Home რუბრიკები პოლიტიკა ლიკბეზი თედო ჯაფარიძისთვის, ანუ რატომ არ უნდა ვიაროთ “ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ...

ლიკბეზი თედო ჯაფარიძისთვის, ანუ რატომ არ უნდა ვიაროთ “ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ გაკვალულ გზაზე” ანუ “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”

865

ბალტიისპირელებმა, რომლებსაც თავის დროზე ჰპირდებოდნენ, რომ ევროპაში “დაბრუნების” შემდეგ ისე იცხოვრებდნენ, როგორც შვედები და ფინელები, ზარზეიმით აღნიშნეს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება. ამ “წარმატებაზე” დღესაც ლაპარაკობენ დასავლელი პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, ახლახან კი მათ შეუერთდა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელმაც გუნდრუკი უკმია ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც გაუკაცრიელების გზას ადგანან. 

ლატვიიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან ეკონომიკური გაჭირვების გამო უცხოეთში გადაიხვეწა მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად იქ მცხოვრებთაგან ყოველ მეხუთეს უცხოეთში გამგზავრება სურს.

“ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი ქვეყნების არსებობის ფაქტი და მათი მონაწილეობა ნატოსა და ევროკავშირში ქართველებისთვის მტკიცებულებაა იმისა, რომ ერთი შეხედვით დაუჯერებელი ოცნებებიც კი ასრულდება ხოლმე… ქართველთა მომავალი თაობის გამოწვევა არის, “გახდეს ლატვია, ლიტვა და ესტონეთი… ქართველები დღეს ადგანან იმავე გზას, რომლითაც ლატვიელები მიდიოდნენ წლების წინათ… ქართველები მათ ნაკვალევს მიუყვებიან ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზებზე”, _ განუცხადა ლატვიურ გამოცემა “დელფის” საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ.

უნდა იაროს თუ არა საქართველომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ გაკვალული გზით, იმ ქვეყნებისა, რომლებიც სოციალურდემოგრაფიული პარამეტრებით აუტსაიდერები არიან ევროპაში?

ექსპერტთა აზრით, ეკონომიკის დეგრადაციისა და მოსახლეობის შემცირების ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს გაუკაცრიელების საფრთხე ემუქრება, ყოველ შემთხვევაში, მკვიდრი მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდება. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებსაც თავის დროზე “ბალტიის ვეფხვებს” უწოდებდნენ, ნელ-ნელა იქცევიან “ბალტიის მოჩვენებებად”.

პოპულარული გამოცემა Financial Times-ი ჯერ კიდევ 2013 წელს წერდა: “ფიქრი იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით შეიძლება მაგალითი გახდნენ არა მხოლოდ პატარა ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, სიგიჟეა”.

ყველაზე მკაცრი განაჩენი კი ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს თვით ამ ქვეყნების მოქალაქეებმა გამოუტანეს: მსოფლიოში ემიგრაციის უდიდესი მასშტაბი; ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას სამშობლოს დატოვება აქვს განზრახული. ბალტიისპირეთის ხალხები გადაშენების ზღვარზე დგანან _ ასეთია ბალტიისპირეთის რეალურიწარმატებადა მისი ჭეშმარიტი ფასი.

1990-იან წლებში ტრანსფორმაციის შედეგად ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკების სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, შემცირდა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის წილი და, რაც ნიშანდობლივია _ გაფართოვდა მომსახურების სფერო. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს 7-მილიარდიანი დახმარების მიუხედავად, ამჟამად ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის წილი ევროპის მთლიან შიგა პროდუქტში 0,8%-ია.

ლატვია და ლიტვა კი ევროკავშირის ქვეყნებს შორის აუტსაიდერები არიან სოციალურდემოგრაფიული პარამეტრებით, განსაკუთრებით _ მოკვდავობის მაღალი მაჩვენებლებით.

ევროსტატისმონაცემებით, 2015 წლის 1 იანვრისთვის ყველაზე მეტად მოსახლეობა კვიპროსსა და საბერძნეთში შემცირდა, შემდეგ _ ლიტვასა და ლატვიაში. ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოკვდავობამ შობადობას 3,4%-ით გადააჭარბა. საერთოდ კი, პოსტსაბჭოთა პერიოდში ლიტვამ მოსახლეობის 28% დაკარგა (ამჟამად 2,8 მლნ კაცი ცხოვრობს), ლატვიამ _ 27% (ამჟამად ცხოვრობს 1,9 მლნ) და, ექსპერტთა შეფასებით, უახლოესი 40 წლის განმავლობაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება: 2050-2060 წლებში ლატვიაში ემიგრანტთა რაოდენობა ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს. ანალოგიურ ვითარებას პროგნოზირებენ ლიტვაშიც.

ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრის დენინში 2012 წელს ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლობის წლებში ლატვია დატოვა, სულ ცოტა, 450-მა ათასმა მცხოვრებმა. ლიტვის სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 1990-დან 2015 წლამდე ქვეყნიდან წავიდა 750 ათასი ადამიანი. ესტონეთში კი სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 17,5 პროცენტი ცხოვრობს; სოციალურ სფეროზე გაწეული დანახარჯებით ეს ქვეყანა ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ბოლო ადგილზეა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ესტონეთიდან ფინეთისკენ ისწრაფვიან, ასევე _ დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიისკენ. 2009 წელს ქვეყნიდან გავიდა 4,6 ათასი ადამიანი, 2011 წელს _ 6,2 ათასი, 2012 წელს _ თითქმის 11 ათასი.

აი რას ამბობს იანის იურკანსი, ლატვიის სახალხო ფრონტის ერთერთი ლიდერი და პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ:

 _ ლატვიამ მართვის ყველა ბერკეტი ევროკავშირს გადასცა. თავდაცვა გადავეცით, ფულს ჩვენ არ ვბეჭდავთ, ბიუჯეტს გვიკონტროლებენ… შეიძლება ითქვას, რომ დაგვრჩა მხოლოდ ტერიტორია და სახელმწიფო დროშა, მეტი აღარაფერი გვაქვს. პოლიტიკა, როგორც ასეთი, ლატვიაში აღარ არსებობს _ არც საგარეო და არც საშინაო! ჩვენ საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ სრულიად უმნიშვნელო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლებაღა დაგვიტოვეს. კრედიტორები გვაკონტროლებენ და იმის გაკეთებას გვაიძულებენ, რაც მათ სურთ.

რაიმონდ პაულსი, სახელგანთქმული ლატვიელი კომპოზიტორი:

_ ლატვიიდან ბევრი ახალგაზრდა მიემგზავრება უცხოეთში. ჩვენ უკვე მოსახლეობის მესამედი დავკარგეთ. ხელფასები ძალიან დაბალია, პენსია _ კაპიკები. რიგა დაცარიელდა, თუკი ვინმე ხმამაღლა ლაპარაკობს და იცინის, ესე იგი, ტურისტია… ევროკავშირი ფულს უხდიდა ადამიანებს, ნავები რომ დაეწვათ (აქ უნებლიეთ გაგახსენდებათ, როგორ ჩეხავდნენ და წვავდნენ ზვრებს საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში _ რედ.). ასე შეამცირეს თევზის რეწვა. სსრკ-ის პერიოდში ლატვიაში ყველაზე დიდი თევზსაჭერი მეურნეობები იყო, ატლანტიკის ოკეანეშიც კი მიდიოდნენ თევზის დასაჭერად. ადრე ყველა სახლში იყო ნავი და შებოლილი თევზი, მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ შებოლილი ცუდია და არ უნდა ჭამო. აი, ასეთი ქვეყნების მიერ გაკვალულ გზაზე დგას, თედო ჯაფარიძის აზრით, საქართველო და ქართველთა მომავალი თაობის გამოწვევა თურმე ყოფილა “გახდეს ლატვია, ლიტვა და ესტონეთი”.

რატომ ლაპარაკობს ეს კაცი ქართველი ხალხის, თანაც ქართველთა მომავალი თაობის სახელით?!

მიხეილ ოქროცვარიძე

1 COMMENT

  1. მოკვდაობა არ გამიგია ბატონო მიხეილ, ალბათ სიკდილიანობა უნდა დაგეწერათ….

  2. ამ კაცზე ჩვეულებრივ ამბობენ წონადი პოლიტიკოსი და საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტიაო, მე ამის გაკეთებული წონადი და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ვერაფერი ვნახე. იქნებ გამომრჩა?

  3. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო- ანდაზები არ უსწავლიათ თავის დროზე
    პოლიტიკოსებს და ამიტომ ფიქრობენ ტ….თ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here