Home რუბრიკები პოლიტიკა გოგი თოფაძე: რესპუბლიკელებს საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურთ

გოგი თოფაძე: რესპუბლიკელებს საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურთ

493

ფრაქციაქართული ოცნება _ მრეწველებისთავმჯდომარის _ გოგი თოფაძის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი შეცდომა კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის არსებობაა, რადგან ეს პოლიტიკური პარტია მართავს პროცესებს და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი წინადადებები პრიორიტეტად აქციოს.

„ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ კოლიაციას მართავენ რესპუბლიკელები. მათი პრეტენზიები და ამბიციები კოალიციამ ვერ დააწყნარა. არიან ამბიციურები, სურთ, თავისი გაიტანონ ყველაფერში. მათ სურთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში, რასაც, ბუნებრივია, ვეწინააღმდეგებით. აქვე ვიტყვი: ჩვენს ფრაქციას არასოდეს უთქვამს, რომ ევროკავშირი არ გვინდა. პოლიტიკური კულტურა, დემოკრატია _ მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ჩვენც უნდა დავაყენოთ ისეთი პირობები, რომელიც ჩვენთვისაა მისაღები. ევროპის ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, ჩვენ რატომ გვაძალებენ?!” _ განაცხადა გოგი თოფაძემ. 

1 COMMENT

  1. წიხლი მაგ ლაპუსტაცებს, არ შედრკე გოგი, შენი საქმე მართალია. მხარს გიჭერთ ვაჟკაც და პარტიოტ ქართველს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here