Home რუბრიკები პოლიტიკა რეგიონში პირველივე სერიოზული სამხედრო აქტივობის შედეგად საქართველო აჭარას დაკარგავს

რეგიონში პირველივე სერიოზული სამხედრო აქტივობის შედეგად საქართველო აჭარას დაკარგავს

639

გლობალური კვლევების ცენტრმასაექსპერტო შეხვედრა გამართა

5 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრმასასტუმროვერეპალასშიმორიგ აქტუალურ საკითხზე საექსპერტო შეხვედრა გამართა. რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა, როგორ დასრულდება რუსეთთურქეთის კონფლიქტი და ორ დიდ სავაჭრო პარტნიორს შორის ურთიერთობის გამწვავება როგორ აისახება საქართველოს პოლიტიკურეკონომიკურ მდგომარეობაზე? _ ამ საკითხებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე საგანგებოდ მოწვეულმა ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა იმსჯელეს.

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

_ მასმედიის წარმომადგენლები ექსპერტებს მეტწილად გვეკითხებიან მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული თემის შესახებ, რაც მათ აინტერესებთ, უმნიშვნელოვანესი საკითხები კი პოლიტიკური კინკლაობისა და ე.წ. სკანდალური თემების გამო იჩრდილება და მათზე მსჯელობა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. აღნიშნულ საექსპერტო შეხვედრაზე კი ჩვენ მიმოვიხილეთ არამხოლოდ რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება, არამედ რეგიონში არსებული ვითარება და ვიმსჯელეთ, რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ ამ სიტუაციაში.

ყველა ეს საკითხი დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ, ჩვენმა ხელისუფლებამ კი გაითვალისწინოს. მხოლოდ ამერიკისა და ევროპის ძახილი არაფერს მოგვცემს, რადგან ურთულესი რეგიონის შუაგულში ვართ და, თუ ამ საფრთხეებსა და პრობლემებს თვალი არ გავუსწორეთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დიდ უსიამოვნებაში აღმოვჩნდეთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/areshidze-mamuka_1734.jpg

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ უკვე წლებია, ქვემო ქართლში ერთმანეთს ებრძვიან აზერბაიჯანელები, ირანელები, თურქები და არაბები. სხვადასხვა წარმატებით, მაგრამ ისე ინტენსიურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენისთვის, რომ ხშირად გგონია, ვიდრე ისინი ერთმანეთს ებრძვიან, ეს საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ, როგორც კი რომელიმე ძალა უპირატესობას მოიპოვებს, დაიწყება ჩვენი პრობლემები… საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იბრძვიან არამხოლოდ რელიგიური ჯგუფები, არამედ, მაგალითად, თურქეთის წარმომადგენლები _ გიულერისტები და ერდოღანისტებიც კი ებრძვიან ერთმანეთს და ეს ბრძოლა უკვე საშიშ ფორმებს იღებს. ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ და მათ შორის ქართულმა სპეცსამსახურებმაც არაფერი იციან. ანალოგიური რამ ხდება აჭარაშიც და, როდესაც ზოგიერთს მიაჩნია, რომ ორი დიდი ქვეყნის კონფლიქტში საქართველომ შეიძლება გარკვეული სარგებელი ნახოს, ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ არაფრისთვის მზად არ ვართ და მიმდინარე მოვლენების მიმართ მხოლოდ მაყურებლის პოზიცია გვიკავია. სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვისაც უცხოა.

 მინდა გითხრათ, რომ მოსკოვში სერიოზულად შეშფოთებულები არიან აჭარაში შექმნილი ვითარებით, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოს აჭარა პრაქტიკულად დაკარგული აქვს. რეგიონში პირველივე სერიოზული სამხედრო აქტივობის შედეგად საქართველო აჭარას დაკარგავს, ვინაიდან არსებობს სერიოზული “მეხუთე კოლონა”, რომელიც ამ სიტუაციას გამოიყენებს. იმის მაგივრად ხელისუფლებამ ამ მიმართულებით რომ იმოქმედოს, ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gubazi.jpg

გუბაზ სანიკიძე, პარლამენტარი, “ეროვნული ფორუმისწარმომადგენელი:

_ წინასაარჩევნოდ მთავარი ბატალიები, ალბათ, ორ ძირითად საკითხზე გაიმართება: ეს იქნება სექსუალური უმცირესობებისა და რელიგიური საკითხები. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გარეთ გარკვეული ძალები დაინტერესებულები არიან ამ საკითხებით, რადგან სხვანაირად საქართველოს ვერ “ააფეთქებ”, ჩვენს ქვეყანას რელიგიური საკითხით თუ მოერევი. მათ კარგად იციან, რომ საქართველოში ამის ნოყიერი ნიადაგი უკვე არსებობს.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის კონფლიქტს, მაინც მგონია, რომ რუსეთი და თურქეთი სერიოზულ დაპირისპირებას მოერიდებიან. რაც შეეხება ალეპოს, ახლა ალეპო არის საკვანძო წერტილი, იგივე სტალინგრადი. ვინც ამ ქალაქს დაიკავებს, ის იქნება დომინანტი. ვითარება ძალიან მძიმეა და ჩვენ ვერ გავთვლით, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ამას ამერიკული და რუსული სპეცსამსახურებიც ვერ თვლიან. ეს არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/_simon_kilad_3029_3029.jpg

სიმონ კილაძე, ანალიტიკოსი:

_ თუ მიმოვიხილავთ მეზობელი ქვეყნების პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და, მაგალითად, ირანული პრესაში ბოლო ხანს გამოქვეყნებულ მასალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ვნახავთ, რომ ფართოდ გააშუქეს კახა კალაძის ვიზიტები ირანში. ყველა ძირითადი საკითხი იყო განხილული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ირანის ინგლისურენოვან პრესაში საქართველო ყოველთვის ფიგურირებს, მხოლოდ ვიზიტებთან დაკავშირებული მასალები იბეჭდება ხოლმე.

რაც შეეხება თურქულ პრესას, ის ტრადიციულად საკმაო ყურადღებას უთმობს ჩვენს ქვეყანას, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა გართულდა, თურქები ყურადღებას აქცევენ ისტორიულ კონტექსტს და აფხაზეთის საკითხს. მაგალითად, პოპულარული ინგლისურენოვანი გაზეთი “თუდეი ზამანი” თითქმის თვეში ორ-სამჯერ ბეჭდავს ცნობილი თურქი პოლიტოლოგისა და ანკარის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის _ ჰასან კანბოლათის მოსაზრებას. ეს პიროვნება ბევრჯერაა აფხაზეთში ნამყოფი და აფხაზეთზე ხშირად წერს გულთბილად და ლოიალურად, ანუ ანტიქართულად. სხვა მხრივ კი, შეიძლება ითქვას, თურქული პრესა საქართველოს მიმართ საკმაოდ მეგობრულადაა განწყობილი.

 რაც შეეხება ქართულ პრესას, შეიძლება ითქვას, რომ აქ არავითარი პროფესიონალიზმი და საექსპერტო ანალიზი არ შეინიშნება. ბოლო ხანს დიდი რეზონანსი ჰქონდა თურქეთის ელჩთან დაბეჭდილ ინტერვიუს, მაგრამ დიპლომატმა რა უნდა თქვას? ხომ არ იტყვის, ომს ვიწყებთ ან ჩვენი საიდუმლო სამსახურები თქვენ წინააღმდეგ მუშაობენო?! ამიტომ უმჯობესია, ვინმე კომპეტენტური წყაროსგან აიღონ ჟურნალისტებმა ინტერვიუები, რომელმაც იცის, რა ხდება სინამდვილეში აჭარაში. ამას გარდა, ჩვენთან ისეთი პოლიტიკოსებიც არიან, რომლებსაც ჰგონიათ, თურქეთი ჩვენი მესიაა, მშველელი და ისტორიული მეგობარი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/petre_mamradze_11911.jpg

პეტრე მამრაძე, “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ შეიძლება ითქვას, ამ ვითარებაში ძალიან იზრდება რისკები საქართველოს მიმართ და ჩვენ ვხდებით სწორედ ის დაბალი ღობე, ის პოლიგონი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ. მაგალითად, ლავროვმა განაცხადა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ნატო ითრევს საქართველოს თავის რიგებში, კონკრეტულ ზომებს მივიღებთო, რაც იმას ნიშნავს, ვიღაცას რომ ტვინი გადაუბრუნდეს და ვარშავის სამიტზე განაცხადოს, საქართველოსთვის უბრალოდ მაპის მიცემის საკითხი გადავწყვიტეთო, რუსები იმ დღესვე ჩააყენებენ სამხედრო ბაზებს საქართველოში და იტყვიან, სხვა გზა არ გვაქვს, სამხრეთით ჩვენი საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, რადგან საქართველო შედის ნატოში და აქვეა თურქეთიც, რომელიც ნატოს წევრია და რომელმაც ზურგში დანა ჩაგვარტყაო.

ბოლო დროს მე შევხვდი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს, მათ მოადგილეებს, სამხედრო ატაშეებს და ყველას ამ კითხვას ვუსვამდი, რუსები რომ ასე მოიქცნენ, რა უნდა ვქნათ-მეთქი და მპასუხობდნენ, ჩვენი მხრიდან განცხადებების გარდა არაფერს ელოდოთო. არადა, ეს რისკები გაზრდილია”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maisia-3.jpg

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ კარგად მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა სირიაში. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითია და საომარი მოქმედებები მალე განახლდება, რადგან, პროამერიკული და პრორუსული კოალიციების გარდა, გამოჩნდა მესამე საკმაოდ ძლიერი ძალების ცენტრი _ თურქეთ-საუდის არაბეთის კოალიცია, რომელიც, ბუნებრივია, ამ შეთანხმების პირობებს არ ეთანხმება. სავარაუდოდ, სიტუაცია გამწვავდება, რადგან რუსულმა კოალიციამ საკმაოდ წარმატებული სამხედრო კამპანია ჩაატარა. ეს უნდა ვაღიაროთ. რუსები უკვე აკონტროლებენ სირია-თურქეთის საბრძოლო ზოლის 70%-ს, ანუ ისინი, ფაქტობრივად, გავიდნენ საკონტაქტო დაპირისპირების ზოლზე. თურქეთს მობილიზებული ჰყავს მეორე საველე არმია, დაახლოებით 200 ათასი მეომრით და პლუს მეოთხე სარეზერვო არმია, რომელშიც 200 ათასი ადამიანია. ამას გარდა, თურქეთი აპირებს, შექმნას მძლავრი დაჯგუფება, მაგრამ თურქულ დაჯგუფებას უპირისპირდება საკმაოდ მძლავრი რუსული დაჯგუფება. მობილიზებულია 80-მდე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და 16 დამრტყმელი ვერტმფრენი და, თუ შევადარებთ, გამოდის, რომ ძალთა თანაფარდობა რუსულ და თურქულ კოალიციებს შორის თანაბარია.

შეტაკებების შედეგად, არ არის გამორიცხული, დაპირისპირებამ კავკასიის მიმართულებითაც გადმოინაცვლოს და მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს. ალეპოსთან რუსულ კოალიციას მოწინააღმდეგე, ფაქტობრივად, ალყაში ჰყავს მოქცეული და, თუ თურქები არ ჩაერევიან, ალეპოს ბედი გადაწყვეტილია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/archvadze.jpg

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

_ რუსეთი და თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეზობლები, არამედ სოლიდური სავაჭრო პარტნიორებიც არიან. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთზე მოდიოდა ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვის ჯერ 60%, შემდეგ _ 30% და ემბარგოს შემდეგ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, შემდგომ კი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა თურქეთი, ამიტომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

თურქეთისა და რუსეთის სტატისტიკური სამსახურების ბოლო მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მიხედვით თურქეთს მე-5, იმპორტირებული მიხედვით კი მე-13 ადგილი უკავია. თურქეთის ექსპორტში რუსეთს მე-7 ადგილი უკავია, ხოლო რუსეთის იმპორტი პირველ ადგილზეა. ასე რომ, თურქეთის საგარეო ვაჭრობაში, მიუხედავად იმისა, რომ შემცირების ტენდენცია შეინიშნება, რუსეთის წილი სოლიდურადაა წარმოდგენილი.

თუ შევადარებთ სავაჭრო ბრუნვას, აღმოჩნდება, რომ რუსეთიდან განხორციელებული ექსპორტის წილი თურქეთში თითქმის ხუთ-ექვსჯერ აღემატება თურქეთიდან ექსპორტის წილს რუსეთში. მართალია, სავაჭრო ბალანსი თურქეთს რუსეთთან უარყოფითი აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, მომსახურების ბალანსი აქვს საკმაოდ წარმატებული. რაც შეეეხება ინვესტიციებს, 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერ თურქეთში განხორციელებული ინვესტიციები მოცულობით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თურქული ინვესტიციებისა რუსეთში. ამ მიმართულებით საქართველოს შეუძლია, ერთი მხრივ, მაგალითად, რუსეთის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა და, მეორე მხრივ, თურქეთის მიმართ ენერგეტიკული დერეფნის როლის ფუნქციის გაზრდა. ეს ყველაფერი კი ორ ქვეყანას შორის მხოლოდ მშვიდობიანი ურთიერთობების პირობებში იქნება შესაძლებელი.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here