Home რუბრიკები პოლიტიკა მამა დავითი (ისაკაძე): დღეს საქართველოში მართლმადიდებლობა დევნილია

მამა დავითი (ისაკაძე): დღეს საქართველოში მართლმადიდებლობა დევნილია

584

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე განიხილა და პირველივე მოსმენით მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დაისჯება. საკანონმდებლო ინიციატივა “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს ითვალისწინებს და, მისი დამტკიცების შემთხვევაში, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარი იქნება. რელიგიური შენობებისა და სხვა სიწმინდეების წაბილწვა კი 500 ლარით დაჯარიმებით დაისჯება. კანონპროექტის ავტორია “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძე, ინიციატორი კი _ პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი. ამ ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, ვინაიდან, მათი აზრით, ეს კანონი გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. მეორე ინიციატივა, რომელმაც გასულ კვირას საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას ეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი, ძალადაკარგულად გამოცხადდეს სამოქალაქო კოდექსის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად მიიჩნევა. უნდა ჰქონდეთ თუ არა საქართველოში ერთნაირი სქესის ადამიანებს დაქორწინების უფლება და საჭიროა თუ არა კანონი რელიგიური გრძნობების შეყურაცხყოფის შესახებ? _ ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) ესაუბრა.

_ მამაო, საჭიროა დღესრელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისშესახებ კანონპროექტი და როგორ და ვინ განსაზღვრავს, რა ჩაითვლებარელიგიური გრძნობებისშეურაცხყოფად?

_ ჩვენი ეკლესია ასწავლის, რომ ღმერთი ადამიანებს შორის სიყვარულს ქადაგებს. ტოლერანტულები უნდა ვიყოთ ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მისი მრწამსისა, თუმცა, ამასთანავე, ღმერთი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვამხილოთ სხვადასხვა სარწმუნოებრივი ცდომილება. თუ ვიტყვით, რომ კათოლიციზმი ან ისლამი არასწორი სწავლებაა, მართლმადიდებლობა კი _ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ამ კანონის საფუძველზე შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ. ამიტომ კანონმდებლობაში მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, რა ჩაითვლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად.

_ ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ განმარტა, კონკრეტულად რა იგულისხმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს პირი?

_ მე ვფიქრობ და ამას მასწავლის ჩემი სარწმუნოებაც, რომ პირი მხოლოდ ფიზიკური ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კანონმდებლობით ხომ ისჯება ფიზიკური ძალადობა და არ მესმის, რად უნდა ამას დამატებითი კანონის მიღება. რა აზრი ან რა დატვირთვა აქვს ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. ამ კანონის საფუძველზე ხვალ შეიძლება საერთოდ ქადაგება აგვიკრძალონ. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს.

_ ფიქრობთ, რომ ვიღაცები ამ კანონს ისევ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენებენ?

_ რა თქმა უნდა, ამიტომ ყველა დეტალი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. უნდა იყოს მითითებული, რას გულისხმობენ შეურაცხყოფაში _ ადამიანზე ფიზიკურ ძალადობას თუ სარწმუნოებრივი აღმსარებლობის გადმოცემას.

_ კანონის ინიციატორები ამბობენ, რომ პირიქით _ ეს კანონი მართლმადიდებლების უფლებებს დაიცავს

_ ქვეყანაში მოქმედი სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებსაც ხომ ეხება ეს კანონი და ამიტომ კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, რა იგულისხმება შეურაცხყოფაში. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნე, სხვა სარწმუნოებაზე რომ ვთქვა, მცდარიაო, შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფად ჩამითვალოს და ქადაგება ამიკრძალონ.

_ საპატრიარქო აცხადებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო დასჯის კანონპროექტის მიღება მისი ინიციატივა არ ყოფილა. თუმცა, გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ წლების წინათ, მაგალითად, 2010 წელს, საპატრიარქო სთხოვდა ხელისუფლებას, მიეღო კანონი, რომელიცსათანადოდ დაიცავდა მოსახლეობას უხამსობისგან, პიროვნებისა და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს”. რატომ შეიცვალა აზრი საპატრიარქომ?

_ პარადოქსია, მაგრამ დღეს საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოება დევნილია. სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს უფრო მეტ პატივს მიაგებენ, მათ იცავენ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს მოთხოვნა იყო, ცოტა მეტად დაცული ყოფილიყო მართლმადიდებელთა უფლებები. საპატრიარქო არ ითხოვდა ვინმეს დასჯას. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა არ უნდა იყოს დევნილი და დაჩაგრული.

_ კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც გასულ კვირას საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, ერთნაირი სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების საკითხი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი, რომელიც ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, მაცაცოდ ცნობილმა გიორგი ტატიშვილმა შეიტანა. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, რომელმაც უკვე მიიღო წარმოებაში საქმე და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, როგორი იქნება ეკლესიის რეაქცია, რომლის შეურიგებელი და უარყოფითი პოზიციაც ამ საკითხზე ცნობილია?

_ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აზროვნებითა და ცნობიერებით, ფაქტობრივად, ნაციონალია. მისი პოზიცია ამ საკითხზე ისედაც ცნობილია, რადგან ასეთ ადამიანებს წლების განმავლობაში ევროპარლამენტი კვებავდა. ევროპარლამენტი, კერძოდ კი, სახალხო პარტია აფინანსებდნენ ამ პროგრამებს, რათა მსგავსი კანონმდებლობა დაენერგათ საქართველოში. სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ შეუწყო ხელი იმ პროცესებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმიდინარეობს. ახლა პარლამენტმა რომც გადაწყვიტოს, უარი თქვას ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებაზე, შეიძლება ეს დისკრიმინაციად ჩაითვალოს, რადგან გამოდის, რომ კანონს ვეწინააღმდეგებით. იმიტომ ვიყავით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგენი და დღეს, პირველ რიგში, ეს კანონი უნდა გაუქმდეს. პატრიარქმა და საპატრიარქომ ჯერ კიდევ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გააკეთა განცხადება, ეს ტექსტი _ პატრიარქის თხოვნა პარლამენტის მიმართ საქართველოს პარლამენტშიც წავიკითხე, მაგრამ არ გაითვალისწინეს

ვეჭვობ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, სწორედ ამ საკითხის გამო გადააყენეს თანამდებობიდან. მან ხომ ღიად განაცხადა, რომ წინააღმდეგ იყო ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების და ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირად მიაჩნდა.

_ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, საქართველოში დაკანონდეს ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება?

_ რა თქმა უნდა, თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, ასეც მოხდება.

_ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მოწოდებები, რომ წინ აღვუდგეთ ამ ყველაფერს, შევებრძოლოთ, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 17 მაისის აქციის ჩაშლის გამო ევროსასამართლომ საქართველოს 32 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

_ ჩვენი პოზიცია ასეთი იქნება: ნებისმიერს ვამხელთ და პასუხს მოვთხოვთ, ვინც ამ კანონის მიღებას ხელს მოაწერს. მეტიც, მოვითხოვთ ამ ადამიანების ქვეყნიდან გაძევებას. საიდანაც იმართებიან, იქ წავიდნენ. ჩვენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები არ გვაინტერესებს, მე საღვთო კანონებს ვემორჩილები, რომლის მიხდვითაც, სოდომია ყველაზე დიდ ცოდვად მიიჩნევა. ჩემთვის უპირველესი საღვთო კანონებია, ამიტომ ვერასდროს მივიღებ და დავემორჩილები კანონს, რომელიც სოდომიის დაკანონებას ითვალისწინებს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველოში ასეთი რამ არ მოხდეს.

საღვთო კანონები არ იცვლება. მოგეხსენებათ, ახლახან ჟენევაში მართლმადიდებელი პატრიარქების კრება ჩატარდა, სადაც მსოფლიო პატრიარქი პირდაპირ დაუპირისპირდა ეკლესიის სწავლებას. ჩვენთვის მთავარი საღვთო სწავლებაა და არა ისეთი პატრიარქები, რომლებიც ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგებიან.

_ დრო გადის, სამყარო ვითარდება, არ შეიძლება ეკლესიაშიც დაინერგოს სიახლეები?

_ არ შეიძლება! რასაც იესო ქრისტე, მოციქულები და წმინდა მამები ასწავლიდნენ, ის უნდა დარჩეს ბოლომდე.

_ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამ ადამიანების გასააქტიურებლად საქართველოში 5 მილიონი აშშ დოლარია შემოსულიშავი ფულისსახით, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ დგას მათ უკან?

_ ევროპარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ხელს უწყობენ ამ პროცესებს. ეს არის ამერიკიდან მართული პროცესი, სწორედ ისინი აფინანსებენ ამ ადამიანებს. ის, ვინც სარჩელი შეიტანა, საცოდავი ადამიანია, მას ხომ სპეციალურად დააწერინეს ეს ყველაფერი?!

_ თუმცა არიან ამ კანონის მომხრეებიც, მაგალითად, ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ, თუ გვინდა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დავაკანონოთ და მათ ბავშვების აყვანის უფლებაც უნდა ჰქონდეთო. უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნები?

_ მამათმავლობასა და დედათმავლობას გულისხმობს ცივილიზაცია? ასეთი ცივილიზებული ხალხი ჩვენ არ გვჭირდება! დაე, წავიდნენ იქ, საიდანაც იმართებიან. სოდომია ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება. ეს არის საღვთო კანონებით დაუშვებელი! ლაშა ბუღაძისგან არაერთხელ მოგვისმენია ანტიეკლესიური განცხადებები და არამხოლოდ მისგან. კარგად მახსოვს, რამდენიმე ხნის წინათ ერეკლეს მოედანზე, სიონის საკათედრო ტაძარსა და ანჩისხატის ეკლესიას შორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსგავსი აზროვნების ადამიანებმა ასეთი წარმოდგენა გამართეს _ კუბოში ჩააწვინეს ადამიანი, რომელსაც ზედ ეწერა მართლმადიდებლობა. ეს ადამიანები ეკლესიას და მართლმადიდებლობას უკვე ღიად მტრობენ და, როდესაც გავაპროტესტეთ მათი საქციელი, ფიზიკურადაც აპირებდნენ ჩვენთან დაპირისპირებას.

_ საინფორმაციო სააგენტომარშალპრესმაგაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზარმებში მეჩეთები და იეღოვას მოწმეების სასულიერო დაწესებულებები გაიხსნება. როგორი იქნება ეკლესიის პოზიცია?

_ მე არ მსმენია ამის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თინა ხიდაშელისა და რესპუბლიკური პარტიისგან არაფერი გამიკვირდება, რადგან ეს ისეთივე ოდიოზური პარტიაა, როგორიც “ნაციონალური მოძრაობა”.

ვფიქრობ, ადამიანს შეიძლება აუხსნა, შეაგონო, მაგრამ ვერ აუკრძალავ ვერც რწმენას და ვერც ლოცვას, მაგრამ საქართველოში, ტრადიციულ მართლმადიდებელ ქვეყანაში, მეჩეთებისა და იეღოვას მოწმეების სალოცავების გახსნას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით.

საერთოდ კი, ისეთი გადაწყვეტილებები და კანონები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, რადგან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. მეც სწორედ ეს მაშფოთებს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ვინც სოდომ- გომორის ერთგულია არა, აი, მათი შთამომავლობა გაჩნდეს ანალური ხვრელიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here