“საქართველოში მაისში ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნა Noble Partner გაიმართება”, _ განაცხადა პენტაგონის გამოცემა Defence News –თან ინტერვიუში ევროპაში აშშ–ის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალ–ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა.
“წვრთნა მიზნად ისახავს საქართველოს ნაციონალური თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად გავგზავნით სატანკო დანაყოფს, რომლის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით ხომალდით მოხდება, ასევე საჰაერო-სადესანტო ძალებს. ჩვენს სამხედროებს ქართული ბატალიონის მეთაური უხელმძღვანელებს”, _ განაცხადა ჰოჯესმა.