Home რუბრიკები საზოგადოება წყაროს მოგყიდის და წყალს არ დაგალევინებსო… ანუ ხალხური ზღაპრების საიდუმლო ამოხსნილია

წყაროს მოგყიდის და წყალს არ დაგალევინებსო… ანუ ხალხური ზღაპრების საიდუმლო ამოხსნილია

1349

როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენს რედაქციაში მოვიდა მადლობის წერილი ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლების, განსაკუთრებით კი, პირადად მამუკა ღლონტის მისამართით. წერილის ავტორი ერთ-ერთი ქართველი მეცნიერია, რომელიც ქართულ ხალხურ ზღაპრებს იკვლევს და ცდილობს, დაადგინოს, რეალური საფუძველი თუ ჰქონდა უხსოვარ დროში ამ ზღაპრების შექმნას, ანუ თავიდან ბოლომდე 100 პროცენტით ტყუილია ყველაფერი, რაც ზღაპრებში ხდება, თუ რეალურადაც შეიძლებოდა არსებულიყო ცხრათავიანი დევი, მფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე და მსგავსი რამერუმეები. საკითხი თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ჩვენც გაგვიკვირდა, რა შუაში იყვნენ აქ ტელეკომპანია “მაესტრო” და მისი დამფუძნებლები.

როგორც გაირკვა, ამ მეცნიერს “მაესტროს” ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა საშუალება მისცა, მყარი თეორიული მოსაზრება ჩამოეყალიბებინა ცხრათავიანი დევის რეალურად არსებობაზე, რომელიც, ზღაპრებში რაინდებსა და გმირებს წყარომდე მიუშვებდა, მაგრამ წყალს აღარ ასმევდა ხოლმე.

ხსენებულ მეცნიერს ეს შთააგონა ტელევიზორში შემთხვევით გაგონილმა ფარზამ: “მართალია, მე ამ ტელევიზიის წილები გავყიდე, მაგრამ არც ერთ ახალ მფლობელს ამ ორი დაპირისპირებული მხარიდან, არც მაკა ასათიანს და არც გიორგი გაჩეჩლაძეს, არ აქვთ უფლება, გამოიყენონ ტექნიკა, შენობა და ტელეკომპანიის ბრენდი, ანუ ლოგო”. ეს განცხადება საინფორმაციო გამოშვებებში სწორედ ტელეკომპანია “მაესტროს” სულ პირველმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გააკეთა.

ჰოდა, ჩვენი მეცნიერიც თურმე ჩაუფიქრდა, _ აბა, რაღა იყიდეს ან ერთმა და ან მეორე “ახალმა” მფლობელებმა?!

მით უფრო, როდესაც საუბარია “ამდენ მილიონზე” და “იმდენ მილიონზე” ორივე მხრიდან. მაშ, ნეტავ, რაში იხდიან ეს ადამიანები მილიონებს, თუკი ამხელა თანხის გადახდის შედეგად ვერც ტექნიკას გამოიყენებენ, ვერც შენობაპავილიონებს და ვერც ბრენდსა და ლოგოს?!

ანუ, რას ყიდის ძველი მფლობელი და რას ყიდულობს ახალი?

აი, სწორედ აქ გაახსენდა მეცნიერს ხალხური ზღაპარი, დევი რომ ეუბნება ამა თუ იმ მოგზაურ რაინდს _ შენი იყოს ეს მთა-გორებიც, ეს ჯადოსნური წყაროც და სიცოცხლის ნაკადულიც, ოღონდ წყლის დალევის უფლება არ გაქვს, იცოდეო!

საგულისხმოა ისიც, რომ, “მაესტროს” წილებისა არ იყოს, დევს ყოველდღე აჭრიან თავებს, მაგრამ მათ ადგილზე ახალ-ახალი ამოსდის.

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ღლონტმა ყიდა და ყიდამაესტროსწილები, ამჟამადმაესტრომაინც მისია!

სხვათა შორის, აქვე შეიძლება გაგვახსენდეს ცნობილი პოეტის ლექსის სტრიქონიც: “წყაროზე ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო…”

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხსენებული ქართველიზღაპაროლოგიმადლობას უხდისმაესტროსროგორც ძველ, ასევე ახალ და, ასევე, კიდევ უფრო ახალ მეწილეებს, რომ მათ მიერ ატეხილმა ხმაურმა და აჟიოტაჟმა მეცნიერს საშუალება მისცა, ასეთი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კითხვისთვის დამაჯერებელი პასუხი გაეცა.

საკითხავი მხოლოდ ისღა რჩება: ნუთუ მართლა ასეთი დაბდურები არიან ის “რაინდები”, რომლებიც “ცხრათავიან ღლონტს” თანხმდებოდნენ, მილიონებად შეეძინათ “ნაკადული” ან “წყარო”, რომლიდანაც წყლის დალევის უფლება არ ექნებოდათ?

ნუთუ მართლა ასეთ “ჯადოსნურ” და “ზღაპრულ” წყაროს ფლობს ღლონტი, რომ იქ მხოლოდ “ჩაყვანა” ღირს მილიონები, წყლის დალევის გარეშეც კი?

და თუ ასეა, მაშინ, სავარაუდოა, რომცხრათვიანი ღლონტიკიდევ არაერთხელ გაყიდისმაესტროსწილებს

რა ენაღვლება, რო?!

მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here