პორტუგალიის პარლამენტმა გადალახა ქვეყნის პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას აძლევდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა კანონის ხელმოწერაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ პრობლემა ფართო საზოგადოების მეტ ანალიზსა და განსჯას იმსახურებდა.
პრეზიდენტის აზრით, კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებდა ასეთ ოჯახებში ბავშვთა უფლებების სათანადო დაცვას.