Home რუბრიკები პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები და ოკეანის გაღმიდან დაფინანსებული ხლისტები

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები და ოკეანის გაღმიდან დაფინანსებული ხლისტები

761

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებიდან თითქმის არაფერი რომ არ შესრულებულა, ვწერდისაქართველო და მსოფლიოს.. 20-26 იანვრის ნომერში (#2) გამოქვეყნებულ წერილში სათაურითბიძოკიო”. მაგრამ მაშინ თითქმის არაფერი მითქვამს ერთი ვერ თუ არ შესრულებული დაპირების შესახებ, რომელსაც, ფინანსები კი არა, მხოლოდ მტკიცე პოლიტიკური ნება სჭირდებოდა.

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება _ აი, ის დაპირება, რომლის ასრულებასაც ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებზე არანაკლები იმედით ელოდა საქართველო, მაგრამ 4 წელიწადია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კარასინ-აბაშიძის უსახურ ფორმატს ვერ გასცდა. არადა, 2008 წლის ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გასვლის შანსი საკმარისზე მეტი იყო?!

დავსვათ კითხვა _ ვის უფრო სჭირდება ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა _ აშშ, ანუ ამერიკის შეშფოთებული შტატების მხოლოდ აღშფოთების იმედად მყოფ, ტერიტორიებშემოძარცვულ საქართველოს თუ რუსეთს, რომელსაც სოხუმცხინვალის გასაღები ჯიბეში უდევს?

პასუხი მარტივია _ საქართველოს.

ჰოდა, პარადოქსია, აბა, რა, რომ ამ მიმართულებით იმპულსები, ინიციატივები ყოველთვის მოსკოვიდან მოდიოდა და არა _ პირიქით…

გავიხსენოთ რამდენიმე მომენტი:

ფსიქიკურად გაუწონასწორებელი სააკაშვილის ზეობის ჟამს, 2008 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც რუსეთის ტანკები პერევში იდგნენ, მიუხედავად სამთავრობო თუ არასამთავრობო ხლისტების წინააღმდეგობისა, ჩვენი ბრძენი პატრიარქი მოსკოვს გაემგზავრა ჯერ კიდევ სტალინის პერიოდში აღსაყდრებული რუსეთის პატრიარქის დაკრძალვაზე, სადაც მას ხაზგასმული მოკრძალებაპატივისცემით შეხვდნენ რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი, რომლებმაც კეთილი ნება გამოიჩინეს და, საქართველოს პატრიარქის პატივისცემის ნიშნად, პერევიდან ჯარი გაიყვანეს, მაგრამ რუსის ტანკები მალე უკან შემოგრიხინდნენ, რადგან ტუტუცმა სააკაშვილმა თვითონ მოიწერა ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ნაღვაწი!

მას შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმის დასასრულამდე უკვე მესამე ვადით არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მატყუარა, მიწაზე მხოხავ, ჰალსტუხჭამია სააკაშვილთან არავითარი ურთიერთობა არ ექნებოდა…

ხელისუფლებაში მეოცნებეთა მოსვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად მყისვე დაინიშნა ზურაბ აბაშიძე და იმედიც გაჩნდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება გაბედულ ნაბიჯს გადადგამდა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარასინაბაშიძის უსახური ფორმატის ურთიერთობები ბორჯომ-მანდარინის თემას ვერ გასცდა. არადა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრის შეთავაზება პირადად ლავროვ-პუტინისგან საკმარისზე მეტი იყო.

ბოლოს, 2015 წლის დეკემბერში, წლის შემაჯამებელ გრანდიოზულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმამაესტროსშეკითხვაზე პირდაპირ განაცხადა, საქართველოსთან ნებისმიერ საკითხზე საუბრისთვის მზად ვარ, მაგრამ ცხინვალსოხუმთან ქართველებმა თვითონ აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება, რომლის ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის მისაღები იქნებაო.

ის, რომ სამსაათიან ბრიფინგზე, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 1500-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა და იმ მცირეთაგან, რომლებსაც კითხვის დასმის პატივი ერგოთ, საქართველოს ტელეკომპანია “მაესტროც” იყო და ისიც, რომ ჟურნალისტთათვის გაწყობილ “ალა-ფურშეტზე” მეგრულ-იმერული ხაჭაპურები დომინირებდა, მრავლისმეტყველი ფაქტი იყო, მაგრამ…

იმავე დღეს აღნავლდნენ ჩვენი არასამთავრობო თუ სამთავრობო ხლისტები, _ პუტინს შეეშინდა, ევროპა საქართველოს უვიზო რეჟიმს დაუწესებს და ამიტომ ალაპარაკდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეო(?!).

ამაზე დიდი სიბრიყვე გაგონილა?!

თუმცა, რატომ სიბრიყვე?!

ეს შეგნებული მტრობაა საკუთარი ქვეყნისა, რადგან ჩვენი ასოები, რომელთა წარმომადგენლებიც ყველა საკვანძო სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი არიან ჩანერგილები .. მრჩევლებად, ოკეანის გაღმიდან გულუხვად დაფინანსებულნი, მათივე დირექტივებიდან გამომდინარე, რჩევებს (წაიკითხე _ ბრძანებებს) აძლევენ ჩვენს მინისტრებს, შეინარჩუნონ და გააღრმავონ რუსეთთან კონფრონტაციული რეჟიმი.

ახლახან კვლავ დაიწყო საუბარი რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრის აუცილებლობაზე, რომელსაც ამჯერად ნაცებიც კი იზიარებენ, ოღონდ ერთი პირობით, თუ საქართველოს დეოკუპაციაზე იქნება საუბარი.

დავიწყოთ იქიდან, რომ პირობების წაყენება, როგორც წესი, ძლიერის პრეროგატივაა და რით არის ძლიერი საქართველო _ ამერიკის შეშფოთებული შტატების აღშფოთების იმედით?

რუსეთთან მოლაპარაკებისას წინაპირობების წაყენების უფლებას, საკუთარ თავს ევროპის ლიდერი სახელმწიფოები და თვით აშშ ვერ აძლევენ და საქართველო ვის დაჰკარგვია?

ასე იყო მინსკში ე.წ. ნორმანდიის ოთხეულის მარათონული ღამის მოლაპარაკებისას და ასეა ახლაც _ ყირიმის “ანექსიის” შემდეგ ბარაკ ობამა რომ იქადნებოდა, პუტინს ხელს არ ჩამოვართმევ და რუსეთს იზლოაციაში მოვაქცევო, ეს სულელური განცხადება, ეტყობა, ისე გააკეთა მსოფლიო ლგბტ-პედერასტების ლიდერმა ბარაკმა, რომ მსოფლიო რუკისთვის არ დაუხედავს თორემ პლანეტის 1/6-ზე გადაჭიმული რუსეთის შესახებ ასეთ სიბრიყვეს არ წამოტორტლავდა!

კი, ბატონო, ეკონომიკურმა სანქციებმა დააზარალა რუსეთის ეკონომიკა და ამის გამო დასავლელ ნეოლიბერალებს იმედი ჰქონდათ, სირიაში სამხედრო მოქმედებებისას რუსეთს ქანცი გაუწყდებაო, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ეს იმედი ისევე გაუცრუვდათ, როგორც იმედი, რომ რუსი ხალხი მასობრივად გავიდოდა წითელ მოედანზე და დაამხობდა პუტინის ხელისუფლებას. პირიქით _ ზემორე ხსენებულის გამო ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა რუსეთში და უფრო მეტიც, მისი პოპულარობა დღითიდღე მატულობს დასავლეთშიც.

წერილის პათოსიდან გამომდინარე, გთავაზობთ, როგორც შტირლიცი იტყოდა, “ინფორმაციას განსასჯელად”, ანუ ცხელ-ცხელ გამონათქვამებს:

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება მოსაზრება რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ შეწყვეტს სირიაშიალ ქაიდასშტოს მხარდაჭერას, რუსეთი არათუ არ დარჩება მაყურებლის როლში, არამედ ბოლომდე მიიყვანს ნიკოლოზ მეორეს მიერ დაწყებული საქმეს და კონსტანტინოპოლს (სტამბულს) ქრისტიანების დაუბრუნებსამ ფონზე კი უკრაინის მამასეთური ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოცემა Atlanticთან ინტერვიუში ამბობს: “უკრაინა აშშის ძირითად ინტერესს არ წარმოადგენს, რუსეთი კი ყოველთვის ეცდება უკრაინაზე დომინირების შენარჩუნებას, რადგან უკრაინა რუსეთის ინტერესია”…

აი, ეს არის აშშის რეალური პოლიტიკა _ კიევის მაიდანზეპერაშკებსარიგებდნენ, ქვეყანა დაშალეს და დაანგრიეს და ახლა თურმე უკრაინა აღარ აინტერესებთ?!

და იქვე:

თუ ვინმე ვაშინგტონში ფიქრობს, რომ ყირიმის ან აღმოსავლეთ უკრაინის გამო რუსეთთან ომში უნდა ჩავერთოთ, მათ ეს ძალიან კარგად და მკაფიოდ უნდა ახსნან”, _ თქვა ობამამ.

აი ასე!

ვის ვისი ეშინია, სირიაში გამოჩნდა _ ბარაკ ობამა, გუშინ პუტინს ხელს რომ არ ართმევდა, დღეს სირიაში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას დათანხმდა…

ეგეც არ იყოს და, თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები კრემლში დევს, წადი, შეხვდი პუტინს ერთიერთზე, ამერიკელინადზირატელისგარეშე და, რაზეც გინდა, ელაპარაკე. მაინცდამაინც წინასწარ უნდა გაახმაურო, რა დელიკატურ საკითხებზე გექნება საუბარი?

ისე, კი უნდა გვესმოდეს: გასაღები, რომელიც კრემლში დევს, არც ისეთი ჯადოსნურია, რომ პუტინმა სოხუმ-ცხინვალს საქართველოში დაბრუნება უბრძანოს, აფხაზები და ოსები კი თავქუდმოგლეჯილი გამოვარდნენ ქართველი ჯარისკაცების ამერიკული “ბათინკების” დასაკოცნად.

ჩვენ სოხუმცხინვალში კი არ უნდა დავბრუნდეთ, აფხაზები და ოსები უნდა დავიბრუნოთ. ეს კი დღეს და ხვალ, ანუ უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, რადგან მათთან ომების შემდეგ 2-3 თაობა გაიზარდა, რომელთათვისაც სიტყვაქართველიმხოლოდ მოსისხლე მტერთან ასოცირდება.

ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც გაიძახიან, სოხუმცხინვალის დაბრუნების რეცეპტი ჯიბეში მიდევსო, ან რეგვენები, ან დემაგოგები არიან!

16 მარტს ჟენევაში გაიმართება აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს პირველ პირთა შესაძლო შეხვედრაზეც იქნება საუბარი და ვნახოთ, რა მოხდება _ გამოიჩენს პრაგმატულ პოლიტიკურ ნებას საქართველოს ხელისუფლება და პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძვრება, თუ კვლავ დაჰყვება არასამთავრობო თუ სამთავრობო ხლისტების შანტაჟს და ხვალაც ურაპატრიოტული “ვაშას” ძახილს განვაგრძობთ…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ვეთანხმები წერილის ავტორს. მაგრამ,ჩვენს დაქუცმაცებულ ქვეყანას არაფერი არ ეშველება!!! რადგან სახელმწიო სათავეში არიან მარიონეტები,გამაძღარი მარიონეტები არასოდეს ქვეყნის ხვალინდელ დღეზე არ იფიქრებს და არც მის მომავალზე. მათ გააჩნიათ საკმაო რესურსები თუ დაჭირდებათ გაიქცნენ ევროპაში!!! თუ ხალხი გამოვიდა ქუჩაში……………………………………………………………………………………………………sos

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here