი დედა _ ეს ნორმალურია. სხვათა შორის, 2009 წელს გამოიცა წიგნი “მამიკო, მამა და მე”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/erdoganis-coli.jpg

ერდოღანის ცოლმა ჰარამხანას ქალების ცხოვრების სკოლა უწოდა

კონფერენციაზესულთნების დედები, რომლებმაც კვალი დატოვეს ისტორიაშითურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოფანის ცოლმა, ემინე ერდოღანმა, განაცხადა, რომ ჰარამხანები სასარგებლო იყო, რადგან ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სულთნების ცოლები და მხევლები განათლებას ჰარამხანაში იღებდნენ ეწეოდნენ ქველმოქმედებას და ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ.

ქალბატონ ემინეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ სულთნის ცოლები და მხევლები, ასე რომ, კითხვა, _ სად უნდა წასულიყვნენ და რომელ სფეროში უნდა ეღვაწათ, უპასუხოდ რჩება.

თურქეთის პირველი ლედის ამ განცხადებამ სოციალური ქსელების თურქი მომხმარებლების განცვიფრება გამოიწვია. მათ ემინე ერდოღანს შეახსენეს, რომ ჰარამხანებში არანაირი წიგნი არ იყო. ქალბატონი ემინეს ქმარი კი დაადანაშაულეს, რომ ის ქვეყანას ისე მართავს, თითქოს სულთანია და არა _ პრეზიდენტი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/vachkovskebi.jpg

ჰოლივუდელი ძმები ვაჩოვსკები ახლა დები არიან _ “მატრიცისრეჟისორმა სქესი შეიცვალა

ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი ენდრიუ (ენდი) ვაჩოვსკი ქირურგიული ჩარევის შედეგად ქალად იქცა. ამიერიდან ყოფილი ძმები ლოურენსი (ლარი) და ენდრიუ (ენდი) მოიხსენიებიან, როგორც დები _ ლანა და ლილი. ქალად გარდასახვაზე 48 წლის ენდილილი გამოცემა The Windy Cute Times ესაუბრა.

რეჟისორმა აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა ასეთ კარდინალურ ცვლილებაზე და ახლა, როგორც იქნა, განახორციელა ჩანაფიქრი. სიმართლის გამჟღავნება კი აიძულეს ჟურნალისტებმა, რომლებიც მას სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებითა და სკანდალით ემუქრებოდნენ.

“ტრანსექსუალისთვის ძალიან ძნელია თავისი ცხოვრების დამალვა. მე, უბრალოდ, შესაფერის მომენტს ველოდებოდი. დიახ, მე ტრანსგენდერი ვარ და სქესი შევიცვალე”, _ განაცხადა ვაჩოვსკიმ და დასძინა, რომ მისი მდგომარეობა მარტივი არ არის.

მე მხარი დამიჭირა ოჯახმა და მქონდა სახსრები იმისათვის, რომ მიმემართა ექიმისთვის, რომელმაც მომცა შანსი, ეს პროცესი გადამეტანა. მხარდაჭერისა და სახსრების გარეშე კი ტრანსექსუალებს გარდაქმნის შესაძლებლობა არ აქვთ”, _ განაცხადა ენდილილიმ.

ეს სიახლე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჰოლივუდელი რეჟისორის ბევრი თაყვანისმცემლისთვის. ენდი ვაჩოვსკი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ სანიმუშო მეოჯახედ ითვლებოდა. ის ალისა ბლასინჰეიმზე 1991 წელს დაქორწინდა. ახლა კი უცებ დის კვალს დაადგა.

ენდი-ლილის უფროსი ძმა ლარი 2003 წელს წარუდგა საზოგადოებას ქალის კაბაში, 3 წლის შემდეგ კი სქესი შეიცვალა და ლანა გახდა. 2012 წელს ლანა ვაჩოვსკიმ საჯაროდ განაცხადა იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც “გარდამავალ” პერიოდში აღმოჩნდა, და ამისთვის პრემიაც კი მიიღო _ Visibility Award-ი.

შეგახსენებთ, რომ ძმები ვაჩოვსკები (ახლა უკვე _ დები) ჰოლივუდელი რეჟისორები არიან. მათი გადაღებულია საკულტო ტრილოგია “მატრიცა”, აგრეთვე, “ღრუბლის ატლასი”, “მერვე გრძნობა” და სხვ.

შვედი ლიბერალები ნეკროფილიის დაკანონებას მოითხოვენ

შვედეთში ლიბერალური პარტიის ახალგაზრდული ფრთა ნეკროფილიისა და 15 წლის ზემოთ ადამიანებს შორის ინცესტის ლეგალიზებას მოითხოვს.

“არ მოგვწონს ისეთი ზნეობრივი კანონები და კანონმდებლობა, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს არღვევს”, _ აცხადებს ახალგაზრდა ლიბერალების თავმჯდომარე სესილია ჯონსონი.

ახალგაზრდა ლიბერალები მოითხოვენ, ადამიანს 15 წლის შესრულების შემდეგ ჰქონდეს ნათესავებთან სექსუალური აქტის უფლება. მათი თქმით, კანონიერი უნდა იყოს სექსი გარდაცვლილთანაც იმ შემთხვევაში, თუ პირი გარდაცვალებამდე სექსუალურ აქტზე თანხმობის წერილს დატოვებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/pragis-centrshi.jpg

კოლექტიური მასტურბაცია პრაღის ცენტრში

1 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის სტარომესტკის მოედანი უჩვეულო მოვლენის ეპიცენტრი იქნება. როგორც ჩეხური გამოცემა LiveNews.ცზ იუწყება, ზაფხულის პირველ დღეს აქ უჩვეულო ფლეშმობი გაიმართება _ ონანიზმის ათასობით მოყვარული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პრაღის ცენტრალურ მოედანზე საყვარელი საქმით ერთად და ერთდროულად  დაკავდება. ორგანიზატორების განცხადებით, მათ ერთიანობის განცდა სურთ: ორგაზმი ერთად და ერთმანეთის თვალწინ.

აქციის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც კი გახსნეს, სადაც ღონისძიებაზე დასწრების სურვილი  უკვე 5 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. აქციაზე დამსწრეებს მხოლოდ დეტალების დაზუსტებაღა აწუხებთ: გაიხადონ მთლიანად თუ არა, მიეხმარონ ერთმანეთს მასტურბაციაში თუ ინდივიდუალურად განახორციელონ აქტი და ა.შ.

ადგილობრივი პოლიცია შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილი აქციის გამო, მათ ჯერ ვერ გაურკვევიათ, რა ზომები მიიღონ სამართალდამრღვევთა მიმართ, რადგან ასეთი რაოდენობის მონაწილეთა დაკავებას პოლიცია ფიზიკურად ვერ შეძლებს.

გაუპატიურება ამერიკულად

სექსუალური ძალადობა კამპუსებში _ აშშის სისტემური პრობლემა

აშშში მწვავედ დგას უნივერსიტეტების კამპუსებში (სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი) სექსუალური ძალადობის პრობლემა. ზოგიერთი მონაცემით, ყოველი მეოთხე სტუდენტი გოგონა ამა თუ იმ ფორმის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება უნივერსიტეტებში შექმნილი კომისიების საქმეა, მაგრამ ამ კომისიების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან, უმაღლესმა სასწავლებელმა კარგი იმიჯი შეინარჩუნოს და ამიტომ ცდილობენ, მიჩქმალონ სამარცხვინო ინციდენტები.

კამპუსში ლეიბით

2012 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა ემა სულკოვიჩი მეორე კურსზე ახალი გადასული იყო, როდესაც გარყვნილი ფორმით გააუპატიურეს. გოგონამ გადაწყვიტა, რომ შეძლებდა მომხდარის გადატანას და სამართალდამცველებს არ მიმართა, მაგრამ, როდესაც შეიტყო, რომ მოძალადემ კიდევ ორი სტუდენტი გოგონა გააუპატიურა, ამჯობინა, აღარ გაჩუმებულიყო.

სამივე მსხვერპლმა სარჩელი შეიტანა უნივერსიტეტის კომისიაში, რომელსაც ასეთი საქმეების განხილვა და სათანადო რეაგირება ევალება.

7 თვის შემდეგ გაიმართა სულკოვიჩის საქმის მოსმენა, რომელზეც კომისიის წევრები მოითხოვდნენ, რომ გოგონას დაწვრილებით აღეწერა გაუპატიურება და ყველაფერი, რაც ამას წინ უსწრებდა.

“კოშმარულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, იძულებული ვიყავი, დაწვრილებით მომეყოლა, რა საშინელება დამემართა”, _ იხსენებს სულკევიჩი. მაგრამ ყველაზე მეტად გოგონა გააოგნა იმ ამბავმა, თუ როგორი სიამოვნებით ყვებოდა მოძალადე ინციდენტის დეტალებს.

აქ აღსანიშნავია ერთი გარემოება: სულკოვიჩს გარყვნილი ფორმით გაუპატიურებამდე ორჯერ ჰქონდა სექსი იმავე ახალგაზრდა კაცთან.

საბოლოოდ კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სტუდენტი ბიჭი არც ერთ შემთხვევაში დამნაშავე არ არის. სულკოვიჩს მეგობრებმა ალმაცერად დაუწყეს ყურება.

“ვფიქრობ, ბევრი მამაკაცი გაუპატიურებას თავისებურ სექსუალურ თამაშად მიიჩნევს. ისინი ამბობენ, რომ ქალები თვითონ აცდუნებენ და ვეღარ ხვდებიან, როდის უნდა გაჩერდნენ. მე ვყვიროდი “არა” და ვებრძოდი მოძალადეს. ეს ყველაფერი ჩემი თანხმობის გარეშე მოხდა”, _ აღნიშნა ემა სულკოვიჩმა.

2014 წელს სულკოვიჩმა ზურგზე ლეიბი მოიკიდა და დაიწყო კამპუსში სიარული. მან განაცხადა, რომ ასე ივლიდა, ვიდრე მოძალადეს უნივერსიტეტიდან არ გარიცხავდნენ, მაგრამ მოძალადისთვის თითიც არავის დაუკარებია, ამიტომ არც სულკოვიჩს შეუწყვეტია ლეიბით სიარული. ამით გოგონამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში გაუპატიურების პრობლემას _ ბევრი სასწავლებლის სტუდენტმა გოგონებმა სულკოვიჩს მიბაძეს და მათაც დაიწყეს ლეიბით სიარული.

მართლმსაჯულება უნივერსიტეტებში

2014 წელს აშშ-ის განათლების სამინისტრომ ამერიკული უნივერსიტეტების 85 ფაკულტეტის ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიება დაიწყო, რადგან ჩათვალა, რომ ადმინისტრაციები არასაკმარისი გულისხმიერებით ეკიდებოდნენ საერთო საცხოვრებელში მომხდარი ძალადობის შესახებ საჩივრებს. ამ სიაში მოხვდნენ პრესტიჟული უნივერსიტეტები: ჰარვარდის, პრინსტონის, დარტმუტისა და იელისაც კი, თუმცა ამ სასწავლებელმა პრობლემის მიმართ მიდგომა შეცვალა და თავიდან აიცილა ფედერალური სანქციები.

ამერიკაში უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, თვითონ გამოიძიონ სექსუალური ხასიათის დანაშაული, თუ კი მას მსხვერპლი მიმართავს, მაგრამ კომისიის წევრებს სულაც არ სურთ, მათმა უნივერსიტეტმა მოძალადეთა სასწავლებლის რეპუტაცია მოიპოვოს, ამიტომ ცდილობენ, მოძალადის მხარე დაიჭირონ და არა _ მსხვერპლის.

სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ამერიკული ორგანიზაცია RAPE, ANUSE & INCEST  NATIONAL NETWORK (RAIN)-ის მონაცემებით, უნივერსიტეტებში სექსუალური ძალადობა ჩადენილია სტუდენტთა 3%-ის მიერ. სექსუალური ძალადობის შემთხვევათა უმეტესობა ხდება კამპუსებში მოწყობილ საღამოებზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თუმცა არცთუ იშვითად _ პაემნებზეც. ამასთანავე, სტუდენტი გოგონების გაუპატიურების შემთხვევების 15% ჯგუფურად არის ჩადენილი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში 20 მილიონი ახალგაზრდა სწავლობს, მათი 67% სუსტი სქესის წარმომადგენელია.

ცნობისათვის:

აშშში ბოლო წლების განმავლობაში საგანგაშოდ მოიმატა სექსუალური ძალადობის შემთხვევებმა სკოლის მოსწავლეთა შორისაც. Journal of Yorth and Adolescene მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სკოლის მოსწავლე ბიჭების თითქმის 10%-ზე სექსუალურად ძალადობენ.

ბოლო შემთხვევა მოხდა რამდენიმე კვირის წინათ ტენესის შტატში, სადაც კალათბურთელთა გუნდის სამმა წევრმა 15 წლის ახალბედა გააუპატიურა.

ნიუიორკელი ფსიქოლოგის _ სუზან ლიპკინსის აზრით, სკოლის მოსწავლეთა შორის სექსუალური ძალადობის ფაქტების გახშირებაში დიდი წვლილი მიუძღვის სოციალურ მედიას, რომლიდანაც მოზარდები ძალადობის ახალი და სასტიკი ფორმების შესახებ ინფორმაციას იღებენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/migrantma-gaaupatiura.jpg

ავღანელმა მიუგრანტმა ბელგიაშიწითელი ჯვრისთანამშრომელი გააუპატიურა

ბელგიის ქალაქ მენენში საერთაშორისო ორგანიზაციაწითელი ჯვრისთანამშრომელ ქალს 16 წლის ავღანელი ლტოლვილი თავს მას შემდეგ დაესხა, რაც ყმაწვილმა მოისმინა ლექცია ქალებისადმი პატივისცემით მოპყრობის შესახებ.

“არასრულწლოვანმა ავღანელმა სასადილოს თანამშრომელი ქალი სარდაფში გააუპატიურა. როგორც ჩანს, მოზარდმა ქალის ყურადღების მიპყრობა სცადა, მაგრამ უარი მიიღო და ამის შემდეგ იძალადა”, _ განაცხადა “წითელი ჯვრის” წარმომადგენელმა ან ლეიტენმა. მისი თქმით, ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” “სექსუალური განათლების” კურსებს უტარებს 14, 15 და 16 წლის ობოლ მოზარდებს, რომლებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ ევროპელ ქალებთან.

“მათ არ იციან, რომ აქ მამაკაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ და სექსუალური ძალადობა დაუშვებელია”, _ აღშფოთებას ვერ მალავდა ლეიტენი.

გაეროს მონაცემებით, 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილების რაოდენობამ მოიმატა: იანვარ-თებერვალში ევროპაში 80 ათასზე მეტი კაცი ჩავიდა, უფრო მეტი, ვიდრე 2015 წლის პირველ 4 თვეში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here