Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ხიდაშელის ქცევა ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა

გია ხუხაშვილი: ხიდაშელის ქცევა ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა

668

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადება, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოში არჩევნები გააყალბა, საფუძველსმოკლებული არ ყოფილა. ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთრეზონანსთანსაუბრისას განაცხადა.

 “ვფიქრობ, საქმე ძალიან მარტივად არის, რადგანაც “მრეწველებისა” და რესპუბლიკელების მსოფლმხედველება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩვენ ვხედავთ, რომ “მრეწველები” საერთო ენის გამონახვას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” უფრო ახერხებენ, ვიდრე თინა ხიდაშელთან, ამიტომაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგარეჯოს არჩევნებზე ირმა ინაშვილს უფრო გულშემატკივრობდნენ, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიას. მათი შეფასება სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ბატონი გოგი თოფაძე ამბობს. ახალი არავისთვის არის, რომ თავდაცვის მინისტრი ამ არჩევნებში ძალიან და ზედმეტადაც აქტიურობდა. თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში არჩევნების დროს გადაღებულ ფოტოებს დებდა, ვხედავდით, თავდაცვის მინისტრი ხმებს როგორ ითვლიდა. მისი ეს აქტიურობა, რა თქმა უნდა, ბევრ ეჭვს და კითხვას აჩენს. თავი რომ დავანებოთ სხვა ყველა დანარჩენ საკითხს, თავდაცვის მინისტრი როდესაც ერთ-ერთ რაიონში ღამით, რიგითი მაჟორიტარი კანდიდატის მხარდასაჭერად ხმებს ითვლის და ამით ამაყობს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხად გია ხუხაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here