Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ “ჩაუშვეს” ამერიკელები ფარული ჩანაწერების საქმეში

როგორ “ჩაუშვეს” ამერიკელები ფარული ჩანაწერების საქმეში

573

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველო აფორიაქებული ჭიანჭველების ბუდეს დაემსგავსა. მიზეზი ყველასთვის ცნობილია _ სოციალურ ქსელიუთუბზეუცნობმა პირებმა გამოაქვეყნეს სახელმწიფო ბოროტმოქმედის _ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფარულად და, რა თქმა უნდა, უკანონოდ ჩაწერილი მთავრობის ყოფილი წევრის აღვირახსნილი პირადი ცხოვრების კადრები.

საგულისხმოა, რომ ყველაზე დიდი ხმაური ატეხეს და აღშფოთება გამოთქვეს “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. ცნობილმა სახეებმა და მათ მიერვე გამოკვებილმა სატელიტმა ენ-ჯე-ოებმა თუ უფლებთა ფსევდოდამცველებმა. მაგალითად, პარლამენტარმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ “ხელისუფლება აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა, წინ აღდგომოდა შექმნილ ვითარებას”. თანაპარტიელს “აღშფოთება-შეშფოთების” საქმეში არ ჩამორჩა გიორგი ბარამიძეც. ხელისუფლებისგან ყველა ერთხმად მოითხოვდა ფარული ჩანაწერების გამავრცელებელთა გამოაშკარავებასა და სამაგალითოდ დასჯას. სავარაუდო გამავრცელებლები პროკურატურამ ოპერატიულად გამოავლინა, დააკავა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პასუხსაც აგებინებენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რატომ არ მოითხოვენ ხსენებულიუფლებადამცველებიდა ენჯეოები მთავარ ბოროტმოქმედთა დასჯას, რომლებმაც უკანონო თვალთვალი და შანტაჟი სახელმწიფო პოლიტიკად აქციეს, შექმნეს უზნეობისა და ტერორის ტოტალური სისტემა, რომლითაც ამაყობდნენ კიდეც?! გავიხსენოთ თუნდაც 2013 წლის აპრილი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, დღემდე ძებნილმა მეგის ქარდავამ თავისი მეგობრისა და უფროსის _ ბაჩო ახალაიას გათავისუფლება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მაკომპრომეტებელი მასალების გამოქვეყნებით იმუქრებოდა. ეს “მაკომპრომეტებელი მასალები” ქარდავას რომ ჰქონდა, იმავე წელს დაადასტურა ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა: “მეგის ქარდავა ის ადამიანია, თუ ამბობს, რომ მას კადრები აქვს, გაავრცელებს, თუ ეს არ მოხდება (ბაჩო ახალაიას გათავისუფლება _ ავტ.). მერწმუნეთ, ისეთი ადამიანია, მას ნამდვილად ექნება ეს კადრები და, ალბათ, გაავრცელებს”. “ნაცმოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებულებზე ფარული ჩანაწერები რომ არსებობდა, ბევრისთვის იყო ცნობილი, მათ შორის, ექსპერტ მამუკა არეშიძისთვის. ტელეკომპანია “მეცხრე არხის” მიერ მომზადებულ იმავე სიუჟეტში ბატონი არეშიძე ამბობს: “არის გარკვეული კომპრომატები, რომლებიც ეხება “ქართული ოცნების” ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის, ქალბატონებსაც. საკმარისია, ეს კომპრომატები გამოჩნდეს, რომ ისინი (გამავრცელებლები _ ავტ.) შეიქმნიან სერიოზულ დისკომფორტს. ხელისუფლებას აღარ დარჩება არც სურვილი და არც საშუალება იმისა, რომ ეს ადამიანები (“ნაციონალები” _ ავტ.) კოჰაბიტაციის რეჟიმში შეინარჩუნოს”.

სრულიად ვეთანხმები პატივცემული ექსპერტის ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, დროა, ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს ხალხის დაკვეთა და პასუხი აგებინოს ფარული ჩაწერების დამკანონებლებს _ “ნაციონალებს”. ვითომ ყველაფერი ნათელია, მაგრამ არ შემიძლია აუარო გვერდი ამ ფაქტს:

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ერთ-ერთმა სტუმარმა “ტვ პირველის” 14 მარტის ეთერში განაცხადა: “ქვეყნის სპეცსამსახურებმა უნდა გაიღვიძოს და საზოგადოებამ უნდა უთხრას “არა” რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკურ ინტრიგებს”. ამ ქალბატონსრუსული ჩექმისკვალის არსებობის არც ერთი არგუმენტი არ მოუყვანია, სამაგიეროდ, გვაუწყაფარული ჩანაწერებისსაქმეში ამერიკელების მონაწილეობაზე. მოვუსმინოთ მას: “ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება და გეგმა, რომ ვიღაც პოლიტიკოსებზე მოუნდათ და გაავრცელებენ ან არ გაავრცელებენ ვიდეომასალებს. ეს არის ქვეყნის არევის გეგმა და ეს პირდაპირ კავშირშია იმ საკონსტიტუციო სარჩელთან, რომელიც შეატანინეს .. მაცაცოს (გიორგი ტატიშვილი _ ავტ.)… და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყებოდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების პროცესი, ქვეყანაში დაიწყებოდა არეულობა და ამ ფონზე უნდა შემოსულიყო ახალი პოლიტიკური ძალაოჯახის სიწმინდის დაცვისეგიდით და ეს იქნებოდა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, პოლიტიკური ძალა”. ამაზე გაჩერებულიყო, დალოცვილი! მაგრამ ოკეანგაღმელი პატრონებისადმი მოწოლილმა მადლიერების განცდამ უღალატა და ათქმევინა ეს სიბრიყვე: “მე ვიცი, რატომ ჩაიშალა ეს გეგმა (“ღარიბაშვილის გეგმა” _ ავტ.), უბრალოდ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში, რომ პროცესები ამ სცენარით არ წავიდა…”

აი, ასე, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარა ამ ქალბატონმა, რომ ჩვენი ქვეყანა 25 წელია, “ამერიკის ჩექმისქვეშ არის და მას აშშის ელჩები ამერიკის გეოპოლიტიკისგეგმითმართავენ

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მომხდარი უბედურებიდან? ეს საზიზღრობა კარგა ხნის წინათ დაიწყო და ამაში ჩვენი, საზოგადოების, ბრალიც არის. გავიხსენოთ “ახალგაზრდა პერსპექტიული პოლიტიკოსის” _ მიხეილ სააკაშვილის კადრები, როდესაც ის საკუთარ დედასთან სატელეფონო საუბრისას მასტურბირებდა… ქართველი საზოგადოება ზნეობრივად ჯანსაღი რომ ყოფილიყო, “მიშიკოს” პოლიტიკური კარიერა მაშინვე დასრულდებოდა და არც ფარული ჩანაწერებით სავსე კასრებთან გვექნებიდა საქმე და არც ცოცხით გაუპატიურებულ ტუსაღებთან… დღეს კი, თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა და უარი არ უთხრა გარყვნილ, აღვირახსნილ და ყურებით დაჭერილ ჰედონისტურ პოლიტიკურ ელიტას, და არჩევნებში მორიგ პოლიტიკურკერპსთუ მივაღებინებთ ხმების 90 პროცენტს, ყველაფერი კვლავ ჩვეულ ჯოჯოხეთურ წრეს დაუბრუნდება.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. დიახ, ვეთანხმები სტატიის ავტორს, აუცილებელია დაისაჯოს ყველა, ვისაც კი მცირეოდენი წვლილი მაინც მიუძღვის მსგავსი საზიზღარი კადრების გადაღება–გავრცელებაში. მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მმართველი ძალები, ხელისუფლება, გაიწმინდოს ამორალური ადამიანებისგან. ვინ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს? ადამიანი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს კაზინოში ატარებს, როგორ გგონიათ, ის საკუთარ ხელფასით დაკმაყოფილდება? არ გაძრცვავს ქვეყნის ბიუჯეტს, არ მოითხოვს დანამატებს და პრემიებს თავისი \\\”ასეთი საპასუხისმგებლო სამუშაოს\\\” გამო? მერე იტყვიან დღე და ღამე გასწორებული გვაქვს თქვენზე ფიქრში მუშობაშიო. კი ვხედავ რაში ასწორებენ დღე და ღამეს. სამარცხვინო და ამაზრზენია 🙁

  2. აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ და არ დავუშვათ ხელისუფლებაში უზნეო ადამიანები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here