Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის სააკაშვილიზაცია

უკრაინის სააკაშვილიზაცია

941

საქართველოს მოსახლეობას არასოდეს დაავიწყდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულები, რომელთა დიდი ნაწილიც დღესაც გამოუძიებელია. სწორედ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი თავკაცის მმართველობის პერიოდში აღმოცენდა ე.წ. ელიტური კორუფცია, დაიწყო ბიზნესმენთა დაწიოკება, მათი ქონების “ნაცმოძრაობის” წევრებზე გადაფორმება, ბიზნესმენების ღამით წამოყრა ლოგინიდან და საპყრობილეში გამომწყვდევა ან მათთვის უზარმაზარი თანხის გადახდევინება, სააკაშვილის ნათესავებისა და მისი გუნდის წევრებისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად ან სულაც უსასყიდლოდ გადაცემა, ახალგაზრდების დახვრეტა ქუჩაში, წამება და ცოცხებით გაუპატიურება საპყრობილეებში, პოლიციელების თავაშვებულობა და მათ მიერ დაკავებულთა ცემა-ტყეპა პოლიციის განყოფილებებში, ადამიანების გამოყრა ახალაშენებული საცხოვრებლიდან (თაბუკაშვილის ქუჩის), განათლების სისტემის, სპორტის, კულტურის განადგურება, ნაციონალებისთვის არასასურველი ტელევიზიების დახურვა, მართლმადიდებლობასა და ყოველივე ქართულზე შეტევა.

სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავიანთი “საგმირო საქმეები” 2004 წლის 12 მარტს გლდანის ეკლესიის დარბევით დაიწყეს, როდესაც ეკლესიის კარი სატვირთო ავტომობილით შელეწეს, მრევლი, რომლის დიდი ნაწილი ქალები იყვნენ, თმით ათრიეს, მოგვიანებით კი ტაძრის მღვდელმსახური მამა ბასილი მისი მრევლის რამდენიმე წევრთან ერთად ციხეში გამოამწყვდიეს.

შემდეგ იყო მკვლელობა ბუტა რობაქიძისა, რომელსაც პოლიციელებმა 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, დიდუბის ეკლესიასთან მოუსწრაფეს სიცოცხლე. ამას მოჰყვა 28 წლის სანდრო გირგვლიანის “შარდენ ბარიდან” გატაცება ოქროყანაში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი მაღალჩინოსნების მიერ, რომლებსაც ხელი სწორედ სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა დააფარეს მათთვის სასჯელის ასაცილებლად.

2006 წლის 2 მაისს სამართალდამცველებმა ე.წ. კორტების ოპერაციისას ავტომობილში ჩაცხრილეს ორი ახალგაზრდა _ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილს თავში 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

2008 წლის 8 მაისს კი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე თბილისში, რუსთაველის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა.

რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, ყოფილი მთავარი პროკურორის _ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 27 ათასი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად ან უსასყიდლოდ გაასხვისა სახელმწიფო ქონება.

ტერიტორიების დაკარგვაში გაწაფულმა სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განაცხადა, რა მოხდა, სულ რაღაც რამდენიმე სოფელი დავკარგეო (ეს “რამდენიმე” 140-ზე მეტი დასახლებული პუნქტია სამაჩაბლოში), მოასწრო და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, 2012 წლის 5 ნოემბერს გამოსცა განკარგულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ძმის _ ირაკლი უგულავას კომპანიისთვის ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ.

ბევრს, ალბათ, ემახსოვრება, როგორ ადანაშაულებდა მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძეს, _ რაღა მაინცდამაინც შენს ნათესავებს აღმოაჩნდათ ბიზნესის კეთების ნიჭიო, მაგრამ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ არც მისი ნათესავები აღმოჩნდნენუნიჭონიბიზნესის კეთების საქმეში.

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ქონებას ისე გააჩუქებდა ხოლმე თავის ნათესავებსა და ახლობლებზე, თითქოს ხელმწიფე იყო, საქართველო კი _ მისი საკუთრება. მაგალითად, სააკაშვილის დედამ _ გიული ალასანიამ თითქმის უსასყიდლოდ ჩაიგდო ხელში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი, ბათუმში საჯარო რეესტრის 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 987 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სააკაშვილის მამამ კი _ ბალნეოლოგიური კურორტი. სააკაშვილის ძმები “ნავთობმაგნატები” არიან, ბიძას _ თემურ ალასანიას “კვარციტში” _ ოქროს საბადოში _ ჰქონდა წილები. თვითონ მიხეილ სააკაშვილსა და მის მეუღლე სანდრა რულოვსს კი უკრაინული მედია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

ამას გარდა, ყველასთვის ცნობილია სააკაშვილის ახლო ურთიერთობის შესახებ კიევში მოღვაწე ბიზნესმენ ძმებთან _ ლევან და გია ყარამანაშვილებთან, ძმებ ბეჟუაშვილებთან, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ელვისებურად გამდიდრებულ დავით კეზერაშვილთან და სხვებთან.

ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და მისი გუნდის წევრებმა, რომლებიც უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე მოკალათდნენ ამერიკელთა ხელშეწყობით, უკრაინაშიც დაიწყეს მუშაობა იმ მეთოდებით, რომლებსაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში იყენებდნენ და უკრაინაშიც ზუსტად ისეთი რაღაცები ხდება, რასაც საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ვუყურებდით.

ეკა ზღულაძის შექმნილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 17 წლის ბიჭი ავტომობილში ჩაცხრილა

7 თებერვალს ამერიკელების დახმარებითა და საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის _ ეკა ზღულაძის თაოსნობით შექმნილი კიევის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სერგეი ოლიინიკმა, “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომობილის დევნისას, რომელშიც 4 ადამიანი იჯდა, 17 წლის მიხეილ მედვედევი მოკლა. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის სამმა თანამშრომელმა, რომლებიც ოლიინიკთან ერთად კიევის ხალხმრავალ ქუჩებში 40 წთ-ის განმავლობაში სდევნიდნენ “ბე-ემ-ვე”-ში მსხდარ პირებს, 38 ტყვია ესროლეს ავტომობილს, მიხეილ მედვედევი კი ზურგში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

2006 წლის 2 მაისი. თბილისი. კორტებთან სპეცოპერაციის შემდეგ
2006 წლის 2 მაისი. თბილისი. კორტებთან სპეცოპერაციის შემდეგ

2016 წლის 7 თებერვალი. კიევი. სირკას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ
2016 წლის 7 თებერვალი. კიევი. სირკას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ

“პოლიციელმა ოლიინიკმა იცოდა, რომ ავტომობილში საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლთან ერთად კიდევ სამი ადამიანი იჯდა. ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ტაბელური იარაღი ამოიღო და გაისროლა ავტომობილის მიმართულებით. ამით მან გაამჟღავნა განზრახვა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, მოეკლა. არადა, პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება ავტომობილის დაზიანების მიზნით აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამასთანავე, პოლიციელს ეკრძალება იარაღის გამოყენება ადგილებში, სადაც შეიძლება ადამიანი დააზიანოს. როდესაც ავტომობილი სირკოს ქუჩაზე გაჩერდა, სამართალდამცველმა მასთან მიირბინა და ახლოდან ესროლა. სწორედ ეს გასროლა აღმოჩნდა საბედისწერო 17 წლის მიხეილ მედვედევისთვის.

ამის შემდეგ “ბე-ემ-ვემ” უკანსვლა დაიწყო, პოლიციელმა კი კიდევ 5-ჯერ გაისროლა, ტყვიები ავტომობილის წინა ნაწილსა და საქარე მინას მოხვდა. პატრულმა ოლიინიკმა რევოლვერის ორი მჭიდი დაცალა და 25 ტყვია გაისროლა, სულ კი საპატრულო პოლიციის სამმა თანამშრომელმა 37 ტყვია გაისროლეს.

“იქ ოთხი ადამიანია. მოდი, ვესროლოთ. აბა, რა გავაკეთოთ?” _ ამბობს აუდიოჩანაწერში ოლიინიკი. მეწყვილე მას ეთანხმება: “დავხოცოთ, მაგათი დედაც…”. ამის შემდეგ ოლიინიკმა და მისმა კოლეგებმა სროლა ატეხეს.

პატრულმა წინასწარგანზრახვით მოკლაბეემვესმგზავრი. მთავარი დამნაშავე კი მძღოლი როსტისლავ ხრაპაჩევსკი იყო, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს”, _ განაცხადა უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის ბიჭის მკვლელი სერგეი ოლიინიკი საპატრულო პოლიციაში მიღებამდე მილიციაში გამომძიებლად მუშაობდა და მონაწილეობდა ე.წ. ავტომაიდნელთა მიმართ ტერორსა და მათი საქმის ფაბრიკაციაში. მიუხედავად ამისა, ის თავგამოდებით დაიცვა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ “სასამართლო და პროკურორები სპეციალურად გაუსწორდნენ ახალგაზრდა პოლიციელს”.

ბოლო ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის მკვლელობაში კიევის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი იური ზოზულიაც მონაწილეობდა, ოღონდ საკუთარი ავტომობილით.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიევში საპატრულო ეკიპაჟის მიერ გამოჩენილი დაუნდობლობითა და სისასტიკით ძალიან ჰგავს 2006 წლის 2 მაისს თბილისში, კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას, როდესაც სამართალდამცველებმა ზურაბ ვაზაგაშვილი 18 ტყვიით გამოასალმეს სიცოცხლეს.

პოლიციელთა მიერ ადამიანების გატაცება და წამება

17 თებერვალს ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკის (ყოფილი ილიჩევსკი) პოლიციის თანამშრომლები ადამიანების გატაცებასა და წამებაში ამხილეს. ამ სკანდალურ ფაქტს უკრაინის უშიშროების სამსახურის ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი ბატრაკოვმა და უკრაინის სამხრეთი რეგიონის სამხედრო პროკურორმა მაქსიმ იაკუბოვსკიმ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს.

15 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო მოქალაქეთა განცხადება, რომ მათი ნათესავი ჩერნომორსკელმა პოლიციელებმა გაიტაცეს. სამართალდამცველები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ, როგორც გაირკვა, ის 3 დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ჩერნომორსკის პოლიციის განყოფილებაში. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გატაცებული პირი სწორედ პოლიციის განყოფილებაში იპოვეს. მასთან ერთად გაათავისუფლეს პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი ადამიანი. თავიანთ ჩვენებებში ორივემ განაცხადა, რომ პოლიციელები აწამებდნენ, სცემდნენ, გაჰყავდათ გარეთ და საფლავებს ათხრევინებდნენ. ამ პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რამდენიმე მუხლით _ ძალაუფლების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, უკანონო სარგებლის მიღება და წამება. მიუხედავად ამისა, პოლიციელები არ დაუკავებიათ, რადგან, უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პოლიციელის დაპატიმრება მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში შეიძლება, მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ორივეს მიმართ მაინც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ჩერნომორსკელ პოლიციელებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ გაიტაცეს, ყაჩაღურ თავდასხმებში მონაწილეობდნენ და წამებით ცდილობდნენ მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას.

“სხვა რას უნდა ველოდოთ ასეთი “სამართალდამცველებისგან”, თუკი მათი უშუალო უფროსი არის გიორგი ლორთქიფანიძე (სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე _ ..), რომელსაც არასოდეს ჰქონია შეხება ოპერატიულ სამუშაოსთან და უცნობია, რა დამსახურებისთვის დანიშნეს ის ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე”, _ განაცხადა ოდესის ოლქის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ბატრაკოვმა. სამხედრო პროკურორმა მაქსიმ იაკუბოვსკიმ კი დასძინა, რომ ადამიანის გამტაცებელ პოლიციელებთან შეხვედრის შემდეგ გაოგნებული იყო მათი ცინიზმით: “მათ მკითხეს, როგორ გავხსნათ დანაშაული, თუკი ეჭვმიტანილის ცემა არ შეგვეძლებაო?”

აღსანიშნავია, რომ ეს პოლიციელები ადრეც იყვნენ შემჩნეულნი “ტრადიციული მეთოდების” გამოყენებაში.

სააკაშვილის ფონდი და “კეთილსინდისიერი შემომწირველები”

“კეთილსინდისიერი იმპორტიორების” სიაში, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა შეადგინეს ოდესის საბაჟო სამსახურში, იპოვეს “შემომწირველი” კომპანიები, რომლებიც დიდძალ თანხებს რიცხავენ მიხეილ სააკაშვილის კონტროლს დაქვემდებარებული ფონდის (“ოდესის კეთილდღეობისთვის”) ანგარიშზე.

“გასაგებია, რომ ხელით მართვა და იმპორტიორების სიის შედგენა, უსაფრთხო პრაქტიკა არ არის და შემთხვევით არ მოხდა, რომ 90 კომპანიის, ანუ “კეთილსინდისიერი იმპორტიორების” სიის გამოქვეყნების შემდეგ ეს კომპანიები დააკავშირეს “შემომწირველებთან”, რომლებიც უზარმაზარ თანხებს სწირავდნენ ფონდში სახელწოდებით “ოდესის კეთილდღეობისთვის”. ეს ფონდი კი უკრაინაში იმით არის ცნობილი, რომ მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს.

“კეთილსინდისიერი იმპორტიორებისა” და “შემომწირველი” კომპანიების სიაში ერთი და იგივე კომპანიებია, მაგალითად, სავაჭრო-სამრეწველო კომპანია “შაბო”, შპს “ინტერხიმი”, შპს “ტის-უგოლი”, თითოეულმა მათგანმა 2014 წელს ფონდში 2 მლნ გრივნა შეიტანა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით კი, ფონდმა 5 მლნ დახარჯა. სად წავიდა დანარჩენი თანხა და რამდენი გრივნა შევიდა ახალი შემოწირულობების სახით, უცნობია. მას შემდეგ, რაც ფონდს სათავეში ჩაუდგა (2015 წლის აგვისტოში) უკრაინაში საქართველოს ექსკონსული თეიმურაზ ნიშნიანიძე, სახსრების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოპოვება პრობლემურია”, _ წერს გამოცემა ZN.UA-ს სპეციალური კორესპონდენტი ოდესის ოლქში ნინა პერსტნევა.

“ბედნიერი კომპანიების სიაში”, ძირითადად, მოხვდნენ სამრეწველო და სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი ორგანიზაციები, მეტალურგიული და სატრანსპორტო საწარმოები, დისტრიბუტორი კომპანიები. მაგალითად, უკრტატნაფტა”, “აზოვსტლი”, “პორტინვესტ ლოჯისტიკი”, ფაბრიკასვიტოჩი”, “უკრიმპორტ KV”, “მედფარკომცენტრი”, “ჰიუნდაი მოტორ უკრაინა”, ოდესის კონიაკის ქარხანა, “ოდესავინპრომი”, ოდესის პორტისპირა ქარხანა და სხვ.

ნდობის კრედიტი მიიღეს სავაჭრო ქსელებმაც: “ტავრიამ”, “ტავრია პლუსმა”, “ანტოშკამ”, “მეტრომ”, “ფოზზი ფუდმა” და სხვ.

ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს ქართველებს? _ “შემოწირულობებით” უზარმაზარი თანხების მოზიდვა ხომ სააკაშვილის რეჟიმის ნაცადი მეთოდია?!

რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური ამბიციების რეალიზებას უკრაინაში აპირებს.

ჩემი მოღვაწეობა უკრაინაში გადამწყვეტია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი პოლიტიკური ამბიციები პრემიერმინისტრის პოსტზე მაღლა დგას (?! _ ..) მინდა, უკრაინაში ახალი წესები დამკვიდრდეს და ახალი პოლიტიკური ელიტა მოვიდეს”.

უკრაინაში გავლენითა და ძალაუფლებით პრემიერმინისტრზე მაღლა პრეზიდენტი დგას და, როგორც ჩანს, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს უმიზნებს. პეტრე პოროშენკოს ტყუილად ნუ ექნება სააკაშვილის იმედი, რომელიც სწორედ თვითონ დანიშნა (ამერიკელთა მითითებით) ოდესის გუბერნატორის პოსტზე. ამერიკელების ძაღლისშვილი სააკაშვილი მას ისევე არ დაინდობს, როგორც არ დაინდო ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე გაუკვალა გზა.

ძალაუფლებისადმი სააკაშვილის სიყვარულსა და ბრძოლის მეთოდებზე კისაქართველო და მსოფლიოარაერთხელ წერდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილის მოღვაწეობა დაფუძნებული იქნებოდა იმ მეთოდებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდა საქართველოში. და ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა, ახდა იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და ვიცით, რომ მგელი მგლობას არ მოიშლის, მის თავზე რამდენჯერაც უნდა წაიკითხო სახარება.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here