Home რუბრიკები პოლიტიკა MAPატიე, თინა!

MAPატიე, თინა!

813

ვარშავისსამიტისმომლოდინესაქართველოსნატომმაშველირგოლიგადმოუგდოჯეიმსაპატურაისსახით. საქართველოს – რა, მისიმნაწილს, ნატოსერთგულებისფიცსმანტრასავითრომიმეორებს! “მოამბის” ჟურნალისტმაექსკლუზიურიინტერვიუსწარდგენისასგვამცნო, რომნატოსსპეციალურიწარმომადგენელიიმთემებზეილაპარაკებდა, რომელიცესმის, ილაპარაკებდაგულწრფელადდაზოგიერთრამესპირველადაციტყოდა. გულწრფელადდასაქმისცოდნით, როგორცჩანს, მანამდეაპატურაისარულაპარაკია.

მაშ, ასე: აპატურაიმ პირველად თქვა ის, რაზეც “საქართველო და მსოფლიო”, უკვე წლებია, წერს და ამის გამო გაზეთს პრორუსულობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, აპატურაიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება თქვენი ქვეყნისთვის რისკს გაზრდის”. უცნაურია, რომ ამაზე ნატოს წევრი სახელმწიფოები ფიქრობენ და არა ჩვენი პოლიტიკოსები, თორემ აკი მოგახსენეთ, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.

აქტიური ჟესტიკულაცია და ცოტა დამნაშავე გამომეტყველება აშკარად თვალში საცემი იყო. ფროიდის წამოცდენასავით გაისმა დასაწყისშივე ნათქვამი: “არ ჩამოვაფარებთ ფარდებს და არ ვიზრუნებთ მხოლოდ ჩვენს თავზე. უფრო და უფრო აქტიურად დავეხმარებით პარტნიორებს, ასპირანტ ქვეყნებს, რომ შევძლოთ მათი ტერიტორიების დაცვა და მათი პოლიტიკური მანევრირების თავისუფლების უზრუნველყოფა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”.

დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ყოველდღიურადიცავსაშშის ელჩი საქართველოში, რომელთანაც უკვე კერძო ტელეკომპანიის მესვეურებიც კი დადიანკონსულტაციებზე”, ხოლოპოლიტიკური მანევრირების თავისუფლების უზრუნველყოფაიმაში გამოიხატება, რომ გულდაგულ გვაჩვევენ მომავალ პარლამენტში დასავლური და კიდევ უფრო დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალების გასვლას.

ჟურნალისტის კითხვაზე _ მიიჩნევთ თუ არა ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთთან დიალოგის წარმოებას, მაგალითად, ჩვენთვის მნიშვნელოვან _ ნატოს გაფართოების თემაზე, აპატურაიმ უპასუხა: თუ რუსეთთან გვექნება დიალოგი, ეს დაიწყება უკრაინით, რომელმაც ჩვენი ურთიერთობები გაართულა. უნდა ვნახოთ, სურს თუ არა რუსეთს საუბარი. ვფიქრობ, არ სურს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. თუ დიალოგს დავიწყებთ ეს იქნება უკეთესი, მათ შორის, საქართველოსთვის, რუსეთისთვისაც კი”.

ანუ, დიალოგს თქვენ კი არა, ჩვენ დავიწყებთო, თანაც ისე, რომ ჯერ თქვენთვის არ გვცალია და უკრაინაზე დაველაპარაკებითო! რიგში ჩამდგარი საქართველო აქაც უკან გადასწიეს და შვიდი წლით გვიან მომხდარი ამბები წამოწიეს წინა პლანზე. რას იზამ, როცა ვასალის მდგომარეობა მოგწონს, სიუზერენის გადაწყვეტილება უდრტვინველად უნდა მიიღო!

მართალია, “მაპზე უკეთესი” უკვე მიღებული გვაქვს, მაგრამ ამ ქრონიკულ უმაპობაში აპატურაიმ მწყობრად ახსნა: “მაპი შეიქმნა, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს. იმის თქმით, რომ მაპი ისევ საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ვფიქრობ, ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ ნაწილზე, პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე. მაპის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და ეს არის ის, რის ბოლომდე გაკონტროლება ჯერ არ შეგვიძლია. რასაც ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაციაპროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე მაპი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას.”.

ამაზეც ვწერდით, რომ თანხმობა მაპის მოცემაზე არ არის, ნატოს წევრობაზე _ მით უმეტეს. იმაზეც, რომ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნით სწორედ იმედგაცრუებას იმკის ხელისუფლება. თუმცა დღეს უკვე ითქვა, რომმაპის თემა რელევანტური არ არის”, ანუ თქვენი იმედები შეუსაბამოა და არც თქვენ ხართ მთლად ადეკვატურებიო! კიდევ რა უნდა უთხრან ნატოსკენ გადახრილ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ მათრელევანტურიდასკვნა გამოიტანონ?

ამის შემდეგ კიდევ უფრო ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა აპატურაიმ და უმაპობა ასე დაასაბუთა: “მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატოში შესვლა და არა მაპი. მაპი ნაბიჯია, ხოლო მიზანი _ ნატოს წევრობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიზანია”. ერთი სიტყვით, თუ ოცნებაა, ოცნება იყოს, “ნაბიჯისნატვრას მთლად ნატოს წევრობა ინატრეთო! არც ერთი იქნება და არც მეორე, მაგრამ ოცნება მაინც გექნებათ დიადი და ნათელიო!

ნატოში კარგად ესმით, რომ “მაპზე უკეთესის” მიმღები წინა ხელისუფლების სახეები საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უმაპობას თითზე დაიხვევენ და “ოცნების” კიდევ ერთ “უნიათობად” მონათლავენ, ამიტომ წინასწარ გააფრთხილეს: მინდა, თქვენთან ღიად ვთქვა, რომ ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად სწორია მოთხოვოს ხელისუფლებას მაპი და განაცხადოს, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს მაპი. მესმის საშინაო პოლიტიკა და არ მინდა, მასში ძალიან ჩავერიო, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტის გაკეთება იმპლემენტაციაზე, მაპის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და არ უნდა ვაქციოთ ეს პოლიტიკურ ფეხბურთად”.

ფეხბურთია თუ მაგიდის ჩოგბურთი (პინგპონგი), დეკემბერში მიღებული განცხადების ტექსტი ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის არ შეიცვლება. აპატურაი არ ელოდება განცხადების ტექსტის შეცვლას, თუ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა: “სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ ჩანს დღესდღეობით”.

რას უნდა ველოდოთ ვარშავის სამიტზე? სოლიდარობას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას, ძლიერ განცხადებას! მაპზე უკეთესს! კიდევ უფრო ძლიერსა და უკეთესს!

თუმცა ამ გულწრფელ ინტერვიუს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის კომენტარი აჭარბებს. აშკარად ნირწამხდარი მინისტრი ჯერ შეტევაზე გადასვლას ეცადა და “მოამბის” წამყვანს უსაყვედურა: “მეგონა, შეთანხმებული ვიყავით, რომ საქართველოს მიზანი არის ნატოს წევრობა და არა _ მაპი. ჩვენ, ქართული სახელმწიფო, არ ვითხოვთ მაპს”. მაგრამ წამყვანმა ტერიტორიული პრობლემებიც შეახსენა და სხვა რეალობებიც, მინისტრმა კვლავ სცადა ინიციატივის ხელში ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ. სრულიად უადგილოდ იკითხა, როგორ გგონიათ, შვედეთსა და ფინეთს მაპს ვინმე შესთავაზებსო? წამყვანმაც მიანიშნა, სად შვედეთ-ფინეთი და სად ბედკრული საქართველოო და ბოლოს მოთმინებადაკარგულმა ხიდაშელმა თქვა ის, რასაც სხვა დროს ნამდვილად არ იტყოდა: “არსებობს რეალობები, გეოპოლიტიკური გარემო, დამარცვლით თქვა აპატურაიმ. ამიტომ ნუ გამოვეკიდებით ფანტომებს. არ არის ჩვენი ოცნება და ამოცანა მაპის მიღება. ჩვენ დღეს უნდა მოვემზადოთ, რომ ხვალ, როცა გაიხსნება ეს ფანჯარა და აუცილებლად გაიხსნება საქართველოთვის, როგორც გაიხსნა ბალტიისპირეთისთვის, თავის დროზე პოლონეთისთვის, ჩეხეთისთვის, ამ ფანჯარაში შესვლა შევძლოთ. კარს არავინ გაგვიღებს, რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება, მაგრამ ფანჯარა აუცილებლად გაიღება”.

არსებობს ასეთი შეგონება დამწყები ჟურნალისტებისთვის: “თუ კარში არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე”. ერთი სიტყვით, წლების განმავლობაში ნატოს კართან ატუზული საქართველო ახლაფორთოჩკასთანინაცვლებს და დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ლოდინს იწყებს.

_ გივი, ჩვენ ვართ, გივი!

პასუხი არ არის.

საინტერესოა, როდიდან როდემდეა დალოდების საათები.

ვარშავის სამიტამდე 7 თვეა და ხიდაშელმა არ იცის, რა ცვლილებები იქნება. “გვექნება მეტი პრაქტიკული მხარდაჭერა… წვრთნები… მასშტაბური. …რაც შეიძლება მეტი ნატოს სამხედრო მოსამსახურე საქართველოში ჩვენს მხარდასაჭერად, ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რაც შეიძლება მეტი ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებთან წვდომა ექნებათ ჩვენს სამხედროებს… და რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სტუმრიანობა საქართველოში, რომ ვიღაცას სხვა აზრები არ გაუჩნდეს”.

ვიღაცას არ ვიცი და, აპატურაის უკვე გაუჩნდა “სხვა აზრები”. სიტყვა “ფანჯარაც” მისი შემოგდებულია. აკი თქვა, ჩვენ ფარდებს არ დავხურავთო, ფარდა კი სწორედ ფანჯარაზეა ჩამოფარებული. მისი ბოდიშის მაგვარი ტონიც გასაგებია, დაპირებებში წლები გავიდა. ძველი ანეკდოტია: შუა საუკუნეებში მშვილდოსანთა შეჯიბრება ტარდებოდა ინგლისში. გამოვიდა ერთი, მიზანს ზუსტად გაარტყა ისარი და წამოიძახა: I am Quentin Durward! გამოვიდა მეორე, ისარი ბეჭედში გააძვრინა და გამოაცხადა: I am Robin Hood! გამოვიდა მესამე, მიზანს ააცდინა და თქვა: I am sorry!

ჯეიმს აპატურაი არც კვენტინ დორვარდია და არც რობინ ჰუდი, I am sorry-!

კიდევ როგორ უნდა ეთქვა _ MAP–ატიე, საქართველო!

არადა, ნატოს ამბებში ჩვენთვის რომ დაგეჯერებინათ, საბოდიშოდ არ გაგიხდებოდათ საქმე!

თამარ დავითულიანი

MAPატიე, თინა!

1 COMMENT

  1. ჯერ იყო-კარები ღიააო,მერე იყო-მაპი.მერე იყო-მაპზე უკეთესი,მერე იყო-ასპირანტობა,ახლა შეგვრჩა -\\\” ფ ო რ ტოჩ კ ა\\\”,კიდე ვერ ხვდები შე ჩემი ცოდვით სავსე ქართველო რომ ნატო მკვდრადშობილი იყო ჩვენთვის(მითუმეტეს ევროკავშირის წევრობა,ვიზები შესაძლებელია) და ჩვენ უბრალოდ რუსეთს მიგვაგდეს და მისი თავხედობა გაზომეს-შეგვჭამა რუსეთმა,მიაყოლა უკრაინა,მიაყოლა სირია,თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ნახეთ რაც გააკეთა,რას ვეძებთ? თაგვმა თხარა თხარა და ფისო იპოვაო არ გაგიგიათ???? ეს გვინდა??? ვაცალოთ,ვუყუროტ რა მოხდება,ეს ჭადრაკი არაა ყაიმით დამთავრდეს,ან ერთი წაიქცევა და ან მეორე,სად ვეტენებით?რა შეგვიძლია?? ვიყოთ რა წყნარად და დაველოდოთ მოვლენებს. რა ვიცი რა ვიცი,მე ასე მიმაჩნია სწორად,თქვენი არ ვიცი.

  2. საქართველოს 3-5 ათასამდე მოღალატე და გამყიდველი ფულის გულისთვის, რომ მხოლოდ მათი ოჯახები გაძღნენ და გასკდნენ, საზიზღრად გვაბოლებენ. აღარ გეყოთ, თქვე არამ-
    ზადებო!?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here